Saturday, July 31, 2010

დაგმე დოგმა - დაგავე ნაგავი

მინდა გაგიზიაროთ ერთი დაკვირვების შედეგად მიღებული მცირე ინფორმაცია

სადღაც ერთი თვეა ვაკვირდები რა ტიპის ადამიანები ანაგვიანებენ გარემოს და აი რა შევნიშნე.

  • ძირითადი დამნაგვიანებლები არიან 20დან 35 წლამდე ადამიანები
  • ძირითადად ამას მამაკაცები აკეთებენ
  • უმეტეს შემთხვევაში ყრიან სიგარეტის კოლოფებსა და ნახმარ ხელსახოცებს
  • ხშირად ნაგავს ძვირფასი ავტომობილის ფანჯრიდან პირდაპირ ქუჩაზე ისვრიან

Don__t_litter_by_m_yooდა ბოლოს დავაკვირდი იმასაც (არავის ეწყინება იმედია თუ ვიტყვი ) რომ ნაგავს უმეტესწილად (არ ვამბობ მხოლოდ და სულ მეთქი) პროვინციების ბნელი და ღრმა ნაწილიდან ჩამოსული ახალგაზრდობა   ყრის.

ძალიან დასანანია რომ ისმის ტექსტები - ”ჰო რა მენაგვეები რისთვის არიან , მოვლენ დაასუფთავებენ, მაგაში უხდიან ფულს”

”ყველა ყრის , ჩემი ერთი დაგდებული არაფერს შეცვლის” და მსგავსი.

ჯერ ის არ გვეყოფა რომ ნაგავსაყრელები ქალაქში გვაქვს და ისინი უკვე იმ ზომის არიან რომ თბილისის ნახევარს უდრის?

”ტეხავს” მეგობრებო ”ტეხავს”!! ნაგვის დაყრაში კაი ტიპური და ”ძერზკი” არაფერი არაა.

მსოფლიოს განვითარებულ ნაწილში გიჟები კი არ არიან, რომ ნაგვის უმეტესობას ამუშავებენ და სხვადასხვა სასარგებლო რამეებად უშვებენ მერე! გიჟები კი არ არიან, რომ ქაღალდსა და პლასტმასს ცალ ცალკე ყრიან, გიჟები კი არ არიან რომ იგონებენ სხვადასხვა მეთოდებს ნაგვის და ნაგავსაყრელების შესამცირებლად.

ნაგავსაყრელებიდან მთელი სიბინძურე ჩადის მიწაში, მიწიდან გრუნტის წყლებით ის გაედინება Starring_At_Litter_by_automidoriსხვადასხვა წყალსაცავებში და მერე ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდად ვსვავთ!

რატომ თორე კი? მოვუფრთხილდეთ გარემოს და ის მოგვიფრთხილდება ჩვენ!

ნუ დავყრით ნაგავს და ვიზრუნოთ გარემოს (მეტნაკლებად) სისუფთავეზე!

Wednesday, July 28, 2010

წვიმდა! – გამეორება…

მაშინ როდესაც გიჟი ვიყავი
ჩემი ფანჯრის წინ გიჟურად წვიმდა...

თუმცა ეს ისტორია ასე სულაც არ იწყება...

ყველას როდესაც გიჟი ვეგონე, ერთ ადამიანს სჯეროდა მხოლოდ, რომ მე ვიყავი უბრალოდ თაავისუფალი, მხოლოდ მან იცოდა რომ მე ჩემს აზრებს გამოვთქვამდი და არაფერი მეტი... მხოლოდ მას სჯეროდა რომ ამას ბოროტი ზრახვით არ ვაკეთებდი...

მარტო მან იცოდა ყველაფერი, ის მამხნევებდა და სჯეროდა ჩემი... ალბათ...

თუმცა სჯეროდა რაღაც მომენტამდე , ბოლოს ისიც შეცბა.. მაშინ უმტყუნა რწმენამ როდესაც ჩემი აზრი გავუზიარე მასზე...

ის სიმართლე ვუთხარი რომლის ჭეშმარიტებაშიც მე თვითონ ეჭვი არასოდეს

შემპარვია... ზუსტად იმ დღიდან დავკარგე იგი...

