Sunday, January 31, 2010

ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი მივიღე!!

ზოგადად ადამიანს ყველაზე მეტად ყურადღება სიამოვნებს, როგორც არ უნდა იყოს გამოხატული ეს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიღაცა ზრუნავს, ახსოვხარ და ცდილობს გასიამოვნოს!

მე ძალიან მიყვარს საჩუქრები, როგორც მათი მიღება ისევე ჩუქება (შეიძება ჩუქება კიდევ უფრო მეტ კაიფს მანიჭებს) , მაგრამ როდესაც სრულიად მოულოდნელად გჩუქნიან იმას რაც შენთვის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი არის ძალიან ლამაზად შეფუთული და თან შოკოლადის არომატიც დაჰკრავს მზად ხარ ყირა გაჭიმო!!

1დიახ, მე დღეს მივიღე ძალიან ძალიან დიდი ყურადღება , რომელიც უგემრიელესი შოკოლადით იყო გამოხატული და რაც მთავარია მე ვიცი რომ ეს ძალიან ძალიან კეთილი სურვილით და დიდი მონდომებით იქნა გაკეთებული!!!

 

სადღაც 1 საათის წინ იღება ჩემი ოთახის კარები და დგანან - ჩემი ძმა და თიკა (იესემელი რომელსაც კარგად ვიცნობ და ძალიან კარგი ვინმეა, ეგეც და მისი მეგობრებიც, საერთოდ მევასებიან ESMელები) ნუ პირველი რეაქცია იყო ყბის გაღება და როდის როდის მოვიფიქრე გამარჯობის თქმა. 7

თიკა შემოვიდა გადმომცა ლამაზი ცელოფნის

პარკი და მითხრა - ” ეს ჩვენგან მალე

გამოჯამრთელდი”ო.

 

უცებ ვერც მივხვდი რა იყო, აღფრთოვანებულმა გავაცილე კიბეზე თიკა , დანანებით ვუთხარი არ გადაგედოს შენცთქო და ასე გაღიმებული ვიდექი ოთახის კარებში სანამ ჩემმა ძმამ არ გააცილა.

შემოვედი ოთახში გავხსენი პარკი და შიგნით იდო ულამაზესი შოკოლადის ყუთი, ლამაზი ბარათით, რომელშიც მალე გამოჯამრთელებას მისურვებდა შოკოლადის სახელოსნო!

6

ვერ აგიღწერთ შეგრძნებას. ჯერ ვხტოდი , მერე გაღიმებული ვიჯექი , მერე ისევ ვხტოდი, სანამ თავბრუ არ დამეხვა და მგონი სიცხემაც ამიწია. (მაგრამ ვის აინტერესებდა ეგ )

ჩემს ძმას დავუძახე და მეთქი ლუკა საიდან როგორ რანაირადთქო?

თურმე დილითვე დაურეკავთ, ლუკას შეუთანხმდნენ სიუპრიზზე და ასეთი მაგარი რამე მომიწყვეს.

 

შოკოლადის სახელოსნო ერთადერთი ქართული შოკოლადის 3 მწარმოებელია დღესდღეობით, და მთავარი იცით რა არის რომ ეს შოკოლადები Handmade არის, თითოეული ირთვება და ლამაზდება ხელით.

ხოლო აი გემო, ვერ გეტყვით…. ბევრი შოკოლადი გამისინჯავს , საერთოდ ძალიან მიყვარს შოკოლადი და გეტყვით რომ გემოთი ის არ ჩამოუვარდება არც შვეიცარულ, არც რუსულ და არც სხვა რომელიმე შოკოლადს.

ჩემს სასაჩუქრე ყუთში შოკოლადის ასორტი გახლდათ.

მოკლედ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის გამოსახატად რა ბედნიერი იყო ეს წუთები, იმის შეგრძნება რომ გავახსენდი, იცოდნენ რომ ავად ვარ და ასეთი მაგარი საიურპრიზი გამიკეთეს!!!

5

ნუ მერე მომიწია რამოდენიმე შოკოლადით ოჯახის წევრების გამასპინძლება, რა ვქნათ ღორი ხომ არ ვარ, მაგრამ მეც საკმაოდ დამრჩა და როგორც კი პოსტის წერას მოვრჩები კიდევ ერთს დავაგემოვნებ!!!

 

მათ ვისაც გინდათ გაუკეთოთ საყვარელ ადამიანებს გენიალური საჩუქარი (არა მხოლოდ ლამაზად შეფუთული, არამედ გემრიელი და ორიგინალური, რადგან შოკოლადის სახელოსნო –ში თქვენ სხვადასხვა ორრიგინალური ფორმის შოკოლადებსაც დაგიმზადებენ სურვილის მიხედვით) მიმართეთ შოკოლადის სახელოსნო –ს .

+995 95 92 73 92

+995 98 104 144

chocoparlour@gmail.com

4

I Shokoladis sakhelosno !!!

სიტყვები არ მყოფნის მართლაც და!!

 გისურვებთ ყველას ასეთ სასიამონო წუთებს, ბევრ ყურადღებას და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს შოკოლადის სახელოსნო ს შოკოლადების არომატით!!!

2

Thursday, January 28, 2010

ლესბოსელები კითხულობენ – შეუძლია კაცს სიყვარული?

