Sunday, May 30, 2010

ღამეს ვატარებ პირველ შემხვედრთან…

ერთ გზას შემთხვევით გავუყევით...

არა შემთხვევით არა, ავეტორღიალე როგორც ფეხსაცმლის ლანჩას შემთხვევით მიკრული საღეჭი რეზინი.

მივსდევდი და თან ჩემთვის ვფიქრობდი, ვგრძნობდი - ან მეგონა რომ ვფიქრობდი, ან ვგრძნობდი და ეს უბრალოდ ვიცოდი.

 Dark_Passenger_by_CorporalPhantom  დიახ ასე მარტივად, ზოგჯერ არსებობს შეგრძნებები და  ცოდნები რომელიც საღ აზრსა და ნაცნობ რეალობას სცდება და სადღაც გაურკვეველ სიღრმეებში იფანტება….

ეს იყო ჩვენი პირველი ღამე, არც ერთმა არ ვიცოდით როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მე ხომ მას უბრალოდ ძალიან დიდი ხანი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე შეუჩერებლივ ვსდიე, თუმცა არა დევნა შემდეგ უკვე ნებაყოფლობით მეგზურობაში გადაიზარდა,  მანამდე კი კიდევ ბევრი რამ იყო….

მივსდევდი და ვსწავლობდი მის მიხვრა - მოხვრას, მის ტანსაცმელს, მის სახესაც - ზურგიდან.

უფრო სწორად დიდი ხნით ადრე დავიწყე მისი შესწავლა ვიდრე ეს ადევნება და თვალთვალი იქნებოდა.

სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი ეს უბრალოდ უცნობი ვერ იქნებოდა, ამ უცნობს მე ვგრძნობდი. ვგრძნობდი იმდენად მძაფრად რომ კეფაზე თმები ბზუილს იწყებდნენ და წარბებიც კი ყალყზე მიდგებოდა….

მშვიდად და უჩუმრად მივსდევდი, ვფიქრობდი მის მკაცრ მოძრაობებზე, დინჯ, მაგრამ ჩქარ და მყარ სიარულზე. ის რეალური იყო, მყარად იდგა მიწაზე და არც არაფერი ეტყობოდა არაამქვეყნიურის.

ასე ვიარეთ მე და უცნობმა ნახევარი ღამე.

ეს იყო პირველად - როდესაც მე ასე უცერემონიოდ ვიღაცას კუდში მისვდევდი, პირველად როდესაც არ მადარდებდა ბოლო პუნქტი, პირველად როდესაც გარშემო ხედების ცვლა არ შემინიშნავს და პირველად როდესაც უცნობი მომიბრუნდა და მომესალმა,

-გამარჯობა-ო მითხრა.

იცით როგორი იყო ამ დროს შეგრძნება?

The_passenger_by_Ci_iz

თითქოს 9 ძმა ხერხეულიძის დედა მე ვიყავი და 9-ვე შვილი თვალწინ ერთად მომიკლეს,თითქოს მე გადამეწვას რომი, თითქოს მეორე მსოფლიო ომიც მე წამომეწყოს…

ეს იყო ერთ ერთი ყველაზე ძლიერი ემოციური შემოტევა, რომელიც კი მქონია.

გამიმართლა რომ აზროვნების უნარს იშვიათად ვკარგავ და სალამს სალამითვე ვუპასუხე, შემდეგ კი სიარული განვაგრძეთ, ოღონდ ახლა უკვე ერთმანეთის მეგზურები ვიყავით, ან უფრო სწორია მე დავეგმზავრე ჩემს უცნობს - მოგონებებით სავსე ღამით.

საუბარი ერთ ამოსუნთქვაზე, სუფთა ჰაერივით ედებოდა ფილტვებსა და ტვინს, მაგრამ ზოგჯერ მეგონა რომ დიდი ხნის ნაცნობ და ჩემთვის ძვირფას ისტორიას თავიდან ვისმენდი ან ვკითხულობდი, თითქოს ვიცოდი რას რა მოყვებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ყველა სიტყვის მერე და მაინც ამ საუბარს უზარმაზარი მუხტი მოჰქონდა და ზღვის მიქცევასავით შიგნით მითრევდა.