ადამიანი რომლის იმედადაც ვიყავი და ის ადამიანი რომლის შემწეობითაც ვიყავი

თავისუფალი. სიმართლემ ადამიანი დამაკარგვინა. ზურგი მაქცია იმ წუთას როცა არ ველოდი და ისე რომ არც დამმშვიდობებია და ვერც მისი გაცილება მოვახერხე, ვერც უკანასკნელი ნაბიჯებისათვის თვალის გაყოლება - წავიდა...

აქედან მოყოლებული ჩემი მსმენელები მხოლოდ ოთხნი-ღა არიან. 4 თეთრი

კედელი რომლებიც არ მესაუბრებიან, მგონი არც მისმენენ და ზედაც კი არ შემოუხედავთ არასოდეს.

***

თითქმის მკვდარი ვარ.......... რა ხანია.. რა დრო გავიდა ისიც არ ვიცი....

დღეს წვიმდა პირველად მისი წასვლის შემდეგ. ისე წვიმდა გეგონებოდა შავი ზღვა

თავზე გადმოგვემხო. წვიმდა მძიმედ , მაგრამ უხმაუროდ. ის წავიდა და მას შემდეგ არაფერი გამხარებია....

დღეს გამიხარდა , წვიმა გამიხარდა, მაგრამ ჩვენ ერთად გვიხაროდა...

ახლა მარტო ვარ, თითქმის მარტო... 4 კედელი ხომ ჯერ კიდევ ჩემთანაა... თუ ეს მე ვარ მათთან.....

წვიმა მოვიდა და ალბათ მასზე ჩემი უკანასკნელი მოგონებაც- მისი ნაკვალევი წაშალა...

დღეს კარგი დღეა... ალბათ.... წვიმს და ჩემი მარტოობა ოდნავ დაალბო.. ახლა ეს გრძნობა ჩაიში დალბობილ ორცხობილას გავს რომელიც უგემურია, თან ვერ ეკარები ცხელა რომაა იმიტომ, თან გაინტერესებს და გინდა , ამ დროს კი ისედაც იცი რომ არ გიყვარს და არ მოგეწონება... ამ ფიქრში კი ის ნელა ნელა ქრება ჩაიში...

დღეს მნიშვნელოვანი დღეა- ჩემს მარტოობას წერტილი ესმება. ჩემი კუბო უნდა
მოიტანონ.

ჰომ, ზუსტადაც კუბო....

აგერ კუთხეში საწოლზე ვწევარ , ჯერ არავის მოუკითხავს არავის წავუყვანივარ. ჩემი

უკანასკნელი მოგონება კი რომელიც შემომრჩა და რომლიც ჩემს სხეულთან მაკავშირებს დედასთან უკანასკნელი ჩახუტება იყო ... არც კი მახსოვს რამდენი ხნის წინ ...
ბოლო ნახვისას მანუგეშა ... მაგრამ მისი სიტყვები არაფრით მახსენდება თუმცა ვიცი ავტირდი მათი გაგონებისას...

და მაინც ყველაფრის მიუხედავად ის წავიდა... დიდი ხნის წინ წავიდა... ეს აზრი

მღრღნის... ჩემი ბრალია, ვერ მიპატიებია ... დავკარგე ის რაც ძვირფასი იყო , თუმცა ჩემი არც იყო მას ხომ თავისი ცხოვრება ჰქონდა-ოჯახი, მეგობრები,ნათესავები.

მე მისთვის რა ვიყავი მოსამართი თოჯინა?? თუ ლამაზი ხელსახოცი რომელიც ხან გჭირდება ხან არა....

ჰომ კაი დროსია... ახლა მივხვდი მაგრამ ეტყობა სხეული მიშლიდა ფიქრში ხელს .
უკანასკნელ 28 საათში ბევრ რამეს მივხვდი... ჩემი ცოდნა სრულოყოფილებამდეც კი მიდის...

***

... მოვიდნენ....

უნდა წავყვე ალბათ, აბა ჩემს სხეულს მათ ვერ ვანდობ.. მართალია აღარფერში მარგია მაგრამ მაინც ხომ ჩემი იყო....

