Thursday, October 28, 2010

პარალელური საწოლის სიზმრის ჩემი ვერსია

დედა ყურადღებიანი მაგრამ მკაცრია – მე ასეთი არ ვარ. მას სულ აქვს დარიჩინის სურნელი და ძალიან კეთილი თვალები. მეც მინდა როდესმე ასე…

მოგონებებს მწკლარტე გემო დასდევს თან, აი ისეთი მკვახე შინდის გასინჯვისას რომ გაგვკრავს ხოლმე.

ძილი კარგია მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რომ ახალმა იდეებმა გიპოვნონ, ან შენ იპოვნო და დაიმგზავრო რეალურ სამყაროში, უფრო სწორად იმ სამყაროში - ძილში რომ იღვიძებ  და რეალობაში გესიზმრება.

****

smoking_by_lolita_art

მთელი დღეა იისფერი მზის სხივებისგან მაცემინებს, მას მერე რაც მზის ფერის შეცვლა გადაწყვიტეს ქალაქში ხეებმა შინდისფერი ფოთლებისა და ზოლიანი მერქნის გამოზრდა იწყეს. თმა - გუბეში ჩაჭყლეტილი ბაყაყისფერი გამიხდა და თვალები სიბნელეში მიელავს. ვწუხდები სიმართლე თუ გინდათ. ღამე თვალი ვეღარ გამიხელია მე თვითონ ვკრთები ისეთი სხივი მაქვს.

****

ჩაის უკვე 2 წელია აღარ ვსვამ , მხოლოდ მის აბაზანებს ვიღებ იმ იმედით რომ ფორთოხლის გემოს როგორმე დათრგუნავს ჩაის არომატი და უფრო გემრიელი გავხდები, ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს, თუმცა ჩვენი ქუჩის კუთხეში მდებარე ალქიმიის მაღაზიის დამლაგებელმა მითხრა უცებ იქნება შედეგი მაშინ როცა არ ელოდებიო – მე კიდევ მაინც ველოდები სულმოუთქმელად და ეფექტიც ალბათ ამიტომ  არ ჩანს.

არადა რა ვქნა არ უხდება ფორთოხალი ჩემი ბიჭის ვანილიან ენას და ამის გამო სულ ვკინკლაობთ, არ სჯერა რომ 2 წელი პროცედურებს შედეგი არ აქვთ. ამიტომ მასთან შეხვედრისას ვცდილობ ხოლმე ჩვენი ცენტრალური მოედნის შოკოლადის შადრევანში დიდი ხანი ვიცურავო,იქნებ ფორთოხლის არომატი ცოტა გადაფაროს… ცოტა უფრო დიდი ხანი მაინც გასტანს სიამოვნების წუთები…

****

სამსახურში უფროსს გუშინ ყური მოვატეხე. ძალით არ მინდოდა, მაგრამ რა მექნა თუ იმ შტერმა ჩვენი შაქარყინულის ტელეფონის ლოკვას თავი ვერ დაანება და მერე საქმიანი ზარის განხორციელება გადაწყვიტა? დროულად რომ არ მემოქმედა შაქრის წვენი მის ლიმნის ყურებზე ძალიან ცუდ გავლენას იქონიებდა და საერთოდ აღარაფერი უშველიდა.

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA         ისე, ამის შემდეგ დამაწინაურეს და დღეიდან შაქარყინულის ზარებისა და კონტრაქტების მაგისტრი ვარ.

****

დღეს საღამოს ჩემი 12 ფანჯრიანი ახალი ენოტქანის ტარება უნდა ვისწავლო, ცოტა უხასიათო სამართავიაო ასე მითხრეეს ზოოცენტრში, მართალია ახალი ჩამოყვანილი გვყავს და კაი ფორმაშია ,მაგრამ თავიდანვე ცოტა ცუდად უვლიდნენ და გაჯინიანებულიაო. ავიღებ ახლა დიდი ხორცის ნაჭერს ჩავჩრი ხახაში და იქნება უფრო ადვილად დაიქოქოს.

