Tuesday, June 29, 2010

წარსული მომავლის ისტორია ანუ რა იქნება მაშინ

- რომელი საათია ალბათ იცი არა? – ამ ფრაზამ შემახტუნა ადგილზე, მოულოდნელი და ძალიან მკვეთრად დასმული კითხვა იყო.
- დიახ ეხლავე,- ვპასუხობ და მობილურს ვეძებ ჯიბეში,თან ვფიქრობ ასეთი უკმეხი მოხუცების ატანა არ მაქვს და რა მაიძულებს რომ ასე სასწრაფოდ ვუპასუხო მის კითხვას?

old_woman_old_lady_cheeky_crop380w- მობილური არ მაქვს და საათი კიდევ მაჯებს მიღლის, თანაც მარჯვენაზე მიყვარს ტარება და ეს ორმაგ დისკომფორტს მიქმნის – არც მითხოვია ახსნა, ისე გამიგრძელა დიალოგი ძალიან სასაცილო გარეგნობის მოხუცმა, რომელსაც ასაკი და ხანგრძლივი ცხოვრება  მხოლოდ ნაოჭებზე და ჭაღარაზე ეტყობოდა.


- 8-ს აკლია 17 წუთი - ვუპასუხე ძალიან ფრთხილად, ისე თითქოს მისი შეშინება არ მინდოდა.
- ჰოდა ძალიან კარგი , ზუსტად ჩაის სმის დრო მოსულა, იქნებ გქონდეს დრო რომ სახლამდე მიმაცილო და ჩაის დალევაც მოსაწრო, ძალიან დავიღალე და ხელჯოხი კი თან არ მაქვს – ისევ ისე უკმეხად, მაგრამ უფრო კეთილი ხმით მითხრა მოხუცმა.
ეს ის შემთხვევა იყო როდესაც ასეთი აბეზარი ქალბატონი თავიდან არ მომიშორიებია ცივი და აგრესიული პასუხით. მის წინაშე ფარხმალი დავყარე და ძალიან მორჩილად დავუქნიე თავი.


ავდექი, ხელი ხელში გამიყარა და მაღლა ავუყვეთ ქუჩასო მითხრა.
მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. არ ვიცი რას ფიქრობდა ჩემი მომავალი მასპინძელი, მე კი მის გარეგნობასა და თავხედობაზე ვფიქრობდი.
შეგეხედათ ერთი, ვერაფრით იფიქრებდით რომ ასეთ სასაცილო მოხუცს ვინმეს (მით უმეტეს ჩემნაირი უხასიათოს ადამიანის ) ასე ერთბაშად დამარცხება და დაყოლიება შეეძლებოდა.
ქალი ჩაცმული იყო ძალიან ახალგაზრდულადთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ისეც არა ბებიებს რომ სჩვევიათ. მუქი ლურჯი ვილვეტის შარვალი (რომელიც საკმაოდ გაცრცილი მაგრამ მაინც ლამაზი იყო), ზოლებიანი პერანგი, ან უფრო სწორია ბლუზა ეცვა, ყელზე აბრეშუმის ყელსახვევი ჰქონდა მოხვეული და ხელში პატარა ჩანთა ეჭირა, რომელიც ბლუზისფერი ბაფთებით იყო მორთული.

დადიოდა მოკლე, მაგრამ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით და ვერც იფიქრებდა ადამიანი, რომ მას ხელჯოხი საერთოდ რამეში სჭირდებოდა.
მოხუც ქალს , რომელსაც რატომღაც უსიტყვოდ დავთანხმდი სახლამდე გაყოლასა და ჩაის დალევას, ძალიან ეშმაკური გამოხედვა და ცოცხალი თვალები ჰქონდა,მისი ღიმილიც კი ძალიან მაცდური იყო. ჭაღარა თმა გრძელ ნაწნავად ჰქონდა აკრეფილი და შავი თასმით შეკრული. ხელზე ორი ბეჭედი ეკეთა , მაჯას კი ბევრი წვრილ წვრილი ვერცხლისფერი რგოლები უმშვენებდა.

ამ ფიქრებში ვიყავი რომ როგორც იქნა აღმართი დასრულდა და ორ უზარმაზარ კორპუსს მივადექით, თუმცა არც ერთის სადარბაზოში არ შევსულვართ. ჩვენ ამ კორპუსებს შორის ვიწრო , ბნელ და გრძელ დერეფანში შევედით. სარფიანად დავიძაბე, თუმცა სიტყვა არ მითქვამს, არც მას აუხსნია არაფერი -ნელა მივიკვლევდით გზას წყვდიადში.
შემდეგ მომენტალურად გაიშალა დერეფანი და კორპუსებს უკან არსებულ პატარა სივრცეში მოვხვდით სადაც ერთ სართულიანი , ქოხივით შენობა იდგა , თუმცა გარედან ძალიან ლამაზად იყო მორთული.

სახლი ხვიარას დაეფარა ხოლო შიგადაშიგ სხვასხვა მცენარეების ყლორტებიც ჩანდა .
6a00e0098cf3a1883300e54f2fa8858834-800wiშესასვლელ კართან უამრავი გვიმრები იდგა (თავი მეგონა ახალ ზელანდიაში), ზოგი დიდ ქოთნებში ზოგიც პატარაში, გვიმრების უკან მოჩანდა სავარძელი რომელიც ჭრელი ნაჭრებით იყო ამოკემსილი.
მოხუცმა ხელი გამიშვა და კარისაკენ წავიდა, შემდეგ შემოტრიალდა და ისევ ისე მაცდურად მკითხა:

- რა იყო ხომ არ გადაიფიქრე, მე ისევ მინდა შენი ჩაიზე დაპატიჟება, თანაც ორცხობილაც უნდა მქონდეს – და კარებს გასაღები მოარგო ამ დროს კი თან წაიბუტბუტა:

-თუ რა თქმა უნდა სიმსუნაგის მომენტში სულ არ შემომეჭამა .