და აი ისევ მოგესალმებით ჩვენს მორიგ გადაცემაში რომელიც ისევ და ისევ ჩემს ბლოგზე მოხვედრილი Search Termების შესახებ იქნება :)

ვინაიდან და რადგანაც სხვადასხვა საძიებო სისტემებს უცნაური იუმორის გრძნობა აქვთ ისინი საწყალ გზააბნეულ ხალხს უადგილო ადგილებში უშვებენ….. აი ასე მოდიან გზააბნეული და ბედს მინდობილი ვებ სერფერები ჩემს ბლოგზეც…

მოგეხსენებათ რომ შიგადაშიგ ვაკეთებ ხოლმე მიმოხილვას, ვიძლევი რჩევებს იმათთვის ვინც ასე უცნაურად პოულობს ამ ბლოგს და ხანდახან ძალიან ბოროტად ვხალისობ კიდევაც, მაგრამ რას ვიზავთ ასეთია წუთისსოფელი და მოდით დავიწყოთ მორიგი პოსტი.

[პოსტი გრძელი , მაგრამ ძალიან ინფორმატიული და სახალისო იქნება]

პირველი და ძალიან საინტერესო საძიებო ფრაზა გახლავთ:

    • სიცოცხლე ძნელიაFredrik Broden

კი ჩემო ძვირფასებო , სიცოცხლე ყველაზე ძნელი და ამოუცნობი  რამეა დედამიწაზე, ნუ სიკვდილის შემდეგ რა თქმა უნდა. თუ თქვენ არ იცით რა გინდათ სიცოცხლისგან , ან რა უნდა მას თქვენგან განაგრძეთ ამ პოსტის კითხვა და ნახავთ როგორ განთავისუფლდეთ თქვენ ორნი ერთმანეთისაგან.

აი ზუსტად ლოგიკური გაგრძელება წინა ფრაზის გახლავთ ეს:

    • sikvdili minda

მათ ვისაც ჰგონია რომ სიცოცხლე ძნელია და უნდა სიკვდილი ეხლავე მოგცემთ რამოდენიმე საჭირო რჩევას!

პირველ რიგში უნდა მოიძიოთ კარგად დამაგრებული ჭაღი, მილი ან რაიმე სხვა საყრდენი (უფრო სწორად საკიდი) თოკისათვის. შემდეგ უკვე გჭირდებათ გრძელი, ნაკლებადდრეკადი და წყვეტადი რაიმე რისგანაც შეიძლება ყულფის გაკეთება და მისი საყრდენზე (საკიდზე) მიმაგრება. შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივად ხდება, კიდებთ ამ თოკს თუ რავიც რაც არის იმას, უყრით თავს, დგებით სკამზე და მერე მკვეთრად ხტებით სკამიდან, ისე რომ ის აუცილებლად გადაყირავდეს (ვაი და გადაიფიქროთ , კიდევ ერთი ვითომ აზრზე მოსული იდიოტი გააგრძელებს დედამიწაზე სიარულს და გვინდა ჩვენ ეეგ?). მაშ ასე თქვენ მკვდარი ხართ.

dissolving_life111111111111

მეორე ვარიანტია აიღოთ დიდიი სამზარეულს დანა (ყველა სახლშია ეგეთი, რომლითაც ახალ წელს და სხვა სადღესასწაულო დღეებში  ხორცს ფლეთენ) და რამდენჯერმე ჩაირტყათ (წვეტით არა პირით, არ შეგეშალოთ წარმატება მაგაზეა დამოკიდებული) მარცხნა ხელში იდაყვის მოსახრელიდან მაჯის მიმართულებით. და ისევ თქვენ მკვდარი ხართ.

და მესამე ჩემი საყვარელი ვარიანტი (რაც მე ეს გამიკეთებია ვინ მოსთვლის) უნდა დადგეთ მაღალსართულიანი შენობის ყველაზე მაღალ წერტილში კიდესთან ახლოს, ღრმად ჩაისუნთქოთ და ”მე მოვფრინავ , მიფრთხილდის” ძახილით გადახტეთ. ნუ თუ ვერ გაფრინდებით თქვენგან დიდი წითელი და საინტერესო სანახაობა მაინც გამოვა უახლოესი ასფალტის საფარზე. გილოცავთ თქვენ ისევ მკვდარი ხართ :)

თუ თქვენ რომელიმე ზემოთ დაწერილი რჩევა ჭკუაში დაგიჯდათ შემდეგი საძიებო ფრაზით ნამდვილად თქვენ ეძებდით რაღაცას:

    • neta ra dedam gamzarda

ჰო საინტერესოა ნამდვილად ვინ და როგორ ახერხებს გაზარდოს მსგავსი ლეღვები?? მეტი ამ თემაზე სათქმელიც არაფერი მაქვს :) ამას რომ ინტერნეტში დასერჩავ ნადმვილად უნდა მოგეწონოს თვითმკვლელობის რომელიმე ხერხი მაინც :)

მორიგი საძიებო ფრაზა გახლავთ:

    • ინდური ფილმი ერთი შეცდომა
ნურავინ მიწყენთ (ინდური ფილმების მოყვარულები) მაგრამ მგონი ინდური ფილმის ინდუსტრიას ერთი კი არა უკვე მილიონობით შეცდომა აქვს დაშვებული , თუმცა რას ვიზავთ ბოლივუდი მაგ შეცდომებით ცოცხლობს, ხოლო ნახალოვკა ხარობს.