მომავალ შეხვედრამდე, კარგად მენახეთ მთვარის მე128 987 დაბადების დღეზე. (არ დაგავიწყდეთ შინდისფერი კოსტუმები, სხვანაირად გაგვინაწყენდება)

Friday, October 22, 2010

ოპ(იუმ)ტიმიზმი

ეს პოსტი ნარკოტიკულ ნივთიერებებთან არ იქნება კავშირში, მაგრამ მე გეტყვით რას აქვს ჩემთვის მსგავსი მოქმედება.For_sale___

გაგიზიარებთ იმ შეგრძნებებს, არა უფრო ქმედებებს , რომლებსაც არანაკლები ”კაიფი” მოაქვს ვიდრე ყველა ქიმიურ თუ ბუნებრივ ნარკოტიკს.

 

ყოველთვის, ყველაზე ცუდი მოვლენების დროსაც კი , არ ვკარგავ შემართებას. შეიძლება ცუდ ხასიათზე დავდგე და ზოგჯერ გავბრაზდე კიდევაც, თუმცა სულ ცოტა ხნით, შემდეგ კი ისევ ვიმართები წელში და ვაგრძელებ მოქმედებას - მიზნებისკენ ვმოძრაობ.

 

მართალია მეც ისევე როგორც ყველას ბევრი მარცხი და ცუდი მოვლენები მქონია და ალბათ კიდევ მექნება ცხოვრებაში , მაგრამ ეგ არასოდეს ყოფილა ჩემთვის მიზეზი რომ დავჯდარიყავი სახლში, მდომებოდა მარტოობა და ხელები ჩამომეშვა, დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი და მეთქვა რომ მორჩა – დამთავრებულია ბრძოლა.

ყველა წარუმატებლობა რაღაცნაირ მუხტს მაძლევს იმისათვის, რომ მორიგი შეტევა წინაზე უფრო კარგად დაგეგმილი და ზუსტი აღმოჩნდეს, რომ მიზანთან სულ ახლოს თუ არა კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს მივიდე.post-12-1150618447

დამიჯერეთ ძალიან, ძალიან მაგარი სიამოვნებაა, როდესაც წარუმატებლობის და დაცემის შემდეგ გასწორდებით და კიდევ რამდენიმე ძლიერ და წარმატებულ მოქმედებებს განახორციელებთ.

 

მართალია გამოთქმა – მიზანი ამართლებს საშუალებებს-ო ! მთავარია მიაღწიო და მთავარია ხელები არ ჩამოუშვა , არ დანებდე !

 

უმაგრესია როდესაც ბრძოლით, მაგრამ მაინც აღწევ იმას რაც გინდოდა დიდი ხანი!

 

 

მენდეთ ერთი, ორი და თუნდაც 10 წარუმატებლობა არ ღირს დეპრესიად და პესიმიზმში გადავარნად, უბრალოდ მოძებნეთ ახალი გზები, ახალი შესაძლებლობები და უბრალოდ რამე ახალი მოძებნეთ!

funfair_by_lolita_art

Friday, October 15, 2010

რა იგეგმება – ჩემს ქორწილში : )

პოსტის შთაგონება მორიგი ქართული (ტრადიციული) ქორწილი გახლავთ!

