Wednesday, September 29, 2010

მსოფლიო განვითარების ორბიტას მოვწყდით

თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მთელი მსოფლიო ერთნაირად ვითარდებოდა.

თავიდან ყველგან იყვნენ ველურები რომლებიც ქვის იარაღებით დარბოდნენ , ჰქონდათ მკაცრი თემური წყობა და პატრიარქატი. ცხოველების ტყავით ნახევრად შემოსილნი ძლივს ატანდნენ ზამთრიდან ზამთრამდე.

შემდეგ ცოტათი ყველგან დაიხვეწნენ (ნუ თითქმის ყველგან ერთდროულად) , დაიწყეს სხვადასხვა წიაღისეულის მოპოვება და გამოყენება, ისწავლეს ცეცხლის დანიშნულება , დაიხმარეს ეს აღმოჩენა  კვებისათვის.

დაიწყეს მარტივი, მაგრამ მაინც - შენობების აგება.

ამის მერე სულ უფრო და უფრო სწრაფად წავიდა წინსვლა.

მალევე ადამიანებმა დაიწყეს ქსოვილის შექმნა, საკვების მარტივად მოპოვება, შექმნეს ცეცხლსასროლი იარაღი. მყარი შენობები ააგეს და დაიწყეს შიგნით ცხოვრება.

აღმოაჩინეს ფუფუნების საგნები და მათი გამოყენების მეთოდები. ეს ყველაფერი მთელს მოსფლიოში დღემდე ხდება, დღევანდელ დღემდე ვითარდება მთელი მსოფლიო გარდა…

…..გარდა საქართველოსი.

ჩვენ სადღაც ფუფუნების საგნების წინა პერიოდში გავეკვეხეთ და დღემდე იქ ვართ.

ნუ კარგით ცოტა ვაბუქებ, მაგრამ დიდად წინ არ წავსულვართ და რატომღაც სტაგნაციას განიცდის ჩვენი განვითარება.

არადა სად ”გავმაზეთ”? სად ჩამოვრჩით მსოფლიოს? რომელ პერიოდში?

ღმერთმანი არ ვერჩი საქართველოს ზოგადად მაგრამ 2 დღის წინ ვუყურე გადაცემას მსოფლიოს საოცრებები (თუ რაღაც მსგავსი ერქვა) და აჩვენებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ თუ ისე ღირშესანიშნავ ადგილებს.

იქ იყო უამრავი სხვადასხვა კატეგორიის გასართობი თუ ისტორიული ადგილები.

რა გვაქვს ჩვენ საჩვენებლად საქართველოში? ეკლესიები?? ციხესიმაგრეები? ეკლესიები? ისევ ციხესიმაგრეები? და მერე?

მთები? ტყე? კიდევ? გარდა იმისა რაც ბუნებამ გვაჩუქა- რა გვაქვს?

რა შევქმენით ჩვენ, იმის შემდეგ რაც წინაპრებმა  შექმნეს და დაგვიტოვეს?

ისევ ეკლესიები ყველა კორპუსის ეზოში? :|

ჰოდა სად ავცდით მსოფლიო განვითარებას? რომელ ეპოქაში?

Thursday, September 23, 2010

მოგვილოცეთ – ჩვენ გავთხოვდით : )

არადა ყოველთვის ვიცოდი რომ პატარა და მშვიდი ქორწილი მექნებოდა როდესაც მექნებოდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და როცა არ უნდა ამომხდარიყო ეს…

ეხლა კი ყველაფერი თავზე დამეყარა უცებ ატყდა ალიაქოთი და თავი ამოვყავი იმ მოვლენების ეპიცენტრში სადაც აშკარად ჩემი ადგილი არ იყო, მაგრამ რატომღაც მაინც შევეკვეხე.

როგორ გინდა ამცნო მეგობრებს ის რასაც შენ თვითონ სულ დასცინოდი? ან მაგალითად როგორ უნდა დააჯერო შენ  - 14 წლიან მეგობრობაში მყოფ ადამიანს რომ სიმართლეს ეუბნები??

***

ასე ვსაუბრობდით ერთ მშვიდ საღამოს არაფერზე, სკაიპის ვიდეოქოლი საუკეთესო საშუალებაა დისტანციური ურთიერთობისათვის, ჰოდა ჩვენც ვისხედით და ზუსტადაც რომ არაფერზე ვსაუბრობდით.

ბოლოს როგორც იქნა გადავწყვიტე რომ დრო იყო მეთქვა.

hkmg - იცი საინტერესო ამბავი მაქვს…

- ვა რამე ახალია? – მეკითხება და დარწმუნებულია, რომ ჩემი მორიგი შტერობის შესახებ უნდა მოვუყვე ,  ამიტომ სკაიპის ფანჯარას არც რთავს და ისევ ინტერნეტში ძრომიალს აგრძელებს.

-მმ, იცი რა… არა კი ვიცი ეხლა ეს იქნება რაღაც ძალიან სასაცილო ფრაზა მაგრამ … მოკლედ ხომ მიცნობ რა ხოდა მოკლედ… არა სხვა სიტყვები არ არსებობს მგონი ამის სათქმელად მაგრამ ვცდილობ…

- ე ბიჯო რა იყო, რა ვერ ამოღერღე ? – უკვე გაკვირვებულმა გადმორთო სკაიპის ფანჯარაზე და მიყურებს, თვალები ნელა ნელა უფართოვდება და ხვდება , რომ რაღაც ისე ვერაა როგორც არის ხოლმე…

ღრმად ჩავისუნთქე და მივახალე :

- ქორწილი მაქვს!

