Thursday, August 05, 2010

გიყვარდეს მტერი შენი?

ნუ მე მგონი ყველა ქართველმა იცის და ახსოვს 2008 წლის აგვისტოს არც თუ ისე მშვიდობიანი მოვლენები , რომელშიც ბევრი ქართველი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა/ტრავმა მიიღო, ბევრმა ახლობელი დაკარგა, ბევრიც უსახლკაროდ დარჩა და საბოლოოდ დიდი უბედურება დაგვატყდა თავს.

მე მესმის რომ ამაში ბრალი მიუძღვის რუს სამხედროებსა და მათ მეთაურებს, მეთაურებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს…. თუმცა აქვე მახსენდება ისიც რომ არც ჩვენი ხელისუფლებაა ”სუფთა” და ღვთის საჩუქარი.

მე მესმის რომ რუსეთმა ძალიან , ძალიან დიდი ტკივილი და ზიანი მოგვაყენა და ეს პირველად არ ხდება, მაგრამ ამის გამო მე რუსი ხალხი არ მძულს. მშვიდობიანი მოქალაქეები - ისევე როგორც ჩემი ქვეყნის, ასევე რუსეთისაც (და საერთოდ მსოფლიოსი) მხოლოდ იმაშია დამნაშავე რომ უღირს ხელისუფალს ირჩევს. (ისე რამდენი საუკუნე თურქ-სელჩუკები და სხვა ერები გვესეოდნენ, გვაპარტახებდნენ, სისხლს გვირევდნენ მაგრამ რატომღაც არ გვძულს , რატომ ნეტა? )

 676px-Georgia,_Ossetia,_Russia_and_Abkhazia_(en).svg

ომი არ ხდება იმის გამო რომ ერებს სძულთ ერთმანეთი.

არა, ომი ორი,  თუნდაც სამი ადამიანის პიროვნული პრიორიტეტებისა და მსოფლმხედველობის გამო იწყება.ომის დაწყება და სხვა ქვეყნის ოკუპაცია არ წყდება მოსახლეობის დონეზე , თორემ მე დარწმუნებული ვარ ამდენი ომები არ იქნებოდა და არც ამდენი ადამიანი დაიღუპებოდა. ვინ დაუჭერდა მხარს ომს როდესაც იქ მათი შვილები უნდა დახოცილიყვნენ? თუნდაც უკეთესი მომავლის იმედით?

ხომ ნათქვამია დღევანდელი კვერცხი გერჩივნოს ხვალინდელ ქათამსო (ან პირიქით)?

მე არ მესმის არც იმათი ვინც რუსეთის პოლიტიკას (და ხელისუფლების ქმედებებს) მხარს უჭერს და მოსწონს , მაგრამ არც იმათი ვინც ”დუმა”ში მჯდომი 150 კაცის გამო მთელს ნაციას იძულებს.

ეს რომ ვთქვი ასეთი რამე მიპასუხეს:

”ეგ "მშვიდობიანი" მოსახლეობა იყო 2008 წელს პუტინს ტაშს რომ უკრავდა!”

ამას ვინც ეთანხმებით ეხლა მე გკითხავთ – ჩვენი მოსახლეობა არ იყო შევარდნაძეს რომ უჩოქებდა დაბრუნდიო და აფხაზეთი გაასხვისა? ჩვენი მოსახლეობა არ იყო სააკაშვილს ვარდებით რომ ამკობდა და ვაშა ვაშას ეძახდა? (გამსახურდიას პერიოდი საერთოდ რომ არ გავიხსენოთ ჯობია)

ანუ რა გამოდის? ყველა ერი იმსახურებს მის მეთაურს არა??

და ეს ყველაფერიც რომ დავივიწყოთ – მართმადიდებლები და ღვისმოსავები რომ ვართ, შემახსენეთ ერთი მტრობის თემაზე რას გვასწავლის ეს რელიგია ???

flag-georgia

ასეა ეს ჩემო მეგობრებო … სიძულვილი კლავს, თუნდაც ყველაზე მოსისხლე მტერი გძულდეს… (არაა აუცილებელი გიყვარდეს მაგრამ მაინც…)

’მტერი კი არ უნდა გძულდეს, სამშობლო უნდა გიყვარდეს და იცავდე’

14 comments:

  1. ყველა ერშია ცუდი, კარგი და გამო**ევებული, სამწუხაროდ გამო**ევებულები ჭარბობენ, მაგრამ არაუშავს :დ

    რუსეთის მიმართ აგრესია ხალხის 99%-ს ექნება, მაგათშორის მეც :|

    მაგრამ, როგორც ერთი ერის მიმართ მქონდეს ზიზღი არა :))


    პ.ს ვერ ჩამოვაყალიბე სათქმელი, მაგრამ იმედია მიხვდები :უსერ:

    :შ

    ReplyDelete
  2. ბოღმებმა რა ვქნათ, კაცო, ა?

    ReplyDelete
  3. იუ არ ვრაით
    ფოტო რომ გავრცელდა ფბ-ზე - ბოგ იესტ! - ძალიან მომეშალა ნერვები.
    იმ ხალხზეც ვგიჟდები- ეგრე მოუხდებატო რომ ამბობენ.

