Friday, April 30, 2010

მე ♥ დედა ქალაქი, თუმცა….

მე მიყვარს ქალაქი რომელშიც ვცხოვრობ…

დიახ დიახ თბილისზე მაქვს საუბარი..

რამდენიც არ უნდა იძახოთ - ”უპონტობაა”, არსად არაა წასასვლელი, შავი შავი ხვრელია და მისთანები, ♥თბილისი♥ მაინც დარჩება ჩემს დედაქალაქად…

indexct4

ადგილად რომელიც ვიცი და მიყვარს…

მიყვარს და მომწონს მთელი თავისი მარაზმებით, რა თქმა უნდა მეც ვბრაზობ ზოგჯერ და ვღიზიანდები ბევრი რამით, მაგრამ მაინც მიხარია რომ აქ ვარ…

ჰოდა რამხელა შესავალი გამიკეთებია , მოკლედ რაზე მინდოდა დამეწერა…

დღეს ძალიან ბევრი ვიარე პლეხანოვზე (ახლა უკვე რაღაც სხვა ჰქვია მე მგონი) ჰოდა ყველა შენობას რესტავრაციას უკეთებდნენ – ზოგგან ღებავდნენ, მეორეგან ლესავდნენ, ფხეკდნენ და ნუ რავიც P1120122 გაცხარებული მუშაობა მიმდინარეობს.

მესმის რომ ბევრი რამე აქვთ მოსასწრები, მაგრამ ტროტუარის მთლიანად დაკავება და დაბინძურება ვერაა სარფიანი საქმე, ხალხი მანქანის სავალ ნაწილზე დაბოდიალობს რაც ძალიან საშიშია, იქმნება საცობები და ისედაც მოცუცქნულ ქუჩაზე ორმაგად გადატვირთულია ყველაფერი.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მინუსებისა - ძალიან მომწონს ქალაქს რომ ანახლებენ, ლამაზდება და უფრო კარგად ჩანს ყველა ის მორთულობები და დეტალები რა ძველ შენობებს აქვთ.

მომწონს რომ ქალაქი ფერადი და ცოცხალი ხდება , თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსს დიდი სიამოვნებით გადავაყლაპებდი ყველა მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს!

P1120125

რა უბედურებაა როდესაც ქალაქში ყველაზე უადგილო ადგილას 20 სართულიან უშნო ცათამბჯენებს დგავენ, რომელიც ყველანაირად ამოვარდნილია გარემოდან , სტილიდან და საერთოდაც ამახინჯებს ყველაფერს?

კი ბატონო არ ვარ აქიტექტორი და არ ვიცი მაგ სფეროში ბევრი რაღაც, მაგრამ ვიზუალურად რომ არაფრით არ ჯდება და არ უხდება არსებულ სიტუაციას ხომ უნდა დაინახო და დაფიქრდე??

აი მაგალითად:

1) ჭავჭავაძეზე ტაბიძის ძეგლთან რა უბედურებაა 20 სართულიანი ორი ცათამბჯენი?

img.php

2) პიქსელის შენობა აგრეთვე ჭავჭავაძეზე – კი ლამაზია და მომწონს მაგრამ არაფერ შუაში არაა ეგ შენობა მანდ…

3)ძეგლი თავისუფლების მოედანზე! ისეთ პატარა სივრცეში ჯერ ხომ იკარგება და არ ჩანს, უაზროდაა ამოშვერილი და მოკლედ საერთოდ ამახინჯებს ყველაფერს. მაგას სჯობდა გმირთა მოედანზე დაედგათ, სივრცეა და თან თემატურადაც დაამშვენებდა იქაურობას, მარა ეხლა იმ რაღაც უბადრუკობას აშენებენ იქ და …

hotel

4)თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე პარკის გაპარსვა და შიგნით კორპუსის ჩადგმა… მითხარით ეხლა ადექვატურია თუ არა მსგავსი რამე?

ჰოდა კარგია რომ ქალაქს ალამაზებენ მაგრამ ამავე დროს ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ უადგილო ადგილებში უაზრო და უშნო შენობები გაიზარდოს!! კაცო ფული აკეთე მარა ცოტა გემოვნებით რა!!

მოკლედ მე მაინც მიყვარს თბილისი და ნეტა არქიტექტურის სამსახურის უფროსი დამაჭერინა რა ყურებით!!!

tbilisi_hospital_bdp170807

Monday, April 26, 2010

♥♥♥ BUSUNA ♥♥♥

და აი როგორც იქნა : )
ახლა უკვე ორმისამართიანი ბლოგი მაქვს მე!!

თქვენ შეგიძლიათ მესტუმროთ როგორც http://busuna.blogspot.com -ზე ასევე http://www.busuna.ge -ზე : ))

როგორც იქნა გავ-Ge-ვდი!!

მართალია ჯერჯერობით დაკარგული მაქვს ყველა ძველი კომენტარი და ბლოგროლიიი.... მაგრამ იმედია მაგას რაიმე ეშველება!!
ხოდა კეთილი იყოს თქვენი კლიკი განახლებულ და ისევ ისეთ საინტერესო ბლოგზე, ჩორვენის ბლოგზე!!!!


Sunday, April 25, 2010

ლაშქრობების სეზონი მოდის - რჩევები

მოკლედ აგერ უკვე გამოზაფხულდა და ეგაა, ხოდა ესეიგი ეგ ნიშნავს იმას რომ დროა ლაშქრობებისთვის მზადება დავიწყოთ.