ისე ინდური ფილმები იქით იყოს და -

    • კარდანი
ძალიან ძალიან საჭირო ნაწილი ავტომობილებს ან მუსიკას როდესაც ეხება საუბარი. გაინტერესებთ რა არის კარდანი? ჰმ კარგით გაგიზიარბთ იმ მწირ ცოდნას რაც მე მაქვს (ნუ მერე მაინც გადაამოწმეთ მეც ხომ ნავიჩოკი ვარ ავტოსპორთან მიმართებაში, და საერთოდ ვერ ვერკვევი მუსიკაში, მაგრამ გულმოდგინედ ვსწავლობ)

drums2ესეიგი მუსიკასთან მიმართებაში კარდანი არის ის პედალი (ქართულად ნეტა როგორაა სიტყვა პედალი) რომელიც გამოიყენება ბას-ბარაბანზე (ჟარგონზე  ”ბოჩკა”-ზე) დასაკრავად.

 

 

მანქანების შემთვევაში კი - კარდანის გადაცემა რომელიც გადასცემს ბრუნვის  მომენტს (крутящий момент,Момент силы – ვექტორული ფიზიკური სიდიდე რომელიც უდრის წარმოებულს რადიუსის ვექტორისას - გავლებულს ღერძიდან ძალის მოქმედების წერტილამდე. ასახზავს ბრუნვით მოქმედების ძალას მყარ სხეულზე) ლილვებს შორის, რომლებიც იკვეთება კარდანის ცენტრალურ  გადამცემში და აქვს შესაძლებლობა ერთდროული კუთხოვანი მოძრაობისა.

Universal_joint_transparant

მოკლედ რაღაც კარგად ვერ ავხსენი მაგრამ იმედია ცოტათი მაინც შეგექმნათ წარმოდგენა. (ისე კი მეეჭვება მაგრამ იმედი მაინც ოხერი რამეა)

ამასთან არის თუ არა კავშირში ვერ გეტყვით, მაგრამ ვიღაცა დაიტანჯა ფორდ მუსტანგის ძებნით:

    • ford mustang
ა ბატონო ა , აგერ ინფორმაცია ამ მანქანაზე –mustang 70
 მუსტანგი ვიკიპედიაზე (საკმაოდ საინტერესო მონაცემებია)

განსაკუთრებული პროტოტიპები და მოდელები

მუსტანგის ქრონოლოგია

ჰო კიდევ ერთი საძიებო ფრაზა გახლავთ უკვე ძალიან პოპულარულ სოც.ქსელზე -

    • ფერი ფეისბუქის სტატუსში
ჰოდა რას გულისხმობდა ავტორი არ ვიცი, მაგრამ მეეჭვება ფეისბუქზე სტატუსს რაიმე ფერი ენიჭებოდეს , ასე რომ მოეშვით სისულელეების ძებნას და რაიმე უფრო აზრიანი და ინფორმატიული დასერჩეთ.

ხო ნუ მოგეხსენებათ პროექტი ნიჭიერი უკვე ძალებს იკრებს და ვიღაცეები აქტიურად ეძებენ ამ პროექტის შესახებ ინფოს.

    • ნიჭიერი ჯეოსტარი
მე არ ვიცი ნიჭიერი რა კავშირშია ჯეოსტართან, თუმცა მე მოგცემთ ლინკებს სადაც შეგიძლიათ ამ თემაზე ყველაზე საინტერესო და სრული ინფორმაციის მოძიება.

n

  1. ნიჭიერის ოფიციალური საიტი
  2. ნიჭიერის ბლოგერი თინი
  3. ნიჭიერის ბლოგერი ბექა
  4. ნიჭიერის ბლოგერი პიკო

ჰოდა მიბრძანდით ამ ლინკებზე და მოიძიეთ ის ინფორმაცია რაც გაინტერესებთ ამ პროექტზე. ისინი კარგად წერენ, ფლობენ ყველა საინტერესო და პიკანტურ დეტალს, თქვენ უბრალოდ მიაკითხეთ და კითხეთ…

მაინც რამდენი გარყვნილი ადამიანია დაიარება ინეტრეტ სივრცეში -

    • ფილიების სია
P1100258დასერჩეს და მე რაღა დამრჩენია გარდა იმისა, რომ დავლინკო პოსტი ჯოკეისთან – sEXIT ,
აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ფარული ვნებები და დატკბით.

 

 

აქვე ზუსტად დროულია შემდეგი საძიებო ფრაზა :

    • fantazia da marjve xelebi
ნამდვილად, ნამდვილად – ფანტაზია არაფერში არ გამოგადგებათ თუ არ გაქვთ მარჯვე ხელები და პირიქით, თუმცა მე მაინც ზუსტად არ ვიცი რას ეძებდა ამის ავტორი , ამიტომ აქ არც პორნო საიტის ლინკს დავდებ და არც ჩემს ტუტორიალს როგორ გავალამაზოთ ოთახი მინიმალური ხარჯით: )))

ნუ ჩემს ბლოგზე კი არის რამოდენიმე ჩანაწერი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე, ზოგადად ორიენტაციაზე და საზოგადოეებაზე, მაგრამ აი შემდეგი სამი სერჩ თერმი ეს უკვე რაღაც ნიშანია მგონი :