ღმერთო პირველად მივლიან ასე, მაგრამ მე ამისაგან არანაირი განცდა არ მეუფლება. ისინი

ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

ბევრი ხალხი... გარშემო ისევ ტყუილია... ამით კი ყველა კმაყოფილი...
ახლა რომ შემეძლოს აუცილებლდა ვეტყოდი რომ 5-იანს ვუწერ ნიჭში , ნიჭში რომელიც ბევრ მსახიობს შესაშურად აქვს...ნიჭში რომელსაც იდეალური თვალთმაქცობა ჰქვია ...
ისევ სადღაც მივყავარ...

შემფუთეს.. მეზიდებიან... ღმერთო საწყლები... ამათ რაღას ერჩიან...ისევე უნდათ ამოხადონ სული როგორც მე ამომხადეს.... საწყლები ძალიან შემეცოდნენ.

***

დიდ ხანს ვიარეთ ... დედა ტიროდა... ჩუმად ტიროდა... დედა ყოველთვის ძლიერი იყო,

მეც მას ვბაძავდი. დღეს დედა თავის თავს არ ჰგავს. დედა დღეს გულს მტკენს, მაგრამ თითქოს არ მტკივა უბრალიოდ ვიცი- ძალიან განვიცდი...

რა შორს წავსულვართ ვერც შევამჩნიე... აქ ყველაფერი უცხოა და ცივა...
წვიმს...

დედა ტალახში ეფლობა , მაგრამ პროცესიას უდრეკად მიჰყვება.

დანარჩნებეი დგანან და საუბარს არ წყვეტენ... მშიშრები.... საწყლები....
ღმერთო რა ღრმაა.... რა საჭიროა ამდენი ცერემონიები?

უკან მაინც ვერ დავბრუნდები...

დედა ტირის.....
ის წავიდა და აღარც მოსულა..... დღესაც არ მოსულა...
მიწა ხის ზედაპირზე ხმაურით ეცემა.... წვიმს.....

... დამმარხეს.....

Monday, July 19, 2010

იცი? მე არა …

ოთახში ჩუმად უბერავს სიო

მოგონებები დაძრწიან ირგვლივ,

გავგიჟდი ალბათ

თქვენ მეტყვით კი-ო…

girls_don__t_cry_

ოდეს თამაშსაც აღარ აქვს აზრი,

ოდეს ლანდებიც მოვლენებს გიცვლის

ვერაფერს ხვდები აღარც კი იცი

გარემო შენთვის ფერებსაც იცვლის….

post-26-1173469523

დრო გადის ნელა , ის იწყებს ლიცლიცს

იქ ზემოთ ძალამ  სუნთქვა  არ იცის,

მოგწყინდა მარტოს დადება ფიცის

შენთვის ხომ უკვე ვერავინ იცლის….

___A_Cup_Of_Tea____by_Rimfrost

Wednesday, July 14, 2010

ვენაში შეშვებული სიკვდილი…

ჩემს ქალაქში ვიღაცა დღიურის ფურცლებს ფანტავდა.

….ფანტავდა გამიზნულად თუ შემთხვევით არ ვიცი , მაგრამ რამდენიმე დღის წინ , ღამის სეირნობისას ფეხი უცნაურ ხელწერილს დავადგი.

არ მჩვევია მიწიდან ფურცლების კრეფა ,თუმცა ისინი ბევრი იყო და თან ხელწერაც ძალიან შთამბეჭდავი ჩანდა.  

ქალაქის ცენტრალურ უბანში სკვერები არც ისე ბევრია, ხოლო სკამებიანი და მწირი გამწვანებით შემოსილი ადგილი კი შიგადაშიგ არის გამორეული, ხოდა მეც  ვიპოვნე ერთი ასეთი და ლამპიონის ქვეშ ჩამოვჯექი.

ფურცლებზე ვიღაცის ისტორია იყო მოთხრობილი თუმცა შუიდან ან უფრო სწორია დასასრულისკენ უფრო, ბევრი რომ არ ვილაპარაკო მოდით გაგიზიარებთ:

13 ივნისი

კლინიკიდან გამოვედი. ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. მშობლები სარეაბილიტაციო ცენტრთან  მელოდებოდნენ მანქანით. ჩავჯექი , მაგრამ ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, სთქმელიც არ გვქონდა.

სახლში დაბრუნების ძალიან მეშინია, კლინიკაში თავის შეკავება ადვილი იყო, გარეთ კი არ ვიცი რა იქნება.