ნუ შეიძლება ძალიან გამოცდილი არ ვარ მე თვითონ, მაგრამ ასე თუ ისე ნაბოდიალები ვარ ბევრ გამოცდილ ადამიანთან ერთად და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ცოდნები, იმისათვის რომ ორჯერ უფრო მეტად ისიამოვნოთ  ყველაფრით და ზედმეტი თავისტკივილებიც აიცილოთ. (კეთილი ვარ და მინდა ყველა დატკბეს იმ შესაძლებლობით რაც ლაშქრობებში გვეძლევა)

ესეიგი სანამ სადმე წავალთ აუცილებელი გადავწყვიტოთ მთავარი საკითხი -  სად?

როდესაც ამას ავარჩევთ და ზუსტად განვსაზღვრავთ, აუცილებლად დგება დღის წესრიგში შემდეგი საკითხი – რით?

x4 ნუ ამ შემთხვევაში არსებობს რიგი ვარიანტებისა.

1. თუ თქვენ გინდათ ლაშქრობა, რომელიც დაიწყება ერთ წერტილში და დასრულდება სულ სხვა ადგილას , მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ სამარშრუტო ტაქსი , რომელსაც ზუსტად უნდა აუხსნათ როგორც თავდაპირველი ლოკაციის ადგილი - ისე საბოლოო დანიშნულების წერტილი რათა არ დარჩეთ სადმე ღრმა მიყრუებულ სოფელში.

2. თუ თქვენ გინდათ საძონძაოდ (ანუ ერთ უცვლელ წერტილში საბანაკო ადგილის გაშლა, რამდენიმე დღე იქ წოლა – ჯდომა - დგომა და უკან ჩამოსვლა უკვე განვლილი გზით) წასვლა , ანუ საიდანაც ახვალთ იქიდანვე ჩამოხვალთ, მაშინ საკუთარი მანქანებით წასვლაც შეიძლება. მანქანას დატოვებთ საძონძაო ადგილის მახლობელ სოფელში და იქიდან ფეხით აიბოდიალებთ.

ამის შემდეგ უკვე დგება შემდეგი საკითხი – საკითხი რომელიც ეხება გამყოლს ან კარგ რუკა/ნავიგაციის სისტემებს.

თუ თქვენ ახალბედა ხართ და არც ისე კარგად იცით დასალაშქრი ადგილები, არასოდეს გისარგებლიათ რუკითა და კომპასით - უმჯობესი იქნება თუ პირველ ჯერზე გამოცდილ გიდს (გამყოლს) წაიყვანთ თან.

თუმცა თუ უფრო ექსტრემალური გინდათ რომ ლაშქრობა იყოს, მაშინ მოსანახულებელი ადგილის ზუსტი (დაწვრილებით) რუკის, კომპასის ან ყველაზე მარტივი ჯიპიეს (GPS) ნავიგატორის მოძიება/შეძენა მაინც მოგიწევთ. (ისინი სამომავლოდაც გამოგადგებათ)

ამის შემდგომ იწყება უკვე ზრუნვა კარავ – საძილე - პარალონებზე!

გირჩევთ რომ საძილე ტომარა კაკ მინიმუმ –10 (მინუს) გრადუსიანი შეარჩიოთ! თუ დაგცხებათ გაიხსნით და აი თუ ლაშქრობაში ღამე გაგყინათ მაშინაა ცუდად საქმე. თანაც აუცილებლად ბუმბულის და აუცილებლად რაც შეიძლება მსუბუქი და პატარად დაკეცვადი.

Кавказ-летом

კარავი აუცილებელია რომ იყოს ტენტიანი. ტენტი უნდა ფარავდეს კარვის ძირითად კონუსს მთლიანად და კიდევ უნდა რჩებოდეს ადგილი , კარვის ტენტი აუცილებლად უნდა იყოს ცალჯე ძირითადი კონუსისგან და იშლებოდეს ცალკე. (ეს ყველაფერი იმისათვის რომ ვაი და თქვენთანაც აღმოჩნდეს ვინმე დედაჩემისნაირი და მთაში მისი ამინდის მოსურვებები ერთბაშად ხდებოდეს, არ ჩაიხრჩოთ წლით სავსე კარავში :)) )

შემდეგ მოდის ზურგჩანთა - ატრიბუტი რომელმაც უნდა გასიამოვნოთ, ატრიბუტი რომელიც თქვენ უნდა შეგეზარდოთ და ერთ მთლიანობად იქცეთ.000046

ზურგჩანთას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წელის სარტყელი (რადგან მისი შეკვრისას წონა ზუსტად ნაწილდება მთელს ზურგზე და არ გტკენთ მხრებს და წელს) აუცილებლად უნდა ჰქონდეს განიერი და რბილი სახელურები, რადგან 40 კილოგრამის (ან მეტის) ტარებისას მხრები წინდებში არ ჩაგეჩაჩოთ :) აუცილებელია ზურგჩანთა კარგად იკვრებოდეს და ჰქონდეს დამატებითი სარტყელები გარედან, რათა პარალონი მოხერხებულად დაამაგროთ და შიგნით წყლიანი ბოთლი შეჩურთოთ.

ამის შემდეგ არის პარალონი (საძილეს ქვეშ დასაგები ჭრაჭუნა მორეზინო რაღაც, რომ არ მიეყინოთ მიწას) ნუ პარალონზე ვერაფერს ვიტყვი , მთავარია იყოს რა. ნებისმიერი მსუბუქი, ჭრელი თუ სადა , მორეზინო თუ მოკაუჩუკო არ აქვს მნიშვნელობა.