    • lezbianka var
    • ლესბო სექსი
    • ლესბოსელი
ჰოდა პირველის გარდა დანარჩენმა ორმა ”ხოწ” ის იცის, რომ never_hesitate_by_suzi9mmლებოსელია სწორი და არა ლებოსელი. ჩემო სულიერო დებო (ალბათ ამ  შემთვევაში ესე ჯობია, აბა ძმებო არაფრის დიდებით არ ჯდება ლოგიკაში , მგონი ) მობრძანდით , დაბრძანდით და თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ ბლოგზე. მართალია ჯერ ლესბოსური თემატიკით არ დამიტვირთავს ჩემი ჩანაწერები, მაგრამ თქვენი ხათრით ვიფიქრებ ამაზეც :)

 

ნელა ნელა გვიახლოვდება სექსუალური თემატიკა და აი პირველი მერცხალიც:

    • კაცის ორგაზმის იმიტაცია
სიმართლე თუ გინდათ მე საერთოდ არ ვიცი როგორია ორგაზმის იმიტაცია და მით უმეტეს კაცის ორგაზმის იმიტაცია (ვაფშე ეხლა მეც გამიკვირდა ეგეთიც არსებობს რამე? ლოგიკური და ბიოლოგიური თვალსაზრისით მგონი ცოტა რთული განსახორციელებელია), მაგრამ გადავატრიალე რა ყველა საიტი და სერჩ ენჯინები ეგეთი რამე საერთოდ არსად გაკვრითაც კი არაა ნახსენები :)) ჰოდა გამოდის რომ კაცის ორგაზმის ან ორგაზმის კაცის ან როგორც არის - იმიტაცია რაღაც ისეთი ახალია რომ ჯერ მასზე ინფოც კი არსად დევს :)

ჰოდა ისა შემდეგი ორი აბზაცი ფაქტიურად რეკლამაა , რეალურად კი რეალობა (სიმპატიური და ხელმისაწვდომი რეალობა)

    • მასაჟისტების მისამართები
ნუ ერთადერთი მასაჟისტი რომელიც მე ვიცი, რომლის შესაძლებლობაც lookმე გამომიცდია, რომელიც ძალიან შედეგიანი მასტერია, ჩემს სახლში, ჩემს ზემოთა სართულზე ცხოვრობს და ძმად მეკუთვნის. თანაც სერტიფიცირებული მასაჟისტი გახლავთ , მატყუარა და თვითნასწავლი ტიპი  არ გეგონოთ (სურვილის შემთხვევაში კომენტარში დაწერეთ დაინტერესების შესახებ, მე მასთან დაგაკავშირებთ) მოკლედ ერთადერთი და ძალიან სიმპატიური მასაჟისტი რომლის სერვისით აღფრთოვანებული ვარ გახლავთ - ლუი :)

 

ჰო ისა რა შუაში იყო ასე აბდაუბდათ მოწოდება ამ ყველაფრის,  მაგრამ ესეც უნდა განახოთ:

    •  ვუაიერისტის ოცნება
ხომ არ გაქვთ ოდნავი წარმოდგენა მაინც რა შეიძება იყოს ვუაიერისტის ოცნება? დიდი უზარმაზარი ნუდისტური პლიაჟი? თუ შუშის შენობა სადაც ცხოვრობენ და აქვთ სექსუალური ცხოვრება წყვილებს? აი წარმოდგენა არ აქვს ეს რას მოიცავს და ვინმემ დამეხმარეთ. ისე რავა ყველა ”იზვრაშენეცი” ჩემს ბლოგზე ხვდება კაცო? გავგიჟდი : )

შემდეგ ნაწილში გავაერთიანებ ყველაზე ყველაზე შტერულ სერჩებს, ნუ ან სერჩებს რომელიც დაახლოებით 6-10 წლის ბავშვების მიერაა განხორციელებული (იმედს ვიტოვებ რომ ეგრეა)

    • რისგან აკეთებენ თიხას
    • საწოლის კარადა
    • ♥ პირველი სიყვარული ♥ . . .
რავიცი, რავიცი მეგობრებო … რა გითხრათ. თიხას რისგან აკეთებენო იგივე კატეგორიის შეკითხვა - მაგალითად წყალი რისგან კეთდებაო რომ იკითხოს ვინმემ, მაგრამ კარგით აგერ ბატონო ცოტა ინფო თიხაზე :

”ქიმიურად თიხა ალუმინის სილიკატია, რომელშიც ალუმინის ზოგიერთი იონი სხვა მეტალებით არის ჩანაცვლებული. მინარევის სახით ხშირად გვხვდება რკინისა და მაგნიუმის სილიკატები. ამ “უცხო” იონების რაოდენობაზე დამოკიდებულებით, თიხა სხვადასხვა ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებს ამჟღავნებს – წყალგაჯერების, პლასტიკურობის, ადსორბციის და სხვა მრავალ შესაძლებლობებს. იერთებს რა მეზობელი ქანებიდან სხვა ქიმიური ელემენტების მარილებს, თიხა მკურნალობასა და გაჯანსაღებაში გამოყენების დამატებით ძალებს იძენს.”