აღარ ვიცოდი რა მექნა, ძალიან მაინტერესებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები ან რა ხდებოდა იმ სახლის მსგავს ნაგებობაში, მაგრამ ამავე დროს მაინც ძალიან გაოცებული და შეცბუნებული ვიყავი როგორც ამ ქალით ისე საკუთარი ქცევით , რომელიც მე სულ არ მახასიათებდა.

- რას დგეხარ მანდ, შეეზრდე? გაინძერი დროზე – გამომაფხიზლა მოხუცმა , მოურიდებლად.

ფართხა ფურთხით შევისწორე ჩანთა მხარზე და კარისკენ დავიძარი. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე იატაკის პირველმა ფიცარმა გაიჭრიალა, ისევ შევხტი.
ამდენი უსარგებლო ნივთი ჩემს სახლშიც კი არა მგონია როდისმე დაგროვდეს. ამ ქოხში სულ სამი ოთახი და დიდი ვერანდა იყო, ნუ თუ შეიძლება ჯერ ამ შენობას სახლი ეწოდოს და მერე იმ გაშლილ და ხვიარით შემორაგვულ ადგილს - ვერანდა.

ყველა ოთახში იყო უამრავი ფოტოები, სუვენირები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხელნაკეთი ნივთები. კედლებზე ეკიდა მუსიკალური ინსტრუმენტები, ფოტოებიც, ქსოვილის ნაჭრები წარწერებით, ჯაჭვები და სხვადახვა გაუგებარი ნივთი.
ფაქტიურად შემეძლო მეთქვა რომ სამოთხეში თუ არა, მუზეუმში მაინც ვიყავი იმ მომენტში. დავდიოდი კედლიდან კედლამდე და ვათვალიერებდი ყველაფერს. ვცდილობდი არ გამომრჩენოდა არც ერთი დეტალი და ნივთი რომელიც კი იყო იქ იმ მომენტში.

ბედის ირონიაა ალბათ , რომ იმ დროს ფოტოაპარატი თან არ მქონდა ამ ყველაფრის აღსაბეჭდათ თორემ ნამდვილად არავინ დაიჯერებდა რომ ასეთ ადგილას ვიყავი.
ამ დროს ჩემი მოხუცი გამოკუსკუსდა სამზარეულოდან და ხელში ორი მიღრეცილ - მოღრეცილი ფინჯანი ეჭირა.

- ლილე – მითხრა მან ღიმილით, თუმცა ჩემი გაოგნებული სახე რომ დაინახა დაამატა, - ლილე მქვია მეთქი მინდოდა მეთქვა.

ჩუმად დავუქნიე თავი და ჩემსკენ გამოწვდილი ფინჯანი ავიღე. ჩაი მოვსვი, ძალიან უცნაური და უცხო 03y2gwp0189   გემო ჰქონდა , მომეწონა.

მასპინძელმა ჩემს უკან მდგომ სავარძელზე მიმითითა , თვითონ კი ბამბუკის ტუმბოზე ჩამოჯდა ჩემს წინ.

- ალბათ გაინტერესებს ამდენი რამე რატომ მაქვს, რატომ ვაგროვებ ან საიდან მოვიდა?

ისევ მდუმარედ დავუქნიე თავი და უცნაური ნივთებით სავსე სავარძელში კომფორტულად მოკალათება ვცადე, თუმცა უნდა გითხრათ არ გამომივიდა, ყველა მხრიდან რაღაცეები მერჭობოდა.

- არა, არა, ახლა ამდენი დრო არ გვაქვს რომ მთელი ისტორია თვიდან ბოლომდე მოგიყვე, მააგრამ შეგიძლია  ჩაიზე მესტუმრო ხოლმე ყოველი თვის პირველ სამშაბათსა და ბოლო პარასკევს და მაშინ აუცილებლად გეტყვი სად, რა , როგორ და როდის გადამხდა , ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვი თუ რატომ აგირჩიე ავტობუსის გაჩერებაზე შენ, შევთანმხდით?

- იცით… – ძლივს ამოვიბლუყუნე რაღაც და ის ის იყო უნდა მეთქვა რომ ალბათ ვერ შევძლებ თქვენთან ასე ხშირად სტუმრობასთქო რომ მან დაიწყო საუბარი:

- ზუსტად შენს ასაკში ვიყავი მაშინ როდესაც ნოემბრის სუსხიან საღამოს……

[ისტორია # 2 ]

Thursday, June 24, 2010

ჩორვენი – ის ხომ ყველაზე ”გემრიელი” გმირია

5 წელია ვბლოგერობ და თავიდანვე ეს სახელი ჰქონდა ჩემს ბლოგს, თუმცა ამაზე პოსტი არასოდეს დამიწერია, არადა მკითხველის დიდმა ნაწილმა არც იცის რას ნიშნავს და ვინ არის ჩორვენი, ხოდა მე ამ პოსტით ჩემ შეცდომას გამოვასწორებ და ვეცდები ის გაგაცნოთ.

   tjorven-og-moses

ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედება უუამრავ ნაწარმოებს ითვლის, თუმცა მათ შორის არის ისეთებიც, რომელიც ლეგენდად და რავიც სასწაულადაც კია აღიარებული.

ერთ ერთი ასეთი გენიალური ნაწარმოებია ”ჩვენ სალტკროკელები ვართ”, ეს წიგნი მოგვითხრობს ოჯახზე, რომელიც სადღაც შორს შვედეთში ცხოვრობენ და ერთ ზაფხულს კუნძულ სალტკროკაზე გაემგზავრებიან ზაფხულის გასატარებლად , აი იქ კი იწყება მთელი თავგადასავალი და ჩახლართული ისტორია.

ჩორვენი გახლავთ ზუსტად ამ კუნძულის მკვიდრი 6 წლის გოგონა, რომელიც ყველას უყვარს, ყველა იცნობს და უჯერებენ კიდეც.