როდესაც თავში დამკრავს იდეა, რომ გათხოვებას გადავწყვეტ და მომინდება რომ მქონდეს ქორწილი - არ ვიცი რა არ იქნება იმ ქორწილში , რა გამოვა და როგორ, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ შემდეგი პუნქტების შესრულებაზე ძალისხმევას და მონდომებას არ დავიშურებ:

  • პირველ რიგში სტუმრების სია

ძალიან ვიმედოვნებ, რომ ის ადამიანი რომელთან ერთადაც გადავწყვეტ მსგავსი სიგიჟის ჩადენას დაახლოებით მაინც იქნება იგივე აზრზე რაზეც მე , ამიტომ ვფიქრობ მაქსიმუმ 50 ადამიანი საკმარისი იქნება ამ დღის საუკეთესოდ აღსანიშნად

  • მეორე სტუმრების  DressCode

ნუ ვფიქრობ იმისათვის რომ არდაპატიჟებულ საზოგადოებას გული არ დასწყდეს ესოდენ ექსცენტრულ ქორწილზე ვერ მოხვედრის გამო , ყველა მოპატიჟებული სტუმარი აუცილებლად ნუდისტურ სტილში ”კოსტუმირებული” უნდა გამოცხადდეს : )

213

  • სტანდარტული რიტუალები

მართალია უკიდეგანოდ მორწმუნე არ ვარ და არც ეკლესიური წესებით ვცხოვრობ, მაგრამ თუ ჯვრისწერა გადაწყდა – აუცილებლად საფარაში. ხოდა თუ არადა მაინც საფარის მონასტერთან ახლოს განვითარდება მოვლენები: )

  • მოვლენების განვითარების ადგილი

როგორც უკვე აღვნიშნე მოვლენები განვითარდება ღია ცის ქვეშ, სადმე საფარის მონასტრის ახლოს (ნუ მთლად მიმდებარე ტერიტორიაზე არა რა თქმა უნდა. აუცილებლად ღამისთევით, ბევრი კარვებით მუსიკით და ღრიანცელით.

dancefloor_188aprev

  • პატარძლისა და სიძის (ნეფესაც ეძახიან ხო? ) ჩაცმულობა

ესეიგი ამაზე დიდი ხანი ვიფიქრე და ვერაფერი მოვიფიქრე, ასე რომ დამსწრე საზოგადოება საჭირო დროს, საჭირო ადგილზე თვითონ ნახავს ,თუმცა გპირდებით ხელში მეჭირება კაკტუსების დიდი თაიგული : ) რატომ?? აბა ვინც იჭერს იმას რომ უხარია მეც რომ გამიხარდეს ცოტა ხომ შეიძლება?

  • ტორტი

ოო მეგობრებო, რა თქმა უნდა ტორტი აუცილებლად იქნება (ჩემი ტორტებისადმი უსაზღვრო სიყვარულის დასტურად რა თქმა უნდა) მაგრამ მხოლოდ საჭმელად არა : ) ტორტი იქნება შესაზელად – ცხვირპირში. აბა ისე არაა საინტერესო – მოგიჭრიან , შეჭამ, მოგიჭრიან შეჭამ… ასე რომ როგორც კი გაიჭრება ტორტი პირველ ნაჭერს მე გავისვრი ნებისმიერი მიმართულებით : )

80__s_Themed_Wedding_Cake_by_DontDeconstruct

  • მუსიკა

ნუ მუსიკა ყველას რომ ესიამოვნოს ამისათვის ყველა სტუმარს მოსაწვევში ეწერება თან იქონიოს რამე ციფრული ინფ. გადამტანი საშუალება და ცოტა ცოტა ყველას გავახარებთ : )dreamstimecomp_9918070

მოკლედ მგონი სულ ეს იყო რაც გამახსენდა, დამამახსოვრდა და დავგეგმე : )

იმედია კარგი გამოვა , თუ გამოვა , როცა გამოვა, რაც გამოვა : )