15 აგვისტო

ორი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ”დოზა” არ მიმიღია.სავლე რომ არა ამდენსაც ვერ გავძლებდი. სახლში ყოფნა ჩემთვის აუტანელია, მშობლების თვალებში ვხედავ შიშს,სასოწარკვეთას და ზიზღსაც კი. ამის ატანა ჩემთვის შეუძებელია.

რა იციან მათ რა არის შოვნა იმისა რაც მათავისუფლებს ამქვეყნიურობისაგან, რაც სხვა სამყაროში მისვრის, შემდეგ ამის მიღება და სიმსუბუქის შეგრძნება. ეს რაღაც სხვა სამყაროს შეცნობის ტოლფასია.

ეს ყველაფერი ახლა მხოლოდ სიზმრებში მევლინება.

17 აგვისტო

გუშინ ღამე დედამ მიპოვნა სამზარეულოში. დამინახა და მიხვდა რომ ჩემს თავშეკავებას წერტილი დაესვა. დაურეკა სავლეს,რა უთხრა არ ვიცი თუმცა ის 20 წუთში ჩვენს სამზარეულოში გაჩნდა და კატეგორიულად მითხრა , რომ ხვალ დილით ერთად მივდიოდით მის ქალაქაგერთ მდგომ აგარაკზე და რომ თავს არ დამანებებდა.

The_Drugs_Don__t_Work__by_lorelix04

29 აგვისტო

აგარაკიდან გუშინ გამოქცეული სავლემ დღეს მიპოვნა. მისთვის არ იყო რთული იმის მიხვედრა თუ სად უნდა მოვეძებნე. ზუსტად იცოდა რომ ქალაქის ამ უბანში ზუსტად ის ნაცნობები მყავდა რომლებთანაც საჭირო რეცეპტისა და ”ნივთიერების” პოვნა არ გამიჭირდებოდა.  კახის კარებზე მოაკაკუნა პირდაპირ , ასე რომ დიდხანს არც მოუწია ჩემიმა ძებნამ.

შემოვიდა თუ არა გვერდით მომიჯდა, შემაჯანჯღარა და ისეთი სიტყვები მითხრა რომლის გაგონებასაც არასოდეს არ ველოდი.

კახიმ მას უპრობლემოდ დაუთმო ერთი ”ზახოდი” , თუმცა ორჯერ მეტი გამოართვა ვიდრე მე ვუხდიდი.

იმ წუთას მეგონა რომ სავლე ახლა მაინც გაიგებდა რა იყო თავისუფლება, სიამოვნება და აღმაფრენა და რომ ჩვენ არასოდეს გვექნებოდა ამის მერე უთანხმოება, მეგონა რომ ის უკვე მთლიანად ჩემთან იყო, ჩემიანი იყო და მასზე ძვირფასი აღარავინ მეყოლებოდა – მშობლებიც კი.

31 აგვისტო

ღმერთო რატომ დაუშვი ასეთი რაღაც ? რატომ არ შევუშალე ამ ყველაფერს ხელი?

სავლე ჩემი პატარა და საყვარელი ადამიანი, ჩემი მონათესავე სული და ერთადერთი ვისი იმედიც მქონდა საერთოდ ცხოვრებაში…

რატომ არ შევუშალე იმ საღამოს ხელი ? მე ხომ თვითმკვლელობის თანამონაწილე გავხდი? არათუ მონაწილე, ამ ყვლაფრის მიზეზიც კი ….

რატომ არ ვეცი კახის ყელში როდესაც დაუფიქრებლად მისცა სავლეს წამალი?

It__s_my_life__by_GFXPunkსავლეს გულმა იმ საღამოს ფეთქვა შეწყვიტა, ის შეეწირა ჩემს ახირებას, შეეწირა ჩემს ეგოიზმს…

ჩემი პატარა საყვარელი ბიჭი…

ხვალ ისევ მივდივარ სარეაბილიტაციო ცენტრში… მე ვეღარ დავუშვებ იმას რომ სხვებმაც ასე უაზროდ დაკარგონ თავი და საყვარელი ადამიანები….

მე უნდა ვიპოვნო ძალა ჩემში და დავანებო ამ ყველაფერს თავი.

დედა შემპირდა რომ გამოვალ აუცილებლად დამეხმარება იმაში , რომ  ცენტრში დავიწყო მუშაობა და ჩემი ისტორია სხვებს მოვუყვე.

