Saturday, February 27, 2010

ფიცი მწამს მაგრამ რაღაც მაინც მაკვირვებს….

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას აქვს დაფიცებული….
რაღაცაზე დადებული ფიცი, აღთქმა….
რამდენს აქვს შესრულებული არ ვიცი, მაგრამ დაფიცება რაღაც ძალიან განსაკუთრებული და რატომღაც ძალიან ძლიერი რამეა….
I_Solemnly_Swear_by_DEAD_SoLdIeR უფრო სწორად ნუ ხო ძლიერი არის ….
ხოდა ადამიანები იფიცებენ მაშინ როდესაც უჭირთ… რატომ არავინ არაფერს ფიცულობს როდესაც კარგადაა და ულხინს??
არის თუ არა ფიცი გადასახადი კეთილდღეობისთვის? ნუ ან უკეთესი მდგომარებისთვის?
არის თუ არა ფიცი ვალუტა რომლითაც რაღაც უზენაესს ძალას[ღმერთს, როგორც გინდათ] ვუხდით საფასურს იმისათვის რაც გვინდა?
ძალიან უცნაურია დაიფიცო და მერე შენ თვითონ გჯეროდეს შენი სიტყვების სიძლიერისა.
რატომ უნდა ერქვას შენს გადაწყვეტილებას ფიცი? ან თუ ფიცი ქვია რატომ არ შეიძლება ის ისევე მარტივად დაივიწყო როგორც მაგალითად მეგობრისთვის მიცემული პირობა რომ ამ კვირაში აუცილებლად მოინახულებ?
ძალიან უცნაური რამეა ეს ფიცი რა…
ჰოდა რომ ვიფიცებთ ბოლო ხომ სხვებს მაინც აკვირვებთ?? : )))))

Thursday, February 25, 2010

საუკეთესოს მისაღებად უნდა იყო საუკეთესო…:)

გინდათ მოგიყვეთ როგორია სასმელით კარგად შეჟუჟუნებული 5 გოგო?
მოგიყვეთ როგორია მათი კამპანია? რას აკეთებენ ასე მოდუნებულები?
რეალურად ყველანი ძალიან თავისუფლები, ექსცენტრულები, გენიალურები და რაც მთავარია Single არიან. [გაინტერესებთ ვინ როგორია? ჰკლიკეთ დახასიათებებს…]
dila2
სხედან დიდი სახლის დიდ სამზარეულოში, გაქანებულები - ისე რომ ერთმანეთს საუბარს არ აცდიან, სხვადასხვა თემებს განხილავენ.
სხედან და საუბრობენ, საუბრობენ და სვავენ [წითელ გემრიელ ღვინოს], რაც უფრო მეტად სვავენ უფრო მეტს ლაპარაკობენ და რაც უფრო მეტს ლაპარაკობენ უფრო მეტად უნდებათ დალევა….
dila7
მე მიკვირს რომ ასეთ საღამოს მეხი არ დაგვეცა : ))
მიკვირს რომ მეორე დღეს ყველამ მოვახერხეთ გაღვიძება.
ასეთ საღამოს საუბარი რაზეა? მინდა გითხრათ თემების ნაკლებობას არ dila6ვუჩიოდით…

 


თემები სალაპარაკოდ არ გველეოდა, ვიწყებდით ერთით, ვასრულებდით მეორეთი, მაგრამ რა თქმა უნდა იყო ყველაზე აქტუალური თემებიც,

 

 


მაგალითად:

  • კაცები, ბევრი კაცები
  • ქალები , სულელებიც და ჭკვიანებიც
  • სამსახური
  • კარგი სამსახური
  • დასვენება და შვებულება
  • შემდეგ ისევ კაცები რომელიც უნდა მორგებოდნენ დასვენებას/შვებულებას
  • გეგმები [სამომავლო რა თქმა უნდა]
  • ოჯახები, ქმრები, შვილები, მამები , ძიძები და რავიც კიდევ ბევრი უცნაური სტატუსის მქონდე ადამიანები
  • შემდეგ ისევ კაცები, ქალებიც
….და რა თქმა უნდა ყველა თემას გასდევდა მსუბუქი [ზოგჯერ მძაფრიც] სექსუალური ელფერი.
dila3
ხომ წარმოდგიგენიათ საღამოს 8 საათიდან გათენებდამდე რამდენი რამის განხილვა მოესწრებოდა და რამდენი ღვინო გაქრებოდა?
არა ვერ წარმოგიდგენიათ, 5მა გოგომ 5 ლიტრზე ცოტა მეტი წითელი ღვინო გავაქრეთ…
შემდეგ მაიმუნობის ხასიათზეც მოვედით… ფოტოების გადაღებაც არ დაგვეზარა…
მინდა გითხრათ ქალების საზოგადოება ყოველთვის ასეთი კარგი და სასიამოვნო არაა, მაგრამ კარგად შერჩეული ქალები - მერწმუნეთ ძალიან, ძალიან კარგ ემოციებს გპირდებათ…

Wednesday, February 24, 2010

მომავალი აწმყოში და წარსულის პარალელები

ჩემი ინტუიცია რომ ყოველთვის მეკაიფებოდა ვიცოდი, მაგრამ ამ ბოლო დროს სასწაულების ჩატარება დაიწყო.11111

დასანანი ისაა რომ როდესაც რაღაცას მანიშნებს იმ მომენტში ვერ ვხვდები და მხოლოდ კონკრეტული მოვლენის შემდეგ ვაკავშირებ ჩემს შეგრძნებებსა და აზრებს უკვე მომხდართან… ვხვდები თუ რატომ და რისთვის გამიჩნდა ის ემოცია თუ აზრი.

დასანანია რომ ასე ცუდად ვმაზავ ხოლმე ინტუიციის მესიჯებს ჩემს რეალურ სამყაროში…. არადა როგორ ზუსტად ახერხებს გამოჩენას…

რამენირად უნდა დავამუღამო მინიშნებების გაშიფრვა, მიხვედრა თუ დაკავშირება მომავალ სიტუაციებთან.

ისე მაგარი უცნაურია, როდესაც უცებ დაგარტყავს თავში ეს პარარლელები, მსგავსება და კავშირები… მერე ზიხარ და გაოგნებული ფიქრობ – ” როგორ ვერ დავაკავშირე ეს ყველაფერი ერთმანეთთან და როგორ გავმაზეო”

222222222222222222ინტუიცია ბუნების უკიდეგანოდ გენიალური   საჩუქარია , მთავარია სწორად გამოყენების ინსტრუქცია დროზე ნახო : )

Sunday, February 21, 2010

ინტრიგა, სკანდალი et cetera

ძალიან ძალიან მიყვარს ადამიანები.

