მე ♥ დედა ქალაქი, თუმცა….

მე მიყვარს ქალაქი რომელშიც ვცხოვრობ…

დიახ დიახ თბილისზე მაქვს საუბარი..

რამდენიც არ უნდა იძახოთ - ”უპონტობაა”, არსად არაა წასასვლელი, შავი შავი ხვრელია და მისთანები, ♥თბილისი♥ მაინც დარჩება ჩემს დედაქალაქად…

indexct4

ადგილად რომელიც ვიცი და მიყვარს…

მიყვარს და მომწონს მთელი თავისი მარაზმებით, რა თქმა უნდა მეც ვბრაზობ ზოგჯერ და ვღიზიანდები ბევრი რამით, მაგრამ მაინც მიხარია რომ აქ ვარ…

ჰოდა რამხელა შესავალი გამიკეთებია , მოკლედ რაზე მინდოდა დამეწერა…

დღეს ძალიან ბევრი ვიარე პლეხანოვზე (ახლა უკვე რაღაც სხვა ჰქვია მე მგონი) ჰოდა ყველა შენობას რესტავრაციას უკეთებდნენ – ზოგგან ღებავდნენ, მეორეგან ლესავდნენ, ფხეკდნენ და ნუ რავიც P1120122 გაცხარებული მუშაობა მიმდინარეობს.

მესმის რომ ბევრი რამე აქვთ მოსასწრები, მაგრამ ტროტუარის მთლიანად დაკავება და დაბინძურება ვერაა სარფიანი საქმე, ხალხი მანქანის სავალ ნაწილზე დაბოდიალობს რაც ძალიან საშიშია, იქმნება საცობები და ისედაც მოცუცქნულ ქუჩაზე ორმაგად გადატვირთულია ყველაფერი.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მინუსებისა - ძალიან მომწონს ქალაქს რომ ანახლებენ, ლამაზდება და უფრო კარგად ჩანს ყველა ის მორთულობები და დეტალები რა ძველ შენობებს აქვთ.

მომწონს რომ ქალაქი ფერადი და ცოცხალი ხდება , თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსს დიდი სიამოვნებით გადავაყლაპებდი ყველა მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს!

P1120125

რა უბედურებაა როდესაც ქალაქში ყველაზე უადგილო ადგილას 20 სართულიან უშნო ცათამბჯენებს დგავენ, რომელიც ყველანაირად ამოვარდნილია გარემოდან , სტილიდან და საერთოდაც ამახინჯებს ყველაფერს?

კი ბატონო არ ვარ აქიტექტორი და არ ვიცი მაგ სფეროში ბევრი რაღაც, მაგრამ ვიზუალურად რომ არაფრით არ ჯდება და არ უხდება არსებულ სიტუაციას ხომ უნდა დაინახო და დაფიქრდე??

აი მაგალითად:

1) ჭავჭავაძეზე ტაბიძის ძეგლთან რა უბედურებაა 20 სართულიანი ორი ცათამბჯენი?

img.php

2) პიქსელის შენობა აგრეთვე ჭავჭავაძეზე – კი ლამაზია და მომწონს მაგრამ არაფერ შუაში არაა ეგ შენობა მანდ…

3)ძეგლი თავისუფლების მოედანზე! ისეთ პატარა სივრცეში ჯერ ხომ იკარგება და არ ჩანს, უაზროდაა ამოშვერილი და მოკლედ საერთოდ ამახინჯებს ყველაფერს. მაგას სჯობდა გმირთა მოედანზე დაედგათ, სივრცეა და თან თემატურადაც დაამშვენებდა იქაურობას, მარა ეხლა იმ რაღაც უბადრუკობას აშენებენ იქ და …

hotel

4)თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე პარკის გაპარსვა და შიგნით კორპუსის ჩადგმა… მითხარით ეხლა ადექვატურია თუ არა მსგავსი რამე?

ჰოდა კარგია რომ ქალაქს ალამაზებენ მაგრამ ამავე დროს ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ უადგილო ადგილებში უაზრო და უშნო შენობები გაიზარდოს!! კაცო ფული აკეთე მარა ცოტა გემოვნებით რა!!

მოკლედ მე მაინც მიყვარს თბილისი და ნეტა არქიტექტურის სამსახურის უფროსი დამაჭერინა რა ყურებით!!!

tbilisi_hospital_bdp170807

Post a Comment

24 Comments

  1. +1
    მეც მიყვარს ეს ქალაქი, ყველა იმ ქართულ და არაქალთულ ქალაქებზე ათასჯერ მეტად, სადაც კი ოდესმე მიცხოვრია.

    და მაგ საშინელი შენობების სიას დაამატე ახალი შუშის ხიდი, რომელსაც ბარათაშვილის ხიდიდან რომ გადახედავ, იმდენად ამოვარდნილია კონტექსტიდან, მტკვარში გადახტომა მოგინდება :(

    ReplyDelete
  2. Nastasia - vaime xo eg xidi sul damavicyda , fuf mzuls!!!

    ReplyDelete
  3. არადა რა დობრად დაიწყე : ))))))

    ReplyDelete
  4. Allready - ბოლოს გავბრაზდი ძალიან!! მაღიზიანებს მსგავსი რამეები!!

