Friday, November 19, 2010

მზიანი ქუჩა უცხო ქალაქში

ჟღალი თმა და ღია ფერის თვალები მომღიმარ სახეს მუდამ მზისფერ ელვარებას აძლევდნენ.

უცხო ქალაქის (უკვე ნაცნობ მაგრამ მაინც ) უცხო ცის ქვეშ ამაყად დააბიჯებდა ყოველ საღამოს, ისე უბრალოდ მიმართულების გარეშე…

ტკბებოდა იმით რაც ჰქონდა , ან არ ჰქონდა, მაგრამ უნდოდა … ტკბებოდა იმით რომ იყო , რომ მარტო არ იყო… იმითაც ტკბებოდა რაც წინ ელოდა – სადღაც მომავალში…

მისი გაცნობა არ მეღირსა, მაგრამ მე მუდამ თვალს ვადევნებდი მას, პატარა სარკმლიდან - რომელშიც მთლიანი სურათი თუ არა  მისი პატარა  ნაწილები მაინც ჩანდა.

ზუსტად აქედან მქონდა წარმოდგენა მის ცხოვრებასა და ხასიათზე.

ეს გოგონა ყოველთვის ისე მოძრაობდა ქუჩაში თითქოს რაღაც ჰაეროვანს ჰყავდა ატაცებული და დააფარფატებდა.

far_off_memories__by_ShortAxel

მისი ცხოვრების დეტალები და ისტორიები არასოდეს მომისმენია, უფრო სწორად მათზე მქონდა ძალიან, ძალიან ზედაპირული წარმოდგენა დ გასაოცარია რამდენად ემოციურია და განსაკუთრებული ამ ადამიანის დამოკიდებულება ყველაფერი იმისდამი რასთანაც ნათესაურ კავშირს გრძნობს…

ისე ამ ადამიანს შემყურე ყოველთვის ვფიქრობ რომ ცხოვრების მცდარი და უცნაური გზები არ არსებობს, ყველა გზა რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ და მივუყვებით საუკეთესოა – იზიარებს ამას დანარჩენი სამყარო თუ არა. ყველა ქმედება არის საფუძველი და ბიძგი ჩვენი მიმართულებისა (მიზნისკენ თუნდაც).

ადამიანი   რომლისთვისაც ცხოვრება დიდი გამოცდაა , თამამად მიჰყვება ეკლიან ბილიკს…

საინტერესოა საიდან მოდის, სად მიდის და სადამდე მივა წითური , გაბრწყინებულ სახიანი გოგო, რომელსაც უცხო ქვეყნის , უცხო ცის ქვეშ დიდი ფერადი ქოლგა უჭირავს, თავაწეული მიუყვება სველ ქუჩას და ამინდის მიუხედავად მომავლის ნათელ გეგმებს აწყობს….

(პოსტის მუზა Sophie Sunny Golden)

11 comments:

  1. როგორც კი დავიწყე კითხვა, მაშინვე მივხვდი რომ სოფიზეა ^.^

    ReplyDelete
  2. სოფის გაცნობა ვერც მე მოვახერხე! :( ძალიან კარგი იყო ჩორვენ ;)

    ReplyDelete
  3. Как всегда в точку.

    ReplyDelete
  4. ჩორვენ, აააააა!!! შაბათის გასვლის შემდეგ ამაზე კარგი საჩუქარი რა უნდა დამხვედროდა ინტერნეტში :)
    I love life more than ever!!!
    შენც სასწაულად მიყვარხარ და მგონი, ზოგჯერ ის ადამიანები უფრო შთაგვაგონებენ, საერთოდ რომ არ გვინახავს და ასე, უცხო ცის ქვეშ წარმოვიდგენთ :)
    მადლობა!!!
    LIFE IS BEAUTIFUL AROUND THE WORLD!!!

    http://www.youtube.com/watch?v=wKe-oqJVgZI

    ReplyDelete
  5. Sunny mixaria tu shen sheafase dadebitad es posti ^^ yvelaze mnishvnelovani mainc eg iyo : )

    ReplyDelete
  6. მე კიდე პეპიზე მეგონა :)

    ReplyDelete
  7. აუ არადა პირველი სტრიქონები რომ წავიკითხე, ეგრევე "სოფი!!!" გავიფიქრე.
    კარგი პოსტია.

    ReplyDelete
  8. Anonymous1:03 AM

    მოგესალმებით საინფორმაციო პორტალ www.onlinenews.ge
    ჩვენ საიტზე იგეგმება აახალი რუბრიკის „ქართველი ბლოგერები“ დამატება, სადაც ვგეგმავთ განვათავსოთ,სხვადასხვა საინტერესო (არაპოლიტიკური) ბლოგები, გვინდა რომ რუბრიკა იყოს ყოველღიურად განახლებადი, ამიტომ გვაქვს სურვილი უფრო მეტ ბლოგერთან ვითანამშრომლოთ. გვაქვს სურვილი, მათ შორის იყოს თქვენი ბლოგიც. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ facebook-ზე http://www.facebook.com/#!/note.php?note_id=176084269071909&comments

    ReplyDelete
  9. ნუ, ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი რომ მეც სოფი წარმომიდგა თვალწინ გოგონას აღწერის წაკითხვისას :) თუმცა, არ ველოდი რომ სოფიზე იქნებოდა.

    ReplyDelete
  10. დახატვა მომინდა ;)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!