Mdates2 Mdates4

აი როგორია მისი პირველი აღწერა წიგნში:

ნავმისადგომზე ერთადერთი ტანდაბალი კაცუნა ჩანდა გვერდით ძაღლი ედგა. კაცუნა შვიდიოდე წლის გოგონა გამოდგა. არც კი ირხეოდა, თითქოს ნავმისადგომიდან ამოზრდილაო, თუმცა წვიმა თავზე დასდიოდა. გეგონებოდა, თვითონ ღმერთმა შექმნა ამ კუნძულთან ერთად და მის მცველად და მეუფედ დატოვა სამარადისოდო

ეს გოგონა არის ზუსტადაც ჩორვენი (ჩორვენი შვედურად კუპატს ნიშნავს) , გოგონა რომელიც ფაქტიურად ისეთივე მთავარი გმირია წიგნში ,როგორც იმ ოჯახის წევრები , რომლებიც დასასვენებლად ჩამოვიდნენ კუნძულზე.

შემდეგი აღწერა კი ასე ჟღერს:

”მელკერმა უკან მოიხედა და ხელთ ის დიდებული ბავშვი შერჩა , ნავმისადგომზე რომ ნახა. მართლაც სასიამოვნოდ ჩამრგვალებულ კუპატსა ჰგავს.

ოთახში კვამლი იდგა მაგრამ ზუიდვესტრიდან მაინც მოჩანდა ჩორვენის საოცრად სუფთა და ლამაზი სახე, ბავშვური ფართო და კეთილი სახე.”

ჯერ მხოლოდ ასეთი აღწერილობისა და სახელის მქონდე პერსონაჟმა ჩემში (ბავშვობის ჟამს) სასწაული გადატრიალება მოახდინა, მერე კიდევ მეც ხომ ზუსტად ასეთი ჩაკუპატებული ვიყავი (არც ახლა ვუკლებ სიმართლე რომ ვთქვათ). ჰოდა ძალიან, ძალიან მინდოდა ზუსტად ჩორვენისნაირად მეცხოვრა კუნძულზე და ისევე სასიამოვნოდ გამეტარებინა დრო.

თანაც წიგნში ჩორვენს  უზარმაზარი სენბერნარი ჰყავს , სახელად ბოცმანი რომელიც სულ თან დაჰყვება და ყველაფერში ეხმარება, ჰოდა რა გასაკვირია თუ ასე ძალიან მიყვარს ბავშვობიდან ეს გმირი.

tjorven

კიდევ ჩორვენს  უზარმაზარი და ულამაზესი სრული სახელი ჰქონდა: )

ეგ დეტალი კიდევ ერთი შოკი იყო მაშინ ჩემთვის (მართალია ვიცოდი, რომ პეპისაც გრძელი სახელი ჰქონდა , მაგრამ ის ხომ პეპი იყო და თურმე აი მეორე გმირიც კი გამოჩნდა ეგეთი) ჰოდა სახელი კი ასე ჟღერს :

კარინ-მარია-ელეონორა-ჟოზეფინა – რა მაგარია არა??

მე კი მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მარიამი ვიყავი : )

ახლა ინტერნეტ სივრცის საშუალებით მეც უამრავი სახელი მაქვს რომელზეც ვრეაგირებ და ყველა ჩემად მიმაჩნია , მაგრამ ეს მაინც  სულ სხვაა….

saltkrakan_41816249

ერთ ერთი პერსონაჟი (მალინი) წიგნში დღიურს წერს და აი რა უწერია იქ ჩორვენზე:

”ის არაჩვეულებრივი ბავშვია, ისეთი ყველას რომ მაშინვე მოსწონს , თუმცა არავინ იცის, რატომ. როგორც კი მისი საყვარელი სახე გამოჩნდება , გეგონება მზემ გამოანათაო. მამა ამბობს, ამ ბავშვს აქვს რაღაც პირველქმნილი ბავშვური გულწრფელობა, სიკეთე და სამართლიანობის რწმენაო. ჩორვენი მთელს კუნძულს უყვარს. დაეხეტება, სადაც მოეპრიანება,შედის რომელ სახლშიც მოესურვება და ყველგან უხარიათ მისი სტუმრობა.

მაგრამ თუ ჩორვენი გაჯავრდა,-ასეთი რამ კი მასაც ემართება- ისეთი ქარაშოტი დატრიალდება, მტერს: ინგრევა ყველაფერი. ოღონდ გაჯავრება მალე გადაუვლის ხოლმე.”

ჰოდა ასე ჩემო მეგობრებო, თუ თქვენ გაინტერესებთ კიდევ რა ახასიათებს ჩორვენს, როგორ ხუმრობს l_tjorven3ის,  რა თავგადასავლები და განსაცდელები ატყდება თავს მას და მთელს სალტკროკას აუცილებლად წაიკითხეთ ასტრიდ ლინდგრენის ეს ნაწარმოები.

ბრძენ ხალხს უთქვამს ”სჯობს გვიან ვიდრე არასდოროს” ო , ხოდა დაბრუნდით სულ ცოტა ხნით ბავშვობაში და გაერთეთ!

Monday, June 21, 2010

დაე იცოცხლოს ქართულმა სპორტმა, რატომ ვკლავთ?

იცით პასუხი კითხვაზე – თუ რატომ არის საქართველოში თითქმის ყველა სპორტი მკვდარი?

არა? არც მე სიმართლე თუ გინდათ!

არადა კაცმა რომ თქვას სპორტსმენები არიან, მსოფლიოსთან ასე თუ ისე კავშირი გვაქვს (საბჭოთა კავშირს აღარ ვეკუთვნით), ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია, ვიზებს იძლევიან საელჩოები (ნუ მეტად თუ 32773ნაკლებად მაგრამ სპორტსმენებს არ ჩაგრავენ) – მაშინ რაშია საქმე?

ზარმაცები ვართ? ან უნიჭოები და შტერები?

