გვწამდეს სარწმუნეოების თუ რწმენის საკუთარ თავში? - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Saturday, July 10, 2010

გვწამდეს სარწმუნეოების თუ რწმენის საკუთარ თავში?

რელიგია [ლათ.religio]-მეცნიერულ მსოფლგაგებასთან შეუთავსებელი რწმენა ზებუნებრივი ძალებისა (ღმერთებისა, სულებისა და მისთ.), რომლებიც ვითომც განაგებენ სამყაროს; სარწმუნოება.

რელიგია ეს იმ დაწერილ თუ დაუწერელ კანონთა ნაერთია, რომლისაც უპირობოდ და გაუაზრებლად გვწამს. ზოგიერთს დაბადებიდან გვინერგავენ ამას , ზოგიც ზრდასრულობის დროს ჩვენ თვითონ მივდივართ რაღაც აზრამდე და ვემხრობით კონკრეტულ რწმენას.

ყველა ადამიანს რაღაცის სწამს , ყველას თავისებურად, ყველას როდესღაც სადღაც უჩნდება ეს , თუმცა ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ ყველაფერი თავდაყირა დგას.

religion-symbols-religious-largethumb1139037  თითოეული ჩვენთაგანი როგორც კი იბადება (საქართველოში ) მე-40 დღეს მიარბენინებენ ეკლესიაში და ნათლავენ როგორც მართლმადიდებელს. (საქართველოში მცხოვრები ებრაელების, მუსულმანების , გრეგორიანების და სხვათა შემთხვევაშიც ასეა ვგონებ, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი)

ზოგადად ევროპაში რამოდენიმე სარწმუნო წყაროდან ვიცი (ყველა ალბათ იქაც არაა ეგრე , მაგრამ მაინც ) რომ ბავშვს ძირთადად არ ნათლავენ არც ერთი სარწმუნოების მიხედვით და რაღაც ასაკს რომ მიაღწევს მერე ირჩევს მისთვის რომელი რელიგია / სარწმუნოებაა უფრო საინტერესო და მისაღები.

მე თუ მკითხავთ ადამიანის თავისუფლების საუკეთესო გამოხატულებაა ეს.

მე არ ვიძახი რომ არ უნდა გვწამდეს, ან რისი უნდა გვწამდეს კონკრეტულად, ყველას აქვს უფლება ის დაიჯეროს რაც უნდა რასაც გასწვდება და შესძლებს, თუმცა მე ბევრი რამ მაღიზიანებს….

ჩემს ქვეყანაში (ჯერჯერობით საქართველოს ვგულისხმობ) რელიგია მოდად იქცა, მარხვა გახდომის საშუალებად ხოლო წირვაზე სიარული ნაცნობების სანახავ შესაძლებლობად.

რელიგიამ სახე იცვალა, დრო მიდის სარწმუნოება კი ფეხს ვერ უწყობს ამას და ერთიანად ირევა.

შედეგად ვიღებთ იმას რომ მღვდლები აღსარებას მობილური ტელეფონის საშუალებით იბარებენ მაშინ, როდესაც კომპიუტერი და სხვა ტექნიკის მიღწევები დიდი პოპულარობით და პატივისცემით ვერ სარგებლობს საეკლესიო წრეებში.

მარხვას ფაქტიურად დაეკარგა ყველანაირი აზრი იმისა რომ სული და სხეული უნდა განწმინდოს – ახლა გნებავთ მარხვაზე სპეციალურ შოკოლადს შეჭამთ, გინდაც კარაქს და კიდევ ათას სხვა რამეს – მაშინ როდესაც მარხვა წყალზე და პურზე ყოფნაა და სხეულს და სულს განწმენდისაკენ და გაძლიერებისაკენ უნდა უბიძგებდეს (მე მაპატიეთ უზუსტობები თუ იქნება, ძალიან ეკლესიურ რელიგიური არ ვარ და რამდენჯერაც ასეთი შეკითხვებით და მოსაზრებებით მღდელთან მივედი სატანა გყავს ჩაბუდებული და გებრძვისო თუ რაღაც ამდაგვარი მითხრეს)

მე არ ვიძახი რომ არ მწამს, მე არ ვარ ათეისტი, თუმცა მე ეკლესიაში მაშინ მივდივარ როდესაც ეს მინდა და არა იმიტომ , რომ ასე უნდა და ყველა ასე აკეთებს. მე სანთელს ვანთებ და ღმერთს უბრალოდ ისე ვთხოვ როგორც შემიძლია (მაგრამ გულით და არა დაზეპირებული ტექტსებით რომლის ნახევარიც კი არ მესმის)

addis-religion-war-cartoonძალიან, ძალიან დასანანია რომ საქართველოში რელიგიის სახელით ბევრი არც ისე კარგი რამე ხდება, არადა მართლმადიდებლობა არაა ის რელიგია, რომელიც მიტევებასა და სხვის განკითხვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს? რომ ღმერთი თვითონ მიუზღებს ყველას თავისას და ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს და ცხოვრების სისწორეს უნდა მივხედოთ?

ძალიან სამწუხაროა რომ რელიგია საზოგადოების დაბრმავების, გაშტერების და მართვის იარაღი გახდა, რომ რწმენამ თავისი იდეა და არსი დაკარგა რომ რელიგია და მისი მოწოდებები აღარვის ესმის ….

ჰოდა თუ ეს ყველაფერი ასე აიჭრა და დაკარგა დანიშნულება – საჭიროა საერთოდ კიდევ მისი არსებობა?

Blog Archive

Subsrcribe