საწოლის კარადაზე საერთოდ არ ვიც რა დავწერო, ჩემი უშრეტი და გარყვნილი ფანტაზიაც კი ვერ გასწვდა ამ ფენომენს და ვერაფრით მოვიფიქრე როგორი, ან რა შეიძლება იყოს საწოლის კარადა : ) თუ გაქვთ იდეა მომაწოდეთ ის კომენტარებში …

და ბოლოს რაის პირველი სიყვარული და საერთოდ რა არის სიყვარული? კიდევ გჯერათ ზღაპრების?  სიყვარული მე ვიცი , არა საერთოდ არ ვიცი მე სიყვარული და მაგისთანა მონაჩმახები :) სადმე სხვაგან ეძებეთ მსგავსი სენტიმენტალური რაღაცეები.

ა ხო ამ თემასთან დაკავშირებით :

    • შეუძლია თუ არა ბიჭს სიყვარული
კიდევ ერთი კითხვა ფანტასტიკის სფეროდან. აბა როგორ არ იცით რომ კაცებს მხოლოდ ჭამა, სასმელის უგონოდ შთანთქმა, გარემოს 42911pUwt_wდანაგვიანება და ფეხბურთზე გაუთავებელი საუბარი შეუძლიათ. ნუ შიგადაშიგ კიდევ სექსითაც ირთობენ თავს, აი სადღაც ფეხბურთის მატჩსა და ლუდის შთანთქმას შორის მაგრამ სიყვარული? ნურას  უკაცრავად, ეგ მათ მოვალეობასა და შესაძლებლობებში არ შედის.

ჰო კარგით , კარგით გვეყო ხუმრობა და თუ ვაღიარებთbeer_by_paradigmpictures იმას, რომ ყველა ადამიანს განურჩევლად რასის , მრწამსის და ბევრი სხვა დეტალისა აქვს სქესი და მოთხოვნილებები ესეიგი სიყვარულიც შეუძლიათ.

ჰოდა აქედან დასკვნა - შეუძიათ ბიჭებს (კაცებს) სიყვარული , მაგრამ ამას დამუღამება და კაიფის დაჭერა სჭირდება, ცოტა უცნაურები არიან -საააააყვარლეეეები :))))))

 

ჰო ისე ზუსტად ბოლოსკენ შემოვინახე და ვიღაცა ეტყობა რჩევას ეძებდა:

    • საუკეთესო სათაურები პოსტებისათვის
ნუ რაღა დაგიმალოთ და ძალიან მომწონს ხოლმე ექსცენტრული და დამაინტრიგებელი სათაურების მოფიქრება , მაგალითად როგორებიცაა:
  1. კრატიის დემო ვერსია საქართველოში
  2. მითიური სექსუალურობა ჩვენი ტვინის ხვეულებში
  3. MONEYფესტაცია და MOREაზმი
  4. მე – Amor –ები….
  5. შინდისფერი ბადრიჯნის ემოციური აღიარება....

და კიდევ მრავალი, მრავალი სხვა ასეთი სათაური. მოკლედ მე თუ მკითხავთ - შეიძლება სათაური დაახლოებითაც კი არ იყოს აზრობრივ კავშირში პოსთან , მაგრამ სამაგიეროდ დააინტრიგოს და დააინტერესოს პოტენციური მკითხველი. ასე რომ იყავით ორიგინალურები და ენდეთ ფანტაზიას.

და ბოლოს (დიახ დიახ მივედით ბოლოში) ყველაზე გენიალური სერჩი რომელიც ფაქტიურად ჩემი სიამოვნების ძირითადი მიზეზი და აღტკინების წყარო იყო

    • ჩორვენის საკუთრება
დიახ მეგობრებო, ყველფერი რაც აქ იწერება გახლავთ ჩორვენის ინტელექტუალური საკუთრება (ვისაც გუგლ რიდერში გამოწერილი გაქვთ ბლოგის სიახლეები იმათ გეცოდინებათ ეს ამბავი ) და გთხოვთ სანამ გამოიყენებთ რაიმე ინფორმაციას ან სტატიას ჩემი ბლოგიდან კარგად დაფიქრდით , დამდეთ პატივი მკითხოთ და შემითანხმოთ ეს ამბავი.

mgoni-vso

მოკლედ ასე დასრულდა ეს პოსტიც. გემშვიდობებით და იმედი მაქვს ძალიან არ დაიღალეთ ამდენი კითხვით, მე ხომ ვზრუნავ იმაზე , რომ თქვენს თვალებს არაფერი ვავნო, ამიტომ დღეისთვის ამით შემოვიფარგლები.

Tuesday, January 26, 2010

გეი or not გეი ? შიში or not შიში?

პოსტის მუზა გახლავთ დიალოგი, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა (არაზუსტი ციტირება)

b111 ”იყოს გეი მაგრამ მე არ შემიძლია მასეთთან ურთიერთობა, ეგეთი ადამიანი არასტაბილური იქნება.

მე რომ ჩალიჩი დამიწყოს უნდა ვცემო”

 

 

რა საინტერესოა ასეთი დამოკიდებულება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ არა?

LGBT_Pride_Symbol_Plaques_by_wastedXpandas copyმე ვიცი რომ არსებობენ ჰომოფობები, არსებობენ ნეიტრალური დამოკიდებულების მქონე ადამიანები …

მაგრამ ამ ფრაზის ავტორი რომელი უფროა ვერ გავარკვიე…

  

ჰომოსექსუალებს არ ერჩის მაგრამ მათ მიმართ მაინც აქვს (ან ექნება) აგრესია ხო? ანუ გამოდის რომ ნეიტრალურად დამოკიდებული არაა?

