მაშინ როდესაც მიყვარდა ქალი….

რიგით უკვე მერამდენეღაცა ორგაზმის მერე ისინი არაბულ ტახტზე მუთაქებივით იყვნენ მიფენილები….

***

მან მოუკიდა სიგარეტს, მე არა. არ ვიცი რატომ არ ვეწეოდი სექსის მერე, არადა სტაჟიანი მწვეველი გახლდით.

შეიძლება იმიტომ არ ვეწეოდი და ხმასაც არ ვიღებდი, რომ მინდოდა სიამოვნებას ელფერი კიდევ დიდხანს არ დაჰჰკარგვოდა, არ მინდოდა გამოყოლილი შეგრძნებები ბოლსა და სიტყვების კორიანტელში დამკარგვოდა…

ის იწვა გაუნძრევლად, მისი სხეული ჩემში ენით აუწერელ ღელვას იწვევდა…ის არ იყო მზეთუნახავი, არ ჰქონდა განსაკუთრებული ფორმის მკერდი ან სექსუალური თეძოები…

we

ის უბრალოდ ძალიან ძალიან სექსუალური იყო… მაშინაც კი როდესაც მას არ ვუყურებდი ვგრძნობდი ოთახში მისი სხეულის  მოხეტიალე სითბოს…

ის არასოდეს ლაპარაკობდა ბევრს, არასოდეს გამოხატავდა განსაკუთრებულ სითბოს, მაგრამ ვიცოდი როგორც ჩემთვის იყო ის, ისე ვიყავი მისთვის მე… ყველაზე სასურველი და ტკბილი იმ მომენტში…

ჩვენი შეხვედრები არ ჰგავდა პაემანს, არც საქმიან შეხვედრას… ჩვენი შეხვედრები ეს იყო უსიტყვო გაგება და დამოკიდებულება, სხეულის ენა რომელიც უსაზღვრო ვნებაში პოულობდა სიმშვიდეს.

ჩვენ გვყავდა ბევრი მეგობარი, ალბათ ახლაც გვყავს - რომლებიც ჩვენი სტუმრობითა და შეხვედრით ყოველთვის მოხარულები იყვნენ…

I__m_not_a_lesbian___InsAid_by_daprideჩვენ ხომ საუკეთესო საზოგადოება ვიყავით, განსაკუთრებით ერთად. შეხმატკბილებული ხუმრობები, სასიამოვნო საუბარი ნებისმიერ თემაზე, კარგი გემოვნება  - ეს სრული სიის ძალიან პატარა ნაწილია, იმ სიის რის გამოც ჩვენ შეგვეძლო ერთად ვყოფილიყავით, იმ სიის ნაწილია რომელიც ჩვენს ურთიერთობას ერთი-ორად საინტერესოს და დატვირთულს ხდიდა…

ჩვენ არასოდეს გვითქვამს, არავის არასოდეს უკითხავს, არავინ დაინტერესებულა… ზოგჯერ მგონია რომ ყველამ ისედაც ყველაფერი იცოდა .

… როგორც მაშინ, ისევე დღეს არაფრის თქმა არაა საჭირო , გარემო შენს მაგივრად ახდენს ყველას ინფორმირებას და თანაც ამას ბევრად უკეთ აკეთებს ვიდრე შენ შეგიძლია…

ის ჩემთვის დღემდე სექსუალური ქალის ხატად რჩება, ის ჩემთვის ერთ ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონებაა… ის არ ყოფილა ერთადერთი მაგრამ იყო ყველზე თბილი, საყვარელი და ძვირფასი….

*********************

მაშინ როდესაც მიყვარდა ქალი, ჩემი ცხოვრება სხვის ზღაპარს  ჰგავდა…

მაშინ როდესაც მიყვარდა ქალი, ემოციების ღელვა ვნების მორევში დაკარგვას ჰგავდა….

მაშინ როდესაც მიყვარდა ქალი, წარსული მომავალს ტყუპივით ჰყავდა…

love_v_3__lesbian_by_forent

Post a Comment

22 Comments

  1. რა საინტერესოა! :) შეიძლება, სხვის ისტორიას ლამაზად აღვიქვა, მაგრამ ეს რომ მე გადამხდენოდა... რა ვიცი, ალბათ, არ მომეწონებოდა!

    ReplyDelete
  2. Kanario - shen araosdes ici ra sheizleba gadaxdes da tan istoria mxolod as shemdeg xdeba girebuli rac dasruldeba : )

    ReplyDelete
  3. ეს რა არის, ჩორვენჩიკ? Coming out? Подло, но классно! =))

    ReplyDelete
  4. ჰაა, მოვიდა მმკ? თუ ჯერ არა? :D

    ReplyDelete
  5. Sophie - something like that : )
    i pochemu podlo : ) realno : )

    Katiee - movidnen da damebanton :D

    ReplyDelete
  6. ლამაზად აღწერილი ისტორია...

    ReplyDelete
  7. ახლა მშკ-ს ფეიჯზე ვაფაბლიშებ
    ჰეჰე
    --
    ისე, ძალიან მომეწონა. კარგადაა დაწერილი.
    მართლა.
    ემოციურია, ბევრი თავის თავს რომ ამოიცნობს :D

    ReplyDelete
  8. უკვე აღარ ვოცდები. მომწონს, ეგ ტანკი გოგო ეგზომ ნაზად რომ გადმოსცემ გრძნობებს :))

    ReplyDelete
  9. Nazi - madloba zvirfso :*

    Agasfer - ho emociebi zogadadimdeni maqvs rom zogjer suntqvas ar maclian :D

    Zurriuss - raa gasa20ebeli? sinaze aris sachuqari bedis... romelic araferze araa damokidebuli : )

    ReplyDelete
  10. Wow! ისეა დაწერილი, მგონი ,,მმკ”-ელებიც სიამოვნებით წაიკითხავენ და მომავალში კურთხევაც გექნება თავისუფლად წერო რაზეც გინდა ;) :)))

    ReplyDelete
  11. "გავჩუპსსმაილდი".

    ReplyDelete
  12. ქილიკას +1 :)

    ReplyDelete
  13. რა კარგად არისნ ნაწერი
    ერთი ამოსუნთქვით
    ძალდაუტანებლად
    და ბუნებრივად
    :)

    ReplyDelete
  14. mmmmmmmmmm so hot hot hot... me aravis vunacileb eset emocioebs,chemtvis vitoveb,damatebit diskze, romelshic sxvadasxva ambebia chayrili.

    ReplyDelete
  15. me ar menaneba : ) dae icodes yvelam rogoria shegrzneba romelic modis da moaqvs angrevs da gitrevs <3

    ReplyDelete
  16. yvelam? me ar minda yvela :)

    ReplyDelete
  17. კარგია კარგი :ჯუმპ:

    ReplyDelete
  18. მმმმმმმმმმმ

    ReplyDelete
  19. WHAT A SWEET STORY !....

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!