არა, იმიტომ კი არა რომ ასეთი სათნო და კეთილი ვარ…

მე ძალიან მიყვარს მათი რეაქციების და ემოციების ყურება, დაკვირვება და დამახსოვრება…

ძალიან მიყვარს სკანდალის და ინტრიგის აგორება - არაფერზე…

31075page_w

აი ისე უბრალოდ რომ იტყვი ერთ პატარა ფრაზას, ვითომ არავის გასაგონად და ამ დროს ზუსტად  იცი, რომ ყურს ვერავინ მოარიდებდა შენს რეპლიკას…

მერე თვალს გამოაპარებენ და ისე, ვითომ სულ არ აინტერესებთ რაღაც კითხვას რომ გამოისვრიან… აი მანდ იწყება თავდავიწყება….

შეგიძლია ატრიალო უსასრულოდ საუბარი, ყოველი დასასრულისას ახალი ინტრიგა შემოაგორო, მძიმედ, ხვნეშით და ვითომ სულ არ გინდოდა…

ან კიდევ უბრალოდ შეაფასო მიმდინარე მოვლენები არასტანდარტულად, ჩააკვეხო რაიმე მათთვის უცნაური დახასიათება და ეპითეტი…

გენიალურია. მე მიყვარს გაოგნებული სახეები, შეშფოთებული მზერა, დათრგუნული კომენტარები…1498885

ძალიან მაგარია როდესაც შეგიძლია ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ან შვა ან მოკლა.

მიყვარს მიმნდობი და ჭორიკანა ადამიანები… ისინი ხომ ასეთი სათუთები არიან , ასე უფრთხილდებიან შენს მიერ დათესილ ინტრიგას, შენს მაგივრად ახარებენ და აძლევენ გასაქანს…

ოხ რა მაგარია როდესაც უბრალოდ აკვირდები დეტალებს რომლითაც ყველა თავის თავს გასცემს…

მე მიყვარს ადამიანები….

Friday, February 19, 2010

დააფასეთ და შეირგეთ, მეტი შანსი შეიძლება აღარ იყოს

სისულელეა ადამიანებზე ზრუნვა!

ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც აფასებს ამას და უკანაც სათანადოდ თუ არ გიბრუნებს ცუდად მაინც არ იგებს და იღებს.

მესმის ზოგჯერ არ გინდა და თავსმოხვეული გგონია , მაგრამ ყველაფერს რომ თავი დაანებო ეს შეგიძლია თქვა და არ აკეთო რაღაც საზიზღრობები იმისთვის, რომ მეორე ადამიანმა გაიგოს  - შენ ეს არ გინდა, არ გინდა  ის რასაც ის ცდილობს.

post-36-1171660151

ისე სულ მაინტერესებდა – რატომ უჭირთ ადამიანებს მიიღონ  რაღაც თანაც მაშინ როდესაც სანაცვლოდ არაფერს, სულ არაფერს ითხოვ??

მაშინ როდესაც მათ ეს სჭირდებათ, იქვე ხარ ახლოს და მაინც არაფერს ითხოვ სანაცვლოდ?

მაშინ როდესაც ეს სიამოვნებას ანიჭებს ორივე მხარეს? და არაფერი მეტი არაა საჭირო სანაცვლოდ?

ასეთი რთულია იგრძნო და დააფასო?

კარგი ჩავთვალოთ არ უნდა და ზედმეტი თავისტკივილია, რატომ არის ”არა”ს თქმა ასეთი რთული? რატომ იგონებს ყველა რაღაც უცნაურ გზებს ”არა”ს სათქმელად [ან გამოსახატავად, ერთი ნაგავია]?

როგორ შეიძება უარი თქვა ემოციაზე რომელიც გულწრფელია?Love-Is-All-Around

არაფრით მესმის და ალბათ ვერასოდეს გავიგებ…

ან გავიგებ მაგრამ ძალიან გვიან….

Wednesday, February 17, 2010

Sex vs. ვერბალური ურთიერთობა

მოკლედ ისევ ადამიანები, ისევ ურთიერთობა და ისევ ადამიანური ურთიერთობა…

ამჯერად ახალი აზრი და კითხვა დამებადა….

როდესაც ურთიერთობები იწყება ადამიანებს შორის, ისინი ცდილობენ მონახონ რაღაც რაც მათ აერთიანებთ, იპოვნონ მსგავსება და სულის ნათესაური კავშირები…

111

ეს ყველაფერი ძალიან კარგია, დადებითი შედეგი აქვს და ხვდები გინდა ეს ადამიანი რამენაირად (მეგობარად, პარტნიორად თუ რაცაა) თუ არ გინდა, თუ გინდა რა დოზებით და ასე შემდეგ…

ამ ვერბალურ ნაცნობობას საკმაო პერიოდი სჭირდება ხოლმე , რომ მიხვდე, გაიცნო, დაუახლოვდე…

არსებობს ნაცნობობის მეორე ვარიანტიც, ნახო ადამიანი - მის მიმართ 222გაგიჩნდეს სურვილი, ლტოლვა…

გქონდეს სექსი და ასე მოახდინო მისი იდენტიფიცირება…. გინდა ეს ადამიანი, თუ არ გინდა, თუ გინდა რა დოზებით….

ნუ მოკლედ ორივე შემთხვევაში ყველაფერი იდენტურია გარდა საწყისი ქმედებისა….

 

ფიზიკური vs. ვერბალური.

მე მაინტერესებს რამდენია იმის შანსი რომ ფიზიკური ნაცნობობისას უფრო მცდარი დასკვნები გამოიტანო ვიდრე იგივე ადამიანის ვერბალურად გაცნობისას?

არის თუ არა ფიზიკური ნაცნობობა უფრო ინტიმური და ბევრის მომცემი?

აი დაუკვირდით - ვერბალური ნაცნობობისას შესაძლოა საერთოდ აღარ მოგინდეს ადამიანის ფიზიკურად გაცნობა, როდესაც ფიზიკური unsafe_sex_by_esparrow ნაცნობობის შემდეგ უფრო და უფრო ცდილობ ჩაუღრმავდე მეორე ადამიანის არსს, სულს და აზრებს….