და საერთოდ რატომ ეშინია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანთან ურთიერთობა ან ის რომ მან ”ჩალიჩი” დაუწყოს? იქნებ იმიტომ რომ შესაძლოა მასშიცაა რაღაც არატრადიციული და ეშინია უცებ არ გაეხსნას? ეშინია, რომ ვეღარ შეებრძოლება მის ამ სულიერ ნაწილს და ”დანებდება” ? აფრთხობს ის , რომ მისი განსხვავებული მისწრაფებები იმძლავრებენ და მაშინ ”უღალატებს” ყველაფერს რაც მას აქვს და მის გარშემოა?

ანუ სიმართლის და საკუთარი თავის ეშინია ასეთ ადამიანს?

bbb5

 

რა რთულია აღიარო ის რაც მოგწონს და გინდა მიუხედევად იმისა რას ფიქრობენ და როგორ აღიქვამენ ამას სხვები…

 

ძალიან რთულია ერთმა ებრძოლო მთელს არმიას, რომელიც უნამუსოდ გიტევს, გაცხრება თავს და მეტიც - აგრესიულად გავიწროვებს…

რატომ უნდა დამალო შეგრძნებები და სურვილები ვიღაც ეგოისტი და შეუვალი ადამიანების გამო? რატომ უნდა იჯდე საფარში და ჩუმად აკეთო ის რც უსაზღვრო სიამოვნებას განიჭებს?

bbb2არც ერთი არგუმენტით დასაბუთებული ჰომოფობია ან თუნდაც ზოგადად სხვის პირად გადაწყვეტილებებში ჩარევა არ მესმის და არ ვამართლებ,…

……არათუ ვამართლებ მეზიზღება!

Sunday, January 24, 2010

ემოციის ემოციური ემოცია


ხშირად მაქვს მომენტები როდესაც ჩემს ემოციაზე მეტად ჩემს მიერ განხორციელებული ქმედების სემდეგ გაჩენილი ემოცია მიხარია....
მე ემოციის ემოცია მიყვარს.



ყველას გეცოდინებათ რომ სიცილი გადამდებია, გამოდის რომ ეგეც ემოციის ემოციაა რომელიც ისეთი ძლიერი და შთამბეჭდავია რომ მომენტალურად ედება და ითვისებს ყველას ვინც ახლოსაა....

რა სასიამოვნოა საღამო გატარებული მეგობრებთან ერთად, საუბარი, მაიმუნობა , ბევრი ფოტოები .....

ყველა ემოცია განსხვავებულად მიმყვება და სხვადსხვანაირ მუხტს მაძლევს....
კარგად გაკეთებული საქმე სიამაყეს იწვევს
დასახული მიზნის მიღწევა აღფრთოვანებას
კარგად გატარებული დრო აღტკინებას რაღაც სიმსუბუქეს მიტოვებს....



 არასოდეს გქონიათ აღმაფრენა თუ რავიც რა ქვია უაზრო აღტაცება იმისგან რომ ვიღაც გაახარეთ? სიამოვნება მიანიჭეთ?

მე მიყვარს ემოციები რომლებიც ემოციებს აჩენს....



Thursday, January 21, 2010

გენდერი და გულწრფელობის სურვილი

დღეს სამსახურში მქონდა მომენტი როცა არაფერს ვაკეთებდი და ბლოგერზე დავიწყე ახალი ბლოგების მოძიება.

დაახლოებით 200მდე ბლოგს ჩამოვუარე და უფრო მეტი გამოვტოვე , ხოდა შევნიშნე ერთი რამ:

ბლოგების უმეტესობა მდედრებს ეკუთვნით მამრები კი აშკარა უმცირესობაში არიან.

boy_girl_symbols

გამიჩნდა კითხვა – რატომ?

იმიტომ რომ მამრებს არ უყვართ წერა?

იმიტომ რომ ისინი მიდრეკილი არ არიან გულწრფელობისკენ?

ggg222იმიტომ რომ არ უყვართ საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება?

იმიტომ რომ ნაკლებად სცალიათ ინტერნეტში საბოდიალოდ?

თითქოს ყველა კითხვაზე პასუხი არა არის მაგრამ მაინც, რეალობა სულ სხვაგვარად გამოიყურება.

იქნებ თქვენ გაქვთ ახსნა ამ ყველაფრის? გადახედეთ საკუთარ ბლოგროლებს ნუთუ მანდაც იგივენაირი არაა თანაფარდობა?

მოკლედ ასეთია დღეისთვის მონაცემები შეფარდება მდედრები / მამრებზე ბლოგოსფეროში გახლავთ 80/20 ზე .

ggg111

პატვისცემით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მე.