არაა, ცდებით !!

 

ქართველ სპორტსმენთა წარმატების ჩამონათვალი არც თუ ისე ხელწამოსაკრავია როგორც ჩვენ გვგონია , მაშინ რახდება?

მე თუ მკითხავთ პრობლემა სახელმწიფოში და მის ძირითად მიმართულებებშია!

იმის მაგივრად რომ დააფინანსონ და ხელი შეუწყონ სპორტს , ახალგაზრდების ფიზიკურ და ჯანსაღ განვითარებას - შადრევნებს აშენებენ, პრეზიდენტის რეზიდენციას თეთრრი სახლის თითქმის იდენტურს აკეთებენ, ქალაქში უცნაური შესახედაობის ხიდებს დგავენ, ტერიტორიებს ფლანგავენ, შუქნიშნებს ცვლიან (მათი ალგორითმის ნაცვლად),სპორტულ მოედნებსაც აშენებენ, მაგრამ რისთვის კაცმა არ იცის – ფეხბურთელები ჩვენ არ გვივარგა და იმ დებილურ სტადიონებზე ისევ ძაღლებს და ბავშვებს თუ გაასეირნებს კაცი….

არადა სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ვებ გვერდზე რომ შეხვიდეთ ეროვნული ფედერაციების ჩამონათვალში 70მდე სხვადასხვა სპოტის სახეობას შეხვდებით.

და ბევრი სხვა კიდევ……

საიტზე არის ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ ინფორმაცია, წარსული მოვლენების გვერდი და მათზე უააამრავი სხვადსხვა რამე წერია და აბა თუ მიხვდებით ძირითადი სთამაშო სახეობების ჩამონათვალი რამდენ სპორტს მოიცავს?

არც მეტი არც ნაკლები 7 ს!! საინტერესოა რატომ არაა ამ ჩამონათვალში ბეისბოლი? ჰოკეი (რომელიც ბალახისაც გვქონია და ყინულისაც) და სხვანი?

ელენე გედევანიშვილი

თქვენ არ ვიცი გინახავთ თუ არა დარბაზები რომლებშიც ვარჯიშობენ ტანმოვარჯიშეები, მოფარიკავეები, მოციგურავეები და რავიც კიდევ რამდენი სპორტის სახეობის წარმომადგნელები, მაგრამ გეტყვით რომ დარბაზები არის გაღლეტილი, დაგნრეული, მოუმზადებელი, ნესტიანი და მოუვლელი…. გული მოგიკვდებათ ეს ყველაფერი რომ ნახოთ (თუ უკვე არ გინახავთ)

  საინტერესოა რატომ არის საქართველოში ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობები რაგბი  და ჭიდაობა? (ამის სტილებში ვერ ვერკვვევი მაგრამ ნუ ფაქტია არის) ნუთუ ამ ადამიანებს იმხელა მონდომება და სულისკვეთება აქვთ რომ ”ჩერეზ სილუ” ახერხებენ წარმატების მიღწევას?? იქნებ იმიტომ რომ ძალისმიერი სპორტია ორივე და უფრო ადვილია მასში წარმატების მიღწევა? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ დეტალებს, მთავარია გამოგვდის მაინც…

კიდევ ერთი და ყველაზე მტკივნეული საკითხი ნებისმიერ სპორტთან მიმართებაში (საქართველოს მასშტაბით) არის სპონსორების არ არსებობა ან მათი კრიჟანგობა (მგონი ეს სიტყვა ქართულია და სწორად ვიცი).

74kghungeo

ისიც მესმის რომ დიდი კომპანიების უმეტესობას არ უნდა დააფინანსოს ბარდაგი და სერიოზული გაურკვევლობა , რომელიც სხვადასხვა ფედერაციებსა და კლუბებში ხდება, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს ყველაფერი არა?

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ტარდებოდა დიდი ტურნირები და უამრავი უცხოელი ჩამოდიოდა , ქართველები იმარჯვებდნენ კიდეც მაგრამ რა ხდება ეხლა?

რომელი საერთაშორისო ტურნირი იცით რაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ჩატარდა? ან ბევრი უცხოელი მონაწილე რომელზეც  ჩამოვიდა?

გუშინ მაგალითად ტარდებოდა კლასიკური რალი (რბოლა გრძელ დისტანციაზე, ალგეთის მიმართულებით) და სულ 3 მანქანას ჰყავდა სპონსორი 10დან (ნუ სხვესაც ეკრათ რაღაც ლოგოები მაგრამ მათ ეკიპირებაზე სპონსორის არსებობა არ შეინიშნებოდა) , არადა მართლა ბევრი მაყურებელი ჰყავდა ამ ერთობ ცუდ საყურებელ შეჯიბრს (რადგან მანქანებს მხოლოდ 30 –60 წუთში ერთხელ ვნახულობდით საგულშმეტაკივრო წერტილებთან), მაგრამ მეც და ბევრ სხვა ადამიანსაც დამამახსოვრდა სამივე სპონსორი მიუხედავად მანქანების სულ რამდენიმე წამიანი გაელვებისა და ვბჭობდით კიდეც ამ ფირმების პროდუქციასა და ავ-კარგიანობაზე.

მაშინ რატომ ვერ ხვდებიან დიდი ორგანიზაციები და ფირმები რომ მათთვის სულ ცოტა და არაფრის მომცემი თანხა, მათ ორჯერ მეტად წაადგებათ ვიდრე იმ მონაწილეებს თუნდაც?

opening-og-olimpic-games

მოკლედ რატომ არის საქართველოში სპორტი და მისი განვითარება ყველაზე ბოლო ადგილას სახელმწიფო კურსსა და ძირითადი პრიორიტეტების ჩამონათვალში?

