Sunday, June 13, 2010

”მგზავრები” რომლებსაც შემთხვევით დავემგზავრე! : )

მაშასადამე შაბათი საღამო ძალიან შთამბეჭდავი და სასიამოვნო იყო. მოსაღამოვებისას მოულოდნელად კუს ტბაზე აღმოვჩნდი  , მაგრამ მოიცადეთ ყველაფერს თანმიმდევრულად მოვყვები ჯობია.

12-ში გამთენიისას დიდი ხნის უნახავი მეგობარი ჩამოვიდა პრაღიდან , Tamt_tch 41-19ჩამოვიდა თუ არა რა თქმა უნდა იმ წუთასვე დავგეგმეთ ის დღე და როგორც აღმოჩნდა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ამ დღეს - კუს ტბაზე ”მგზავრების” კონცერტზე წასვლა.

მართალია ”მგზავრების” მსმენელი მე პირადად არასოდეს ვყოფილვარ, (თუ იმ ერთადერთ სიმღერას არ ჩავთვლით რომელიც 1.5 წლის წინ შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს ფლეილისტში და დღემდე აიპოდში მიგდია, მაგრამ მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა ვინ მღეროდა ამ სიმღერას. მე ის უბრალოდ  უბრალოდ მომწონდა) თუმცა საწინააღმდეგო არაფერი მქონდა , რადგან მათ შესახებ ”ოცნების ქალაქიდან” უკვე ვიცოდი.

საღამოს , კონცერტამდე 1 საათით ადრე მეგობრები შევიკრიბეთ და დავადექით კუს ტბის ვიწრო და მიხვეულ - მოხვეულ გზას.  მიუხედავად იმისა რომ ზოგადად ძალიან ცხელოდა, კუს ტბაზე მაინც რაღაც საინტერესო , გრილი და ფრიად აღმატებული განწყობა სუფევდა.

ამფითეატრთან ხალხი დიიდ გუნდად იდგა და შიგნით შესვლას ელოდებოდა, ან ცდილობდა – ნუ როგორც არის.

Tamt_tch 426-1

მინდა გითხრათ ბილეთის/კონცერტზე შევლის საფასურმა გამაოგნა!

30 ლარი არ არის საუკეთესო ფასი ღია ცის ქვეშ, კუს ტბაზე ჩატარებული კონცერტისათვის (ვინც არ უნდა უკრავდეს). ძალიან , ძალიან დიდი შეცდომა იყო ორგანიზატორების მხრიდან რომ ამხელა ფასი დაადეს ამ სიამოვნებას!

ჩვენც გადავწყვიტეთ ”მგზავრების” ნამღერით გარედან დავმტკბარიყავით და ამფითეატრთან ახლოს ბალახზე დავსკუპდით. სულ მალე მგზავრების ბასისტი (დათო გოგელია) აღმოჩნდა ჩვენს სიახლოვეს და  ბედად ჩვენი ერთი მეგობარი მას ძალიან კარგად იცნობდა. დათომ გამოიჩინა რა გულისხმიერება რამოდენიმე ადამიანი კონცერტზე აღმოვჩნდით!

შესვლისთანავე (იმავე ადამიანმა რომელიც დათოს იცნობდა) ლაშა დოხნაძე აღმოაჩინა რომელიც ძალიან გულითადი აღმოჩნდა გაცნობისას.

შემდეგ უკვე ნელა ნელა ჯერი კონცერტის დაწყებამდეც მივიდა.

ძალიან, ძალიან შემეცოდნენ ”მგზავრები” იმის გამო რომ ზუსტად ვიცოდი რა ცუდი შეგრძნებაა, როდესაც შენ კონცერტს იწყებ და შენს წინ სულ 10 მსმენელი ზის, 100-ის ან 1000-ის მაგივრად!! ძალიან ვეცადე გასამხნევებლად მეხმაურა, მეყვირა, ტაში დამეკრა და ამაში ხალხი ამეყოლიებინა , დასანანია რომ მხოლოდ ჩემს გარშემო მჯდომი 4 ადამიანის (ჩემივე მეგობრების) წაქეზება მოვახერხე!