Monday, January 18, 2010

მუზა რომელიც ჩემი არასოდეს ყოფილა…

ისე შევხვდით როგორც სრულიად უცხო ადამიანები, თითქოს აქამდე ერთმანეთს მხოლოდ გამარჯობას ვეუბნებოდით, ისე თითქოს არაფერი არასოდეს გვქონია საერთო…

მასთან საუბარი ამ დღემდე მხოლოდ გაურკვევლობას მიტოვებდა, მხოლოდ ის ახერხებდა შეეძრა ჩემი არსების ყველა კუნჭული და თანაც ისე აუღელვებლად და ცივი გონებით, რომ სიშმაგის გარდა სხვა ემოციას ადგილს არ უტოვებდა ჩემში…

ზამთრის სუსხიან საღამოს , მაშინ როდესაც ყველა საკუთარ თავში იკეტება და თბილ ქვეყნებზე ოცნებას იწყებს მე გულწრფელობამ შემომიტია… სინამდვილეში გულწრფელობაზე უფრო მეტად ცნობისმოყვარეობა იყო მიზეზი იმ ყველაფრისა რაც მე იმ საღამოს მოვყევი, ვაღიარე თუ გავიხსენე…

ჩემი წარსული (მართალია სულ რაღაც 22 წელიწადს ითვლის, აქედან კი მხოლოდ 8-9 თუა ჩემი ჩამოყალიბებული პიროვნების მიერ შექმნილი და განვლილი მაგრამ მაინც ჩემი ქვია) ჩემი ისტორიაა, ისტორია რომელიც მიყვარს, რომელსაც ვუფრთხილდები და გაზიარება მენანება, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევა იყო….

საუბარი საერთოდ არ მიდიოდა იქითკენ საითაც შემოტრიალდა, ძალიან გულწრფელი ვიყავი იმ საღამოს, იმდენადაც კი რომ მე თვითონ არ მოველოდი… მოვყევი და გავუზიარე ყველაფერი… ყველაფერი რაც მას შეეხებოდა… მაინტერესებდა მისი დამოკიდებულება,  აზრი , ემოცია , შთაბეჭდილება ყველაზე მეტად კი რეაქცია, რეაქცია იმაზე რაც იყო და ამ მომენტამდე არ გაჟღერებულა…

მომისმინა. მისმენდა და ეცნობოდა ისტორიას გულდასმით… მე ვერ ვხედავდი მის თვალებს და არ მესმოდა მისი სუნთქვა , მე უბრალოდ ვუზიარებდი… სინამდვილეში მგონი არც მჭირდებოდა , ვიცოდი რომ მან ეს ყველაფერი ისედაც იცოდა…

იცოდა ალბათ ნაკლებად დეტალურად მაგრამ მაინც გრძნობდა , იყო მასში რაღაც ჩემეული თუ პირიქით…

საღამო გულისცემასავით რიტმული და უწყვეტი აღმოჩნდა … საღამო სუნთქავდა… მითრევდა და მაბრუებდა… წარსულის გახსენება წარსულზე სასიამოვნო აღმოჩნდა …ის არასოდეს ყოფილა ესეთი მშვიდი, არასოდეს მოუსმენია ასე აღფრთოვანებით… ან იქნებ მე ვცდები… იქნებ მე მინდოდა რომ ასე ყოფილიყო და წარსულიდან გადმოყოლილი ემოცია და სურვილები მეჩვენებოდა …

შეიძება ეს ყველაფერი ისეთივე არარეალური იყო როგორც ის რაც აქამდე მეგონა, რაც აქამდე მინდოდა რაც აქამდე იყო…

იყო კი რეალურად რამე? იქნებ ყველაფერი უბრალოდ იმ ერთი საღამოს უცნაური გადმონაშთია რომელიც ჩვენს მეხსიერებაში აღიბეჭდა და ისიც ნაწილობრივ?

ის იყო ჩემი მუზა, მუზა რომელიც მხოლოდ მე ვიცოდი რამდენის მომცემი იყო…

ემოცია რომელსაც ცეცხლი ეკიდა და მისგან ახლა მხოლოდ ნაკვერჩხალი იყო დარჩენილი ისევ ატკაცუნდა, მართალია არ ვიცი მას ისევ უწერია თუ არა აალება (მეეჭვება წარსულში დაბრუნება დიდად წარმატებული გადაწყვეტილება იყოს ნუ მოკლედ) მაგრამ მაინც ახრეხებს იგივე სიამოვნების და აღტკინების მოტანას…

მისი თვალები არ დამინახავს, არც მისი ხმა გამიგონია საუბარი ისევ ისე ერთი მსახიობის თეტრის სპექტაკლივით დასრულდა…

თუმცა დასრულდა კი?

მე ამაზე პასუხი არ მაქვს, ეს მხოლოდ გენიოსების ხვედრია…

საღამო დასრულდა , ისიც წარსულად იქცა … წარსულის წარსულად …

თუმცა ამ საღამოს მერე ისე დავცილდით ერთმანეთს თითქოს ერთი სულის ორი სხეული ვყოფილიყავით, ისე თითქოს არასოდეს არ ყოფილა ჩვენს შორის არანაირი განსხვავება გარდა იმისა რომ ორ სხეულში ვიყავით გადანაწილებული…

….ცარიელ ქუჩაზე უკანმოუხედავად გაუყვა ტროტუარს და ისე მსუბუქად მიაბიჯებდა რომ ოდნავადაც კი არ დაურღვევია იმ საღამოს მშვიდი განწყობა რომელიც ავსებდა მთელს სამყაროს ჩემს გარშემო ….

Freedom_by_tyt2000

Tuesday, January 12, 2010

ჩემი სადღესასწაულო ანდერძი

მაშინ როდესაც სიკვდილს გადავწყვეტ, ნუ ან სიკვდილი გადამწყვეტს იცოდეთ რომ დასაფლავება არ მინდა!!!