უცებ ეკრანიდან მისი თავი ქრება და მესმის ყრუ ბრაგვანის ხმა, იქიდან კი მოგუდული სიტყვები:

-შენ სულ გამ###დი? – და უტყდება სიცილი.

- არა ისე მაგარი ხუმრობაა, კინაღამ დავიჯერე, მარა მეტი ასეთი შტერობა აღარ მოიფიქრო რა – მეუბნება და უკან მოძვება სკამზე.

- იცი , ხუმრობა არაა და მინდა რომ თარიღი შენც შეგითანხმო, ხომ იცი შენს გარეშე ეს არ გამოვა.

მორიგი ბრაგვანის ხმაა და უკვე კივილი ისმის, სადღაც მაგიდის თუ ტუმბოს ქვემოდან:

- შენ სულ გამოშტერდი ხო? არ მჯერა მე ეგ , ეგ რა ხუმრობაა ვერ გავიგე.

ვიწყებ თავიდან და ვცდილობ არ ავღელდე:

-არა რა ხუმრობა, გახსოვს შენი გაფრენის წინა ღამეს რამდენი ვიღადავეთ ამაზე? ხოდა აგერ ბატონო…

მართალია მეც არ მჯერა რომ ვიღაც ქალი მოვა და ჩემი დედამთილი იქნება და რაღაცეებს მეტყვის და მირჩევს ხოლმე, არც ის მჯერა რომ თეთრი ტომარა მეც უნდა ჩავიცვა , ან რატომ უნდა ჩავიცვა მამენტ, ხოდა მოკლედ ასე მომივიდა რა….

- სიჩუმეა. მიყურებს და აღარც ვიცი უკვე რას ფიქრობს ან რისთვის ემზადება. ზის სახეზე ემოციის ნატამალს ვერ ვამჩნევ და უცებ :

- გოგო შენ ან მართლა სულელი ხარ ან გინდა ჩემი ინფარქტი ხოო? რეებს მეუბნები ვერ გავიგე ამ შუა ღამეს? ვინაა ის უბედური ჰა? ღუპავ მართლა ვიღაცას? ეს ხუმრობა აღარაა, სიურპრიზები კი მიყვარს მაგრამ გადაამლაშე რა…

ისევ თავიდან ვიწყებ, ყველაფერს ვეუბნები და ბოლოს არაფერი რომ არ ჭრის მოსაწვევებს ვაკრავ კომპიუტერზე შემოდგმულ ვებ-კამერას.

me da sesliliსიჩუმეა. ვიძაბები, უცებ კი გულის გამგმირავად ყვირის.

- ვაიმე არა….. აი რასაც ვერასოდეს დავიჯერებდი. შეენ? მართლა შენ მეუბნები ამას? მართლა ქენი ეგეთი რამე? ვაიმე მარ ნორმალური რომ არ იყავი ვიცოდი მაგრამ ასეთი? თანაც უჩემოდ? რაღა მაინც და მაინც ეხლა…

-ხომ ჩამოხვალ? ხომ ნამდვილად ჩამოხვალ? – ვაწყვეტინებ აღელვებული.

-ჩამოვალ აბა რას ვიზავ , სხვა რა შანსი დამიტოვე, მაგრამ ცოტა ადრე მაინც გეთქვა, სულ ერთი თვე მაქვს წინ, არადა გამოცდებიც ხომ ჩემი ჩასაბარებელია, თუმცა კიდევ კარგი სემესტრი მთავრდება…

- ისა შენი აზრით თაფლობის თვის გატარება სად ჯობია? ნეპალში თუ მექსიკაში? – ვეკითხები და თვალებს მაცდურად ვჭუტავ, მაინტერესებს რას აირჩევს…

- არც კი ვიცი, ალბათ მაინც მექსიკა ჯობია უფრო ცივილიზებული ადგილია და თან ცხელიც… მოკლედ ისეთია რა კარგ დროს რომ გაატარებ – ცოტა ხნის ფიქრის მერე მპასუხობს და თან ფიქრებიდან არ წყდება - მაუსის წკაპუნს აგრძელებს.

- ეხლა მე საჩუქარიც უნდა შეგირჩიოთ ხო? ეგ კი არა ვის აუბედურებთქო გკითხე და პასუხიც არ გაგიცია.

-ჩამოხვალ და ნახავ, ვხითხითებ და თან თვალები ეშმაკურად მიელავს.

- იცი რა არ მომწონს მე შენი ეგ ”ჩამოხვალ და ნახავ”- ცოტა სიბრაზე შეურია ხმაში თუმცა ხვდება, რომ ჩამოსვლამდე შანსი არ აქვს პასუხის მიღების.

****

ასე იყო თუ ისე შოკის მდგომარეობაში მყოფ ბაიას დავემშვიდობე და შეხვედრამდე კიდევ დაკავშირებას შევპირდი (აბა მოვლენების განვითარება ხომ უნდა მემცნო მისთვის). დრო დიდი არ იყო გასასვლელი და თანაც ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა…

*****

ასე იყო თუ ისე ჩვენი საუბრიდან 38 დღეში ის უკვე თბილისში გახლდათ, უფრო სწორად ღამე dcf4d7e1edca6961ddca7d0e83cc3aab აეროპორტში შევხვდით. მხურვალე ჩახუტებისა და წივილ-კივილის მერე ჩავჯექით მანქანაში და ჩემი სახლისაკენ გავეშურეთ.

მთელი ღამე ვისაუბრეთ და ვიცინეთ , როგორც გვჩვევია…

მეორე დღეს კი უგენიალურესი სამზადისსა და ფაციფუცში გავატარეთ.