ანუ გამოდის რომ მეორე ვარიანტი უფრო საინტერესო და ბევრის მოცემია ხო? გამოდის რომ ათავსებ

” პრიატნოე-ს ს პალეზნიმ-ს” :)))

…მაგრამ არის მეორე ვარიანტიც - შესაძლოა ფიზიკური ნაცნობობის შემდეგ დაითრგუნო და საერთოდ აგიცრუვდეს გული ყველანაირ ვერბალურ გაცვლა - გამოცვლაზე….

მაშინ სად არის შუალედი? სად არის საუკეთესო ვარიანტი ამ ორ ნაცნობობის შესაძლებლობას შორის?

Saturday, February 13, 2010

ხარ თუ არა ღირსი იწოდებოდე პიროვნებად?

საზოგადოება….

მისი წევრები….

1050c6e2b0a325c3

როდის ხარ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და ჩამოყალიბებული პიროვნება?

როცა სახლის გასაღებს მოგცემენ?

Key_by_bypass2020

როდესაც შენს აზრს პირდაპირ და თავისუფლად ამბობ ნებისმიერი სტატუსის და ასაკის ადამიანთან?

Think_by_Ilike_Pirates

როდესაც დამოუკიდებლად აკეთებ არჩევანს შენი მომავლისკენ?

როდესაც დამოუკიდებლად ფარავ შენს დანახარჯებს?

7da84a7abc617d57dd81e5719161528a

როდესაც შენი აზრი უპირატესია ყველა სხვა არსებულ პირობასთან მიმართებაში?

როდესაც შეგიძლია უცხო ადამიანთან თანაბარუფლებიანი თანაცხოვრება?

just_married_III__by_Moosiatko

როდესაც შეგიძლია შექმნა სიცოცხლე?

და საერთოდ ხაარ რომ როდესმე საზოგადოების წევრი ან გინდა რომ?

baby_by_chocoP

ეს ყველაფერი ხომ ისედაც ხდებოდა, ხდება და მოხდება? აბა მაშინ რწმენას და ამბიციას რა გვიჩენს? რითი საზრდოობს ეგო?

რატომ გვაქვს პრეტენზია რომ გვაფასებდნენ?Life___Death_by_day_light

ნუთუ მეც ვარ საზოგადოების ნაწილი რომელიც ისეთივე გზას გაივლის როგორც ყველა დანარჩენი? ისევე მოვიქცევი როგორც ბევრი სხვა ათასი ადამიანი?

 

think__by_ThePhung

და მაინც რა არის საზოგადოება?

Thursday, February 11, 2010

ქალურობის შეგრძნება , მოსული ასაკთან ერთად…

ეხლა მოვედი შეხვედრიდან, შეხვედრიდან რომელზეც უფროსი თაობის მამაკაცები იყვნენ (უმრავლესობა).

Wine_glasses_by_mnphotobugძალიან მაგარია….

 

მე თაობებს არ ვერჩი და ყველა თაობას აქვს რაღაც მისი , მისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ეტყობა ურეთიერთობის გამოცდილება და დამოკიდებულება ასაკთან ერთად მოდის.

დღეს საღამოს თავი ვიგრძენი ქალად ყველანაირი ქვეტექსტებისა და ზედმეტი სექსუალური ”ნამიოკების” გარეშე. უფროსი თაობის (ასაკის) ადამიანებმა იციან როგორ მოიქცნენ , როგორ მოექცნენ ქალს, მდედრს, მანდილოსანს… როგორც გინდათ დაარქვით, მაგრამ სულ სხვანაირად ვიგრძენი თავი….

 

სულ სხვა იყო შეგრძნებები, საუბარი, დამოკიდებულება… ყველაფერი იყო განსაკუთრებული….

დასანანია რომ მამრებს მხოლოდ ასაკთან ერთად ემატებათ და უჩნდებათ  ეს ცოდნა რასაც ქალის მოპყრობა ქვია…

დასანანია რომ გვიან ხვდებიან რა და როგორ არის და უნდა იყოს…..

მე არ ვერჩი თაობებს, მე მენანება ის რომ ასე იგვიანებს ეს ცოდნა ….

ძალიან მაგარი საღამო იყო….simple_things_by_cyberci

არ მეგონა თუ ადამიანებთან , რომლებთანაც ამხელა ასაკობრივი  სხვაობა მაქვს ასე სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად გავატარებდი საღამოს….

არ მეგონა თუ ადამიანებთან, რომელებიც უკვე საშუალო ასაკსაც კი გადასცილდნენ ესოდენ მხრიარულად გავატარებდი დროს, ამდენს ვიცინებდი და  კმაყოფილი დავბრუნდებოდი სახლში….

ძალიან მაგარია როდესაც ასაკთან ერთად მოდის ახალი ცოდნა, დასანანი მხოლოდ ისაა რომ ეს ცოდნა სამწუხაროდ ძალიან იგვიანებს….

Monday, February 08, 2010

თუ სურვილია სიკვდილი ასეთი უნდა ისურვო….

გუშინ წავიკითხე თამარ ჯიშკარიანის ”ცხელი ზაფხულის 40 დღე” ავარია ნაწილი II, ჯერ ერთი იმდენი ცრემლი ვღვარე გავავსებდი ალბათ ერთ ტბას.

102402

 

ისტორია მთაში დაღუპულ ქართველ  ალპინისტებზეა, რეალური ამბავი რეალური პერსონაჟებით. ძალიან მაგარი წიგნია ორივე ნაწილი, მაგრამ ეს პოსტი მაგაზე არაა….

 

 

 

მაინტერესებს როგორია ბედნიერი სიკვდილი?

აი მაგალითად როდესაც ადამიანი იქ მოკვდება სადაც ყოფნა უყვარს, ან იმ საქმის კეთებისას როელიც მისი ცხოვრების მიზანი და შინაარსია არის თუ არა ასეთი სიკვდილი ბედნიერი?

about-family-alpinist-pic1

ალპინისტი რომელიც დაიღუპა მთაში, იქ სადაც მას ყველაზე მეტად უყვარდა ცხოვრება არის თუ არა სიკვიდლისათვის საუკეთესო ვარიანტი?

დასანანი არაა თუ ასეთი ექსტრემალი ქუჩაში აგურის დაცემით გარდაიცვლება? ან ფეხი აუცდება საფეთქელს დაარტყავს და იქვე მოკვდება?

diver-alert-network-1

არის თუ არა ყველა ექსტრემალის სიკვდილი გამართლებული თუ ის საყვარელ საქმეს შეეწირება?