აი ეხლა კი გადავიდეთ ყველაზე რთულ რამეზე – რა წავიღოთ ლაშქრობაში? როგორ ავარჩიოთ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი

რაც მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაფერი რასაც ჩვენ თან წავიღებთ ჩვენივე ზურგით უნდა ვატაროთ, ამიტომ სანამ რამეს ხელს დავავლებთ და ჩავუუძახებთ ზურგჩანთაში კარგად უნდა ავწონდავწონოთ - ნამდვილად გვინდა?100_5740

ესეიგი თუ ლაშქრობა არის 3+ დღე მაშინ აუცილებელია დღეების ზუსტ რაოდენობაზე გათვლილი ტრუსები და წინდები და თითოც დამატებით ფორსმაჟორული სიტუაციისტვის. მაისურები უნდა წავიღოთ დღეების რაოდენობა გაყოფილი 2ზე. ერთი თბილი ერთი თხელი/მოკლე შარვალი , ბრიჯი , ელასტიკი ან შორტი. აუცილებელია ერთი ძალიან თბილი ჯემპრი და ”პუხი”ს ქურთუკი (მთაში მზე როგორც კი გადავა ჩათვალეთ ზამთარია). ასევე მნიშვნელოვანია დიიდი საწვიმარი, ისეთი რომ თქვენც დაგფაროთ და ზურჩანთაც, ნუ თუ ეგრე არა თქვენ მაინც რომ მთლიანად დაგფაროთ.

ამ ყველაფერს უნდა დავუმატოთ მზისგან დამაცავი საცხი (ცხვირი და ყურები ცუდად  გამოშვერილი ორგანოებია რომელიც ელვისებურად პირველები იბრაწება მთაში და გინდათ ეხლა ან სპილოს ან ჩებურაშკას რომ დაემსგავსოთ?) და ქუდი ან რაიმე თავსაბურავი, რადგან მზის დარტყმა არაა საუკეთესო რაც შეიძლება მთაში დაიმართოს ადამიანმა.

ფეხსაცმელს რაც შეეხება – აუცილებელია ერთი მოქმედი და ძირითადი ”ბატინკი” , შესაძლებელია რამე მსუბუქი სპორტული ფეხსაცმლის წაღებაც თუმცა მე ამის მაგივრად 000052ეგრეთწოდებული ”ბასანოჟკები” მიმაქვს ხოლმე, რადგან მდინარეში ან მის კალაპოტში იმით სიარული უფრო ადვილია, ადვილადაც შრება და მსუბუქიცაა.

ამასთანავე არ დაგავიწყდეთ – პირსახოცი,ფანარი, დანა, ჩანგალი, კოვზი, პლასტმასის ჭიქა და თეფში,  კბილის ჯაგრისი, საპონი (თუმცა ეს არ ვიცი რათ გინდათ : )) იქ მიწაც კი სუფთაა!)

ეცადეთ არაფერი წაიღოთ მსხვრევადი და შუშის, არც წყალთან შეხებისას ფუჭებადი იმიტომ რომ არასოდეს იცი რა მოგიწევს მთაში.

მგონი სულ ეს იყო : ) შემდეგ ჯერზე თუ არ დამეზარა საკვების, ადგილის, ზურგჩანთის სწორად ჩალაგების და საზოგადოების არჩევის საუკეთესო მეთოდებზე მოგახსენებთ : )

Thursday, April 22, 2010

RADIX, კახეთი და ბაჭიების მოკლე ისტორია

22 აპრილს, საკმარისად კარგი ამინდი და მშვიდი დილა იყო იმისათვის , რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის RADIX-ისა და კავკასიის P1110893ტექნოლოგიების სკოლის წევრები დედოფლისწყაროს რაიონში  სემინარის ჩასატარებლად გამგზავრებულიყვნენ.

 

პასუხი კითხვაზე - თუ როგორ აღმოვჩნდი მათთან ერთად მე, ცოტა ბუნდოვანია… უბრალოდ RADIX-ის მამამ და მარჩენალმა ( თუმცაღა ცენტრის პრეზიდენტმა) zur.ge-ს ავტორმა შემომთავაზა მეც გავყოლოდი მათ. რა თქმა უნდა დიდი ხანი არ მიფიქრია , როგორც დამსახურებული მაწანწალა ,ეგრევე დავთანხმდი.

22 აპრილის დილას დაახლოებით 30-40 წუთი ქალაქის ცენტრში ლოდინმა მომიწია , თუმცა შემდეგ უკვე სასიამოვნო საზოგადოებაში გარეული, სამარშრუტო ტაქსით დავიძარით დედოფლისწყაროსკენ. გზაში ყველა რაღაცაზე საუბრობდა, კამათობდა, იცინოდა - მოკლედ სასიამოვნო გარემო სუფევდა ტრანსპორტში. 13:00 საათისათვის ჩავედით დედოფლისწყაროს ცენტრში (სავარაუდოდ) არსებულ კულტურის სახლში.

P1110872

ეს შენობდა უკვე დიდი ხანია კაკ მინიმუმ სარემონტოა, თუ საერთოდ დასანგრევია არა. სასწრაფო წესით შეგვიყვანეს სააქტო დარბაზში და კულისებში გაგვამწესეს.

ყველა რაღაცას ამზადებდა, აწყობდა გეგმავდა, საპრეზენტაციო ტექსტს იმეორებდა… მოკლედ იყო ერიჳ ვნებათაღელვა… ხოლო დარბაზი კი სემინარის პირველი ბლოკისათვის პაწაწუნა ბავშვებით ივსებოდა.

P1110846

სემინარი გახსნეს ექიმ-სტომატოლოგებმა ნინო გვასალიამ და გვანცა ტაბაღუამ თემით - ”პირის ღრუს ჰიგიენური მოვლის საშუალებები”.

P1110866პატარები მშვიდად ისმენდნენ პრეზენტაციას და შემდეგ დიდი მონდომებითაც იღებდნენ პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეობას. ეს ძალიან გასაკვირია, რადგან პატარების მობილიზება ასეთ ღონისძიებებზე საკმაოდ რთულია ხოლმე.

ამ ბლოკის ბოლოში მათ ”ქოლგეიტისგან” (სპონსორი იყო ამ ყველაფრის) დაურიგდათ საჩუქრები, თუმცა პროვინცია მაინც პროვინციაა და ზოგიერთებმა მოითხოვეს საჩუქარი მამიდაშვილის ქმრის დის შვილისათვისაც კი.