დავბოდიალობდით ყველაფერზე ჩვენ თვითონ, მე მომწონდა ამ ყველაფერში უშუალოდ მონაწილეობა და ხელსაც არავინ მიშლიდა, ბაკო კი ზუსტად მაგისთვის იყო ჩამოსული (როგორც თვითონ და თქვენ ყველას აქამდე გგონიათ).

ბაკო მთელი დღე წუწუნებდა იმაზე , რომ არ ჰქონდა შესაფერისი კაბა და ჩემმა დამშვიდებამაც კი - რომ ქორწილის დღეს მას დახვდებოდა მისი ზომის და მოსაწონი კაბა ვერ იმოქმედა. უკანასკნელი დღის ორომტრიალიც დასასრულს უახლოვდებოდა, რომ ისევ კაბის თემა დადგა დღის წესრიგში.

- მისმინე ადამიანო , ხვალ ჩემი კაბის მოსაზომებლად რომ წავალთ შენიც იქ დაგვხვდება რა, ნუ წუწუნებ – ვუთხარი რამდენადაც შემეძლო მშვიდად და აუღელვებლად.

- აუ მარ შენ რა იცი მომიხდება როო? ან ჩემი ზომა რომ არ იყოს? ან…

-გეყოს ეხლა , ყველაფერს მოევლება, ხვალ და უცებ… ხომ მენდობი არა? – შემპარავად ვკითხე…

- ჰო კი რა თქმა უნდა , მარა რავიცი – მომაბურდღუნდა და დასაძინებლად გაბოდიალდა.

****

ბოლო დღეა, დღე რომელსაც ამბობენ ყველა ქალი ელოდებაო…

ველოდებიდით ჩვენ თუ არა? ვინ  იცის.

დილიდან კივილით გავიღვიძეთ. გვეგონა რომ ყველგან გვაგვიანდებოდა , ვერაფერს ვასწრებდით – ნუ როგორც იცის ხოლმე როდესაც რაღაც ძალიან საპასუხისმგებლო ხდება.

სამკერვალოში მისულებს დიანა – ჩემი სუპერ დიზაინერი დაგვხვდა მხოლოდ, თუმცა გვითხრა რომ  ბაკოს კაბას მარტოც გაუმკლავდებოდა.

რა თქმა უნდა თავიდან ჩემი კაბა გამოიტანეს, ჩავიცვი და ბოლო შესწორებების დრო დადგა.

სანამ მე ამ ყველაფერს ვირგებდი ბაკო ტელეფონის ზარებს იგერიებდა. თუმცა კი ამდენი დღე გაოგნებული დაიარებოდა, როგორ არ ვაცნობდი იმას ვისი ”გაუბედურებაც” მქონდა გადაწყვეტილი. ისიც უკვირდა რატომ არ მოდის ან არ გირეკავსო, მაგრამ ისიც კარგად იცოდა რომ თუ ჩვენ რომელიმე სიურპრიზის გაკეთებას გადავწყვეტთ არაფერი შეიცვლება და ზუსტად ისე გავაკეთებთ ყველაფერს , როგორც ჩაფიქრებული გვაქვს, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემს ახირებად და მისი გაოგნების მცდელობად ჩათვალა.

მერწმუნეთ ეს იყო ყველაზე გენიალური ხუმრობა-სიურპირიზი რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია.

Flower_Girls_by_thegiftedonesროგორც იქნა ჩემი მომზადება მორჩა, დიდ ტახტზე ჩამოვჯექი და დიანას გავძახე :

- დი თუ შეიძლება ეხლა ჩემს პატარძალს მიხედე რა.

ამაზე მეც და დიანასაც სიცილი აგვიტყდა , ბაკო კი ცოტა შეცბუნებული შემოტრიალდა და ჩამეკითხა:

-რაა? და თქვენ მისი სახე უნდა გენახათ – გვერდით მოქცეული და ფართოდ გაღებული პირი, დაჭყეტილი თვალები და აქაჩული წარბები

- ბაკო იცი რა, – დავიწყე ნელა და რაც შეიძლებოდა სერიოზულად…

- პირდაპირ რომ მეთხოვა ნამდვილად უარს მეტყოდი და ამიტომ ეს ყველაფერი გავითამაშე, უფრო სწორად შენთვის გავითამაშე… ვიცოდი ისე ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა და …

-კოკო დღეს შენ ჩვენს ქორწილში მოდიხარ – და ავხარხარდი, ავხარხარდი გულიანად.

-გგგოოგ… შშენ.. –მისმა ბლუკუნმა კიდევ უფრო გამახალისა.

- ჰო აი ასე, ყველა დაპატიჟებულია თუმცა არც შენებმა და არც ჩემებმა არ იციან ვინ არის მეორე მხარე , უფრო სწორად სადაცაა გაირკვევა ყველაფერი და მოდი ვიჩქაროთ ბოლოს და ბოლოს ასეთი კაბების გამუარიაჟებლად ამ ხუმრობას ვერ დავასრულებთ…..

ქორწილში ორი პატარძალი გამოცხადდა …ან სულაც ორი სიძე თეთრ კაბებში : )))

*****

ეს ხუმრობა სამი ადამიანის გულისწასვლით და დიდი ფულის დახარჯვით, სულ ბოლოს კი ჩვენი მექსიკაში ნანატრი ვოიაჟით დასრულდა.

ეს იყო ყველაზე გენიალური ხუმრობა იყო რომელიც კი ვინმეს 1 აპრილს გაუკეთებია და ნამდვილად ღირდა ამდენ ძალისხმევად და ნერვიულობად რომ ყველაფერი გამოსულიყო. წარმოიდგინეთ ისე რომ მეთქვა მისთვის რომ წამო მექსიკაში გეპატიჟები მეთქი ეფექტი ხომ ასეთი არ ექნებოდა? : ))

wedding_by_Nuri7

ან ხომ ვერასოდეს მოვახერხებდი მთელი ნაცნობ მეგობრების ასე გაოგნებას? სულ რაღაც ერთი მოქმედებით და გამოცენით?

