მესტიის მოლოდინში – დღე III – IV (21-25 აგვისტო)

მაშ მეგობრებო პირველი და მეორე დღის ისტორიები უკვე მოგიყევით დარჩა კიდევ სამი დღე.

000011

მესამე დღეს ანუ 23 აგვისტოს დილიდან ვიღაცა გზააბნეულმა რეგვენმა დაგვიფრთხო ძილი (დილის 8 საათზე აღრიალდა ჩვენს ბანაკში ადექით გათენდაო) , მართალია ისედაც ძალიან რთული ხდებოდა 10 საათის შემდეგ კარავში ძილი, რადგან მზე აჭერდა და საუნასავით ახურებდა შიგნით ყველაფერს , თუმცა გეტყვით, რომ მე ერთადერთი ვიყავი მთელს ბანაკში ვისაც 12 - 1 საათამდე მეძინა ხოლმე კარავში.

000007 

ჰოდა ამ დილას რადგანაც ძილი დაგვიფრთხეს და გელაც ადრეულად მოვიდა , ჩავსხედით ისევ მანქანაში და გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად უნდა გადაგვეხედა უშბისათვის რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა ეს.  ასე გავედით სადღაც მესტიის ზედა მხარეს (აი დაახლოებით იქით საიდანაც პირველ ღამეს მოვედით) და ჯერ კიდევ ნახევრად დაგებულ ტრასას ავუყევით სულ მაღლა და მაღლა.

გეტყვით რომ ტრასებს ელვის სისწრაფით აგებენ, 24 საათის განმავლობაში დაჰქრიან სატვირთო მანქანები გზაზე და დაახრიგინებენ მასალებს აქეთ იქით – ამის გამო მთელს ტყეში წარმოუდგენელი მტვერი და ბუღი დგას. გზაში მშენებლების საცხოვრებელ ადგილს წავაწყდით, სადაც ერთმა კეთილმა ქალმა გვითხრა მეორე მხარეს წადით და გზას სულ ზემოთ აუყევით სადაც გადამცემი ანძები დგას, აი იქიდან უშბას ხელისგულზე დადებულივით დაინახავთო.

tetnuld3 ushba

ჩვენც მეტი რა გვინდოდა გავუდექით გზას. მანქანაში კარტოფილებივით ვგორავდით ისეთი ნიადაგი და გზები გვხვდებოდა , თუმცა მაინც ძალიან გვიხაროდა. გზადაგზა რათქმა უნდა ისევ ვიღებდით ფოტოებს , ვნთქავდით მაოს მიერ მოწოდებულ ულევ ბარამბოს კარამელს და ვიყავით ბედნიერად. სულ მალე ჩვენი სანატრელი ანძებიც გამოჩნდა და აი იქ კი შეგვეკრა სუნთქვა უკვე მერამდენედ. ჩვენ არა მხოლოდ უშბას , არამედ თეთნულდსა და ნახევარ ზემოსვანეთს ერთ შემობრუნებაზე ვხედავდით. ჩვენს წინ ულამაზესი წრიული პეიზაჟი გამოჩნდა. ბედი გვაქვს ეტყობა რადგან თეთნულდისა და უშბას თავზე ცა მოწკრიალებული გახლდათ , ერთი მწიკვი ღრუბელიც კი არსად იყო. გავილაღეთ ყველამ, ჰაერს ხარბად ვსუნთქავდით და ფოტოაპარატებს დაუნდობლად ვცვეთდით. არც ერთი ხე , ბუჩქი და მწერი არ გამოგვიტოვებია.

DSC_0709 DSC_0644

ამის შემდეგ მალევე დაბვრუნდით ისევ მესტიაში სადაც იქაურ ეთნოგრაფიულ მუზეუმს მივაშურეთ. ისე ომახიანად შევაჭერით შიგნით რომ ვეღარ შემოგვბედეს იმის თქმა - ”ორშაბათობით მუზეუმი არ მუშაობსო” ასე აღმოვჩნდით ამ გენიალურ ადგილას.

DSC_0647 DSC_0666

მინდა გითხრათ რომ ის რაც თქვენ გინახავთ  (ან შეგიძლიათ ნახოთ) ოქროს ფონდში , არაფერი არაა იმასთან შედარებით რაც მე იქ ვნახე : )

ფოტოების გადაღება მთელს მუზეუმშია აკრძალული, თუმცა ძალიან დიდი თანხის სანაცვლოდ ნებას დაგრთავენ და ისიც მხოლოდ რამოდენიმე დარბაზში. ეს რომ გავიგე თავიდან გავბრაზდი, მაგრამ როდესაც მთელი მუზეუმი შემოვიარე ნამდვილად მივხვდი რატომ იყო ეს აკრძალვა შემოღებული და ამას ვერ გაიგებთ სანამ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არ შეაბიჯებთ.