    ReplyDelete
  4. სრულიად ვეთანხმები ყველაფერს ჩორვენ, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ- ძალიან ცუდია როცა თავისი ქვეყნის სიყვარულს და პატროტიზმს მხოლოდ რუსებისადმი სიძულვილით გამოხატავენ...რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ომს იწყებს- საინტერესოა იგივენაირად მოიქცეოდნენ მათი შვილების სიცოცხლესაც რომ საფრთხე ემუქრებოდეს?? ან გაუშვებენ თავიანთ შვილებს ომში, რომელიც თავად წამოიწყეს?? ადვილია იომო სხვების სიცოცხლის ხარჯზე...

    ReplyDelete
  5. რადიკალიზმი ყოველთვის დამღუპველია, პათეტიკურად კი ჟღერს, მაგრამ ასეა :) და ქართველი ხალხი ხომ ზუსტად ასეთია - ან აღმერთებენ, ან სძულთ.

    არ მესმის, პუტინის გამო რატომ უნდა შევიძულო, მაგალითად, 'სამსახურეობრივი რომანი', რომელიც ძალიან მიყვარს.

    ReplyDelete
  6. Natalia- egrea da aravis esmis :|

    bushka - egecaa ki , namdvilad saechvoa

    Agasfer - civi cyali shaisxi (sado ar mkitxo , ici isec) :P

    ReplyDelete
  7. ai miyvarxar am postis mere :))
    martlaaa <3
    dges forumze rom vkitxulobdi nawerebs, gadaiwvano, amoifufkuno da asetebs, magrad damwyda guli ra, gana imitom rom dzalian ketili var da ai ukve frtebi amomiva angelozis, ara !! ubralod ar sheidzleba mase.

    mec ar miyvarnan is rusebi vinc chvenze cuds laparakobs, magram amati cudi sityva iseve chveni bralia, nebismiers rom kitxo yvelas fexebze kidia rusi ras ityvis qartvelze, magram rom shexvide nebismier forumze, saitze, youtubis videoebis komentarebi rom naxo, yvelgan midis gineba rus da qartvels shoris, da es ar aris ramodenime adamiani, atasobit arian.
    martali ar miyvarnan is rusebi churkebs da atas sazizgrobebs rom gvedzaxian, magram es ar madzlevs uflebas mixarodes rom ik vigac bavshvi iwveba tavisive saxlshi, vigac moxuci rcheba mteli tavis cxovrebis nashromis gareshe, da ise weren foumze, rom vinmem rom waikitxos, egonebat chvenze bogma da boroti xalxi ar arsebobs, arada xo arcerti ar aris maseti, magram ra axarebt aq udanashaulo xalxi rom iwveba da ubedurdeba magas ver vxvdebi.

    ReplyDelete
  8. Kikit - mec ar mesmis eg : |
    sheizleba gagixardes rom ai rusets zlivs ekonomikuri ryevebi eqneba da rom biujetze daenzreva rom politikosebi fuls vegar shechamen kai xani da rom tavi etkinebat amdeni problemisgan da rom mative xalxi gajegvavs magram is rom vigac daigupos da tan iseti romelic ubralod cxovrobs iseve rogorc me da sakutari sisulelis msxverplia rom uxaroda misi qveynis metauris mosvla da arseboba zalian zalian sacodaobaa da eg ar unda gvixarodes ubralod adamianobis momentia da tu eg gvixaria sxvisken titi agar unda gavishvirot

    ReplyDelete
  9. "ყველა ერი იმსახურებს მის მეთაურს არა??" 100%. რასაც ვიმსახურებთ, იმას მივიღებთ და თუ რამე არ მოგვწონს, საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ.

    ხოდა სიძულვილს რაც შეეხება, ძალიან რთულია ამის გადალახვა, ალბათ ბევრისთვის შეუძლებელიც, მაგრამ სიძულვილი კარგს არაფერს მოგვიტანს. უნდა დავძლიოთ როგორმე.

    მომეწონა პოსტი.

    ReplyDelete
  10. სულ ბოლო წინადადება რო არა, პოსტი არ მომეწონებოდა...
    თუმცა,მტერიც რატო არ უნდა გძულდეს?!

    ReplyDelete
  11. Zorbeg - imitom ar unda gzuldes saertod aravin rom sizulvili abrmavebs da asulelebs adamians. sizulvilis kamo kargad sag azrs da rac mtavaria Adamianobas

    ReplyDelete
  12. ჩორვენიკო..
    დომენი ავიღე და შემცვალე შენს ლისტებში: http://www.vasassi.com/

    ReplyDelete
  13. მტერი არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ პატივს უნდა სცემდე იმიტომ რომ მტერია.

    სამწუხროდ ჩვენ ეს პატივისცემა არ გვაქვს, უკიდურესობაში ვვარდებით, ან ძალიან აბუჩად ვიგდებთ ან კიდევ ტრაკს ვულოკავთ.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!