ჩემი ცხოვრება დამთავრდა, მოსიარულე მკვდარი ვარ. მე ვარ დასტური იმისა თუ რა შეიძლება მოიტანოს გაუცნობიერებელმა საქციელმა, ილუზიებმა და ნარკოტიკის მოხმარებამ.

მე არ დავუშვებ იმას რომ სხვებმაც გაიმეორონ ასეთი შეცდომა!

ნუ გამოიყენებთ ნარკოტიკს!! იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით!

ცხოვრება ფხიზელი თვალით ბევრად უფრო მშვენიერია!

ასეთი ისტორიები ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრია! დაფიქრდით სანამ რაღაც ასეთ სისულელეს ჩაიდენთ. დაფიქრდით არა მხოლოდ საკუთარ თავზე არამედ გარშემომყოფებზეც, ისინი ხომ თქვენს გამო შეიძლება დაიღუპონ!!

OLYMPUS DIGITAL CAMERA

Saturday, July 10, 2010

გვწამდეს სარწმუნეოების თუ რწმენის საკუთარ თავში?

რელიგია [ლათ.religio]-მეცნიერულ მსოფლგაგებასთან შეუთავსებელი რწმენა ზებუნებრივი ძალებისა (ღმერთებისა, სულებისა და მისთ.), რომლებიც ვითომც განაგებენ სამყაროს; სარწმუნოება.

რელიგია ეს იმ დაწერილ თუ დაუწერელ კანონთა ნაერთია, რომლისაც უპირობოდ და გაუაზრებლად გვწამს. ზოგიერთს დაბადებიდან გვინერგავენ ამას , ზოგიც ზრდასრულობის დროს ჩვენ თვითონ მივდივართ რაღაც აზრამდე და ვემხრობით კონკრეტულ რწმენას.

ყველა ადამიანს რაღაცის სწამს , ყველას თავისებურად, ყველას როდესღაც სადღაც უჩნდება ეს , თუმცა ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ ყველაფერი თავდაყირა დგას.

religion-symbols-religious-largethumb1139037  თითოეული ჩვენთაგანი როგორც კი იბადება (საქართველოში ) მე-40 დღეს მიარბენინებენ ეკლესიაში და ნათლავენ როგორც მართლმადიდებელს. (საქართველოში მცხოვრები ებრაელების, მუსულმანების , გრეგორიანების და სხვათა შემთხვევაშიც ასეა ვგონებ, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი)

ზოგადად ევროპაში რამოდენიმე სარწმუნო წყაროდან ვიცი (ყველა ალბათ იქაც არაა ეგრე , მაგრამ მაინც ) რომ ბავშვს ძირთადად არ ნათლავენ არც ერთი სარწმუნოების მიხედვით და რაღაც ასაკს რომ მიაღწევს მერე ირჩევს მისთვის რომელი რელიგია / სარწმუნოებაა უფრო საინტერესო და მისაღები.

მე თუ მკითხავთ ადამიანის თავისუფლების საუკეთესო გამოხატულებაა ეს.

მე არ ვიძახი რომ არ უნდა გვწამდეს, ან რისი უნდა გვწამდეს კონკრეტულად, ყველას აქვს უფლება ის დაიჯეროს რაც უნდა რასაც გასწვდება და შესძლებს, თუმცა მე ბევრი რამ მაღიზიანებს….

ჩემს ქვეყანაში (ჯერჯერობით საქართველოს ვგულისხმობ) რელიგია მოდად იქცა, მარხვა გახდომის საშუალებად ხოლო წირვაზე სიარული ნაცნობების სანახავ შესაძლებლობად.

რელიგიამ სახე იცვალა, დრო მიდის სარწმუნოება კი ფეხს ვერ უწყობს ამას და ერთიანად ირევა.

შედეგად ვიღებთ იმას რომ მღვდლები აღსარებას მობილური ტელეფონის საშუალებით იბარებენ მაშინ, როდესაც კომპიუტერი და სხვა ტექნიკის მიღწევები დიდი პოპულარობით და პატივისცემით ვერ სარგებლობს საეკლესიო წრეებში.