აი ასე მეგობრებო, ალბათ ჩემს ნამდვილ ქორწილს და მის ამბებს აღარვინ დაიჯერებს , მაგრამ ჩვენ მართლაც ყველაზე გენიალური გეგმა განვახორციელეთ.

Monday, September 20, 2010

უცნაური ადამიანები არიან ადამიანები…

იცით მგონი დავჩლუნგდი…

ადამიანების აღარ მესმის….

მე მათ ვუსმენ მაგრამ ზოგჯერ არ მესმის, ვერ ვიგებ რა უნდათ , რას გადმოსცემენ, რა აწუხებთ…

ზოგჯერ ყველაფერი ისეთი ბუნდოვანია რომ ვიბნევი.

აღარც ჟესტების ენა მესმის…..

უცნაურია, მაგრამ ვამჩნევ რომ გაუგებრობის შემთხვევაში ადამიანს უბრალოდ ვეცლები, აღარ მიჩნდება სურვილი გავიგო მიზეზი და მოვისმინო , ან ავხსნა რამე.

იცით როგორ მემართება, წყლიან ჭიქაში ჩავარდნილი მტვრის ნამცეცივით - რაც მეტს დასდევ მეტად რომ გარბის, ხან ჩაყურყუმალავდება , ხანაც ამოტივტივდება და ზედაპირზე იწყებს სირბილს, მაგრამ კოვზს მაინც რომ არ ნებდება….

უცნაური ადამიანები არიან ეს ადამიანები…

human_please_recycle_by_bbujniewicz

გასცემ, აძლევ , იღებენ და ირგებენ – შემდეგ კი ……. ქრებიან.

სულ ცოტა ხნის წინ ვწერდი როგორ ხვდები ადამიანი შენიანია თუ არა, ან რამე კავშირი გაქვს თუ არა მასთანთქო, ჰოდა ნუთუ ეს კავშირები მხოლოდ შთაგონებადი და წარმოსახვადია ?

არადა ზოგჯერ როგორ მჭირდებიან ხოლმე ადამიანები, ახლოს , ძალიან ახლოს …

მჭირდებიან უბრალოდ რომ იყვნენ და ვიცოდე რომ ახლოს – ჩემთან ერთად არიან….

ადამიანები ერთედრთი უშრეტი ენერგიის წყარო და ნერვის შლის მიზეზები არიან : )

და მაინც როგორ მევასება ბუნების ეს სასტიკი და ამაზრზენი ქმნილებები ♥

people_by_auguria

Tuesday, September 14, 2010

დაბალი ყურები და პატარა ხმის ტემბრი ? საკმარისია?

რით ვირჩევთ ადამიანებს ურთიერთობისთვის?
ლამაზი თვალებით??
სასიამოვნო ღიმილით?
იქნება დაბალი ხმის ტემბრით ან სულაც პატარა ყურებით?

მე მაინც მგონია რომ ადამიანი პირველივე შეხვედრაზე ემოციურ დონეზე ახდენს გავლენას სხვებზე. მართალია პირველი შთაბეჭდილებისთვის აუცილებელია კარგი ხმის ტემბრი, სასიამოვნო საუბრის მანერა, გულწრფელი ღიმილი და კიდევ ბევრი დეტალი - მაგრამ თუ ეს ყველაფერი გულიდან წამოსული არ იქნება და ამ ყველაფერს ხელოვნური ელფერი ექნება ჩვენ სხვებზე დადებით შთაბეჭდილებას ვერაფრით მოვახდენთ.

არის კიდევ ისეთი მომენტები როდესაც ადამიანს მხოლოდ თვალებში ჩახედვა ჰყოფნის რათა სხვასთან რაღაც კავშირი დაინახოს , "დაიჭიროს" და "დაამუღამოს".

და აი მაშინ როდესაც ასეთ კავშირს ვიპოვნით რა შეგრძნებები გვეუფლება??
ვამუღამებ ადამიანების გაცნობას, შეცნობას ..
არა უფრო სწორია მათში რაღაც ცოცხალის და თავისუფალის პოვნას....
მე მიყვარს ადამიანები რომლებსაც უყვართ:
სიცოცხლე 
ადამიანები
თავისუფლება
და ის რაც ამ ყველაფერს კიდევ ხურდაში მოჰყვება...

Wednesday, September 08, 2010

მესტიის მოლოდინში – დღე V(21-25 აგვისტო) ბოლო ნაწილი

მაშ ასე უკვე მოგიყევით თითქმის მთელი სვანეთის მოგზაურობა
მესამე ნაწილები.
დარჩა ბოლო და ყველაზე გენიალური დღე -25 აგვისტო, ფესტივალის დასასრული და დღე (უფრო სწორად გამთენია) როდესაც ჩვენ სვანეთის ტერიტორია დავტოვეთ.
დავიწყოთ დილიდან - დილა ისევ ნაკლებ მოძრავი გახლდათ. მე და მაო წავედით მესტიის ცენტრში , უნდა გვენახა ეკლესია, რომელიც შუაგულ მესტიაში დგას - პატარა თეთრი და ძალიან მყუდროა.
 