ნუ  როგორც იყო - საჩუქრები ყველას ეყო.

მეორე ბლოკი განკუთვნილი იყო 11-12 კლასელთათვის, რომლებმაც სამომავლოდ უნდა აირჩიონ თუ რა პროფესია უნდათ, ან სად გააგრძელებენ ცოდნის მიღებას.

პრეზენტაციას კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი თამარ გაბისონია ატარებდა. სიმართლე თუ გინდათ პრეზენტაცია ცუდი არ იყო, თუმცა მე პირადად იმ ახალგაზრდების ადგილზე ცოტა შეურაცხყოფილი P1110894 დავრჩი, როდესაც პრეზენტაციის დასაწყისში ქალბატონმა თამარმა იმაზე საუბარი დაიწყო თუ რა საჭიროა ზოგადად სწავლა –განათლება. (ჩემი აზრით ამ ასაკის ადამიანებმა, ვგულისხმობ 11-12 კლასელებს უკვე იციან თუ რაში სჭირდებათ განათლება და უმაღლესი სასწავლებელი) თუმცა შემდეგ უკვე პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო იყო და ტექნოლოგიების სკოლის რეკლამაც მოხდენილად იქნა მასში ჩაკვეხებული.

ამ პრეზენტაციის განმავლობაში დამსწრე ახალგაზრდობის ნახევარი ძალიან გულისამრევად იქცეოდა, თუმცა ამას აქვს თავის ახსნა.

ვერ მოსთხოვ ადამიანს, რომელიც არაა განებივრებული მსგავსი სემინარებითა და კულტურული ღონისძიებებით წესიერად და შესაფერისად მოიქეციო. მას არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, არჩევანი და სულაც  შინაგანი ცოდნა რაც ეს ჩვენ ქალაქელებს გვინდა რომ ჰქოდეთ და ამჟღავნებდნენ. თუმცა ამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება და თუ ეს გვაღელვებს მაშინ მხოლოდ ლანძვა და დადანაშაულება კი არა, საქმეც უნდა მივაშველოთ ამას.

P1110856

მოკლედ სემინარი წარმატებით დასრულდა თუ არა მალევე მობრძანდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი (არადა რისთვის კაცმა არ იცის). რაღაცეები იბოდიალა, ვითომ კაი ”როჟა” გამოჩნდა და წავიდა, დიდი ვერაფერი სარფიანი ვერ ქნა გარდა იმისა რომ დააბრეხვა ფრაზა ”თუ ასეთი რამეების გაკეთება კიდევ დაგჭირდათ ხო იცი შეგვიძლია მაგის ორგანიზებაო”, ვითომ მაგის გარეშე არაფერი გამოვა რა. მოკლედ როგორც არის.

P1110897

ამ ოფიციალური ნაწილის შემდგომ იყო ძალიან, ძალიან სასიამოვნო არაოფიციალური ნაწილი ძალიან სასიამოვნო ოჯახში, სადაც ყველა ისეთი მომღიმარი და თბილია რომ სიტყვებიც არ მყოფნის. თავი ულამაზესი ეზოთი გარშემორტყმულ სახლუკასთან ამოვყავით. გულთბილად შეგვიპატიჟეს შიგნით,გავიმასპინძლდენ უგემრიელესი რამეებით და ბოლოს კი ოჯახის დიასალისმა ულამაზესი ტიტებიც გვისახსოვრა.

P1120002

ასე დამთავრდა ვოიაჟი დედოფლისწყაროში. დიდი მადლობა RADIX-ის მამას და მარჩენალს :) 

Tuesday, April 20, 2010

LGBT საზოგადოება… თუმცა არა მხოლოდ…

განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია…

რა შეგრძნებებს იწვევს ეს სამი სიტყვა ადამიანებში?

გაღიზიანებას? ბრაზს? სიძულვილს? ფარულ სურვილებს? ინტერესს?

lgbt-finger-print-thumb11553915 როგორც არ უნდა იყოს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები სამყაროში არსებობენ, თუმცა ცოტა გაურკვეველია განსხვაბებული რისგან ან ვისგან? Straight- იც ხომ ორიენტაციაა?

ანუ გამოდის რომ LGBT-ს აბრევიატურას აკლია ერთი ასო და ის ზუსტად ის S-ია რომელის ჩვეულებრივ (ტრადიციულ) ”სწორ” ორიენტაციას აღნიშნავს.

თუ ორიენტაციაა ორიენტაცია იყოს და რა საჭიროა ვინმეს გამოყოფა?

მართებულია თუ იქნება LGBTS -  და ეს ყველაზე სამართლიანი და ადექვატური გადაწყვეტილება იქნება.

რატომ გამოვყოფთ ან გამოიყოფიან ძირითადი საზოგადოებისგან არატრადიციული (ეს ტრადიციულ - არატრადიციულობა საიდან ვიცით არ ვიცი, ადამ და ევასგან? და რომელი მოვესწარით მათ, რომ ვიცოდეთ რამე მათი სექსუალური ცხოვრების შესახებ? ისიც ხომ დღემდე უცნობია როგორ გავმრავლდით მათი შთამომავალი მდედრების არარსებობის დაშვებისას?) სექსუალური ორიენტაციის ადამიანები?

Wikipedia-LGBT

იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ფარული სურვილებისა თუ შეგრძნებების გვეშინია? ან იქნებ iს გვაშინებს რომ ბავშვობიდან თავში სხვადასხვა მარაზმები ჩაგვიტენეს და ძალიან მკვეთრად განგვისაზღვრეს ”კარგი” და ”ცუდი”, ხოლო იმის თქმა დაავიწყდათ რომ ეს ფარდობითი ცნებებია?

