ნაცია რომელიც ყარს!!! - ჩორვენი - Tjorven

კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, May 06, 2010

ნაცია რომელიც ყარს!!!

ქართველი ახალგაზრდები რომლებიც მომავალში უნდა გახდნენ:
ექიმები -  და დაიცვან ჰიგიენის ნორმები
ადვოკატები - და უნდა იცოდნენ ყველა არსებული ნორმის შესახებ
მასწავლებლები - რომლებმაც სხვას უნდა ასწავლონ და ჭკუა დაარიგონ
მეცნიერები - რომლებმაც გენიალური აღმოჩენები უნდა გააკეთონ ყველას სასარგებლოდ
პოლიტიკოსები - რომელებმაც საკუთარი თავი უნდა "გაყიდონ" რათა წარმატებას მიაღწიონ
ეკონომისტები - რომლებმაც თავიდან უნდა აგვაცილონ ფინანსური და ეკონომიკური რყევები
ბიზნესმენები - რომლებმაც უნდა დაგვარწმუნონ საკუთარი პროდუქტის გენიალურობაში
ჟურნალისტები - რომლებმაც ობიექტურობის შენარჩუნება უნდა შესძლონ
ხელოვანები - რომლებიც ყველასთვის მისაბაძი და ყველაზე სასიამოვნო კასტა უნდა შექმნან
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები - რომლებიც იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას 

ოფლის სუნით არიან აყროლებულები!!!!

გეკითხებით მე თქვენ - შესაძლებელია თუ არა ადამიანი რომელმაც ჰიგიენის მინიმალური ნორმის დაცვა ვერ შეძლო გახდეს წარმატებული რომელიმე ზემოთნახსენებ დარგში???

ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე გავიარე და იქ მდებარე მეტროსადგურებთან ოფლის სუნის იმხელა ღრუბელი დგას რომ სუფთა ჰაერის არსებობაზე საუბარიც კი ზედმეტია...
გეკითხებით მე თქვენ - რამე ეშველება ერს რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს და თანაც ასე მასიურად??

გეკითხებით რის მოთხოვნას აქვს აზრი როდესაც ნაცია ოფლის სუნით ყარს და ვერც ხვდება!!!!

Blog Archive

Subsrcribe