ეკლესიის ეზო დიდი ჭიშკრითაა დახურული იმისათვის რომ საქონელი არ შევიდეს შიგნით და არ წაბილწოს ულამაზესი ეზო და საფლავები რომელიც იქვეა.
ეკლესიის ზომა გარედან  ფრიად შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა ერთი შეხედვით. შიგნიდან ეკლესია ფრიად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და გვარიანად დიდი აღმოჩნდა. 
სანთლებს კეთილი ბებო ყიდდა, მე და მაომაც შევიძინეთ რამოდენიმე ცალი და გავიფანტეთ ეკლესიის თაღის ქვეშ. დიდი ხანი ვიბოდიალე და გაოგნებული დავრჩი.
ეკლესიაში ჩვეულებრივ შუშიან ჩარჩოში- XI საუკუნის ოქროს უზარმაზარი ჯვარი ჰქოდნათ დასვენებული. (არა დაცვა , არა რამე სიგნალიზაცია - არაფერი) ეს კიდევ ერთი შოკი იყო ჩემთვის რომ იქ შესვლა და იმის წაღება , მოპარვა და დაზიანება თავშიც კი არავის მოსდის იქ . (არადა ჰა ეძახეთ თქვენ სვანები და ხისთავები მაგრამ მთელ დანარჩენ საქართველოს კი აჯობეს).
 
 
ამის შემდგომ მე და მაომ ადგილობრივ კაფე-სასადილოში შევიარეთ და უგემრიელესი კუბდარი ვშთანთქეთ  (თუმცა ცოტათი ცხარე კი იყო) , მართლაც მაგარი რაღაც ყოფილა და სულ არ არის კუბდარი ის რაც ჩვენ თბილისში შეგვიძლია ვჭამოთ და ვჭამთ.
ამ ბოდიალის მერე ავედით ისევ "სახლში" , ვისხედით კარავთან და ვოხრავდით მომავალი მგზავრობის წარმოდგენისას. (კიდევ კარგი რომ მხოლოდ ზუგდიდამდე უნდა ჩავსულიყავით.)
შებინდებისას ჩვენი კარავი ავშალეთ, ჩანთები ჩავალაგეთ, საჭმელი ბიჭებს გადავეცით და ჩანთებიც მათ კარავში შევაწყვეთ რომ არავის მოეპარა (ამ საღამოს ორი სხვა ჩანთა მაინც მოიპარეს ჩვენი ბანაკიდან , თუმცა ისინი გარეთ იდო) და წავედით დასკვნით კონცერტზე. 
 
კონცერტი 10 საათისათვის დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო - განვლილი პროგრამა, იმპროვიზცია და გენიალური გართობა სცენაზე. გადარეული და აღტკინებული სვანი თუ თბილისელი ახალგაზრდობა (ისე ამ დღეს დაყუდებული და დამკვირვებელი სვანი მამრები გაცილებით ცოტანი იყვნენ რატომღაც და ბევრი მათგანი ტინგიცობდა კიდეც , რაც წინა დღეებში იშვიათად ხდებოდა და ნაკლებშესამჩნევი იყო) ერთ ამბავში იყვნენ.
ძალიან ძალიან გავერთეთ ყველანი, მთელი ჩვენი მეზობლობა და კარვის ზონის საზოგადოება იქ ვიყავით და გულიანად ვხალისობდით.
კონცერტი სამი საათისათვის ზარზეიმით დასრულდა - ზუმბამ გაგვანებეთ თავი აღარ შაგვიძლია, კიდე სცენა გვაქვს დასაშლელიო და წავიდნენ.
ხალხი ზანტად დაიშლა თეთნულდის ეზოდან, ჩვენც გადავედით ჩვენს საცხოვრებელ ტერიტორიაზე და ჩვეულებისამებრ ჩაის დალევა განვიზრახეთ, თუმცა მაომ კიდევ დამატებით იდეა წარმოთქვა მოდით გაზის დაცლისა და შემსუბუქებისათვის გაზზე გავთბეთო. მე, მაო და თორნიკე ვისხედით და ვტბებოდით გაზის ალზე და თან ვფიქრობდით თუ სად შეიძლებოდა გამქრალიყვნენ ლევანი და ირაკლი სულ რაღაც 5 წუთის შუალედში , სანამ ჩვენ საჭირო ოთახს ვსტუმრობდით კონცერტის დასრულების შემდეგ. 
 
 
დიდი ხანი ფიქრის შემდეგ თორნიკემ მოიცა აბა კარავში ხომ არ არიანო და რა გგონიათ სად იყვნენ? დიახ , კარავში იწვნენ და გულიანად ხვრენდნენ. მათ რეკორდი მოხსნეს სწრაფ დაძინებაში. სადღაც 5ის ნახევრისათვის (ამ ღამეს საერთოდ არ გვიძინია) მოგვიწია იკას გაღვიძება, რომ ჩვენი ჩანთები მოეწოდებინა კარვიდან, ისიც არ დაგვზარდა , ზმორებით გამოცოცდა კარვიდან და თან ზურგჩანთებიც გამოიყოლა. 
ავიკიდეთ მე და მაომ ჩვენი ჩანთები, დავემშვიდობეთ ჩვენს მეზობლებს და მესტიის ცენტრისაკენ დავიძარით.
 
იმ დროისათვის როდესაც ჩვენ იქ მივედით ჯერ სამარშუტო ტაქსები მოსული არ იყო თუმცა მგზარები (ქართველიც და უცხოელებიც ) ბლომად იყვნენ.
როგორც იქნა შევეტენეთ ზუგდიდის "მარშუტკაში" და დავიძარით. 
აი დავიძარით თუ არა მე და მაო მივითიშეთ ეგრევე, იმდენად მოუხერხებლად ვისხედით რომ საერთოდ გასაკვირია როგორ გვეძინა. ზუგდიდამდე სულ ერთხელ გამეღვიძა და იქაც ლატალის კლდეებით გაოგნებული დავრჩი - კლდეც კი სვანური ხასიათის მატარებელი იყო რომ შეხედავდი.
 