რომელი უფრო ადექვატურია – ალპინისიტი დაღუპული მთაში, პარაშუტისტი რომელსაც არ გაუმართლა და პარაშუტი დაზიანებული აღმოუჩნდა მაგრამ თავისუფალი ვარდნა მაინც განახორციელა? მყვინთავი რომელსაც რაღაც წყალქვეშა ბინადარი მოკლავს? ავტომრბოლელი რომელიც შეჯიბრზე ავარიისას დაიღუპება?

skydiver2 

თუ

ჩვეულებრივი ადამიანის ჩვეულებრივი სიკვიდილი, ჩვეულებრივ გარემოებებში , ძალიან ბუნებრივად რაიმე სნეულების გამო, ადამიანის  რომელიც უბრალოდ დადიოდა სამსახურში, უყურებდა ტელევიზორს, ზოგჯერ კაფეში ხვდებოდა მეგობრებს, შიგადაშიგ წიგნსაც კითხულობდა მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა უყვარდა თუ არა ეს ყველაფერი ცხოვრებაში და რეალურად იყო თუ არა ეს მისი ცხოვრება?

151410

როგორ ჯობია მოკვდე?

მესმის ხო როდესაც კვდები რაღა მნიშვნელობა აქვს მაგრამ როდესაც საყვარელ საქმიანობას ეწირები მაინც სხვა შეგრძნება სხვა კაიფი და სიკვდილიც სხვა უნდა იყოს ალბათ….

Alpinist_im_Gegenlicht

Wednesday, February 03, 2010

ოცნება რომელიც კანონს არღვევს, ევროპა და კიდევ ჰოლივუდური ამბები

საუბარი იქიდან დაიწყო, არა მარტო საუბარი ეს ისტორიაც….

ძალიან მჭირდებოდა ფული, ფული იმისათვის რომ მომევლო ჩემი ვალებისა და თავის ტკივილისათვის… მეგობარს სკაიპით ვესაუბრებოდი… ფულის გამოგზავნა შემომთავაზა,  მაგრამ ის შორს bank01უცხო ქვეყანაშია და ვერ გამოვართმევდი. მე ჩემს ქალაქში როგორ ვერ უნდა მეშოვნა საკმარისი რაოდენობა ისე, რომ მისი რამოდენიმე კაპიკი ჩემი ინტერესებისთვის არ დამეხარჯა .

 

ის საუბარი საუბრადვე დასრულდა, რა თქმა უნდა ფული არ გამოვართვი.

**********************************

ამის შემდეგ მთელი კვირა მქონდა საფიქრელად, სად მეშოვნა ფული , როგორრ ან რისი გაკეთება შეიძლებოდა.

საერთოდ ექსტრემი ძალიან მიყვარს, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია რაღაც ისეთი რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა, არც ისეთი გამიკეთება რამე, რომ პოლიციას ჩემი გაფრთხილება დასჭირვებოდა….

….. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ იყო.

22 წლის ასაკში გადავწყვიტე , რომ ცხოვრება ამად ღირს და აუცილებელია რაღაც სასწაული სისულელის ჩადენა, მართალია შეიძლება ეს მერე დიდხანს ინანო მაგრამ მაინც გააკეთო , იმისათვის რომ იგრძნო რა მაგარია როდესაც შეგიძლია ასეთი ნაბიჯი გადადგა, რა მაგარია ადრენალინი, შიში და გაქცევა.

ყველაზე უაზრო ნაბიჯი გადავდგი ალბათ ცხოვრებაში თუმცა არ ვნანობ. ჩემი საქციელი არ ყოფილა ორიგინალური , არც რაიმეთი განსხვავებული, ისეთი რომ ვინმეს გაკვირვება შესძლებოდა უბრალოდ ეს იმიტომ იყო ასეთი განსაცვიფრებელი, რომ მე ჩავიდინე – კანონმორჩილმა და ძალიან წესიერმა მოქალაქემ.

11

ფულის შოვნის ერთი შეხედვით მარტივი ხერხი ვიპოვნე – ძარცვა. ჰო ვიცი, ვიცი ძალიან უსინდისო საქციელია, მაგრამ რობინ ჰუდივით მოვიქეცი იქიდან ავიღე სადაც ისედაც საკმარისი იყო ან იმაზე მეტიც კი. ერთ ერთი ბანკის ფილიალიდან ვისესხე ფული, მართალია არ გახარებიათ ამ სესხის გაცემა, მაგრამ ვაიძულე.

იმ დღესვე ჩალაგებული ბარგით და სასწრაფო წესით აღებული ბილეთით გავემგზავრე. გავემგზავრე ყველასთვის მივლინებაში, რეალურად კი იქ სადაც არავინ მელოდა… არა უფრო სწორია არავინ ელოდა რომ ჩავიდოდი.

გახსოვთ ისტორია მეგბართან საუბრით დაიწყო, ხოდა ზუსტად იმ მეგობართან წავედი. მე ხომ ახლა რამოდენიმე ზედმეტი ათასი მქონდა :)

********

ფრენა საკმაო ხანს მომიწია , თვითმფრინავში მეძინა ცოტა ხანს, მაგრამ ისე ვიყავი აღფრთოვანებული და აღტკინებული მეშინოდა ვინმეს რამე არ შეემჩნია, ნუ როგორც იცის ხოლმე რაღაცას დავაშავებთ და მერე გვეშინია თავი არ გავცეთ რამით. მეც ზუსტად მსგავს ეიფორიაში ვიყავი.

თვითმფრინავში ბორტ გამცილებელი ძალიან ლამაზი გოგო იყო, ერთი 22მომენტი ვიფიქრე კიდეც პაემანზე დავპატიჟოთქო, მაგრამ გამახსენდა რომ ქართველი იყო ისიც , მეც და წარმატებით არ დასრულდებოდა ეს ამბავი, ამიტომ გადავიფიქრე. მერე მინდოდა ვინმე გამცნო, მაგრამ გარშემო ყველა ისეთი მოღუშული იჯდა ვერ გავბედე, მხოლოდ სადღაც 2 სკამით უკან ვიღაც გოგოები ისეთი ტემპით ქაქანებდნენ ენაზე დინამო რომ მიგება თვითმფრინავს საწვავს დაუზოგავდნენ. მოკლედ ფრენამ ძალიან დამღალა და ისევ ჩამეძინა.