რატომ არის რომ ყველას ეჩვენება თითქოს (არა ზოგჯერ ხდება კიდეც ეგრე, მაგრამ გამონაკლისი ყველგან და ყველაფერშია) რომ გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსექსუალები ზედმეტად აფიშირებენ საკუთარ ორიენტაციას?

lgbt-web

ერთ ერთ ფორუმზე , ერთი იუზერის მიერ ძალიან გენიალური რამე იქნა დაწერილი:

”ეგ აფიშირების ბრალდება და გარიყვაში თავად გეების დადანაშაულება მათ მიმართ უარყოფითად განწყობილი ხალხის მოგონილია, რომელთაც უჭირთ შეგუება იმასთან, რომ გეები არსებობენ და აქვთ უფლება არ დამალონ თავიანთი ორიენტაცია.
და გეები არ ამბობენ რომ მათ არ სურთ იყონ განსხვავებული, პირიქით, ისინი ამბობენ, რომ მათი განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციის მიუხედავად არიან ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები და ითხოვენ საზოგადოებისაგან შესაბამის ნორმალურ დამოკიდებულებას.
ეს კი, ანუ საზოგადოების მხრიდან ნორმალური დამოკიდებულება, არის ის, რასაც ყველა ითხოვს, გეიც, სტრეიტიც და ბისექსუალიც.
ჰომოსექსუალებისათვის დუმილისაკენ მოწოდება და მათი რეალური პრობლემების (რომლებიც მათი ბრალი ყველაზე ნაკლებად არის) უარყოფა, არშემჩნევა და თავად მათზევე დაბრალება კი ნამდვილად არ არის ნორმალური დამოკიდებულება.”

რა შეიძlება ითქვას კიდევ ამ ყველაფერზე? მე არ ვიცი…

მე მეცოდებიან ჰომოფობები, ძალიან ვწუხვარ რომ ადამიანებს საღად აზროვნების უნარი ასაკთან ერთად ელვისებურად უქრებათ ან უჩლუნგდებათ…

LGBT საზოგადოება არსებობს,  როგორც არ უნდა იყოს ,  მეც ამ საზოგადოებაში შევდივარ და deal with it…

LGBT_Manto__s_Bar_Flyer_by_BlacklightDesign

Saturday, April 17, 2010

მშობლები v s.შვილები Vol.2

მშობლები - უფროსი ადამიანები, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვენს შექმნა –ჩამოყალიბებაზე ძირითად გავლენას ახდენენ.

მე რა თქმა უნდა  პატივს ვცემ მათ ღვაწლს და მონდომებას მაგრამ, არსებობს ბევრი მაგრამ….

20041130-freid_lis პირველი და მთავარი ის, რომ ადამიანების უმეტესობას სიახლებიის მიღება უჭირს და გამონაკლისი არც წინა (უფროსი) თაობის ადამიანები არიან, ამიტომ მათი მხრიდან ახალგაზრდების დადანაშაულება ტენდენციურობასა და გაფუჭებულობაში (რაც რეალურად დროისთვის ფეხის აწყობა უფროა) სასაცილო მგონია.

მეორე რაც ძალიან მაღიზიანებს მათი მხრიდან, არის ობიექტური აზრის უგულებელყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც მათზე პატარაა ასაკით.

ტექსტი - ”შენ რა იცი , რა გინახავს რომ მეკამათებიო” ყველაზე აბსურდული მგონია და სულის სიღრმემდე შეურაცხმყოფს მე პირადად!

ძალიან ძალიან დასანანია რომ უფროს თაობას ავიწყდება წარსული, ის რასაც თვითონ ეჯახებოდნენ განვითარების სხვადასხვა პერიოდებზე, სულ ვფიქრობ ამაზე და ძალიან მინდა რომ მეც არ დამავიწყდეს….

ყოველთვის ვცდილობ რომ პატარებთან როდესაც მაქვს ურთიერთობა არ იგრძნონ ის რომ მე რამენაირი პრიორიტეტი ან პრივილეგია მაქვს გარემოსთან ურთიერთობაში… არასოდეს ვესაუბრები პატარებს ისე როგორც პატარებს…. ვცდილობ მათ ისევე ადქვატურად (მაგრამ მათთვის გასაგები სიტყვებით და არა მაღალფარდოვანი ენით) ავუხსნა და ვუთხრა ის რაც მინდა რომ გაიგონ… ზუსტად ისევე როგორც ამას დედაჩემი აკეთებდა…

baby_on_the_beach_by_poivre საერთოდ სულ რამოდენიმე ადამიანია ჩემს გარშემო (ასაკით დიდს ვგულისხმობ) ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია… ეს არ ნიშნავს იმას რომ მათ რჩევას ან აზრს უპირობოდ ვიღებ, უბრალოდ მე ამაზე ვიწყებ ფიქრს, ვფიქრობ ბევრს , მერე ან ვირგებ და ვხვდები რომ მეც მაწყობს და კარგია ან უგულებელვყოფ…

ძალიან სასაცილოა ის რომ ბევრი ვერ ხვდება იმას რომ რაც მან თავის პერიოდში 40 წელიწადის განმავლობაში ნახა მე შეიძლება 20-ში მომესწრო იგივე!!

დრონი მეფობენ…

ყველაფერი აჩქარდა, დრო სწრაფად მიჰქრის, მოვლენები ერთი მეორეს ელვისებურად ცვლის, ადამიანები კი ადევქატურობას დღითიდღე უფრო და უფრო სწრაფად ფლანგავენ…

196234LqSP_w

Thursday, April 15, 2010

ოცნების ქალაქი ანუ ქართული კინემატოგრაფია ცოცხალმკვდარია

თბილისი თითქოს ჩვეულებრივი ქალაქია და ყველა იმაზე ვწუწუნებთ რომ არაფერი ხდება და არც მოხდება, მაგრამ დავით იმედაშვილს (”ოცნების ქალაქის”ავტორი და რეჟისორი) და ირაკლი სოლომონაშვილის (”ოცნების ქალაქის” სცენარის ავტორი )  შთაგონების წყარო მაინც გახდა ეს რუხი და მოსაწყენი ადგილი.