არ მინდა სადღაც დიდი სასაფლაოზე ჩემი უსახური საფლავი არსებობდეს, ზედ უაზრო ქვა ედოს ჩემი სახელით და გვარით!

ფეირვერკების ყუთებზე დამწვით! (ძალიან სერიოზულად ვამბობ ამას, ჩათვალეთ ანდერძია)

არ მაინტერესებს მე ვინ რას იფიქრებს, რა გრძნობა დაეუფლება…. მინდა ფეირვერკების თანხლებით დანაცრდეს ჩემი ნეშტი….

იცოდეთ აუცილებლად უნდა აასრულოთ ეს!! არ აქვს მნიშვნელობა როდის იქნება…. როცა იქნება….

იცოდეთ რომ ჩემი უკანასკნელი სურვილი , უკანასკნელი სურვილის წარმოთქმის დრომდე მაქვს ნათქვამი….

მინდა ჩემი სიკვიდლი ერთი სასაცილოდ მოსაგონარი მომენტი იყოს….

მინდა ფეირვეკებმა მოგჭრათ თვალი…. სიკვდილი ზეიმად უნდა იქცეს…

ამბიციური არ გეგონოთ ჩემი ეს ანდერძი, უბრალოდ ყველაფერი რაც სიკვდილს უკავშირდება არ უნდა იყოს უღიმღამო, მოღუშული და მუქ ფერებში….

ჩემი ფერფლი კი უშბის ძირას ან ჭაუხებში მოაპნიეთ…..

 

 

S7001281   VS .

Wednesday, January 06, 2010

შავმა სიკვდილმა მათ მოაკითხა ….

სიცოცხლე რომელიც ელვის სისწრაფით დასრულდა…. სიცოცხლე რომელიც ყველას დაენანა…

ჯერ ვერ გავიაზრე, ჯერ ვერ შევეგუე, ჯერ ვერ დავიჯერე … სხვაგან ვარ თითქოს…

სიცოცხლე სიკვდილით არ უნდა მთავრდებოდეს…

ძალიან ძნელია იმ აზრთან შეგუება რომ ვერაფერს ცვლი, ვერაფერს აკეთებ… მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლია შეეგუო…

1

გეცოდინებათ რა ძნელია შეგუება, რა ძნელია ფარ-ხმალის დაყრა…. გულის სიღრმეში ყველამ ვიცოდით, მაგრამ გვინდოდა დაგვეჯერებინა ის რაც უკეთესი იყო, ის რაც გვინდოდა რომ ყოფილიყო….

”გაზნექილია სართული ხალხით….

ჟღერს პანაშვიდი მოცარტით, ბახით….”

ასეთ დროს მინდა მჯეროდეს რომ ისინი სადღაც ახლოს არიან და ნამდვილად იციან აქ (ამ რეალობაში) რომ ვიღაცას დააკლდა, ვიღაცას გული დასწყდა, დაენანა და მოენატრება…

ყველამ მინდა იცოდეს რომ სიცოცხლე როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მაინც ღირს… მეზიზღება ადამიანები ვინც ვერ აფასებს რას ნიშნავს იყო ცოცხალი… დააფასეთ ყველამ ის რაც გაქვთ…

“არ არის სიტყვა, არ არის სიტყვა,

სიტყვა სამძიმრად რომელიც ითქმის….”

სიცოცხლე ძალიან უცბად სრულდება.

rip

in loving memories of

კაპოტა და დათო

Sunday, January 03, 2010

როდესაც დასაწყისშივე მოვიდა სიკვდილი …

არადა რა კარგად დაიწყო წელი….

რა სასიამოვნოდ ვითარდებოდა მოვლენები.. რა სასიამოვნოდ გავატარე 2 იანვრამდე დრო…..

და უცებ მოვიდა სიკვდილი ….

დიდი სისწრაფე… თბილი და ძალიან საყვარელი ადამიანები… შემდეგ შეჯახება და სამი სიცოცხლის დასრულება….

ასე არ შეიძლება!!! არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რაღაცეები… არც ვიცი გავბრაზდე, მეწყინოს, ვიტირო თუ რა ვქნა… ეს ყველა ემოცია ერთად მავსებს …

ყველა ძალიან შემეცოდა და ძალიან გული დამწყდა, მაგრამ ყველაზე მეტად კაპოტა დამენანა…

ძალიან სასაცილო ადამიანი, ჩემი კურსელი რომელიც ნახევარ წუთზე მეტად გაჩუმებული არ მახსოვს … არასოდეს მინახავს უენერგიოდ და მოწყენილი…

შეიძლება ვერ ვნახულობდი ყოველდღე, არ ვურეკავდი ხშირად, მაგრამ მართლა ძალიან ძალიან მიყვარს, უფრო სწორად მიყვარდა რადგან აღარ არის ცოცხალი თუმცა მე ხომ არ შევწყვეტ მის სიყვარულს…

ცეტი, ხმაურიანი და ჯიუტი არსება…

არ ვიცი რა დავწერო ესეც რომ დავწერე მიკვირს , უბრალოდ რამე რომ არ მეთქვა , არ ამომენთხია სადმე კიდევ უფრო გავჭედავდი!!!

 

R.I.P კაპოტ!!!

1a (63)