Thursday, April 22, 2010

RADIX, კახეთი და ბაჭიების მოკლე ისტორია

22 აპრილს, საკმარისად კარგი ამინდი და მშვიდი დილა იყო იმისათვის , რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის RADIX-ისა და კავკასიის P1110893ტექნოლოგიების სკოლის წევრები დედოფლისწყაროს რაიონში  სემინარის ჩასატარებლად გამგზავრებულიყვნენ.

 

პასუხი კითხვაზე - თუ როგორ აღმოვჩნდი მათთან ერთად მე, ცოტა ბუნდოვანია… უბრალოდ RADIX-ის მამამ და მარჩენალმა ( თუმცაღა ცენტრის პრეზიდენტმა) zur.ge-ს ავტორმა შემომთავაზა მეც გავყოლოდი მათ. რა თქმა უნდა დიდი ხანი არ მიფიქრია , როგორც დამსახურებული მაწანწალა ,ეგრევე დავთანხმდი.

22 აპრილის დილას დაახლოებით 30-40 წუთი ქალაქის ცენტრში ლოდინმა მომიწია , თუმცა შემდეგ უკვე სასიამოვნო საზოგადოებაში გარეული, სამარშრუტო ტაქსით დავიძარით დედოფლისწყაროსკენ. გზაში ყველა რაღაცაზე საუბრობდა, კამათობდა, იცინოდა - მოკლედ სასიამოვნო გარემო სუფევდა ტრანსპორტში. 13:00 საათისათვის ჩავედით დედოფლისწყაროს ცენტრში (სავარაუდოდ) არსებულ კულტურის სახლში.

P1110872

ეს შენობდა უკვე დიდი ხანია კაკ მინიმუმ სარემონტოა, თუ საერთოდ დასანგრევია არა. სასწრაფო წესით შეგვიყვანეს სააქტო დარბაზში და კულისებში გაგვამწესეს.

ყველა რაღაცას ამზადებდა, აწყობდა გეგმავდა, საპრეზენტაციო ტექსტს იმეორებდა… მოკლედ იყო ერიჳ ვნებათაღელვა… ხოლო დარბაზი კი სემინარის პირველი ბლოკისათვის პაწაწუნა ბავშვებით ივსებოდა.

P1110846

სემინარი გახსნეს ექიმ-სტომატოლოგებმა ნინო გვასალიამ და გვანცა ტაბაღუამ თემით - ”პირის ღრუს ჰიგიენური მოვლის საშუალებები”.

P1110866პატარები მშვიდად ისმენდნენ პრეზენტაციას და შემდეგ დიდი მონდომებითაც იღებდნენ პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეობას. ეს ძალიან გასაკვირია, რადგან პატარების მობილიზება ასეთ ღონისძიებებზე საკმაოდ რთულია ხოლმე.

ამ ბლოკის ბოლოში მათ ”ქოლგეიტისგან” (სპონსორი იყო ამ ყველაფრის) დაურიგდათ საჩუქრები, თუმცა პროვინცია მაინც პროვინციაა და ზოგიერთებმა მოითხოვეს საჩუქარი მამიდაშვილის ქმრის დის შვილისათვისაც კი.

ნუ  როგორც იყო - საჩუქრები ყველას ეყო.

მეორე ბლოკი განკუთვნილი იყო 11-12 კლასელთათვის, რომლებმაც სამომავლოდ უნდა აირჩიონ თუ რა პროფესია უნდათ, ან სად გააგრძელებენ ცოდნის მიღებას.

პრეზენტაციას კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი თამარ გაბისონია ატარებდა. სიმართლე თუ გინდათ პრეზენტაცია ცუდი არ იყო, თუმცა მე პირადად იმ ახალგაზრდების ადგილზე ცოტა შეურაცხყოფილი P1110894 დავრჩი, როდესაც პრეზენტაციის დასაწყისში ქალბატონმა თამარმა იმაზე საუბარი დაიწყო თუ რა საჭიროა ზოგადად სწავლა –განათლება. (ჩემი აზრით ამ ასაკის ადამიანებმა, ვგულისხმობ 11-12 კლასელებს უკვე იციან თუ რაში სჭირდებათ განათლება და უმაღლესი სასწავლებელი) თუმცა შემდეგ უკვე პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო იყო და ტექნოლოგიების სკოლის რეკლამაც მოხდენილად იქნა მასში ჩაკვეხებული.