14 აპრილის საღამოს 9 საათზე ფილმი ოცნების ქალაქის” პრემიერა იყო.

poster1 copy

8 ბლოგერი სპეციალურად გამოყოფილი მოსაწვევებით ვესტუმრეთ კინოთეატრ ამირანს.

P1110638

 

პრემიერა პრემიერად (გვინდა ჰოლივუდური იყოს ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ გავცდით ჯერ თბილისურს) თუმცა კარგად ორგანიზებული ფურშეტი, ლამაზი შესასვლელი ხალიჩით და შესასვლელი მოფენილი ვარდის ფოთლებით - ყველაფერი ჟრუანტელს იწვევდა.

ვის აღარ ნახავდით ფოიეში - მსახიობები, მომღერლები, კომპოზიტორები, ბლოგერები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და უბრალოდ ნაცნობ – მეგობრები…

 

ყველა საუბრობდა, განიხილავდაფილმს, მოლოდინებს უზიარებდა ერთმანეთს.

ჯამში სიტუაცია ფილმის დაწყებამდე მეგობრული და რაღაცნაირად უშუალო იყო, მიუხედავად ბუმბულებისა რომელიც ყველას თან გვქონდა და ვაქანავებდით მედიდურად.

P1110673

ცნობილი სახეები გულითადად თანხმდებოდნენ ნებისმიერს ფოტო აპარატის წინ პოზიორობაზე, რაც ძალიან მისასალმებელია.

დაახლოებით ერთი საათი ლოდინის შემდეგ საზოგადოებამ იწყო დიდ ნაკადებად დარბაზისკენ მოძრაობა, ბლოგერებიც არ ჩამოვრჩით და მწკრივში იდაყვის კვრით შევჩოჩდით დარბაზში.

P1110664

ძალიან ცუდი იყო ის რომ ადგილები რატომღაც პირველ რიგში გვერგო მოსაწვევების მიხედვით , ხოდა  ცოტა კისერ მოღერცილები და თვალები ატრიალებულები გამოვედით, თუმცა რა ვქნათ ჯერ სათანადოდ ვერ გვააფასებენ :) თუმცა არა, ვინტრიგანობ ეხლა კაცო.

P1110691

ჰოდა მოდით გადავიდეთ ფილმზე, ჩემს აზრებს პუნქტებად დავყოფ რომ ძალიან აბდაუბდა არ გამოვიდეს, მაშ ასე:

  • სცენარი

სცენარის ავტორთან ჩახუტება მინდოდა ფილმის პირველივე კადრებიდან და დიალოგებიდან. ამ ადამიანს გენიალურად ჰქონდა ჩასმული და დამუღამებული თბილისური მარაზმები. არც იუმორი აკლდა და არც სერიოზულობა ყველაფერს.

  • რეჟისურა

ვერაფერს იტყვი, მართლაც კარგად იყო ყველაფერი გაკეთებული, ხარისხიანად და არაფერი არ იყო გამაღიზიანებელი , ფილმში სარეკლამო ხრიკებიც კი.

P1110707

  • მუსიკალური გაფორმება

შეიძლება ჯგუფ მგზავრებს არ მოვუსმინო ისე ჩემთვის, მაგრამ უდავოდ გენიალურად ჯდებოდა მათი როგორც როლი ფილმში, ისე სიმღერები. სიმღერის ტექსტები , მელოდია და უბრალოდ განწყობა ძალიან კარგად იყო შეხამებული ერთმანეთთან.

poster15

  • მსახიობები

ეს ცოტა მტკივნეული თემაა და მოდით ვთქვათ სიმართლე, ქართველ მსახიობებს აქვთ უნარი გენიალურად ითამაშონ თეატრის სცენაზე , მაგრამ როდესაც მუშაობა კამერასთან უხდებათ ძალიან მოიკოჭლებენ. ადგილ ადგილ მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ ისინი იმ P1110703მომენტში ხედავდნენ რა კამერას , ეგვერე ზამბარებივით იძაბებოდნენ რაც ძალიან ცუდად ხვდება თვალში, მაგრამ ამ გამოუცდელობის ფონზეც კი ფილმი კარგი საყურებელია.

საბოლოო ჯამში ”ლიაფსუსების” მიუხედავად ფილმზე უზომოდ ბევრი ვიცინე, ძალიან მოვდუნდი. ფილმი არაა დატვირთული ზედმეტად დრამატული მომენტებით, რაც მას მსუბუქს და ძალიან სასიამოვნოს ხდის. მსახიობები ძალიან უხდებიან როლებს ჩემი აზრით (ნანკაც კი რომელიც ძალიან ყალბია ჩემთვის და ძალიან არ მიყვარს)

სექსუალური სცენები – ეს როგორ გამომრჩა . ძალიან კარგადაა გაკეთებული სექსუალური სცენებიც, გამიკვირდა კიდეც, რომ ქართულ ფილმს ვუყურებდი და არა რაღაც ჰოლივუდურ მელოდრამას.

P1110699

საბოლოო ჯამში შემიძლია გითხრათ ეს ფილმი ძალიან გავს ამერიკულ ფილმებს რომელიც ამერიკაზეა ხოლმე, იქაური ხუმრობებით და კაიფებით. მერწმუნეთ ზუსტად ამ ჟანრში გადაღებულ ჰოლივუდურ ფილმებს არ ჩამოუვარდება მამენტ.

