წინ ლაშქრობა გველის - დროა ზურგჩანთა ჩავალაგოთ

როგორც იცით ლაშქრობებზე და ზოგადად ბოდიალზე ბევრს ვწერ ხოდა ერთ ერთი ასეთი  (სტუმრის )პოსტი  დავწერე ამას წინათ დვორსკის დღიურისათვის , მინდა ის აქაც გაგიზიაროთ.

მოკლედ, მეგობრებო, ვინაიდან და რადგანაც საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი მისვლა/მონახულება - არდადეგების საუკეთესო ვარიანტია ლაშქრობა.

იმისათვის რომ ლაშქრობა დაგეგმოთ (თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ) უნდა ნახოთ ეს ტუტორიალი.

ამის შემდეგ კი გააგრძელოთ ამ პოსტის კითხვა, რადგან ყველაზე მთავარი ატრიბუტი, ზურგჩანთა - თქვენი ყველაზე ახლო და საყვარელი მეგობარი იქნება მთელი ლაშქრობის მანძილზე და თუ ყურადღებით არ მოეკიდებით მისი ჩალაგების საკითხს, მერწმუნეთ, თქვენი ლაშქრობა შეიძლება ჯოჯოხეთს დაემსგავსოს.

მაშ ასე, ვიწყებთ :

უნდა ავიღოთ ზურგჩანთა, საუკეთესო ვარიანტია 40 ლიტრიანი (დიახ, დიახ ზურგჩანთის ზომა ლიტრებში იზომება). ეს საშუალო ზომის ჩანთა გახლავთ.

შემდეგ დავალაგოთ თან წასაღები ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე საძილე ტომარა, კარავი და "პარალონი".

ახლა დავაკვირდეთ ჩვენს მიერ დალაგებულ ნივთებს და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ - აქედან ყველა ნივთი  გვჭირდება თუ არა.


დავიწყოთ ჩალაგება.

ავიღოთ დიდი სანაგვე პარკი (შავები და ცისფრები რომ იყიდება ყველა მაღაზიაში, ისეთი) და მოვათავსოთ შიგნით ჰორიზონტალურად საძილე ტომარა და კარავი (თუ კარვის ჩანთა ძალიან გრძელი არაა, ანუ არ აჭარბებს ჩანთის სიგანეს). თუ კარვის სიგანე აჭარბებს ჩანთის სიგანეს, მაშინ ცოტა ხანი მოიცადეთ და განაგრძეთ კითხვა.

შემდეგ იგივე სანაგვე პარკს ვაფენთ მთლიან ჩანთაში (აი ისევე როგორც სანაგვე ყუთში ვაკრავთ ხოლმე).

ახლა კი დავიწყოთ ნივთების გადანაწილება ჩანთაში, მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.

  1. ჩანთის სულ ქვედა ნაწილში აუცილებლად უნდა იდოს მყარი რამ, ისეთი, რაც არ იყანყალებს - ანუ კარავი (თავის ჩანთაში შეფუთული) და/ან საძილე ტომარა. თუ კარავი ჩანთაზე განიერია, მაშინ ის ვერტიკალურ მდგომარეობაში იდება ჩანთის ძირითად ნაწილში, ტანსაცმლის რომელიმე გვერდზე, ჩანთის მთელი სიგრძის გაყოლებაზე.
  2. ჩვენს მიერ ჩანთაში ჩაფენილ ცელოფნის პარკში ვიწყებთ (დაკეცილი და მაქსიმალურად დაპატარავებული) ტანსაცმლის ჩალაგებას. სულ ქვემოთ უნდა ჩადოთ ყველაზე თბილი თანსაცმელი, შემდეგ უნდა ჩადოთ შარვალი-ბრიჯი-შორტები და მაისურები, ზემოდან კი უნდა დაადოთ რამე თბილი, საშუალო სისქის მოსაცმელი და "ბასანოჟკები", "ჩუსტები" ან რაიმე მსუბუქი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
  3. გაინტერესებთ რას ვუშვებით ტრუსებს, წინდებსა და პირადი ჰიგიენის ნივთებს? გეტყვით ეხლავე. ეს ყველაფერი უნდა მოთავსდეს ჩანთის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებში (ან სულაც წინა ჯიბეში - გააჩნია, როგორი ჩანთა გაქვთ).
  4. ჩანთის ზედა დასახურ ნაწილს, შიგნიდან ან გარედან პატარა ჯიბეა მოთავსებული. მინდა გითხრათ, რომ ეს ჯიბე ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ უნდა ჩადოთ ის ნივთები, რომლებიც გზაში ხშირად დაგჭირდებათ. ასეთებია - მზის კრემი, კანფეტები ენერგიისათვის, აიპოდი ან სხვა მუსიკალურ-გასართობი რამ, ბენდენა ან ქუდი, ტუალეტის ქაღალდი  და სველი ხელსახოცები.
  5. "პარალონი" არის საძილე ტომრის ქვეშ დასაგები, სითბოს შემნარჩუნებელი, ოდნავ რბილი, თხელი ლეიბი. პარალონი მაგრდება ზურგჩანთის გარეთა მხარეს სპეციალურად დატოვებული/გამოყოფილი სარტყლებით.
  6. მაშ ასე, შეიძლება ითქვას, რომ ზურგჩანთა ჩავალაგეთ. ახლა ჩალაგების სიზუსტის შემოწმების დროა. აიღეთ თქვენი ჩალაგებულ - შეკრული ჩანთა და მოიკიდეთ ზურგზე. მოიჭირეთ სახელურები და დააყენეთ სასურველ ზომასა და სიმჭიდროვეზე, შეიკარით წელზე შემოსარტყამი სპეციალური ქამარიც (რომელიც უზრუნველყოფს ჩანთის წონის სხეულზე ზუსტ და თანაბარ განაწილებას) და გაიარ-გამოიარეთ რამდენიმე ნაბიჯი.
    თუ თქვენი ზურგჩანთა არ გექაჩებათ უკან, ან არ გძლევთ რომელიმე მხარეს, გილოცავთ - თქვენ ამ საქმეს თავი საუკეთესოდ გაართვით!
  7. გისურვებთ საინტერესო და სასიამოვნო ლაშქრობას!