Monday, October 11, 2010

ფარიკაობა- ჩემია…

ყოველთვის ჯინიანი და უცნაური ვიყავი.
ყოველთვის ვცდილობდი ჩემი გამეტანა. სულ მინდა და მორჩა მქონდა, თუ რაღაცას გადავწყვეტდი ეგრეც უნდა მომხდარიყო.
post-25-1182249209ძალიან ხშირად ”მინდა”ს დიდი ხანი ველოდებოდი და ”უნდა”ც დიდად არ ნებდებოდა ჩემს ახირებას, თუმცა ისევე როგორც ყურის გახვრეტას შემპირდა დედა (მას მერე რაც ძალიან ძალიან ტვინი წავიღე) ასევე მიმიყვანეს ფარიკაობის დარბაზში.
თავიდან ფრიად მორიდებული ვიყავი, შემდეგ გავშინაურდი და მალევე თავი დავანებე ამ სპორტს. არა იმიტომ კი არა რომ აღარ მომწონდა? არა პირიქით კივილამდე მომწონდა, უბრალოდ იქ არავინ იყო ისეთი ვისგანაც ვისწავლიდი, ვისაც მივბაძავდი , ვისაც ნამდვილ მასწავლებლად ვიგრძნობდი.
ასე დასრულდა ჩემი პირველი მცდელობა ვყოფილიყავი მოფარიკავე, თუმცა ამ მცდელობიდან ჩემი საყვარელი მუზარადი და გაცრეცილი მაგრამ მაინც ძალიან ძვირფასი ხელთათმანი შემრჩა.

******
დიდი ხანი გავიდა მას მერე რაც ბოლოჯერ ვიყავი დარბაზში,თუმცა ფარიკაობა სულ თან მდევდა…
სულ მახსენდებოდა , სულ სადღაც ვეჩეხებოდი…
ეს არის სპორტი რომელიც სავსეა დახვეწილი მოძრაობებით და განსაკუთრებული სულით (თუ შეიძლება სპორტის სახეობას ჰქონდეს სული)
******
symb339
ჰოდა აი როცა რაღაც ძალიან გინდა და ძალიან გიყვარს მაინც მეორდება, მაინც გაქვს ადრე თუ გვიან , მაინც აღწევ მიზანს…
მე ისევ დავდივარ საფარიკაო დარბაზში და ისევ დავიწყე ვარჯიში!
ისევ ისე მომწონს და მსიამოვნებს ეს სპორტი.
უმაგრესია.
ერთი სული მაქვს როდის დავიჭერ ხელში ჩემს იარაღს ♥

Saturday, October 02, 2010

მე , შენ, ჩვენ და ისიც

იცით როგორ მომწონდა?

ძალიან , ძალიან … ნუ თავს ვიკლავდი მასზე ფიქრითთქო ეგრეც არა, მაგრამ სულ იყო მომენტები როდესაც ვხვდებოდი და ვშტერდებოდი, ამის შემდეგ რაღაც პერიოდი სულ პირზე მეკერა, ან სულაც  სადღაც ვიღაც ახსენებდა და მე ისევ ამიჩქარდებოდა გულისცემა,თუმცა ასევე მალე გადამივლიდა და მიმავიწყდებოდა.

არა გატყუებთ , იყო პერიოდი როდესაც განუწყვეტლივ მესიზმრებოდა.

არა, არა, ეროტიული სიზმრები არ ყოფილა, უბრალოდ ყველა სიზმარში რაღაც როლი ჰქონდა, რაღაცას აკეთებდა და მამახსოვრდებოდა – დილით კი გაოგნებული ვიღვიძებდი და ვფიქრობდი რომ გავგიჟდი და ისევ ამეკვიატა მორიგი ადამიანი.

ასე გრძელდებოდა არც თუ ისე ცოტა ხანი.

 

******

იმ საღამოს , ჩვეულებრივზე მეტი დავლიეთქო შემიძლია ვთქვა.

ბევრი ხალხი ირეოდა ძალიან, სხვადასხვა რასის წარმომადგენლები ერთმანეთში ისე იბლანდებოდნენ რომ ცომის ჭრელ გუნდას ემსგავსებოდა საზოგადოება…

იატაკზე დაგდებულ უფორმო პუფში კიდევ უფრო უფორმო მე ვიყავი გაშხლართული და არაფრის თავი არ მქონდა. ძალიან მინდოდა ხმამაღალი მუსიკისათვის ამეყოლებინა სხეული, მაგრამ ვერაფრით ვიმორჩილებდი, ამიტომ ტყავის ზედაპირზე მხოლოდ თითები ავათამაშე და გავაგრძელე უსულოდ განრთხმულობა.