P1110679

 

ჩემი შეფასება? დადებითი 8/10 – ძალიან კარგი, ერთჯერადი ფილმია ,რომელიც ძალიან კარგ განწყობას გიტოვებს ფილმის შემდეგ კიდევ დიდი ხანი!

 

ოფიციალური ვებ გვერდი - http://ocnebisqalaqi.ge/

 

პ.ს ჩემი რჩევაა თუ ჯერ არ გინახავთ თრეილერი არ ნახოთ! უფრო კარგი შეგრძნებებით დაიწყებთ ფილმის ყურებას!

აქვე რამოდენიმე ფოტო BackStage-იდან (ავტორი თამთა ჭოჭუა)

 20573_1353955216415_1457482342_31022505_952002_n 20973_1331180647065_1457482342_30970282_2065051_n   20973_1340393797388_1457482342_30991879_5126266_n 20973_1341526625708_1457482342_30994853_2669434_n 

 

 

 

 

 20973_1338794517407_1457482342_30988613_4354844_n  20973_1339857503981_1457482342_30990579_5810906_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

22473_1317950516320_1457482342_30939482_7166019_n

 

 

 

 

 

 

22473_1323038883526_1457482342_30951740_8198558_n

22473_1327316910474_1457482342_30960734_252518_n

22473_1327687559740_1457482342_30961858_3492933_n

 

 

 

 






_________________________________________________________

ფილმის შემდეგ 8 ბლოგერი მშვიდად დავსხედით ერთ ჩუმ და მშვიდ ადგილას, სადაც ენები დავიქექეთ ფილმზე და სხვა საჭირბოროტო თემებზე საუბრით.

P1110641

სულ მალე თქვენ ნახავთ მეზობელ ბლოგზებზე დაწერილ მიმოხილვებსაც! არ გამოტოვოთ ისინიც, რაც მე გამომრჩა მათთან წაიკითხავთ!!

პრემიერაზე მყოფი ბლოგერები არიან :

Tuesday, April 13, 2010

აღიარება – IV (მოსკოვი)

მაშ ასე მოსკოვში მამამ ერთი წლით წაგვიყვანა, ვინაიდან და რადგანაც მაშინ უკვე მესამე კლასში ვიყავი აუცილებელი იყო მემეცადინა რომ არ ჩამოვრჩენოდი სკოლის მასალას და მეც ყოველ საღამო ვიჯექი და ხან მათემატიკის ამოცანებს ვხსნიდი, ხანაც ქართულის კლასგარეშე თუ ისე , აუცილებელ ლიტერატურას ვკითხულობდი.

მაშინ როდესაც მამა და ბიძა დატვირთულები იყვნენ და შეხვედრებზე დადიოდნენ დედა თბილად გვაცმევდა და სასეირნოდ მივყავდით. ზამთარი რუსეთში მოგეხსენებათ რომ მკაცრი და უხვთოვლიანია . ყოველ დღე უამრავ ადგლას დავბოდიალობდით ხოლმე.

ძალიან მიყვარდა (ეხლაც მიყვარს) საღამოები, რომელსაც თოვლით გადავსებულ ეზოებსა და პარკებში ვატარებდით. დედასთან ერთად დავდიოდით ხოლმე ბაზარშიც სადაც გატეხილ კვერცხებს (რადგან ბევრად იაფი ღირდა გაუტეხავზე) და სხვადასხვა საჭმელებს ვყიდულობდით, შემდეგ იქვე მდებარე დიდ სუპერმარკეტში შევდიოდით და რამოდენიმე საღეჭ რეზინსაც ვყიდულობდით, რომელშიც ძალიან უცნაური ”ნაკლეიკები” ამოდიოდა გადასაყვანებით , თუმცა ჩვენ ვაგროვებდით და ძალიან მოგვწონდა მაშინ. nakleik

ერთ დღესაც (ბარბარობა გახლდათ) და დედას ბიცოლამ დაურეკა თბილისიდან - დღეს კარგია კვახი, ლობიანი და თევზი სახლშიო.

დედამ ბევრი იფიქრა კვახი და ლობიანი სად ვნახოო და გადაწყვიტა მხოლოდ თევზს ვიკმარებთო. წავედით ბაზარში ბევრი ვიბოდიალეთ და რატომღაც გაყინული თევზი ვიყიდეთ უშველებელი ტრაილერიდან (ამ ტრაილერს ”ჟივაია რიბა’ ეწერა) მოვედით სახლში და დაიწყო მზადება.

დედამ ეს თევზები ნიჟარაში ჩაყარა, წყალი მოუშვა და მაშინ როდესაც მათ გაფატვრას აპირებდა - თევზები გაცოცხლდნენ და ხტუნვა დაიწყეს…

აი მაშინ ჩამოკრა უბედურების ზარმა, დედამ ვერფრით გაჭრა თევზი, რომელიც თვალებს ახამხამებდა და დახტოდა, ამიტომ გადაწყვიტა სხვანაირად მოვკლავ და მერე გავფატრავო. ჩადო თევზები ცელოფნის პარკში და თავი მოუკრა – დაიხრჩობიანო , მაგრამ თევზი, რომელიც გაყინვის შემდეგ გაცოცხლდა ეგრე ადვილად მოკვდებოდა თქვენი აზრით? რა თქმა უნდა არა.