ასე ჩამოვედით ზუგდიდში და დავადექით ტრასას. არა უფრო სწორად დავდექით ტრასაზე და თითი ავწიეთ (აი ისე რა ავტოსტოპით მგზავრობა რომ გაქვს გადაწყვეტილი და ცერა თითი რომ უნდა აიშვირო) 
ჯერ არავინ გვიჩერებდა, მერე ერთმა ტიპმა გაგვიჩერა და რომ გაიგო ქართველები ვიყავით  - არა, ვერ წაგიყვანთო და წავიდა. ბოლოს ვიღაც აბაშელმა ახალგაზრდამ გაგვიჩერა და აბაშამდე დიდი სიამოვნებით გაგიყოლებთო, ცივ სასმელზეც დაგვპატიჟა და აბაშის მისადგომებთან ჩამოგვსვა. 
აქ მე და მაო ძველი გაჩერების შენობაში ვისხედით ნახევრად მძინარეები და როცა მივხვდით რომ უკვე დიდი ხანი იყო ასე ვეყარეთ - ისევ ავწიეთ თითი.
 
 
დიდი ხანი არ მოგვიწია ცდამ , სულ მალე ვიღაც უცხოელმა გაგვიჩერა და მთქნარებით გვითხრა გორამდე მივდივარ წამოხვალთო? მაომ რა თქმა უნდა წინა სავარძელზე გამამწესა (მე ინგლისური არ ვიციო) თვითონ უკან დაჯდა და ეგრევე დაიძინა.
მე და ამ ჩვენმა უცხოელმა მძღოლმა იმდენი ვილაპარაკეთ რომ ცხოვრებაში არ მომიწევს ალბათ მაგდენი კიდევ. ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, საქართველოს პოლიტიკურ კურსზე, განათლებაზე , ახალგაზრდებზე, გზებზე , ბუნებაზე - ღმერთმანი არც კი მახსოვს მეტი ...
ასე ჩამოვედით გორამდე ავტოსტოპით. იქ წავიხემსეთ დუქან "ბერმუხაში" (უგემრიელესად ამზადებენ რომ იცოდეთ) და გავედით ისევ ტრასაზე .
 
ჩვენი ბოლო მძღოლი და მეგზურები საყვარელი ოჯახი გახლდათ, რომლებიც დაახლოებით იგივე ადგილებიდან მოდიოდნენ საიდანაც ჩვენ . დიღომში ბელუქსის შენობამდე მოგვიყვანეს და წავიდნენ,(აქ ბიძაჩემი დაგვხვდა და სახლებში ჩამოგვარიგა) თანაც ძალიან გაუკვირდათ - ქართველები თუ იყავით არაფრით გვეგონაო.
სახლში მისული ჩაცმული , შხაპის გადავლების გარეშე დავწექი და შუა ღამემდე გათიშულს მეძინა.

ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა სვანეთში , თუმცა მე ამ წუთამდე ჯერ კიდევ ემოციებში და შთაბეჭდილებებში ვარ. ისევ ვგეგმავ სვანეთში წასვლას და ზამთრის სვანეთის ნახვაც ძალიან მინდა.

პ.ს ზუგდიდელები საშინელი ხალხია (არაფერი პირადული მაგრამ ასეა) თუ მეგრული არ იცი ყველაფერი ლარი ღირს (20 თეთრიანი ხელსახოციდან დაწყებული) და სიგარეტი MM რომელიც მენთოლიანია შეგიძლიათ იკითხოთ შემდეგნაირად - სიგარეტი "კაპლის" არომატით მინდათქო.

Friday, September 03, 2010

მესტიის მოლოდინში – დღე III – IV (21-25 აგვისტო)

მაშ მეგობრებო პირველი და მეორე დღის ისტორიები უკვე მოგიყევით დარჩა კიდევ სამი დღე.

000011

მესამე დღეს ანუ 23 აგვისტოს დილიდან ვიღაცა გზააბნეულმა რეგვენმა დაგვიფრთხო ძილი (დილის 8 საათზე აღრიალდა ჩვენს ბანაკში ადექით გათენდაო) , მართალია ისედაც ძალიან რთული ხდებოდა 10 საათის შემდეგ კარავში ძილი, რადგან მზე აჭერდა და საუნასავით ახურებდა შიგნით ყველაფერს , თუმცა გეტყვით, რომ მე ერთადერთი ვიყავი მთელს ბანაკში ვისაც 12 - 1 საათამდე მეძინა ხოლმე კარავში.

000007 

ჰოდა ამ დილას რადგანაც ძილი დაგვიფრთხეს და გელაც ადრეულად მოვიდა , ჩავსხედით ისევ მანქანაში და გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად უნდა გადაგვეხედა უშბისათვის რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა ეს.  ასე გავედით სადღაც მესტიის ზედა მხარეს (აი დაახლოებით იქით საიდანაც პირველ ღამეს მოვედით) და ჯერ კიდევ ნახევრად დაგებულ ტრასას ავუყევით სულ მაღლა და მაღლა.