ცოტა ხანში ხალხი შეცოტავდა, თუ ზომაში დაიკლო ყველამ არ ვიცი ,მაგრამ ტერიტორია ერთი ორად დიდი გამოჩნდა და ბევრი ადგილიც განთავისუფლდა, ნელა ნელა სხეულის აზიდვა მოვახერხე და რყევა - რყევით დავიწყე კუთხიდან კუთხემდე ბოდიალი…

სასმელის და სიგარეტის სურნელით გაჟღენთილი ოთახი ტრიალებდა კარუსელივით, თუმცა მე უკვე აღარ ვიმჩნევდი – უკანასკნელი 2 საათის გამვალობაში შევეჩვიე ასეთ მდგომარეობას.

დავბოდიალობდი და ჩემსავით , ან კიდევ უფრო მეტად გათიშულ საზოგადოებას ნელა ნელა ვათვალიერებდი, პრინციპში არსადაც არ მეჩქარებოდა – დილამდე დიდი დრო იყო, წასვლის თავი არ მქონდა, მეგობარს ვერ ვპოულობდი,  ასე რომ შემეძლო თავისათვის ამის უფლება მიმეცა.

უცებ ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი, უფრო სწორად ასევე ნელა მოძრავ და ძალიან ახლობელ სხეულს გადავაწყდი…

ისევ ამიჩქარდა გულისცემა , მაგრამ სასმელის ბრალი აღარ იყო ეს…

თმის ფერი, ვარცხნილობა და პერანგიც კი ძალიან ნაცნობი მომეჩვენა, ვიღაც გოგოსთან ერთად ხელჩაკიდებული, მოძრავ ჭიქაში ჩასხმული  ბლანტი სითხესავით ირწეოდა არც თუ ისე ნელი მუსიკის ფონზე.

სწრაფად (ნუ რამდენადაც ეს შემეძლო) მიმოვიხედე გარშემო და ძალიან გამიმართლა როდესაც თავისუფალი პუფი სულ ახლოს დავინახე, ფრთხილად – ისე რომ არ წავქცეუულიყავი თავბრუსხვევისაგან , ჩამოვჯექი და დავიწყე თვალთვალი. თვალთვალი ხმამაღალი ნათქვამია , უბრალოდ ავიღე და ამ წყვილს უბოდიშოდ მივაშტერდი.

party_1_by_Trueblood

ჯერ ის ბიჭი დავათვალიერე კარგად რომელიც ამდენი ხანი მესიზმრებოდა და რომლის დანსახვისთანავეც გულისცემა მიხშირდებოდა , შემდეგ კი ჯერი გოგოზეც მიდგა.

იცით როგორი გოგო იყო? როგორი და წვნიანი. ერთი შეხედვით  განსაკუთრებულად ლამაზი ტანი არ ჰქონდა, სახეც ჩვეულებრივად კარგად ჰქონდა აგებული – ნორმალური ცხვირი, საშუალო თვალები , საშუალო ტუჩები და ოდნავ მაღალი შუბლი. ეცვა ზოლიანი კაბა , რომელიც ტანზე საკმაოდ სასაცილოდ ჰქონდა ადგილ ადგილ მომდგარი და ფეხზეც გაურკვეველი შეფერილობის სამხედრო ”ბატინკი”  ამოეცვა.

ამ გოგოს ყურებისას საერთოდ დამავიწყდა ბიჭი , რომლის გამოც რეალურად ამ წყვილის თვალთვალი გადავწყვიტე.  ეს გოგო მაიძულებდა ენა მეწკლაპუნებინა – აი ზუსტად ისე ტორტის მსუყე ნაჭერს რომ შევცქერით და პირის ცმაცუნი რომ აგვიტყდება ხოლმე.