Friday, June 18, 2010

რაც გვაგიჟებს ის გვინდა

არსებობს გამოთქმა : " სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებსო"
ვერ გეტყვით იმას რომ ეს ფრაზა ჭეშმარიტებაა , თუმცა მასში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.
ვერაფრით გამიგია რატომ გიჟდებიან ადამიანები სიყვარულის ეგიდით?
რატომ ჰგონიათ  რომ სიყვარულის სახელით გაკეთებული სისულელეზე მათ პასუხი არ მოეთხოვებათ? ან რომ ეს სისულელე ცუდად არ გამოჩნდება რადგან ის სიყვარულისთვისაა ჩადენილი?

საერთოდ საინტერესოა ის მიზიდულობის შეგრძნება რომელსაც სიყვარულს ვეძახით რის საფუძველზე მოდის, ვლინდება და მოქმედებაში მოჰყავს ორგანიზმი - ან სულაც უმოქმედობაში აგდებს ტვინის და სხეულის ყველა უჯრედს?

ჩემთვის არ არსებობს უცებ შემიყვარდა, დავინახე და შემიყვარდა, დამკრა და შემიყვარდა.
ადამიანი ჩემთვის ურთიერთობებში "ჩნდება" (ასე დავარქვათ) , ნელა ნელა მოდის მისი კარგიც და ცუდიც, მიმზიდველც და საძულველიც. 

ძალიან საინტერესოა რა მომენტში "ამუღამებს" ადამიანი რომ ვიღაც უყვარს? ანუ ბაც შეხედავ და ხვდები რომ ის უბრალოდ პერსონა და მოძრავი სხეული კი არა შენთვის ძვირფასი და საყვარელი არსებაა? თუ ფიქრობ, ფიქრობ, ფიქრობ და ამ ფიქრებს მოჰყვება შეგრძნებაც??
ან საერთოდაც ეს სიყვარული ერთი გაელვებისგან შედგება თუ ბევრი მახასიათებლები აქვს?

მე ისიც კი არ მესმის - როგორ შეიძლება გიყვარდეს ვიღაც ოღონდ მას არ იცნობდე? ცნობაში ვგულისხმობ იმის ცოდნას თუ რა უნდა, უყვარს, არ უყვარს ან ეზიზღება, რა გაუხარდება ან ეწყინება.

უცნაურია ერთობ, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ფრაზა : "არასოდეს გიყვარდეს იმაზე მეტად ვიდრე შენ ეყვარებიო" 
ეხლა რა მაინტერესებს როგორ იზომება სიყვარულის ძალა და რაოდენობა ან სიძლიერე?
ან როგორ უნდა ვაკონტროლოთ სიყვარული თუ ის მოსვლის შემდეგ გვაგიჟებს, გვაშმაგებს ან სულაც გვაშტერებს??

ძალიან საინტერესოა როდესაც ადამიანები ურთიერთობენ და მათ შორის არის გრძნობა/შეგრძნება არის თუ არა იგი თანაბარი? ანუ განიცდის თუ არა ორივე ერთად ერთსა და იმავე სიძლიერის მუხტს?

და საერთოდაც ნუთუ ყველა შეგრძნებას სახელი სჭირდება? მე მაქვს ხოლმე მომენტები როცა მოდის ემოცია, რაღაცას ვგრძნობ მაგრამ მისი სახელი არ ვიცი, იმიტომ კი არა რომ რაღაც განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ რომ ის ძალიან ბევრნაირია, ჭრელი , მრავალფეროვანი და არეული!!

ღმერთმანი, ჩამცხეთ ურო !!!

Wednesday, June 16, 2010

მწვანე ემოცია მაწვიმს და მონატრება ქუხს!

გინანიათ ოდესმე ის, რომ საჭირო სიტყვები ან არ იცით ან ვერ პოულობთ?

გქონიათ მომენტი როდესაც იმდენად მძაფრი ემოციები გაქვთ, რომ მათი სახელი არ იცით?

გქონიათ შეგრძნება რომ სავსე ხართ და ამაზე მეტის განცდა აღარ შეგიძლიათ?

 Picture(3)

არა? მაშინ თქენ არ გიცხოვრიათ!!

იცით რა ფერია მონატრება?

როგორი სუნი აქვს სითბოს?

რა გემოს პატრონია დამოკიდებულება?

არა? არც ეგ იცით?

როგორ შეიძლება ცხოვრობდე და ვერ შეიგრძნო ეს ყველაფერი?

გიფიქრიათ როდესმე რამდენ დროს ვხარჯავთ წუწუნსა და გოდებაში , მაშინ როდესაც შეგვიძლია ვიგრძნოთ? ვაგრძნობინოთ? ვეძიოთ და ვპოვებდეთ?

მოდუნდით!!! მიიღეთ სიამოვნება ყველაფრისგან რისი შანსიც გეძლევათ!!

დატკბით და მიეცით შანსი სხვებმაც ისიამოვნონ თქვენს მიერ გენერირებული ემოციიებითა და მუხტებით!!

26868_383117448812_198732803812_3892121_6130819_n

Sunday, June 13, 2010

”მგზავრები” რომლებსაც შემთხვევით დავემგზავრე! : )

მაშასადამე შაბათი საღამო ძალიან შთამბეჭდავი და სასიამოვნო იყო. მოსაღამოვებისას მოულოდნელად კუს ტბაზე აღმოვჩნდი  , მაგრამ მოიცადეთ ყველაფერს თანმიმდევრულად მოვყვები ჯობია.

12-ში გამთენიისას დიდი ხნის უნახავი მეგობარი ჩამოვიდა პრაღიდან , Tamt_tch 41-19ჩამოვიდა თუ არა რა თქმა უნდა იმ წუთასვე დავგეგმეთ ის დღე და როგორც აღმოჩნდა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ამ დღეს - კუს ტბაზე ”მგზავრების” კონცერტზე წასვლა.