გეტყვით რომ ტრასებს ელვის სისწრაფით აგებენ, 24 საათის განმავლობაში დაჰქრიან სატვირთო მანქანები გზაზე და დაახრიგინებენ მასალებს აქეთ იქით – ამის გამო მთელს ტყეში წარმოუდგენელი მტვერი და ბუღი დგას. გზაში მშენებლების საცხოვრებელ ადგილს წავაწყდით, სადაც ერთმა კეთილმა ქალმა გვითხრა მეორე მხარეს წადით და გზას სულ ზემოთ აუყევით სადაც გადამცემი ანძები დგას, აი იქიდან უშბას ხელისგულზე დადებულივით დაინახავთო.

tetnuld3 ushba

ჩვენც მეტი რა გვინდოდა გავუდექით გზას. მანქანაში კარტოფილებივით ვგორავდით ისეთი ნიადაგი და გზები გვხვდებოდა , თუმცა მაინც ძალიან გვიხაროდა. გზადაგზა რათქმა უნდა ისევ ვიღებდით ფოტოებს , ვნთქავდით მაოს მიერ მოწოდებულ ულევ ბარამბოს კარამელს და ვიყავით ბედნიერად. სულ მალე ჩვენი სანატრელი ანძებიც გამოჩნდა და აი იქ კი შეგვეკრა სუნთქვა უკვე მერამდენედ. ჩვენ არა მხოლოდ უშბას , არამედ თეთნულდსა და ნახევარ ზემოსვანეთს ერთ შემობრუნებაზე ვხედავდით. ჩვენს წინ ულამაზესი წრიული პეიზაჟი გამოჩნდა. ბედი გვაქვს ეტყობა რადგან თეთნულდისა და უშბას თავზე ცა მოწკრიალებული გახლდათ , ერთი მწიკვი ღრუბელიც კი არსად იყო. გავილაღეთ ყველამ, ჰაერს ხარბად ვსუნთქავდით და ფოტოაპარატებს დაუნდობლად ვცვეთდით. არც ერთი ხე , ბუჩქი და მწერი არ გამოგვიტოვებია.

DSC_0709 DSC_0644

ამის შემდეგ მალევე დაბვრუნდით ისევ მესტიაში სადაც იქაურ ეთნოგრაფიულ მუზეუმს მივაშურეთ. ისე ომახიანად შევაჭერით შიგნით რომ ვეღარ შემოგვბედეს იმის თქმა - ”ორშაბათობით მუზეუმი არ მუშაობსო” ასე აღმოვჩნდით ამ გენიალურ ადგილას.

DSC_0647 DSC_0666

მინდა გითხრათ რომ ის რაც თქვენ გინახავთ  (ან შეგიძლიათ ნახოთ) ოქროს ფონდში , არაფერი არაა იმასთან შედარებით რაც მე იქ ვნახე : )

ფოტოების გადაღება მთელს მუზეუმშია აკრძალული, თუმცა ძალიან დიდი თანხის სანაცვლოდ ნებას დაგრთავენ და ისიც მხოლოდ რამოდენიმე დარბაზში. ეს რომ გავიგე თავიდან გავბრაზდი, მაგრამ როდესაც მთელი მუზეუმი შემოვიარე ნამდვილად მივხვდი რატომ იყო ეს აკრძალვა შემოღებული და ამას ვერ გაიგებთ სანამ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არ შეაბიჯებთ.

ამ მუზეუმში აურაცხელი საგანძურია შემონახული. ანტიკური ხანის სამკაულები, სვანური ავეჯი და ერთ ერთ დარბაზში(რომელსაც მონადირეთა დარბაზი ჰქვია) წმინდა გიორგის შუბის წვერსაც კი გადააწყდებით.

e371de2c590f  3

ულამაზესი ოთხთავები არის გამოფენილი ხელნაწერთა დარბაზში, პირველი ქაღალდზე გადაწერილი ოთხთავიც კი ამ მუზეუმშია. წიგნები ულამაზესი ტყავის ყდებითა და ტყავისვე ფურცლებით. სასწაული ფერებით გაკეთებული მინიატურები და აპლიკაციები… მთელი მუზეუმში ყოფნის პერიოდი დაბურძგლული ვიყავი მთელს ტანზე…. ისტორიისა და ნივთების მოსმენა –ნახვის დროს მაჟრიალებდა იმის გაფიქრებაზეც კი რომ ეს ყველაფერი ამდენი საუკუნე იცით სად ინახებოდა?

4 6

სვანურ ოჯახებში – დიახ, დიახ სვანების ოჯახებმა შემოინახეს ეს საგანძური, სახლებში. ჩუმად ჰქონდათ გადამალული ყველა ეს სიმდიდრე და მათ გაყიდვაზე და გასხვისებაზე საკუთარი კეთილდღეობისათვის არც უფიქრიათ. (დიახ სვანეთიც საქართველოა – ის საქართველო რომელმაც მე ყბადაღებული დამტოვა)

ამ მუზეუმში ნახავთ ყველაზე უცნაურ ხატებს, ხატებს რომელებიც ძალიან მიწიერად არიან შესრულებული, წმინდანებს სვანებისათვის დამახასიატებელი იერი აქვთ სახეზე…

იცით კიდევ რა ინახება ამ მუზეუმში? -დროშა - ლემი, ოქროსფერი აბრეშუმის დროშა, რომელიც ქარში იბერება და ლომის ფიზიკურ ფორმას იღებს. თავის დროზე, ასეთი დროშა თამარმა შეუკერა სვანებს და გამოუგზავნა.

wm giorgis shuibistavi labsyaldis otxtavi

მოკლედ რთულია იმ ყველაფრის ჩამოთვლა რაც ამ მუზეუმში სულ 5 დარბაზში ინახება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, თქვენც დიდი ხანი (ისევე როგორც ჩვენ  5-ვენი) დაბურძგლულ ყბადაღებულები გამოხვალთ და ეზოში კიდევ დიდი ხანი ისაუბრებთ იმ საოცრებებზე რაც ინახება ამ უცნაური იერის მქონე – რელიეფიდან და ზოგადი არქიტექტურიდან ამოვარდნილ შენობაში.