თავბრუსხვევა გამიძლიერდა, ეს წყვილი გარემოს შეეერია და ისევ ყველაფერი კარუსელივით დატრიალდა….

********

მეზიზღება ნაბახუსევზე გაღვიძება, თუ ჰქვია ამას გაღვიძება.

პირში მკვდარი ვირთხის გემო მაქვს, თავი მისკდება – არა უფრო სწორად ორივე თავი მისკდება, ან იქნებ სამივე.

უხ რა საზიზღარია პოსტალკოჰოლური თრობის შედეგები. მინდა ჩემი სხეულიდან გამოვიდე და სადმე ურნაში ჩავტენო თავით, ან ორი თავით - რომლებიც სასწაულად მტკივა.

ჯერ ერთ თვალს ვახელ, მერე მეორეს. წინაღამის გაოფლილ სახეს ვიშმუშნი და ნელა ნელა ვითრევ კისერს. კისრის მაგივრად მგონი ჯირკვი მაქვს ან რაღაც კიდევ უფრო ნაკლებად დრეკადი.

ოთახში მძიმე ჰაერია, უფრო სწორად მძიმე უჰაერობაა. ვდგები მუხლებზე და ვცდილობ ტანი ავისროლო ზემოთ, რომ როგორმე ფეხებზე დავდგე და არა ოთხზე როგორც მეზობლის უჯიშო ფინია.

გავსწორდი, მეღირსა, ახლა დროა ფოკუსი გავასწორო და მიმოვიხედო.

ჰმმ რამდენი უსულო სხეულია გარშემო – ჩემი არ იყოს, მერე რა რომ ფეხზე ვდგევარ …

აგერ სადღაც შორეულ კუთხეში ჩემი მეგობრის ქუდს ვხედავ, ნეტა თავიც იქვეა თუ უბრალოდ ქუდი გდია.

აი ასეთი შეგრძნებებითა და კითხვებით დავიძარი ოთახის ერთი მხრიდან , რომელშიც მთელი ღამე მყარად ვიყავი განლაგებული.

******

დავიძარი და მეგონა , რომ ნახევარი საათი ვმოძრაობდი ოთახის ერთი კუთხიდან მეორემდე.

ქუდის ქვეშ ჩემი მეგობარიც აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამახარა, ჯანჯღარით გავაღვიძე – სულ არ მომრიდებია იმის რომ შესაძლოა ისიც ჩემნაირ, ან უფრო ცუდ მდგომარეობაში ყოფილიყო. ძალიან ძალიან მინდოდა იქიდან წასვლა, მაწუხებდა უსულო ხორცი - მიმოფანტული ოთახში, უჰაერო ჰაერი და საკუთარი თავიც.

ხმა არ ამოუღია ისე ადგა და კარისაკენ წავედით, უფრო სწორად გრძელი დერეფნისაკენ, რომელიც ბოლოს გასასვლელით და სუფთა ჰაერის ნაკადით უნდა დასრულებულიყო , თუმცა მანამდე პატარა სიურპრიზი მელოდებოდა.

დერეფნის ბოლოს დაგდებულ უზარმაზარ პუფზე ჩემს გულშინდელ სამიზნე წყვილს ძალიან სათნოდ ეძინა.

გავბრაზდი სიმართლე თუ გინდათ, გუშინდელი ღამე არ მეყოფოდა, ეხლა ამ გასიებულ თავზე კიდევ ესენი რომ არ მენახა.

მოურიდებლად გავკარი ფეხი რომელიღაცას და ისე გავიარე. გულისცემა არც შემცვლია , მაგრამ გოგონას კიდევ ერთხელ კარგად ჩავაკვირდი და კარი მკვეთრი მოძრაობით გავაღე….