Tamt_tch 434-1

მიუხედავად იმისა რომ მე ”მგზავრებისათვის” აქამდე არ მომისმენია (ისევ იმ ერთადერთ სიმღერას თუ არ ჩავთვლით) კონცერტით ფრიად ვისიამოვნე და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი:

  1. თვითონ ”მგზავრები”

ძალიან უშუალოები მომეჩვენნენ, ისხდნენ / იდგნენ სცენაზე და ძალიან მშვიდად ,ისე რომ არ ”უტყდებოდათ” მაიმუნობდნენ და მგონი ჩვენზე მეტადაც კი ერთობოდნენ. ძალიან მესიამოვნა ის მომენტი, რომ რასაც აკეთებენ ის მათ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ და ამას ისე უბრალოდ არ აკეთებენ. ძალიან ვიხალისე გიგის (დედალამაზიშვილი) ტექსტებზე და  ხუმრობებზე. ყველანი ძალიან თავისუფლად გრძნობდნენ სცენაზე თავს. ფრიად სასიამოვნო და დადებითი მუხტი მოდიოდა სცენიდან, ისეთი შენც რომ აგიყოლიებდა, გაგამხიარულებდა და მაიმუნობის ხასიათზე მოგიყვანდა!!

Tamt_tch 365-1

2.   ტექსტები/ მუსიკა

აღფრთოვანებული ვარ სიმღერის ტექსტებით! უბრალოდ წარმოუდგენლად შეუსაბამო და უცნაური ფრაზები ან/და სიტყვები ისე კარგად იყვნენ როგორც ერთმანეთთან ისე მუსიკასთან შეხამებული რომ პირი ღია დამრჩა და მიუხედავად იმისა რომ არც ერთი სიმღერის - არც ტექსტი და არც მელოდია ნაცნობი არ იყო ჩემთვის (ამის გამო ჩემი მეგობარი გაოგნდა , როგორ არც ეს იცი, არც ისო - ასე მეკითხებოდა ყველა სიმღერის დაწყებისას) მაინც ძალიან ვიხალისე, ვიცეკვე და გავერთე!

Tamt_tch 394-1

3.   მსმენელი

Tamt_tch 443-1ძალიან გამაოგნა აუდიტორიამ და მსმენელმა რომელიც იქ იყო შეკრებილი. რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა , რომლებიც სცენის წინ ქვიშაზე ცეკვავდნენ და ერთობოდნენ, ტაშის დაკრაზეც არ იწუხებდა თავს არავინ, ხოლო ჩემს ოვაციებზე და ტაშზე რატომღაც გარშემო მსხდომ-მდგომი საზოგადოება წუხდებოდა . გეკითხებით მე თქვენ  არიან თუ არა ასეთი ადამიანები იდიოტები?? იყო ასეთი მუხტის , ასეთ სასიამოვნო კონცერტზე და ტაშიც არ დაუკრა? მერე რა თუ გამომსვლელი არ გევასება დიდად და მისით არ ხარ აღფრთოვანებული, ის ადამიანები ხომ იხრჯებიან , აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რომ შენ ისიამოვნო?

არა რა დებილების დოღი იყო გუშინ იქ ნახევარზე მეტი!! ხოლო ვინც მათში არ გადიოდა იმათ მაშასადამე ჩემი დიდი პატივისცემა რომ გულითადად მოილხინეს!

საბოლოოდ რა შემიძია გითხრათ გუშინდელ კონცერტზე – იყო ძალიან ძალიან სასიამოვნო გარემო, რომელიც ჩემთვის პირადად მგზავრების რეპერტუარმა და მათმა განწყობამ შექმნა. ძალიან გავერთე და ფრიად ნასიამოვნები წამოვედი იქიდან!

Tamt_tch 416-1

მე პატივს ვცემ ”მგზავრებს” იმიტომ რომ მათ მოსწონთ რასაც აკეთებენ, იციან ეს როგორ გააკეთონ და ჯერ არ გაურჭვიათ ”პერო” ქართული ამომავალი ვარსკვლავების უმეტესობასავით!!