ამ მუზეუმში აურაცხელი საგანძურია შემონახული. ანტიკური ხანის სამკაულები, სვანური ავეჯი და ერთ ერთ დარბაზში(რომელსაც მონადირეთა დარბაზი ჰქვია) წმინდა გიორგის შუბის წვერსაც კი გადააწყდებით.

e371de2c590f  3

ულამაზესი ოთხთავები არის გამოფენილი ხელნაწერთა დარბაზში, პირველი ქაღალდზე გადაწერილი ოთხთავიც კი ამ მუზეუმშია. წიგნები ულამაზესი ტყავის ყდებითა და ტყავისვე ფურცლებით. სასწაული ფერებით გაკეთებული მინიატურები და აპლიკაციები… მთელი მუზეუმში ყოფნის პერიოდი დაბურძგლული ვიყავი მთელს ტანზე…. ისტორიისა და ნივთების მოსმენა –ნახვის დროს მაჟრიალებდა იმის გაფიქრებაზეც კი რომ ეს ყველაფერი ამდენი საუკუნე იცით სად ინახებოდა?

4 6

სვანურ ოჯახებში – დიახ, დიახ სვანების ოჯახებმა შემოინახეს ეს საგანძური, სახლებში. ჩუმად ჰქონდათ გადამალული ყველა ეს სიმდიდრე და მათ გაყიდვაზე და გასხვისებაზე საკუთარი კეთილდღეობისათვის არც უფიქრიათ. (დიახ სვანეთიც საქართველოა – ის საქართველო რომელმაც მე ყბადაღებული დამტოვა)

ამ მუზეუმში ნახავთ ყველაზე უცნაურ ხატებს, ხატებს რომელებიც ძალიან მიწიერად არიან შესრულებული, წმინდანებს სვანებისათვის დამახასიატებელი იერი აქვთ სახეზე…

იცით კიდევ რა ინახება ამ მუზეუმში? -დროშა - ლემი, ოქროსფერი აბრეშუმის დროშა, რომელიც ქარში იბერება და ლომის ფიზიკურ ფორმას იღებს. თავის დროზე, ასეთი დროშა თამარმა შეუკერა სვანებს და გამოუგზავნა.

wm giorgis shuibistavi labsyaldis otxtavi

მოკლედ რთულია იმ ყველაფრის ჩამოთვლა რაც ამ მუზეუმში სულ 5 დარბაზში ინახება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, თქვენც დიდი ხანი (ისევე როგორც ჩვენ  5-ვენი) დაბურძგლულ ყბადაღებულები გამოხვალთ და ეზოში კიდევ დიდი ხანი ისაუბრებთ იმ საოცრებებზე რაც ინახება ამ უცნაური იერის მქონე – რელიეფიდან და ზოგადი არქიტექტურიდან ამოვარდნილ შენობაში.

5 5a26cf6a292d

დაბრუნებულებმა აღმოვაჩინეთ რომ ამ დღეს ჩვენს საკარვე ადგილს შემოემატა კიდევ 4 კარავი, ორი მომთაბარე მოგზაური გერმანელისა იყო (მარტინი და ჯოჰ) ხოლო ორიც საერთო ნაცნობებისა (ბაკოს მეგობრის და ჩემი მეგობრის მეგობრის და იმის მეგობრების) გახლდათ. ძალიან ბევრი ვესაუბრეთ ახლად მოსულ საზოგადოებას, ბევრიც ვიცინეთ და შემდეგ ყველა ჩვენ- ჩვენს საქმეებს შევუდექით.

ამ საღამოს ისევე როგორც წინა ორ დღეს ვისხედით თეთნულდის აივანზე და ვტკბებოდით ესტონელი მუსიკოსებისა და ჩვენებურების რეპერტუარით.

საღამოს მიწურულს ვისხედით ჩვენს საკარვეტერიტორიაზე, ვსვავდით ჩაის, ვთამაშობდით ცია-ციობანას და ველოდებოდით დილის 5 საათს რათა ბაკო გაგვეცილებინა ”მარშუტკამდე”

ამ საღამოს შეიქმნა ისეთი მარგალიტები როგორიცაა - ორი მამის ტყუპები და მრავალი სხვა. ბიჭები გადავრიეთ , გავყინეთ და მაშინ როდესაც გადავწყვიტეთ რომ ერთი საათით წაგვეძინა, კარავში შემძვრალმა დავხედე საათს და უკვე 5ის ნახევარი იყო. წუწუნ ღრიჭინით ავდექით, ჩავიცვით და ჩავყევით ბაკოს ცენტრში (ისე ბედად რომ არ დამეხედა მობილურისათვის ნამდვილად მოუწევდა ბაკოს 25მდე დარჩენა) :))

ჩავსვით ბაკო მარშუტკაში და ამოვედით უკან.

პ.ს ამავე დღეს წავიდნენ ქეთი და გელა ზღვისპირეთში- ასე რომ მე და მაო ბოლო ორი დღე დავრჩით ჩვენს მეზობელ კარველებთან ერთად.