გამეღვიძა უნიათო მფრინავის თვითმფრინავის ცუდად დასმისგან.შეგვაჯანჯღარა , მაგრამ გვერდით არავინ იყო რომ ჩემი ბუზღუნი მოესმინა და ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.

რა ლამაზი ყოფილა პრაღა, რომ ჩავისუნთქე ნახევარი დღე არ ამომისუნთქავს.  ყველაზე მყუდრო კაფეში შევედი, ამოვიღე ნოუთბუქი და სკაიპი ჩავრთე. ბაკო ადგილზე დამხვდა , ვესაუბრე მოვიკითხე რას და როგორ შვებოდა , მოკლედ მისი მთელი ორი დღის განრიგი კარგად შევისწავლე და შევუდექი ქალაქის დათვალიერებას, თან სასტუმროც ხომ უნდა მეპოვნა.ის საღამო მშვენივრად გავატარე, სასტუმროს სასიამოვნო ბარიც ჰქონდა და მშვიდი გარემოც იყო.

33

მართალია კარგად ვიყავი, მაგრამ შიში მაინც არ მტოვებდა, სულ აქეთ იქით ვიყურებოდი …

**********

დილაა, მაღვიძარის ხმაზე მომენტალურად წამოვხტი, შაბათია მაგრამ მე ხომ ჩემი გეგმის მთავარი დღე მაქვს დღეს! ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც მაქვს გასაკეთებელი …

სიურპირზი…

ძლივს მივაგენი კოდანსკა 1004/65 –ს ბლინ რა სასწაული ქალაქია :)

bako

ავედი მესამე სართული, ბინა 11 ძააალიან ღრმად ჩავისუნთქე , ისე ღრმად რომ ერთი მომენტი თვალებში დამიბნელდა და კარებზე დავაბრახუნე. პირველ ჯერზე არ გამიმართლა, შაბათის ძილი ეტყობა ძალიან ღრმაა, ვერ გავაღვიძე….

კიდევ ერთი ჩასუნთქვა და მეორე ”ზახოდზე” ფეხის ხმა გავიგე… ვცდილობ არ ავყვირდე და არ გამეცინოს…არადა რა რთულია…

კარებს აღებს გაბურძგნული პიჟამოიანი გოგო, ცალი თვალი დახუჭული აქვს , პიჟამო აჩაჩული თავი დაბლა დაწეული და ცდილობს გაერკვეს რა ხდება…

-კოკოოოოო – ვკივი ბოლო ხმაზე იქნება გაიღვიძოს.

-კოოოკოოო დილა მშვიდობისა, მე ჩამოვედი და იცი რამოდენიმე ზედმეტი ათასი მაქვს ხომ არ გავერთოთ? – ვცდილობ რამით მაინც გამოვაფხიზლო

-ა ? ააააააააააააააააააააააა? მარ , მარ შენ ხარ? – ეხლა უკვე ბაკო კივის.

-არა შეჩ, ხობიტი ვარ ბეჭდების მბრძანებლიდან და შენ ჩემი მსახური იქნები – ვცდილობ ვიხუმრო, მაგრამ ისედაც უკვე ძალიან მაგარი ხუმრობა გამომივიდა.

11111

 

ბაკო კარებში დგას ახლა აღარც კივის, არც შიგნით მეპატიჟება , დგას და თვალებს ისრესს, მერე მიყურებს , მაკვირდება. ეტყობა მართლა ხობიტს დავემსგავსე, ვერ მცნობს ან არ სჯერა. გადამწყვეტი მოქმედების დროა.

 

-კოკოოოო ”ბლიად” რა გჭირს გაიღვიძე რაა – ვაჯანჯღარებ და ვცდილობ მასში რამე სასიცოცხლო ნიშანწყალი აღმოვაჩინო.

უცებ ფხიზლდება, მაგრად მეხუტება და ხტის, მერე ისევ მეხუტება და ისევ ხტის და ასე ალბათ 10 წუთი. შემდეგ ჯდება იქვე მდგარ რაღაც სკამზე თუ პუფზე და მეუბნება:

-მარ აქ როგორ მოხვდი? როდის ჩამოხვედი? რატომ არ მითხარი? როგორ მოგვაგენი?

ნუ ამდენი კითხვის ერთად პასუხი ცოტა მიჭირს, მაგრამ ვცდილობ მოკლედ ავუხსნა, რომ მე მაქვს რამოდენიმე ზედმეტი ათასი და მასთან ჩამოვედი რომ გავერთოთ.

სახე უსერიოზულდება, გაკვირვებული მიყურებს და წარბს სწევს.

-მგონი მელანდები, მღვიძავს ნეტა?

-გღვიძავს ადამიანო გღვიძავს, უკვე 30 წუთია მე მიყურებ და თან გაჯანჯღარებ, როგორ შეიძება ასეთ დროს ძილი?

ბაკო კიდევ დიდი ხანი იყო გაურკვევლობაში მაგრამ სახეზე უკვე სიხარული ჰქონდა აღბეჭდილი რაც მის საბოლოო თუ არა საშუალო გამოღვიძების ნიშანი მაინც იყო.

******************

უკვე შუადღეა ვზივარ გოგოების ბინაში, ბაკო ჩემს წინ სკამზე ზის და ჩემი დანაშაულის და სიგიჟის ისტორიას ისმენს. სახეზე იმდენნაირი ემოცია აქვს რომ არც ვიცი როგორ დასრულდება დღევანდელი დღე.

დიდი ხანი ასე ვისხედით მე ვყვებოდი, შემდეგ გავჩუმდი, შემდეგ ისევ რაღაც დავამატე, ბაკოს ხმა არ ამოუღია – მხოლოდ ჩაის მიმატებდა და მიმატებდა ჭიქაში (მგონი გაოგნებისგან იმის აღქმის უნარი დაკარგა რომ ადამიანი ვარ და არა სარეცხი მანქანა და დაუნანებლად მავსებდა წყლით) ბოლოს ბუყბუყი და ვიწყე და ცივი უარი ვტკიცე ჩაიზე.

P1090251

ისევ სკამზე დაჯდა, ამომხედა, ღრმად ჩაისუნთქა  და ისეთი რაღაც მითხრა რომ …

….აი ის მითხრა რაც ასეთ დროს ასეთ მეგობარს უნდა ეთქვა:

- ნუ თუ ფული გვაქვს და თან ზედმეტი რამდენიმე ათასი სხვა აღარაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ დაუნანებლად გავერთოთ.