მართალია ”მგზავრების” მსმენელი მე პირადად არასოდეს ვყოფილვარ, (თუ იმ ერთადერთ სიმღერას არ ჩავთვლით რომელიც 1.5 წლის წინ შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს ფლეილისტში და დღემდე აიპოდში მიგდია, მაგრამ მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა ვინ მღეროდა ამ სიმღერას. მე ის უბრალოდ  უბრალოდ მომწონდა) თუმცა საწინააღმდეგო არაფერი მქონდა , რადგან მათ შესახებ ”ოცნების ქალაქიდან” უკვე ვიცოდი.

საღამოს , კონცერტამდე 1 საათით ადრე მეგობრები შევიკრიბეთ და დავადექით კუს ტბის ვიწრო და მიხვეულ - მოხვეულ გზას.  მიუხედავად იმისა რომ ზოგადად ძალიან ცხელოდა, კუს ტბაზე მაინც რაღაც საინტერესო , გრილი და ფრიად აღმატებული განწყობა სუფევდა.

ამფითეატრთან ხალხი დიიდ გუნდად იდგა და შიგნით შესვლას ელოდებოდა, ან ცდილობდა – ნუ როგორც არის.

Tamt_tch 426-1

მინდა გითხრათ ბილეთის/კონცერტზე შევლის საფასურმა გამაოგნა!

30 ლარი არ არის საუკეთესო ფასი ღია ცის ქვეშ, კუს ტბაზე ჩატარებული კონცერტისათვის (ვინც არ უნდა უკრავდეს). ძალიან , ძალიან დიდი შეცდომა იყო ორგანიზატორების მხრიდან რომ ამხელა ფასი დაადეს ამ სიამოვნებას!

ჩვენც გადავწყვიტეთ ”მგზავრების” ნამღერით გარედან დავმტკბარიყავით და ამფითეატრთან ახლოს ბალახზე დავსკუპდით. სულ მალე მგზავრების ბასისტი (დათო გოგელია) აღმოჩნდა ჩვენს სიახლოვეს და  ბედად ჩვენი ერთი მეგობარი მას ძალიან კარგად იცნობდა. დათომ გამოიჩინა რა გულისხმიერება რამოდენიმე ადამიანი კონცერტზე აღმოვჩნდით!

შესვლისთანავე (იმავე ადამიანმა რომელიც დათოს იცნობდა) ლაშა დოხნაძე აღმოაჩინა რომელიც ძალიან გულითადი აღმოჩნდა გაცნობისას.

შემდეგ უკვე ნელა ნელა ჯერი კონცერტის დაწყებამდეც მივიდა.

ძალიან, ძალიან შემეცოდნენ ”მგზავრები” იმის გამო რომ ზუსტად ვიცოდი რა ცუდი შეგრძნებაა, როდესაც შენ კონცერტს იწყებ და შენს წინ სულ 10 მსმენელი ზის, 100-ის ან 1000-ის მაგივრად!! ძალიან ვეცადე გასამხნევებლად მეხმაურა, მეყვირა, ტაში დამეკრა და ამაში ხალხი ამეყოლიებინა , დასანანია რომ მხოლოდ ჩემს გარშემო მჯდომი 4 ადამიანის (ჩემივე მეგობრების) წაქეზება მოვახერხე!

Tamt_tch 434-1

მიუხედავად იმისა რომ მე ”მგზავრებისათვის” აქამდე არ მომისმენია (ისევ იმ ერთადერთ სიმღერას თუ არ ჩავთვლით) კონცერტით ფრიად ვისიამოვნე და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი:

  1. თვითონ ”მგზავრები”

ძალიან უშუალოები მომეჩვენნენ, ისხდნენ / იდგნენ სცენაზე და ძალიან მშვიდად ,ისე რომ არ ”უტყდებოდათ” მაიმუნობდნენ და მგონი ჩვენზე მეტადაც კი ერთობოდნენ. ძალიან მესიამოვნა ის მომენტი, რომ რასაც აკეთებენ ის მათ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ და ამას ისე უბრალოდ არ აკეთებენ. ძალიან ვიხალისე გიგის (დედალამაზიშვილი) ტექსტებზე და  ხუმრობებზე. ყველანი ძალიან თავისუფლად გრძნობდნენ სცენაზე თავს. ფრიად სასიამოვნო და დადებითი მუხტი მოდიოდა სცენიდან, ისეთი შენც რომ აგიყოლიებდა, გაგამხიარულებდა და მაიმუნობის ხასიათზე მოგიყვანდა!!

Tamt_tch 365-1

2.   ტექსტები/ მუსიკა

აღფრთოვანებული ვარ სიმღერის ტექსტებით! უბრალოდ წარმოუდგენლად შეუსაბამო და უცნაური ფრაზები ან/და სიტყვები ისე კარგად იყვნენ როგორც ერთმანეთთან ისე მუსიკასთან შეხამებული რომ პირი ღია დამრჩა და მიუხედავად იმისა რომ არც ერთი სიმღერის - არც ტექსტი და არც მელოდია ნაცნობი არ იყო ჩემთვის (ამის გამო ჩემი მეგობარი გაოგნდა , როგორ არც ეს იცი, არც ისო - ასე მეკითხებოდა ყველა სიმღერის დაწყებისას) მაინც ძალიან ვიხალისე, ვიცეკვე და გავერთე!

Tamt_tch 394-1

3.   მსმენელი

Tamt_tch 443-1ძალიან გამაოგნა აუდიტორიამ და მსმენელმა რომელიც იქ იყო შეკრებილი. რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა , რომლებიც სცენის წინ ქვიშაზე ცეკვავდნენ და ერთობოდნენ, ტაშის დაკრაზეც არ იწუხებდა თავს არავინ, ხოლო ჩემს ოვაციებზე და ტაშზე რატომღაც გარშემო მსხდომ-მდგომი საზოგადოება წუხდებოდა . გეკითხებით მე თქვენ  არიან თუ არა ასეთი ადამიანები იდიოტები?? იყო ასეთი მუხტის , ასეთ სასიამოვნო კონცერტზე და ტაშიც არ დაუკრა? მერე რა თუ გამომსვლელი არ გევასება დიდად და მისით არ ხარ აღფრთოვანებული, ის ადამიანები ხომ იხრჯებიან , აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რომ შენ ისიამოვნო?