5 5a26cf6a292d

დაბრუნებულებმა აღმოვაჩინეთ რომ ამ დღეს ჩვენს საკარვე ადგილს შემოემატა კიდევ 4 კარავი, ორი მომთაბარე მოგზაური გერმანელისა იყო (მარტინი და ჯოჰ) ხოლო ორიც საერთო ნაცნობებისა (ბაკოს მეგობრის და ჩემი მეგობრის მეგობრის და იმის მეგობრების) გახლდათ. ძალიან ბევრი ვესაუბრეთ ახლად მოსულ საზოგადოებას, ბევრიც ვიცინეთ და შემდეგ ყველა ჩვენ- ჩვენს საქმეებს შევუდექით.

ამ საღამოს ისევე როგორც წინა ორ დღეს ვისხედით თეთნულდის აივანზე და ვტკბებოდით ესტონელი მუსიკოსებისა და ჩვენებურების რეპერტუარით.

საღამოს მიწურულს ვისხედით ჩვენს საკარვეტერიტორიაზე, ვსვავდით ჩაის, ვთამაშობდით ცია-ციობანას და ველოდებოდით დილის 5 საათს რათა ბაკო გაგვეცილებინა ”მარშუტკამდე”

ამ საღამოს შეიქმნა ისეთი მარგალიტები როგორიცაა - ორი მამის ტყუპები და მრავალი სხვა. ბიჭები გადავრიეთ , გავყინეთ და მაშინ როდესაც გადავწყვიტეთ რომ ერთი საათით წაგვეძინა, კარავში შემძვრალმა დავხედე საათს და უკვე 5ის ნახევარი იყო. წუწუნ ღრიჭინით ავდექით, ჩავიცვით და ჩავყევით ბაკოს ცენტრში (ისე ბედად რომ არ დამეხედა მობილურისათვის ნამდვილად მოუწევდა ბაკოს 25მდე დარჩენა) :))

ჩავსვით ბაკო მარშუტკაში და ამოვედით უკან.

პ.ს ამავე დღეს წავიდნენ ქეთი და გელა ზღვისპირეთში- ასე რომ მე და მაო ბოლო ორი დღე დავრჩით ჩვენს მეზობელ კარველებთან ერთად.

შემდეგი და რიგით მეოთხე დღე (24 აგვისტო) ერთობ უმოძრაო გახლდათ, უფრო სწორად ნაკლებ მოძრავი. გაღვიძებისა და გამოფხიზლების შემდეგ ბიჭებთან ერთად (ბიჭებში ლევანი და ირაკლი იგულისხმებიან, იმიტომ რომ თორიკეს და პაატას გათენებისთანავე ვკარგავდით თვალთახედვის არედან) წავედით მჟავე წყლებზე და მდინარეზე სახვარჩალოდ.

000065

მდინარე ფრიად და ფრიად ყინულოვანი გალხდათ, ზუსტად ისე როგორც ეს მთის მდინარეს შეეფერება.მაო და ირაკლი ერთმანეთს ეჯიბრებდნენ ვინ უფრო დიდხანს გააჩერებდა ფეხებს მდინარეში ჩაყოფილს. საბოლოოდ ირაკლიმ გაიმარჯვა 4 წამის სხვაობით. ლევანი ჩვენს გარშემო დადიოდა და ამოწმებდა ტერიტორიას . უნდოდა სადმე მთელი ტანით გახვარჩალებულიყო, მაგრამ მდინარე ხომ საკმაოდ სწრაფი და ცივი გახლდათ , ამიტომ სადმე ცოტა დამდგარი და მშვიდი ადგილი უნდა მოეძებნა თორემ გაჰყვებოდა ამ წყალს ვინ იცის სადამდე და თან სადღაც 3-4 მეტრის მერე უკვე ალბათ თავგატეხილი და ნაკუწებად ქცეული.

  323654

ბოლოს ირაკლიმ უპოვნა ასეთი ადგილი ზუსტად იმის გვერდით სადაც ჩვენ ვისხედით და ლევანიც ჩაეწო. ამის შემდგომ მაომ იმ რესტორან –სახლის გვერდით იპოვნა მრგვალი მაგიდა სადაც ჩვენ  4-ნი შემოვუსხედით და მრგვალი მაგიდის რაინდებივით ჩავატარეთ რიტუალი (რა თქმა უნდა რიტუალის ავტორი და სულისჩამდგელი მაო გახლდათ) შემდეგ კი სეირნობ სეირნობით დავუბრუნდით ”სახლს”

საღამოს ძალიან გავერთეთ სომეხი მუსიკოსების – Сross road blues band-ისა  და ლატვიელების ჯგუფის Inculto-ს რეპერტუარით.

0000159ბევრიც ვიცეკვეთ, თუმცა კმვეთრ და გამომწვევ მოძრაობებს მაინც ვერიდებოდით რადგან ადგილობრივი ახალგაზრდობის (როგორც მამრი, ისე მდედრი ) წარმომადგენლები ამრეზითა და აგრესიული სახეებით იმზირებოდნენ და ჩვენც შარის აცილების მიზნით ფრთები ვერ გავშალეთ გემოზე, თუმცა ხმას მაინც არავინ გვცემდა (ნუ ბოლო საღამომდე მაინც, მაგრამ ეს შემდეგ ნაწილში).

საღამო ჩვეული სარიტუალო ჩაის სმითა და ბედნიერი საუბრით დასრულდა.

ჩემი პირადი ფოტოების ალბომი სვანეთიდან - Flickr

ჩემი და ბაკოს ფოტოები ერთად - FB