ავკივლდი მე, აკივლდა ისიც, ასე ვკიოდით და ვხტოდით ალბათ მანამდე სანამ ვიღაც უხასიათო ჩეხი ჩვენი სიხარულის შურით არ გაივსო და არ მოგვალანძღა დერეფნიდან.

ასე დაიწყო ჩვენი საუკეთესო ”არდადეგები” პრაღაში. ის დღე რა თქმა უნდა სახლში გავატარეთ, ბაკომ გაოგნებულმა, მე აღტაცებულმა რომ მისი ამ დონემდე გაოცება შევძელი .  საბოოლოოდ მაინც ძალიან მაგარი საღამო იყო… საღამო როდესაც დავიქექეთ ენები და ვშთანთქეთ ენით აუწერელი რაოდენობის ტკბილეულობა და სხვა სასუნაოები.

-მაინც არ მჯერა რომ ეგეთი რამე გააკეთე, არ გეშინია? – მეკითხება ბაკო და თან ცდილობს დარწმუნდეს ისტორიის სინამდვილეში,გამომცდელად მაკვირდება და პასუხს ელის.

-რა თქმა უნდა მეშინია, მთელი ფრენა მეშინოდა, გუშინ საღამოს ჩემი სასტუმროს ბარშიც მეშინოდა და უაზროდ ვიყურებოდი აქეთ იქით, მაგრამ კოკო ეს ამად ღირს.

-რომ დაგიჭირონ? ხომ ჩაგსვამენ?

-ჰო ალბათ დამიჭერენ და ალბათ ჩამსვამენ , მაგრამ მანამდე გართობას მაინც მოვასწრებთ , აი გულიანად გართობას რა, სულ რომ გვინდოდა ისე- ვპასუხობ და ვცდილობ სამომავლო უსიამოვნო მოვლენებზე ფიქრით თავი არ ავიტკივო, აქამდეც ხომ ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა და რაღა აზრი აქვს.

91010023

იმ ღამეს კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ და ტკბილად დაგვეძინა.

******************

44მომდევნო 7 დღე არ გავჩერებულვართ იმდენი რამე მოვინახულეთ , დაწყებული  ცნობილი ასტრონომიული საათიდან რომელიც ქალაქის ცენტრშია ამართული, გაგრძელებული ძველი ცენტრალური მოედნით (სტარომესტსკე ნამესტი)სადაც უამრავი კაფე და გასართობია, პრაღის  კოშკით (თუ ციხით) და დასრულებული კარლოვის ხიდით. მოკლედ ყველა ღირშესანიშნაობა გადავათვალიერეთ რაც კი შეიძლებოდა, უამრავი შენაძენი გავაკეთეთ და სახლი უსარგებლო ხლამითაც გავავსეთ, მაგრამ ეგ დიდად არ გვანაღვლებდა.

ყოველ საღამოს კი რა თქმა უნდა სხვადასხვა კლუბებსა და ღამის ბარებში ვირთობდით თავს. ყოველ დღე ახალ რესტორანს ვსტუმრობდით და ვცდილობდით ყველა შესაძლებლობა გამოგვეყენებინა რაც კი იმ მომენტში არსებობდა.

CIMG2529

ერთ კვირაში მოგვბეზრდა პრაღა, ბაკომ იცოდა, მე ვნახე და გადავწყვიტეთ რამე მოგეფიქრებინა , ჩვენ ხომ ზედმეტი რამოდენიმე ათასის ნახევარიც კი არ გვქონდა დახარჯული.

საღამოს ერთ ერთ ბარში , ჯაზკლუბი აკორდი იყო უფრო ზუსტად რომ ვთქვათ (შედარებით მშვიდში ისე რომ საუბარი ყოფილიყო შესაძლებელი )ინას და იონიდას კამპანიაში ვჭორაობდით.

ინა და იონიდა ბაკოს იქაური მეგობრები არიან, უფრო სწორად ალბანელები არიან, რომლებიც იქ გაიცნო და ძალიან კაი ვინმეები აღმოჩნდნენ. ბაკო ხუმრობს კიდეც ძალიან გვგვანან ჩვენო :)

ჰოდა ასე ვისხედით და პრაღის საზღვრებს გარეთ გართობაზე ვბჭობდით, ინამ და იონიდამ თავიდან უარი თქვეს ჩვენთან ერთად წამოსვლაზე - სწავლა, ფული მოკლედ მიზეზები ბევრი იყო, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო ჩვენი თავისთვის ამის უფლება მიგვეცა, ამიტომ დავითანხმეთ და ეხლა უკვე 4 ხმაში ვხორხოცობდით და ვაწყობდით გეგმებს.

ჩემმა დაღლილმა და დავიწყებულმა ინგლისურმა ფრთები გაშალა და 55მთელი საღამო იმდენი ვიქაქანე ყბები დამეღალა და ჩემი ხმისგან მე თვითონ ამტკივდა თავი :)))))

 

საღამოს შეჯამების შემდეგ გადაწყდა რომ მივდიოდით ბარსელონააშიიი, უნდა დაგვეპყრო ესპანელი მამრების გულები და გემოზე მოგველხინააა ყველაზე ცოცხალ და ”ცხელ” , არა უფრო სწორია ვნებიან ქვეყანაში .

 

**************************

დილა, აეროპორტი, 4-ივეს გვძინავს, მაგრამ ბედნიერი სახეებით.

-მგონი ძალიან ადრეა იმისათვის რომ სადმე წავიდეთ- ასკვნის ბაკო და მოწყვეტით ეცემა აეროპორტის სკამზე.

იონიდა და ინაც საკმარისზე მეტად მიბნედილები არიან იმისათვის რომ რამე წინააღმდეგობა გასწიონ, ამიტომ ისინიც ასევე უემოციოდ ებერტყებიან ოღინდ ძირს დაყრილ ჩანთებს.

66 -ეხლავე გამოფხიზლდით თორემ ცივი წყლით გაწუწვა არ აგცდებათ – ვიმუქრები და ფეხებს ვაბაკუნებ, მერე ვყვირი და ისევ ვაბაკუნებ, მთლიანი თუ არა ნახევარი აეროპორტი უკვე შეწუხდა ამით და მიყურებს.

წარმოიდგინეთ სცენა , გაბურძგნული, ფანქრით თმებ დამაგრებული გოგო , რომელსაც ძალიან სასაცილოდ აცვია იმის გამო რომ აგვიანდებოდა, დგას აეროპორტში და განწირული ხმით ეჩხუბება სამ სკამზე მისვენებულ მკვდარს .