*****

სუფთა ჰაერის უხვმა ნაკადმა ცოტა აზრზე მომიყვანა, მაგრამ დიდი არაფერი შევცლილა – ისევ სამთავიანი პირშივირთხაგამოვლებული გოგო ვიყავი , რომელსაც წინა ღამის ოფლი ტანზე ჰქონდა შემშრალი, ტანსცმელი უკანასკნელი უსახლკაროსავით აჯაჯვოდა და თმა ცოცხის ბოლოს მიუგავდა.

ბუზღუნით ამოვიღე სიგარეტი, ერთი ჩემივე თანამგზავრს მივაწოდე , რომესაც ეტყობოდა რომ არ იყო ჩემზე უკეთეს დღეში. ერთდროულად მოვუკიდეთ და ზუსტად ერთად ვიკითხეთ:

- გუშინ რა მოხდა?

გაგვეცინა : ) მივხვდით რომ ორივემ გადავამეტეთ და გუშინდელზე ფიქრს აზრიც არ ჰქონდა.

შუქნიშანთან დავემშვიდობეთ ერთმანეთს და საპირისპიროდ გავუყევით ქუჩას.

******

შემდეგი ერთი კვირა ჩემს სიზმრებში ბიჭი გოგომ ჩაანაცვლა. გულისცემა ერთი სახელის მაგივრად ორზე, თუ სულაც მეორეზე დამეწყო…

რთული სათქმელია რა მომივიდა , მაგრამ ფაქტია რომ მეორე საღამოსვე ვიცოდი სახელი, გვარი, მამის სახელი, ფეხის ზომა, საცხოვრებელი ადგილი, საყვარელი ფერი და კიდევ რავიცი 1000 უბედურება რასაც სასურველ ადამიანზე იგებენ ხოლმე.

მას მერე , მას მერე არაფერი განსაკუთრებული, გადავწყვიტე რომ უნდა გამეცნო რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს…

ვინაიდან და რადგანაც ქალები ძალიან სათნოები და მინდობები არიან, სულ მალე ერთმანეთთან ”დუშა ვ დუშუ”  გავხდით (რაზეც დიდი ძალისხმევა სულ არ დამჭირვებია სიმართლე თუ გინდათ)

ის ისევ ისეთი მიმზიდველი იყო ჩემთვის , თუმცა მაინც დისტანციაზე ვიყავით…იმ დროისათვის …

ის მიყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს და ურთიერთობის დეტალებს, მე ვისმენდი და ვიმახსოვრებდი…

*****

ალბათ მე იმ ადამიანების რიცხვს განვეკუთვნები რომლებიც მტაცებლური სისხლის თუ გენის უხვი დოზების მატარებლები არიან, ან სულაც  ბოროტ და უკიდეგანო ეგოისტ (ნუ ყველა ეგოისტია კი, მაგრამ აი ისეთებისას რა, არაფერი რომ არ აკავებთ მიზნის მიღწევამდე) ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები -მაგრამ რა ვქნა ასეთი ვარ.

ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ იმაზე გამეკეთებინა ეს თუ არა, ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ სხვის გრძნობებსა და განცდებზე, ერთი წუთით არ შემიფასებია სასწორის რომელი მხარე მერჩივნა, არც ერთი წამი არ შემპარვია ეჭვი რომ ერთის მიღებით მეორეს საერთოდ უნდა დავმშვიდობებოდი , მაგრამ მაინც ძალიან აუღელვებლად გავაკეთე ეს და თანაც ყველანაირი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

******

girls_by_phanie

 

სულ მალე მორიგი ”ფართი” მოეწყო, ისევ იქ , ისევ იგივე ხალხით.

”ჩემი პატარა, საყვარელი” ბიჭი იმ დღეს იქ მარტო მოვიდა, მე და ჩემი გოგო კი მთელი ღამე გაუჩერებლად , ხელიხელჩაკიდებულები, მოძრავ ჭიქაში ჩასხმული  ბლანტი სითხესავით ვირწეოდით არც თუ ისე ნელი მუსიკის ფონზე.