მარხვას ფაქტიურად დაეკარგა ყველანაირი აზრი იმისა რომ სული და სხეული უნდა განწმინდოს – ახლა გნებავთ მარხვაზე სპეციალურ შოკოლადს შეჭამთ, გინდაც კარაქს და კიდევ ათას სხვა რამეს – მაშინ როდესაც მარხვა წყალზე და პურზე ყოფნაა და სხეულს და სულს განწმენდისაკენ და გაძლიერებისაკენ უნდა უბიძგებდეს (მე მაპატიეთ უზუსტობები თუ იქნება, ძალიან ეკლესიურ რელიგიური არ ვარ და რამდენჯერაც ასეთი შეკითხვებით და მოსაზრებებით მღდელთან მივედი სატანა გყავს ჩაბუდებული და გებრძვისო თუ რაღაც ამდაგვარი მითხრეს)

მე არ ვიძახი რომ არ მწამს, მე არ ვარ ათეისტი, თუმცა მე ეკლესიაში მაშინ მივდივარ როდესაც ეს მინდა და არა იმიტომ , რომ ასე უნდა და ყველა ასე აკეთებს. მე სანთელს ვანთებ და ღმერთს უბრალოდ ისე ვთხოვ როგორც შემიძლია (მაგრამ გულით და არა დაზეპირებული ტექტსებით რომლის ნახევარიც კი არ მესმის)

addis-religion-war-cartoonძალიან, ძალიან დასანანია რომ საქართველოში რელიგიის სახელით ბევრი არც ისე კარგი რამე ხდება, არადა მართლმადიდებლობა არაა ის რელიგია, რომელიც მიტევებასა და სხვის განკითხვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს? რომ ღმერთი თვითონ მიუზღებს ყველას თავისას და ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს და ცხოვრების სისწორეს უნდა მივხედოთ?

ძალიან სამწუხაროა რომ რელიგია საზოგადოების დაბრმავების, გაშტერების და მართვის იარაღი გახდა, რომ რწმენამ თავისი იდეა და არსი დაკარგა რომ რელიგია და მისი მოწოდებები აღარვის ესმის ….

ჰოდა თუ ეს ყველაფერი ასე აიჭრა და დაკარგა დანიშნულება – საჭიროა საერთოდ კიდევ მისი არსებობა?

Wednesday, July 07, 2010

წარსული მომავლის ისტორია ანუ რა იქნება მაშინ II

[ ისტორია #1 ]

ძლივს გამოვფხიზლდი.

ძლივს გამოვედი სიზმრის სამყაროდან. გულაღმა ვიწექი მზის სხივებით ჩახუთულ ოთახში და ვცდილობდი ყველაფერი გამეხსენებინა. მინდოდა დავბრუნებულიყავი რეალობაში.

თითქმის დავიჯერე რომ არაფერი არ ყოფილა, როცა ჩემს მაგიდაზე სპილოს ძვლისაგან გამოთლილ სავარცხელს შევხედე.

-ფუ – აღმომხდა ჩემდაუნებურად, არადა როგორ მინდოდა რომ ეს რეალობა - რეალობა კი არა რაღაც სიზმარი ყოფილიყო.და თანაც რა ცუდი გამოგონებაა სავარცხელი, მეზიზღება რა!

საწოლზე წამოვჯექი და როგორც მჩვევია თვალების სრესა დავიწყე, ასე ვიცი - სანამ არ ჩამისისხლიანდება და წვას არ დაიწყებს - ვერ ვეშვები.

რა ხდებოდა გუშინ? გუშინ ძალიან უცნაური რამე ხდებოდა. არა უფრო სწორად მოხდა.

რატომ წავყევი იმ ქალს , რამ მაიძულა ? ან ის ისტორია რომელიც მან მომიყვა , ნუთუ მართალია?

ნუთუ შესაძლებელია ასეთი რამეები ხდებოდეს ? გუშინ ამ თვის ბოლო პარასკევი იყო, დამთხვევაა? მეეჭვება.

-ბოლო პარაკსევი, პაარასკეევიი – წამეღიღინა უცებ და მე თვითონვე შევშფოთდი. არა აუცილებლად მჭირდება შხაპი გამოსაფხიზლებლად.

buf ****

ცივი წყლის ჭავლის შემდეგაც კი ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა მოხუცი ქალი – ლილე გახლდათ. ქალი რომელმაც მომხიბლა და შემაშინა კიდევაც, თუმცა მომაჯადოვათქო ყველაზე სწორი იქნება ამ შემთხვევაში.