-ადექიით ადეექით , გაფრინდა ”ბლიად” ჩვენს გარეშე თვითმფრინავი – უკვე განწირული ხმით ვკივი. ბაკოს ვერ ვაგონებ, გადავივარ ინგლისურზე იქნება იონიდას და ინას ეშველოთ, მაგრამ არა ,არაფერი გამოდის. სძინავთ.

სხვა გზა არ იყო ვიყიდე დიდი ბოთლი წყალი და ჩამოვათქრიალე მორიგეობით სამივეს თავზე, ისე გაეღვიძათ და გამოფხიზლდნენ როგორც დაგიბარებიათ. გაოცებული და სველი სახეები მოისრისეს და ის ის იყო ჩხუბის დაწყებას გეგმავდნენ რომ ბოლოჯერ გამოცხადეს ჩვენს რეისზე ჩასხდომა და ჩვენც დაცეცხლილები გავიქეცით გასასვლელი დერეფნისკენ.

თვითმფრინავში ერთი ამბავი გვქონდა ატეხილი, იმდენჯერ გაგვაფრთხილეს რომ სათვალავიც ამერია, მაგრამ მეეჭვება ჰაერში ვინმეს ჩამოვესვით თვითმფრინავიდან და ასე რომ 2 საათი ხორხოცსა და ჭორაობაში გავატარეთ.

 

*****************************

ბარსელონა – აი ისიც, ევროპის ერთ ერთი ყველაზე სექსუალური, ვნებიანი და ცოცხალი ქალაქი. ადგილი სადაც თავზე უნდა დაიმხო 88ყველაფერი , ადგილი სადაც ძილისა და დასვენებისთვის დრო არ არსებობს, სადაც სიცოცხლე 24 საათი გრძელდება და არასოდეს არის სიჩუმე.

 

იმ დღეს გათიშულები ვეყარეთ სასტუმროში და არსად გავსულვართ.

მეორე დღეს კი ავიწყვიტეთ, ნუ როგორც ყველა ტურისტს შეეფერება  99მუზეუმებიდან და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებიდან დავიწყეთ.

ვნახეთ La Catedrale საგრადა ფამილია  (დღემდე არ მესმის რა არის ან რისთვისაა),

Santa Maria del Mar –ის ეკლესია , ვიყავით დალის მუზეუმში აი იქ კი დიდი ხანი ვიდექით შესუნთქულები.

-მარ მოდი ვიყიდოთ რამე რაა… – ბაკო ნახევრი დღე მეჯიჯღინებოდა დალის შედევრების მერე.

-კოკო მაგდენი ფული არასოდეს გვექნება, საერთოდ არასოდეს კიდევ 100ჯერ რომ იგივე ვქნა :)

10

ასეთი დიალოგით გავიდა მთელი დღე .

შემდეგ დღეს ჩვენ მოვასწარით ელასტიური ბაგირით გადმოხტომა, 123სკუტერებზე საკუთარი ძალების მოსინჯვა, პარაშუტითაც კი ვიფირინეთ… ეს ყველაფერი ისეთი მაგარი აღმოჩნდა რომ საღამოს  სასტუმროში მისულები ერთმანეთს არც ლაპარაკს ვაცდიდით და არც სურათების დათვალიერებას… ემოცია ყურებიდან გვასხავდა რასაც ქვია… დავიხარჯეთ და მაქსიმალურად მივიღეთ სიავმოვნება ყველაფრისგან რაც გზად გადაგვეყარა.

კიდევ ერთი დღე იყო რომელიც დაიწყო აკუა პარკით, ბევრი სასრიალოებით და ღრიანცელით ხოლო შეემდეგ….

…… მოვიდა ყველაზე საინტერესო საღამო, უკიდეგანოდ გაპრანჭულები, ისე რომ ბუმბულიც კი არ გვაკლდა იცით სადაც  ყველანი წავედით La barceloneta-ში . ეს ადგილი მე18 საუკუნეში მეზღვარეუბემა და მეთევზეებმა გაალამზეს და დასახლდნენ , თუმცა მას მერე დიდი დრო გავიდა და იმდენი გასართობი დაგხვდა , რომ ერთი შეხედვით ვერც გადავწყვიტეთ საიდან დაგვეწყო და იქვე პლიაჟზე დავსხედით.

ზღვა ირეკლავდა აუარებელ ფერად სინათლეს, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა რომ ხმასაც ირეკლავდა და თანაც მას ზღვის ნოტიო მელოდიურობასაც თან ურთავდა…

сканирование012-2

-ბევრი ფული რომ აქვთ რას აკეთებენ ხოლმე , გარდა იმისა რასაც ჩვენ ვაკეთებთ – იკითხა ბაკომ და ჩვენს უკან განლაგებულ ღამის კლუბების უზარმაზარ რიგს გახედა.

-მგონი გული მერევა - დაასკვნა ბოლოს და კიდევ დასძინა რომ ალბათ 2 კვირაში დაბერდა, რადგან იმდენი მოასწრო რაც 22 წელი არ გაუკეთებია.

ვისხედით ასე ბედნიერები, მაგრამ თითქოს მაინც გვაკლდა რაღაც და მივხვდით, ბავშვურად გართობა გვინდოდა, გვინდოდა ატრაქციონები, ბევრი ხალისი, მაიმუნობა…. არც ღამის კლუბები გვაინტერესებდა და არც რაიმე ღირშესანიშნაობა….

იმ ღამეს ბარგი ისევ ჩავალაგეთ, მეორე დღე დავგეგმეთ და ძილის წინ თითო ჭიქა ღვინოც დავაგემოვნეთ…

*********************************************************************

ბარსელონაში ბოლო დღეს ყველაზე დიდი დრო ფოტო აპარატის ყიდვაზე დავხარჯეთ, გადავწყვიტეთ რომ ერთი აპარატით არ კმაროდა ფოტოების გადაღება და ყველა ბუჩქი და ხე რომ აგვესახა მეორეც შევიძინეთ.

აეროპორტში ისეთი სიმშვიდე იყო შეგვეშინდა კიდეც, არა უფრო სწორია 1234 მე შემეშინდა, მე ხომ ჯერ კიდევ დამნაშავე ვიყავი, მე ხომ ჯერ ისევ არ ვიცოდი რა ხდებოდა….