ამ პრეზენტაციის განმავლობაში დამსწრე ახალგაზრდობის ნახევარი ძალიან გულისამრევად იქცეოდა, თუმცა ამას აქვს თავის ახსნა.

ვერ მოსთხოვ ადამიანს, რომელიც არაა განებივრებული მსგავსი სემინარებითა და კულტურული ღონისძიებებით წესიერად და შესაფერისად მოიქეციო. მას არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, არჩევანი და სულაც  შინაგანი ცოდნა რაც ეს ჩვენ ქალაქელებს გვინდა რომ ჰქოდეთ და ამჟღავნებდნენ. თუმცა ამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება და თუ ეს გვაღელვებს მაშინ მხოლოდ ლანძვა და დადანაშაულება კი არა, საქმეც უნდა მივაშველოთ ამას.

P1110856

მოკლედ სემინარი წარმატებით დასრულდა თუ არა მალევე მობრძანდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი (არადა რისთვის კაცმა არ იცის). რაღაცეები იბოდიალა, ვითომ კაი ”როჟა” გამოჩნდა და წავიდა, დიდი ვერაფერი სარფიანი ვერ ქნა გარდა იმისა რომ დააბრეხვა ფრაზა ”თუ ასეთი რამეების გაკეთება კიდევ დაგჭირდათ ხო იცი შეგვიძლია მაგის ორგანიზებაო”, ვითომ მაგის გარეშე არაფერი გამოვა რა. მოკლედ როგორც არის.

P1110897

ამ ოფიციალური ნაწილის შემდგომ იყო ძალიან, ძალიან სასიამოვნო არაოფიციალური ნაწილი ძალიან სასიამოვნო ოჯახში, სადაც ყველა ისეთი მომღიმარი და თბილია რომ სიტყვებიც არ მყოფნის. თავი ულამაზესი ეზოთი გარშემორტყმულ სახლუკასთან ამოვყავით. გულთბილად შეგვიპატიჟეს შიგნით,გავიმასპინძლდენ უგემრიელესი რამეებით და ბოლოს კი ოჯახის დიასალისმა ულამაზესი ტიტებიც გვისახსოვრა.

P1120002

ასე დამთავრდა ვოიაჟი დედოფლისწყაროში. დიდი მადლობა RADIX-ის მამას და მარჩენალს :) 

4 comments:

  1. გულისამრევად ჩვენც ქე ვიქცევით ხოლმე, მაგრამ ეგრე გულისამრევად მოქევა უმრავლესობის პრეროგატივაა და არა უმცირესობის.
    ხოლო ვინაიდან და რადგანაც, ის ბავშვები, რომელთა გულისამრევ საქციელზე დაწრა გეზარება, გამოდიან უმცირესობები გულისამრევი საქციელის დარგში.
    შესაბამისად, ვიცი რა შენი დამოკიდებულება უმცირესობათა მიმართ, მიმაჩნია, რომ მათი საქციელიც შენთვის მისაღები უნდა იყოს.
    აქედან გამომდინარე, მათს საქციელს "გულისამრევი" არ უნდა უწოდო, რადგან ეს უმცირესობათა შეურაცხყოფაა.

    აუ, რა მაგრა დაგიმტკიცე, არა? :))

    ReplyDelete
  2. ისე გიწერია, კიდევ უფრო ვინანე, რომ არ წამოვედი :(
    საინტერესოდ დაგინახავს დედოფლისწყაროს გამგებელი :დ
    მომინდა თამრიკო დეიდას საჭმელები, თან როგორ მშია

    ReplyDelete
  3. Zurriuss - definiciebshi cdebi :D tore idea martalia tumca umciresobad mashin moiazrebi rodesac cvlileba sheuzlebelia :D da is araa damokidebuli shens inteleqtze :D


    Nana - dasanania rom aseti sasiamovno dgis gamotovebam mogicia. martkac zalian sasiamovno dge iyo <3

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!