ყლუპყლუპად ვსვავ ჩაის და ვიხსენებ ისტორიას რომელიც გუშინ განვითარდა-

”-ხოდა მე შენ მოგიყვები ნოემბრის სუსხიან საღამოზე, როდესაც ჩემი მომავალი ძალიან გარჩევადი და რეალურად მიღწევადი გახდა – მითხრა ჩაის დიდი ყლუპის შემდეგ და ტუმბოზე ცალი ფეხი აიკეცა.”

მოხუცი ქალისათვის საკმარისზე მეტად მოქნილი ჩანდა ჩემი მასპინძელი, თუმცა იმდენი გასაოცარი რამე ხდებოდა ჩემს თავს , რომ ამისათვის იმ მომენტში ყურადღება არ მიმიქცევია.

”-ძალიან ციოდა იმ წელს, ისეთი სუსხიანი იყო შემოდგომა რომ ზამთარს ალბათ შეშურდებოდა კიდეც, ახალი გამოქცეული ვიყავი და ჯერ ისიც კი არ მქონდა მოფიქრებული როგორ გადამეგორებინა ეს სასტიკი ამინდები და სეზონი…”

- საიდან იყავით გამოქცეული – ჩავეჩხირე უცებ მის ისტორიაში.

-იცი რა? – ვერ ვიტან როდესაც საუბარში მეჩრებიან – მითხრა საკმაოდ მკვახედ და თან დაინტერესებული მზერით შემომხედა, ეტყობა ამოწმებდა მეწყინებოდა ეს მე თუ არა.

- კარგით მაგრამ იცით იქნებ… – დავიწყე ახსნა რომ ახლა მან გამაწყვეტინა.

- ხოდა რა დროს ეგაა , მოკლედ ძალიან დიდი თავსატეხი მქონდა , ვიჯექი ავტობუსის გაჩერებაზე – აი ზუსტად ისე შენ როგორც იჯექი დღეს – თავჩაღუნული , სადღაც სხვა სამყაროში ვიყავი და გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი.

- ჩაი დაგიმატო? უცებ შეწყვიტა ისტორია ლილემ.

იმის გამო რომ წინა მისი შენიშვნით ჯერ კიდევ გაოგნებული ვიყავი ხმა ვერ ამოვიღე და თავის დაქნევით შემოვიფარგლე.

ლილე მშვიდად ადგა ტუმბოდან და სამზარულოში გავიდა , შემდეგ კი გამომძახა:

-ნუ ბორგავ, ჯერ ადრეა და არსად არ გაგვიანდება .

გაკვირვებისაგან ნერწყვი გადამცდა და ხველა ამიტყდა , სამზარეულოდან კი მშვიდი ხითხითი გავიგონე….

Monday, July 05, 2010

როლა ძამელიც ატედამიწას დრიალებს…

ცხონიათ გქოვრებაში რომენტი მოდესაც შეაქვთ გგრძნება დემ როდამიწას მთატრიალებთ? ამოებს თდადგავთ და გაქვენთვის არაძლებელი შეუფერია??

აკას რეთებეთ დეთ ეგროს? მიდ საგავთ  ენ ეგერგია  მუ  დახტი?

ალეთანხმებით დამბათ უმამ როგრესი მაგრძნებაა შეგრამ იცა არ როცი მიით სამართო ეს ფრიწყობა განად სიდი დინანულის ჩნძნობა გრდება მუმცა თე ვფიინც მაქრობ რომ გქობია ჯონდეს გეთი ასანწყობა და მოაფერი ვერუხერხო ადრე ვირასოდეს აგ რქონდეს მსნცდილი გაგავსი რამ.

განწრთმანი ღმეყობები მიიან და მოდდიან, კიმიანი ადა სება და რჩულ იხსღაცს რაენებს ცვილობს ცდლის მატირის და მისინც ….

რვლება იცამე? სავლება იცმე რაფუძვლიანად?

Upside__by_lorrainemd

_____________________________________________________________________________

სინამდვილეში ზემოთ მოცემული ტექსტი ასე გამოიყურებოდა უბრალოდ მე ერთი მარტივი წესის საშუალებით ყველა სიტყვა შევცვალე, თუ თქვენ ანაგრამები არ გიყვართ და ვერ გაიგეთ რა წერია ზემოთ – გაეცანით ასე :

 

გქონიათ ცხოვრებაში მომენტი როდესაც გაქვთ შეგრძნება რომ დედამიწას ამოატრიალებთ? მთებს გადადგავთ და თქვენთვის შეუძლებელი არაფერია??