Tamt_tch 469-1      

© რეპორტაჟში გამოყენებული ფოტოების ავტორია – თამთა ჭოჭუა! ©

11 comments:

  1. ის ვინ 30 ლარი გადაიხადა ამ კონცერტში ნორმალურია? :დ ტაშის დაკვრის პრობლემა თითქმის ყველა კონცერტზე შეიმჩნევა. უმადური პუბლიკააა რა :)

    ReplyDelete
  2. ^_^ უი მე ადრე რომ ჯგუფი იყო "ფრანი" ახლაც არის მგონი იმათში მერევა ხოლმე :)))) ჩემს ბავშვებს უყვართ "მგზავრები"... არ არიან გასნობებულები და ეგ მომწონს... ^_^ მიყვარს ეგეთი დღეები.. რაღაცნაირად სხვანაირი რომ ბრუნდები სახლში...

    ReplyDelete
  3. DreaMar - egre erti xelis mosmit ver ityvi normaluria tu ara!! adamianebi sakutar siamovnebashi yvelaze bevr fuls xarjaven da vigacistvismgzavrebi gushindeli sagamos sauketesod gatarebis yvelaze kargi shansi iyo ase rom , ki normalurebi arian ramdenic arunda gadaexadat biletshi!!

    Kate - mec eg momecona rom ar perooben da cvirabzuebulebi ar arian!! : ) hoda martla dadebiti sagamo iyo zalian : )

    ReplyDelete
  4. კონცერტზე სიამოვნებით მოვუსმენდი მათ ღია ცის ქვეშ უბრალოდ 30 ლარი საშინლად ძვირია ამისთვის და ამიტომაც იყო 20 კაცი. თორემ ისე მგონი პოპულარულები არიან

    ReplyDelete
  5. მეც მომწონს მგზავრები..
    ეგენი, ფრანი და კიდევ რამდენიმე ჯგუფი, ნიაზას ”შვილები” არიან, მაგრამ მგზავრებს იმიტომ ვცემ პატივს, რომ მათ იპოვეს შემდეგ თავისი ნიშა და რასაც აკეთებენ, კარგად აკეთებენ..

    თან განსხვავებულები არიან..

    მოკლედ, მსიამოვნებს მათი მუსიკის მოსმენა, ოპტიმისტურია ძალიან.. :)

    ReplyDelete
  6. მეც მიყვარს მზავრები ^_^


    ხოდა მაგათ კონცერტებზე თავისუფალი დასწრება არ იყო ხოლმე?
    და უცებ ამხელა ფასი დაადეს? O.o

    ReplyDelete
  7. როცა მუსიკოსს უჭირს, ჯანდაბას, ბლიად, მეც წავალ კუს ტბაზე, გავკვეთ პრეზერვატივებით შემკობილ ნატვრის ხეებს და გავამხნევებ!

    ReplyDelete
  8. ამათ არა აქვთ თავში ავარდნილი დ ისე ადებენ ღია ცის ქვეშ კონცერტზე ბილეთს 30 ლარს? (თუნდაც ფილარმონიასი იყო მაინც ძვირია) ერევანში თვით Deep Purple-ის კონცერტის ბილეთები 8$-დან იწყებოდა... თუმცა ალბატ იმიტო რომ დღეს დედალამაზაშვილი უფრო პოპულარულია ვიდრე გილანი :დ

    მოკლედ, ქშა მგზავრებო ქშა!!! იმდენი მაინც ქნან რომ სიმღერებს შორის განსხვავებას ვხედავდე :) ყველა ერთნაირია...

    ReplyDelete
  9. Qilipa - koncertis fasi amfiteatris mflobelis iyo da ara mati : ) es ise zustad vici :D

    Clown koncerts gaachnia :) roca sakoncerto adgili mati araa da zviri girs : )

    ReplyDelete
  10. რამ გაამწარა ეს ხალხი, 30 ლარი :|
    დაეწესებინათ 10 ლარი და გაივსებოდა ადგილები :(

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!