არა რა დებილების დოღი იყო გუშინ იქ ნახევარზე მეტი!! ხოლო ვინც მათში არ გადიოდა იმათ მაშასადამე ჩემი დიდი პატივისცემა რომ გულითადად მოილხინეს!

საბოლოოდ რა შემიძია გითხრათ გუშინდელ კონცერტზე – იყო ძალიან ძალიან სასიამოვნო გარემო, რომელიც ჩემთვის პირადად მგზავრების რეპერტუარმა და მათმა განწყობამ შექმნა. ძალიან გავერთე და ფრიად ნასიამოვნები წამოვედი იქიდან!

Tamt_tch 416-1

მე პატივს ვცემ ”მგზავრებს” იმიტომ რომ მათ მოსწონთ რასაც აკეთებენ, იციან ეს როგორ გააკეთონ და ჯერ არ გაურჭვიათ ”პერო” ქართული ამომავალი ვარსკვლავების უმეტესობასავით!!

Tamt_tch 469-1      

© რეპორტაჟში გამოყენებული ფოტოების ავტორია – თამთა ჭოჭუა! ©

Friday, June 11, 2010

და თუ ოდესმე ვისწავლო ფრენა, ნეტა რას გავეკიდები?

იმან ვინც თქვა ფრაზა

” და თუ ოდესმე ვისწავლო ფრენა, პირველ სიყვარულს გავედევნები” –ო

ნამდვილად არ იცოდა კარგად - რა არის ადამიანური ურთიერთობები და რომ წარსულით ცხოვრება არ ღირს.

ყველა ადამიანი თავის თავში ინახავს რაღაცას, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია , რაც მხოლოდ მისია და ძალიან უყვარს , თუმცა რაღაც მომენტში ყველა ხვდება რომ თუ ვიღაცას არ გაუზიარა ეს შეგრძნებები და ინფორმაცია თავისუფლებას (ისეთს რომელსაც შვება და ფრთების ან ფრენის შეგრძნება მოაქვს) ვერ ეზიარება.

c48051a8c509ძირითადად მაშინ გვინდება გაზიარება როდესაც საპასუხოდაც რაღაცას გვიზიარებენ, ან შეიძლება არც გვიზიარებენ მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ჩვეულებრივად და ბუნებრივად მიიღებენ იმას რაც ჩვენთვის მტკივნეული/წმინდა/განსხვავებული/საშიში და რავიც კიდევ რანაიარი არ არის.

საერთოდ ეჭვი მაქვს, რომ ენერგია არსად არ ქრება, ის ჩვენს გარშემო ტრიალებს წრეზე და რამდენადაც გავცემთ ისე გვიბრუნდება. დადებითი დადებითის წილ და უარყოფითი უარყოფითის წილ. ყველაფერი კანონზომიერია და კარგად განაწილებული!

თუ გინდათ რომ ადამიანები გენდობოდნენ, მიიღეთ ისინი ისე როგორც არიან! უბრალოდ მოუსმინეთ და ნურც დაუყვავებთ, ნურც შენიშვნას მისცემთ – თუ მაინც და მაინც ,თქვენი აზრი კორექტულად გამოთქვით შემდეგ კი მის საზრიანობასა და ინტუიციას მიენდეთ!

დაე ყველას ჰქონდეს უფლება და საშუალება იყოს თავისუფალი და თავისუფლად კმაყოფილი  ან სულაც ისე იყოს უბრალოდ როგორც უნდა და როგორც გრძნობს!!

ყველას აქვს უფლება საკუთარ მარაზმსა და სისულელეზე!!

051

Wednesday, June 09, 2010

ქუჩაში მძაფრი დაქროდა ჩორვენი და განუწყვეტლივ წვიმადა და წვიმდა….

დღენი მიჰქროდნენ ხალხი კი წერდა…

წერდა და აღწერდა…

ყველას ჰქონდა დამახასიათებელი სტილი და მანერა, როგორც წერის ისე პიროვნული…

ნეტავ როგორი ვარ მე?

რა შემიძლია რომ დავწერო?

ალბათ ის რომ გემრიელად ჩაკუპატებული სასაცილო გოგო ვარ და ისიც რომ ძალიან ხშირად მე თვითონ არ ვიცი რა და როგორ მაქვს , თუმცა მაინც არის ხოლმე ისეთი დეტალები რაც ჩემში არ იცვლება და სულ მახასიათებს.

ყოველთვის მიყვარს და მეყვარება სეირნობა, განსაკუთრებით ცარიელ ქუჩებში, ასეთ დროს ვიღიმი და ბედნიერი სახე მაქვს , თუმცა არა - ხალხით გავსებულ ქალაქშიც მაქვს ხოლმე მომღიმარი სახე. მიყვარს მუსიკის თანხლებით ღიმილი და სიარული – თავს ეგრე უფრო უკეთ ვგრძნობ.

ძალიან ხშირად გარშემომყოფების მზერას ვიჭერ ჩემზე , ეს ალბათ იმიტომ რომ სულ რაღაცნაირად მაცვია. ცოტა უცნაურადაც კი : ) შეიძლება უგემოვნოდ და ეკლექტურად, მაგრამ მე ძალიან მომწონს გარშემომყოფების გაოცებული მზერები ჩემზე.

arthur-2dde-2dpins-2d4-resize შეიძლება ამ მზერებს ჩემი წითელი თავი და უაზროდ აბურდული სწორი თმაც იწვევდეს, მაგრამ რავიც აბა, მე მაინც ჩაცმულობა მგონია მიზეზი.

არასოდეს გავრბივარ, წვიმაშიც კი ნელი და კმაყოფილი ვმოძრაობ, ვტკბები ბუნების კატაკლიზმებით.