რას აკეთებეთ ეგეთ დროს? სად მიგავთ ეგ ენერგია და მუხტი?

დამეთანხმებით ალბათ რომ უმაგრესი შეგრნებაა მაგრამ როცა არ იცი საით მიმართო ეს განწყობა ფრიად დიდი სინანულის გრძნობა ჩნდება თუმცა მე მაინც ვფიქრობ რომ ჯობია გქონდეს ასეთი განწყობა და ვერაფერი მოუხერხო ვიდრე არასოდეს არ გქონდეს განცდილი მსგავსი რამ.

ღმერთმანი განწყობები მოდიან და მიდიან, ადამიანი კი რჩება და სულ რაღაცს იხსენებს ცდილობს ცვლის მისტირის და მაინც ….

იცვლება რამე? იცვლება რამე საფუძვლიანად?

Thursday, July 01, 2010

SMDay – ანუ რა იყო და რას ველოდით

გუშინ თბილისსშიც აღინიშნა სოციალური მედიის დღე , რომელიც მსოფლიოს მასშტაბით mashable.com –ის იდეით განხორციელდა.

თბილისის ერთ ერთ ყველაზე მაღალ ადგილას , რომელზეც ამჟამად გასართობი და დასასვენებელი პარკი მდებარეობს შეიკრიბა ქართველი მედია-სოც საზოგადოება.

გუშინ მთაწმინდაზე 100ზე მეტი ადამიანი იქნებოდა თავმოყრილი ერთად. იყვნენ ბლოგერები, არა ბლოგერები , ჟურნალისტები და უსაქმურები, მაგრამ რაც მთავარია ერთი შეხედვით ყველას აინტერესებდა რა იქნებოდა.

P1120909 P1120866 P1120875 P1120876 P1120891 P1120896

მოდით ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჩამოვწერ იმას თუ რა მომეწონა და რა არც ისე.

მაშ ასე მე  მომეწონა:

  • გაშლილი და თავისუფალი ამფითეატრი (როგორც საუკეთესო ვარიანტი პრეზენტაციებისთვის)
  • პრეზენტაციების მრავალფეროვნება
  • დამსწრე საზოგადობის მრავალფეროვნება

 

ძაალიან არ მომეწონა:

  • პრეზენტატორების მოუმზადებლობა
  • ტექნიკური ხარვეზი როგორიც იყო ხმა მაგალითად
  • დამსწრე საზოგადოების ქაჯობა (მაგალითად ფურშეტის მერე ფეხზე დაკიდება ყველაფრის,ღრიანცელი პრეზენტაციების დროს, ადგილებიდან წამოშლა შუა პროცესში)

შეიძლება დამსწრე საზოგადოების უმეტესობამ იცოდა ყველა თემა როპმელიც წარმოდგენილი იყო იქ გუშინ მაგრამ პრეზენტაციის დროს ხმაური და პრეზენტატორის ფეხზე დაკიდება სასწაული უპატივისცემლობა და მე მაპატიეთ მაგარი ქაჯობაა!

ძალიან მომეწონა 2 პრეზენტაცია , მათჳ ავტორები იყვნენ

    1. გიორგი გიორგაშვილი

    "კორპორატიული ბლოგინგი"

    2. დავით ჯიშკარიანი

    "სოციალური მედია"

მათ პრეზენტაციებს ეტყობოდა რომ უბრალოდ რაღაც ტექსტი არ იყო ჩაყრილი და ეს ადამიანები მართლა დაფიქრებულან ამ თემაზე. მათი საუბრის მანერაც ძალიან საინტერესო იყო და ჩამთრევი. (მაგრამ რად გინდა ვინ გასმენინებდა ნორმალურად)

საბოლოო ჯამში თუ არ ჩავთვლით საზოგადოების და აუდიტორიის უღირს და უხამს ნაწილს , ფრიად მშვენიერი დღე გამოვიდა!

პ.ს პრეზენტატორები, მათი პრეზენტაციების სრული ვერსია და სხვა დეტალები ნახეთ – აქ