Post a Comment

14 Comments

  1. არასდროს არ ვყოფილვარ სერიოზულ ლაშქრობაზე :შ

    ReplyDelete
  2. kidev minda. ar meyo is 2 dge :|

    ReplyDelete
  3. ზურგჩანტის და ბარგის ჩალაგებაში ვარ სპეცი :)
    მაქსიმუმ 10 წუთში ჩავაბარგებ ყველაფერს რაც მჭირდება, თან იმ დროზე გათვლით რა დროც უნდა ვიყო წასული :D :D

    სამჭუხაროდ საძილე ტომარა არ მაქვს, არც სპეციალური მთაში სასევლელი ბატინკები. იმედია შევიძენ ამ წელს.

    ReplyDelete
  4. ძალიან მაგარია ლაშქრობებზე თუ დადიხარ ♥
    ესეთ ხალხს ბევრს არ ვიცნობ და არც ბევრნი არ არიან თან გოგოები მითუმეტეს :D მოკლედ მიხარია რომ ესეთი ხალხი არსებობს ; )

    ReplyDelete
  5. Finch - : ) kargia shens tu "chveniani" xar : ) mec miyvars mobodiale xalxi : )

    ReplyDelete
  6. ხოო მაგარია ძალიან ♥ ხშირად დადიხარხოლმე?

    ReplyDelete
  7. Finch - ისე რა : ) საშუალოდ : ) მაგრამ ბვრი რამის მობოდიალება მოვასწარი : )

    ReplyDelete
  8. 40 ლიტრიანი ჩანთა პატარაა საკმაოდ გოგოებისთვის შეიძლება იყოს საუკეთესო ვარიანტი ;)))

    ReplyDelete
  9. moxetiale - პატარს ვერ დაუძახებ , საშუალო სიმაღლის ადამიანის ტორსს სრულად გასდევს : ) თუმცა რა თქმა უნდა 60იანს ვერც შევადარებთ : )

    ReplyDelete
  10. Anonymous12:27 AM

    რა მაინტერესებს, როცა ვამბობ ლაშქრობაზე წავიდეთთქო ყველა იმას ამბობს ან მგლები დაგგლეჯენ ან დათვებიო მაგ შენი კარავიანადო :(((((( არადა მართლა ძალიან მინდა ლაშქრობაზე წასვლა :)) რა ვქნაა? :S

    ReplyDelete
  11. nati :* - ნათი უნდა წახვიდე აუცილებლად :)
    ძირითადად მგლები და დათვები მხოლოდ საფრთხის შემთხვევაში არიან საშიშები : ) თუ ალპური ზონა არ იქნება შეგიძია თავი დაიზღვიო ცეცხლით : ) ბევ ადგილას ვყოფილვარ და ყველაზე ახლოს ტურები მყავს ნანახი რომლებიც ჩვენს მოძრაობაზე გარბოდნენ : )

    ReplyDelete
  12. Anonymous8:40 PM

    ჩორვენი¹³ ყველა ცხოველს ეშინია ცეცხლის? გველსაც? :P :)))

    ReplyDelete
  13. nati :* - შიშით ყველა ცხოველს ეშინია დიახ.
    გველები ღამით ნაკლებ საშიშნი არიან ფეხს თუ არ დაადგავ : ) თანაც საშიში გველები ცოტაა საქართველოში : ) ასე რომ ლაშქრობაში არაფერიარაა საშიში და სასიკდვილო (ნუ თითქმის არაფერი თუ ყურადღებით იქნები)
    თანაც ვინმე გამოცდილი ადამიანი წაიყვანე თან და მშვიდად იქნები.
    აი ხოჭოები და სხვადასხვა აბეზარი მწერები იცოცხლე ოხრად არიან ცეცხლით თუ მის გარეშე :))

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!