ვერ ვიტან სიცხეს და ასეთ დროს ყველაზე ხშირად მეტროში მყოფ ადამიანებს ვუღიმი, თუმცა ქუჩაში ძალიან მიჭირს ნაცნობების დანახვა, იმიტომ კი არა რომ ცუდი მხედველობა მაქვს, არა უბრალოდ იმიტომ რომ ცოტა სხვაგან ვარ ხოლმე თუ მარტო დავდივარ და ამ დროს ყველას ჰგონია რომ ”ნივიჟუს ვუტყავ”.

ძალიან მიყვარს დიდი ჩანთით სიარული, ლოკოკინასავით ვარ, სადაც დამიღამდება ხშირად იქვე ვათენებ და ამისათვის ყველა საჭირო ნივთი თან უნდა მქონდეს.

ყოველთვის  ვუღიმი ნაცნობებს რომელებიც მეხმაურებიან ქუჩაში, მაგრამ არის მომენტები როდესაც ზრდილობის გამო ვერ ვკითხულობ ვინ არიან ისინი თუ მთლად ვერ ვიცანი, ხოდა ეს ცოტა მძაბავს ხშირად, მაგრამ ეტყობა სახეზე არასოდეს მეტყობა რომ ვერ ვიცანი და არავინ მეუბნება ”ხომ მიცანი მე ვარო” : )

ჰოდა აი ასეთი ვარ ძირითადად ვიზუალურად :) ეს იყო ბლოგოთაგ თამაში რომელშიც ქილიფამ დამთაგა : )

მე კი ვთაგავ – პატარა მუსიკოსს  და დარიჩინის დედიკო ნომერი 13  :)

Monday, June 07, 2010

ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე განხორციელებული ოცნება….

დიდი ხანია ასეთი სიმაღლეები არ ამიღია!!

დიდი ხანია ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე არ ამოსვულვარ!! ოჰ რა დიადი და მშვენიერია აქედან ყველაფერი!!

რა სუფთა და ჯამრთელია აქაური სუნი…

სუნთქვა ჭირს, მაგრამ კიდევ კარგი ფილტვებით არ ვფიქრობ და ფიქრი მაინც მიადვილდება!!

ახლა მესმის რატომ დაფრინავენ არწივები ასეთ სიმაღლეზე, რატომ უწოდებენ მათ ფრინველთა მეფეებს!

მეც მეფედ ვგრძნობ თავს!!

ვფიქრობ , დაძაბული ვიხსენებ გეგმას და მიზანს, თუ რატომ ვარ ეხლა აქ!!

შეიძლება უკანასკნელადაც კი ვფიქრობ ახლა ამ ყველაფერზე!!!

ვდგევარ და საკუთარ შეგრძნებებს ვაგემოვნებ, პირს ვაწკლაპუნებ იმდენად მსუყე და მრავალფეროვანია ”გემოები” და განცდები!!

არც კი ვიცი ახლა ამ შეგრძნებებს რა ჰქვიათ, ან როგორ აიხსნებიან,  მაგრამ ისინი ნამდვილად ღირდნენ ამ გადაწყვეტილებად და გახორციელებად!

gallery_23784_22_1275584907 რამდენი რაღაც არსებობს ცხოვრებაში რის გამოც ღირს შეგრძნებების გამძაფრება, თუნდაც იმისთვის რომ ეხლა ამ განცდის მოყოლა და ვინმესთვის გადაცემა შევძლო, თუმცა მექნება კი შანსი ან მომინდება კი?

ღმერთო რა დიადია ბუნება და რაოდენ დიდსულოვნად იღებს ისეთ უცნაურ სტუმარსაც კი როგორიც მე ვარ ახლა აქ, ამ სიმაღლეზე….

მწვერვალიდან გადავყურებ ხეობას და სუნთქვა მეკვრება… ასეთი სილამაზე, ასეთი საოცრება და მხოლოდ ამ სიმაღლიდან დანახვის შესაძლებლობა…

კმარა ამდენი ფიქრი, ნეხევარ გაზე მიტოვებული საქმე არ ვარგა!

დროა ღრმად ჩავისუნთქო!!

ოდნავ მოვხარე მუხლები და ძიერი ბიძგით სხეული ხეობისკენ გადავტყორცნე….

 

ღმერთო გადავხტი….

არადა ჯერ რა ცოტა მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული ….

იმედია პარაშუტი არ მიმტყუნებს!!

Thursday, June 03, 2010

ღიმილის ძალა არ მოგკლებოდეთ

გიფიქრიათ როდისმე რამხელა ძალა აქვს ღიმილს?

Smile_by_hatethisfoolგულწრფელ, გულითად მიმიკას რომელიც ადამიანების უმეტესობას საუკეთესოდ გამოსდის მაგრამ…  

 

…მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება რომ ხალხს ეზარება, ან ენანება, ან უბრალოდ არ იცის რა სარგებლობა აქვს ღიმილს…

ღიმილი საუკეთესოდ განაწყობს გარშემომყოფებს, ასხივებს კეთილგანწყობას, თესავს სიკეთეს…

 

ღიმილი ათბობს, ალღვობს, თენთავს, ავსებს, აკეთილშობილებს და რავიცი კიდევ რამდენნაირ განწყობას ქმნის…

ყოველთვის მიხარია როდესაც ვიღაც იღიმის, მიღიმის.

Smile_by_morgueprincess

ღიმილი ღიმილს იწვევს, რაც უფრო მეტს ვიღიმით მეტად გვიღიმიან და მერე ჩაკეტილი წრე იქმნება. წრე რომელიც კეთილგანწყობითა და დადებითი ემოციებით ივსება , ივსება და გადმოდის…

გაიღიმეთ, ვიღაცას შეიძლება თქვენი ღიმილი შეუყვარდეს © რომელიღაც დიდი მოაზროვნე (არ მახსოვს)

Smile_by_engelvleugels