რეისი ბარსელონა – პარიზი დროულად აფრინდა და ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ.

ამ დროის მანძილზე ნუთუ არავის გაგიკვირდათ, რომ არც ერთს არ გვქონია სასიყვარულო ისტორია? რა თქმა უნდა გაგიკვირდათ და თავში გაგიელვათ კიდეც … რაც მართალია მართალია , არაფერი მსგავსი არ ყოფილა , არ გვეცალა , ისეთ ეიფორიაში ვიყავით გარშემო ვერავის შემჩნევას ვერ ვახერხებდით, თუმცა ეგ სიტუაცია ინასა და ბაკოსთვის ამ რეისზე დასრულდა.

ჩვენს წინ ორი საკმაოდ სიმპატიური, მაგრამ როგორც თავიდან გვეგონა ყრუ მუნჯი ახალგაზრდა იჯდა. გოგოებმა აფრენამდეც კი აღნიშნეს რომ ესენი ჩვენთან ერთად თუ მოფრინავენ არ არცდებათ ჩვენი გაცნობაო თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა ვერც ერთი ბედავდა მათთან გამოლაპარაკებას.

234

დიდი დრო არ გვქონდა , ფრენა სულ 2 საათი გრძელდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე რაიმე ზომები მიმეღო, ჩემი სკამიდან წამოვიწიე , გადავწვდი წინა საზურგეს და ერთ ერთს მორიდებით დავუკაკუნე მხარზე.

პირველი რეაქცია ისეთი სასაცილო იყო რომ 4ივე ავკაკანდით მომენტალურად, ბიჭი შემოტრიალდა და შეხტა, მართალია  ფრიად საშიში სანახავი ვიყავი, ისევ ისე აბურდული თმებით, ნახევრად გაკეთებული მაკიაჟით, დიდი სათვალით, ჭრელი თავსაფრით და გრძელი კაშნით მაგრამ ეგრე თუ შეაშინებდა ჩემი იმიჯი დანამდვილებით ვერ წარმოვიდგენდი.

სიცილი რომ შევწყვიტეთ ბიჭს ჩემს უკან მსხდომ და გარინდულ გოგონებზე ვანიშნე და მე თვითონ სკამიდან ავდექი, შორიდან უკეთესად გამოჩნდებოდა მოვლენების განვითარება და გასართობიც უკეთესი იქნებოდა.

***********************************

პარიზის აეროპორტი საკმარისზე დიდი აღმოჩნდა, მაგრამ დრო არ 2345დაგვიკარგავს და ჩვენს ახალ მეგზურებთან ერთად (რომლებიც თურმე ფრიად სარფიანად საუბრობდნენ ფრანგულად) დისნეი ლენდის საძებრად წავედით.

უფრო სწორი იქნებოდა რომ მეთქვა საძებნელად კი არა დასალაშქრად, ძალიან სასაცილოა ალბათ 6 ზრდასრული  ადამიანი დისნეი ლენდში , მაგრამ ძალიან ძალიან გვინდოდა ისე გვემხიარულა როგორც ბავშვობაში, უდარდელად და გულისწასვლამდე, რაც შევასრულეთ კიდეც.

6546

მთელი დღე ატრაქციონიდან ატრაქციონზე გადავდიოდით, ვჭამდით უსაზღვრო რაოდენობის ნაყინს, ვხმაურობდით და ვიგონებდით სხვადასხვა გასართობს…

ეს იყო ზუსტად ისეთი დღე რომლის გატარებაც ღირდა ყველაფრის მიუხედავად….

….ეს იყო უკანასკნელი დღე, დღე როდესაც გადავიღეთ და შევქმენით ჩვენი ისტორია, დღე რომელიც მთელს სიცოცხლეს უდრის…

გართობა დიდიხანს არ დაგვცალდა…

…. ისედაც დიდი ხანს გაერთეო ასე მითხრა პოლიციის თანამშრომელმა რომელმაც ხელბორკილების დადება გადაწყვიტა და რომელსაც ჩემი მანქანამდე გაცილების დავალება ჰქონდა მიღებული.

-ბაკოოო, ბაკოოოოო გამომხედეეეე – ვყვირი ბოლო ხმაზე  გამწარებული , უნდა მოვასწრო ფოტო აპარატის გადაგდება სანამ ძალიან შორს წამიყვანენ.

P1110169

ბაკო გაოგნებული ტრიალდება და ერთადერთი რასაც ხედავს მისკენ ელვისისწრაფით მოქნეული და მფრინავი ფოტოაპარატია, თუმცა დაჭერას ახერხებს და სიცილი უტყდება.

-მაარ, მალე გნახავთ , ყველანი გნახავთ, შენ მთავარია არ მოიწყინო- თუმცა ტექსტს ვეღარ აგრძელებს, რადგან ვიღაც უჟმური პოლიციელი მიენთო და რაღაცეებს უყვირის ფრანგულად…

ასე დამთავრდა ისტორია რომელიც ისეთი ხალისით დავიწყეთ…

************************

-კაი კოკო გვეყო ოცნება- ვეუბნები ბაკოს უკვე დილის 5 საათვისთვის და სკაიპის ფანჯარას ვკეცავ, რომ გადავავლო თვალი ინტერნეტ მოვლენებს.

-აუ არადა რა კაი იყო მარ, აი ფული მაგდენი გვინდა რომ ეგრე ძალიან მაგრად გავერთოთ და ყველაფერი ვნახოთ და ჰავაიზე სახლიც ვიყიდოთ და კიდევ …

-კაი ხოოო ხოოო აუჰ რა ამბავია, ისედაც ამდენი ვიოცნებეთ , მარა რა მაგარი ისტორია დავწერე უცებ არა? კაი ჰოლივუდური სცენარივითაა, ბანალური ,მაგრამ სასაცილო საყურებელი, გოგოშკური იუმორითა და ლამაზი პეიზაჟებით.

- რა დროა თბილისში მარ? – მეკითხება ბაკო , ვგონებ დასაძინებლად t2აპირებს წასვლას.

-6 დაიწყო – ვპასუხობ და ვხვდები, რომ მეც ძალიან მეძინება, ოცნება დიდ ხანს გაგვიგრძელდა.

 

ერთმანეთს ვემშიდობებით და კომპიუტერებს ვთიშავთ, მაინც რა სასიამოვნოა ზოგჯერ ასე ორ ხმაში ოცნება, რამდენად სულელური ისტორიაც არ უნდა გამოვიდეს.