    ReplyDelete
  5. ნუ გამკიცხავთ, ვერ ავხსნი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად არ მიყვარს რა ეს ქალაქი :(

    ხოოდა ტაბიძის ძეგლთან 20 სართულიანზე მეტი არ იქნება ის ,,ტყუპები”? შანსია არაა, მგონი მინიმუმ 30 სართული მაინც იქნება თორე 20 სართული ცათამბჯენი აღარაა დღესდღეობით, ნუ თბილისისთვის კი მაგრამ... ანუ წარმოდგინეთ რამხელა ამოშვერილობა იდგება ვაკეში :)

    ReplyDelete
  6. ქილიფა - ეხლა სულ გავცოფდები... მაგის თქმა იქნებოდა კიდე რომ 20 კი არა ორჯერ მეტი სართული ექქნებაა... ბრრრ

    ReplyDelete
  7. ნუ რა ვქნა, ფაქტებს ვერ გავექცევით :( მაგრამ ყველანაირად ვეცდები არქიტექტურის სამსახურის უფროსი მოვძებნო და ყურებით მოგითრიო :))) მერე შენ თუ გინდა იმ 30-ე სართულიდან გადმოაგდე :)

    ReplyDelete
  8. Qilipa - vaime didi siamovnebit!! ox magisi!! :@

    ReplyDelete
  9. ბებე, ამ თემაზე ასეთი პატარა პოსტი იქნებოდა?
    ყველაზე თვალსაჩინო მაგრამ ამავე დროს ყველაზე თვალშეჩვეული მონუმენტები აგირჩევია :))

    ჯერ ერთი, მაგ 20 (კი არადა მეტ) სართულიანებს რას ერჩი, მაგის გვერდზე რომ კუბოსავით შავი ცენტრპოინტის სიმახინჯე დგას, ის უნდა გაუკეთო ერთ ადგილას რჩეულთ-რჩეულებს. მართლა დაამახინჯეს ქუჩა. შუშის, გეთანხმები, ბევრი სიმახინჯე შეიძლება იყოს, მაგრამ შუშა მაინც უფრო მოიგებს, რაც არ უნდა დაამახინჯო, ვიდრე ის შავი საღებავი.

    არქიტექტურის სამსახურის უმფროსიც, შენი არ იყოს, არ არის არქიტექტორი, უფრო სწორად, არ იყო, ახლა გადავამოწმე და აღარ ყოფილა ავალიანი არქიტექტურის უფროსი. ისე, ჭკვიანი და იდეინი ბიჭი იყო, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა შენსავით მრავალგზის აღშფოთების მიუხედავად.
    და ერთი მგლისკენაც რომ ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმახინჯეების დარჭობა-გადარჭობის გადაწყვეტილებებს არქიტექტურის სამსახურის დონეზე არ იღებენ :///

    ReplyDelete
  10. Katiee- შეიძლება გადაწყვეტილების დონეებზე მართალიც ხარ და მაშინ ყველა დონე ერთად ჩამაგდებინა ხელში მაგათი ღორი და უგემოვნო ჭკუა რომ #####!!!

    ჰოდა კი ბატონო მაგრამ ეგ შავი შენობა იმაზე ბევრად ნაკლებად ყვირის (წინ კიდევ რაღაც ლეღვობა მიაშენეს მაგალითად) ვიდრე პიქსელი, ის მონუმენტი თავისუფლებაზე და მრავალი სხვა სიმახინჯე!!

    ამაზე მეტი რომ დამეწერა რამე სუ ტყ-ები იქნებოდა და აღარ მინდოდა : )
    ასე რომ მოკლედ გამოვთქვი გულისტკივილი!

    ReplyDelete
  11. მე უკვე მომბეზრდა თბილისი :შ

    ReplyDelete
  12. ჩემი ლამაზი ქუჩა უფრო გალამაზდებაააა

    ReplyDelete
  13. ეგ სვეტი თბილისს არ უხდება სადაც არ უნდა დადგა

    და საერთოდ მე მიყვარს ჩემი ქალაქი ძალიან, ძალიან და თბილისსაც ვუყვარვარ მე

    ReplyDelete
  14. დაე, ვიფრინოთ თბილისის ცაზე შპაკატში ჩამსხდრებმა მანამ, სანამ რომელიმე ცათამბრჯენს არ მივასკდებით!...
    :))

    ReplyDelete
  15. თუ დაიჭირე, დამიძახე, მეც მაქვს საქმე :))

    ReplyDelete
  16. Kuda - I will :)

    Clown - ratom?? arada idmeni saintereso ramea!

    lolika
    mylpy - :)) :*

    Zura - shter :D

    ReplyDelete
  17. mec dzalian miyvars tbilisii <3
    gansakutrebit mashin roca aq ar var, ise menatrebaa, magram mwyins rom undat daamsgavson sxva qalaqs am koshkebit da zogjer gaugebari kontrukciebit, mgonia rom tavis saxe daekargeba male, amat xelshi

    ReplyDelete
  18. Anonymous12:26 AM

    მე კიდევ ბუსუნას ბლოგი მიყვარს!

    ReplyDelete
  19. Anonymous12:27 AM

    თბილისი თავისთავად :)

    ReplyDelete
  20. მეც მომწონს ძველი ქალაქის განახლების გეგმა და ვცილობ ნაკლებად შევიმჩნიო ის დისკომფოტრი რაც ამ მშენებლობებისა თუ სარესტავრაციო სამუშაოებისას იქმნება მთავარია როგორი შედეგი იქნება.
    თავისუფლების მოედნის ძეგლი მაღზიანებს ჩემთვის მუღებელი ხელოვანის მიერ არის გაკეთებული რიგით ორასმერაღაცე კოპიო .

    ReplyDelete
  21. Gabo rogorc ar unda iyos mainc uazroa eg zegli da diskomfportic ar iqneboda ase shesamchnevi kargad tu gaaketeben

    ReplyDelete
  22. Anonymous8:03 AM

    This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
  23. Anonymous1:43 PM

    tbilisi dalian maxinji qalaqia

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!