ასე ელოდა დედა 20 წუთი მათ გაგუდვას უჰაერობით და რომ არაფერი გამოვიდა გადაწყვიტა გონებას დავაკარგვინებო და თავში ქვისტარიანი დანა ურტყა სულ ამ თევზებს. (არა სადისტი კი არაა, უბრალოდ ვერ გაფატრა ცოცხალი თევზი, თორემ ტვინის შერყევა კი აჰკიდა უდავოდ) ვერც მასე რომ ვერ გააფრთხობინა სული გადაწყვიტა ცხელი წლის ძალით შიგნეულობას ჩავწვავ და მოკვდებიანო , ასხა და  ასხა პირში  მდუღარე წყალი…

….თევზები დედას ფანტაზიაზე გამძლეები აღმოჩნდნენ, ბოლოს დედამ ცრემლების ყლაპვით თავი მოაჭრა სამივეს ,თუმცა ჭამა და გაკეთება გადაიფქრა და მეზობელს გაუტანა, რომელმაც დიდი სიხარულით მოხარშა მათგან უხა. ასე დამთავრდა პირველად და უკანასკნელად დედას და ცოცხალი თევზის ურთიერთობა, მაგრამ არა უცნაურობები რომელსაც დედა სჩადიოდა.

ერთხელ გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა აჯიკა, იყიდა ყველა საჭირო სანოვაგე, თუმცა როგორღაც აღმოჩნდა რომ ცხარე წიწაკისგან ისეთი ცხარე ჰაერი დადგა სახლში რომ დიდიან პატარიანად ჯერ ხომ თვალები გვეწვოდა და მერე მთლიანად სასუნთქი გზები. აჯიკა ჩაფლავდა , წიწაკა გაშვებულ იქნა სანაგვეში.

ან კიდევ ერთხელაც (არა ეს ხშირად ხდებოდა, მაგრამ ერთხელ მოხდა იაღლიში) დედამ გააკეთა ბეზეს ტორტი, ყველას ძალიან გვიყვარდა და აცხობდა ხოლმე.

პირველ დღეს ნახევარ ტორტს მუსრი გავავლეთ. მეორე დილას ბიძაჩემმა ბედნიერად გამოიღო ტორტი და დაიწყო ჭამა, ცოტა ხანში ეკითხება დედას – უნდა იყოს თუ არა ტორტი მომჟავოო, რა თქმა უნდა დედას პასუხი უარყოფითი იყო თანაც ერთ საღამოში ტორტი მაცივარში ვერ გაფუჭდებოდა. როგორც ბოლოს  აღმოჩნდა დედას მარილის მაგივრად ტორტში დაუნანებლად ჩაუყრია სოდა.

აი ასეთი ექსპერიმენტული სამზარეულო გვქონდა მოსკოვში.

სახლში საქმიანი შეხვედრების შემდეგ მე და ლუკა მივძვრებოდით ხოლმე მაგიდის ქვეშ, რათა უზნეო ხალხის მიერ მაგიდის ქვედა მხარეს მიწებებული საღეჭი რეზინები აგვეძრო და იცით რამდენი გხვდებოდა ხოლმე? აურაცხელი რაოდენობა . დიახ, დიახ ვიღაც უცხო ადამიანები შეხვედრაზე მოსვლისას საღეჭ რეზინს მაგიდას ქვემოდან აწებებდნენ ხოლმე.

ძალიან ხშირად ვსეირნობდით ხოლმე ტრამვაით, ძალიან მიყვარდა ეს ტრანსპორტი , მოძრაობდა ნელა თან ზანზალაკები რეკდნენ გაჩერებისა და დაძვრისას. კიდევ შუაში რეზინის ჟგუტიანი ავტობუსები მიყვარდა, ზუსტად იქ დავდგებოდი ხოლმე. ძალიან მომწონდა რომ იატაკი ჩემს ქვეშ ბრუნავდა და უხვევდა სხვადასხვა მხარეს.

დღე კი ძირითადად გადიოდა მშვიდად, დედა სასიყვარულო რომანებს და სხვადასხვა პრესას ეცნობოდა მე და ჩემი ძმა კი ან ტელევიზორს ვიყავით მიფჩენილები ან კინდერის სათამაშოებით ომობანას ან სხვა ამდაგვარ მაიმუნობას ვთამაშობდით.

იმ წელს დაბადების დღემ მოსკოვში მომიწია და ვინაიდან და რადგანაც ახლობელ მეგობრები იქ არ იყვნენ, ამის კომპენსირება მშობლებმა საჩუქრის თავისუფალი არჩევანით მოახდინეს.

წავედით ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრში (”ძეცკი მირ”ის მსგავსში) სადაც ძალიან დიდი ხანი ბოდიალის მერე ვიპოვნე ის რაც მინდოდა – უმაგრესი იაპონელი მაღვიძარა საათი. ჯერ მომეწონა მისი ბედნიერი clokსახე, შემდეგ კი ხმაც რომ მოვისმინე (რა გულისგამაწვრილებლად მღერის უნდა ნახოთ)  ერთბაშად გადაწყვიტე რომ ეგ მინდოდა.

მინდა გითხრათ ეს მაღვიძარა გვაღვიძებდა მერე უკვე ყველას და თანაც ისე საზარლად მღეროდა რომ ვერაფრით ვერ აღუდგებოდი წინ ამ ხმას და ვერ დააიგნორებდი.

მოსკოვში ყოფნისას 4-ჯერ წავიკითხე რობინზონ კურზო და ასე ალბათ 25 ჯერ საიდუმლო კუნძული. ჯერ ერთი იმიტომ რომ საინტერესო ქართჲლი წიგნების ნაკლებობა იყო და მეორეს ერთიც უბრალოდ ორივე წიგნი ძალიან მიყვარს და მიყვარდა მაშინაც.

_______________________________________________________

არ მკითხოთ რატომ მქონდა შენახული ის ”ნაკლეიკები” დღემდე და სად ამოვქექავ ხოლმე ძველის ძველ რამეებს , უბრალოდ მერწმუნეთ ასეთი რამეების შენახვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ახლაც.

დღეისთვისაც აქ დავასრულებ ამბავს და შემდეგ ნაწილში კიდევ მოგიყვებით საინტერესო ისტორიებს, თქვენ ხომ 4489 სიტყვა წაიკითხეთ სულ ახლახანს :)