ძალდაუტანებელი დამშვიდი საუბარი , ნელი მაგრამ უხვი მდინარესავით მავსებდა, მავსებდა და სულ ახალ ახალ შენაკადებს იკეთებდა.

იშვიათად მქონია მომენტი როდესაც უცნობი , ესოდენ სასიამოვნო და ჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩენილია.

საუბარი რომელიც უბრალოდ საუბარი იყო და ინფორმაციისა და შეგრძნებების გაცვლა გამოცვლას ემსახურებოდა, საკმაოდ ძიერი მუხტი the_passenger_by_brandybuckაღმოჩნდა იმისათვის რომ ბოლომდე მივყოლოდი.

ვფრთხილობდი თუმცა  ჩემი თანამოსაუბრე თვითონ მიხსნიდა  გზას სიღრმეებისკენ, მეც საწინააღმდეგო არაფერი მქონდა…

იყო ბევრი დამთხვევები, იყო გაოცებებიც, არაფრით გამორჩეულ ღამეს საკმაოდ განსხვავებულ ელფერს -  მთელი ეს გულწრფელობასა და აღიარებებში მოგზაურობა სძენდა.

უცნობი მის იდუმალებას ნელა ნელა ჰკარგავდა, თუმცა ახლა უკვე სულ სხვა დატვირთვას და შინაარსს იძენდა. თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა თემები, თუმცა განწყობა სულ ერთიანად, უწყვეტად დადებითი მიჰყვებოდა საუბარს.

ქალაქი გაილია, გაილია ღამეც, თუმცა ჩვენი ემოციური სიშიშვლის ფონზე დროისა და გარემოს ცვლილელები არ კი არის საინტერესო და მნიშვნელოვანი.

უნცობთან გატარებული ინტიმური ემოციის წარმოუდგენელი მორევის შემდეგ ერთმანეთს ისეთ გზაგასაყარზე დავცილდით, რომელიც არანაირ სტატუსს არ გვანიჭებდა, ისევე როგორც ამბის დასაწყისში განვითარებული მოვლენები. შეგრძნებები ისეთივე სუფთა სახით დავიტოვეთ, სახელი არაფრისათვის მოგვიძებნია.

ახალი გზა დაიწყო, გზა რომელსაც როგორც გაჰყვები ისე წაგიყვანს, რასაც იპოვნი აღარ წაგართმევს, მაგრამ ამდენი განცდების შემდეგ ცვლილება არც მეტისკენ და არც ნაკლებისკენ შეიძლება არც უნდა მოხდეს.

ზოგჯერ სტატიკური მდგომარეობა საუკეთესო გამოსავალია მომავალ სტიქიამდე : )

 

12 comments:

  1. კარგი იყო :))



    "ოგჯერ სტატიკური მდგომარეობა საუკეთესო გამოსავალია მომავალ სტიქიამდე : )"

    +1

    ReplyDelete
  2. ძალიან ვიგრძენი ეხლა ეს ისტორია...ნამდვილი "მორიელური" განცდებია:)))
    ...აუცილებლად ავეკიდები ვინმეს ამ დღეებში :))))))

    ReplyDelete
  3. მაგარია! :)

    ReplyDelete
  4. ბოლო თვის საუკეთესო პოსტია ;))მომეწონა განცდის სიღრმე ;))

    ReplyDelete
  5. "მაგრამ ამდენი განცდების შემდეგ ცვლილება არც მეტისკენ და არც ნაკლებისკენ შეიძლება არც უნდა მოხდეს."-aammmmmmmmmm rato?titkos dasackisia da..reavici reavici

    ReplyDelete
  6. Green - yvelafers dro da adgili momenti da mugami unda imho :D

    ReplyDelete
  7. არანორმალურო

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!