შემდეგი და რიგით მეოთხე დღე (24 აგვისტო) ერთობ უმოძრაო გახლდათ, უფრო სწორად ნაკლებ მოძრავი. გაღვიძებისა და გამოფხიზლების შემდეგ ბიჭებთან ერთად (ბიჭებში ლევანი და ირაკლი იგულისხმებიან, იმიტომ რომ თორიკეს და პაატას გათენებისთანავე ვკარგავდით თვალთახედვის არედან) წავედით მჟავე წყლებზე და მდინარეზე სახვარჩალოდ.

000065

მდინარე ფრიად და ფრიად ყინულოვანი გალხდათ, ზუსტად ისე როგორც ეს მთის მდინარეს შეეფერება.მაო და ირაკლი ერთმანეთს ეჯიბრებდნენ ვინ უფრო დიდხანს გააჩერებდა ფეხებს მდინარეში ჩაყოფილს. საბოლოოდ ირაკლიმ გაიმარჯვა 4 წამის სხვაობით. ლევანი ჩვენს გარშემო დადიოდა და ამოწმებდა ტერიტორიას . უნდოდა სადმე მთელი ტანით გახვარჩალებულიყო, მაგრამ მდინარე ხომ საკმაოდ სწრაფი და ცივი გახლდათ , ამიტომ სადმე ცოტა დამდგარი და მშვიდი ადგილი უნდა მოეძებნა თორემ გაჰყვებოდა ამ წყალს ვინ იცის სადამდე და თან სადღაც 3-4 მეტრის მერე უკვე ალბათ თავგატეხილი და ნაკუწებად ქცეული.

  323654

ბოლოს ირაკლიმ უპოვნა ასეთი ადგილი ზუსტად იმის გვერდით სადაც ჩვენ ვისხედით და ლევანიც ჩაეწო. ამის შემდგომ მაომ იმ რესტორან –სახლის გვერდით იპოვნა მრგვალი მაგიდა სადაც ჩვენ  4-ნი შემოვუსხედით და მრგვალი მაგიდის რაინდებივით ჩავატარეთ რიტუალი (რა თქმა უნდა რიტუალის ავტორი და სულისჩამდგელი მაო გახლდათ) შემდეგ კი სეირნობ სეირნობით დავუბრუნდით ”სახლს”

საღამოს ძალიან გავერთეთ სომეხი მუსიკოსების – Сross road blues band-ისა  და ლატვიელების ჯგუფის Inculto-ს რეპერტუარით.

0000159ბევრიც ვიცეკვეთ, თუმცა კმვეთრ და გამომწვევ მოძრაობებს მაინც ვერიდებოდით რადგან ადგილობრივი ახალგაზრდობის (როგორც მამრი, ისე მდედრი ) წარმომადგენლები ამრეზითა და აგრესიული სახეებით იმზირებოდნენ და ჩვენც შარის აცილების მიზნით ფრთები ვერ გავშალეთ გემოზე, თუმცა ხმას მაინც არავინ გვცემდა (ნუ ბოლო საღამომდე მაინც, მაგრამ ეს შემდეგ ნაწილში).

საღამო ჩვეული სარიტუალო ჩაის სმითა და ბედნიერი საუბრით დასრულდა.

ჩემი პირადი ფოტოების ალბომი სვანეთიდან - Flickr

ჩემი და ბაკოს ფოტოები ერთად - FB

Post a Comment

7 Comments

  1. აი, ხო ვამბობ მე, მესტიის მუზეუმიდან გულგრილი ვერ გამოხვალთქო და კიდე იმასაც ხომ ვამბობ, სვენაბი აუტანლად იბღვირებიან, ცეკვა-მხიარულობის კი არა,მაღაზიაში სიგარეტზე ჩასვლის სურვილს დაგიკარგავენ თქო...
    ხოოდა, მართალი ვარ

    და რა კარგია რომ ამდენს წერ <3

    ReplyDelete
  2. Nastas - artali xar martali :D
    ho bevrs vwer damgoni sul 2 kaci kitxulobs magram me bolo dge kidev dasaceri maqvs :D

    ReplyDelete
  3. kai rame postia, visiamovne :)))

    ReplyDelete
  4. Anonymous5:48 PM

    "(როგორც მამრი, ისე მდედრი ) წარმომადგენლები ამრეზითა და აგრესიული სახეებით იმზირებოდნენ" როგორი მართალია.. მე მგონი ყველას მოვუყევი ვიღაც აბორიგენმი გოგო რომ უთავოდ გამოშვებით დამემუქრა მხოლოდ იმიტომ რომ მე და სამი ტურისტი ინგლისურად ვლაპრაკობდით :/

    ReplyDelete
  5. ძალიან საინტერესო პოსტია, მე თვიტონ ლაშქრობის და ბუნების დიდი მოყვარული გახლავართ და ამ პოსტს დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი.

    ReplyDelete
  6. ავთანდილ - მოხარული ვარ თუ მოგეწონათ

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!