Жить полной Жизнью

რას ნიშნავს ”Жить полной Жизнью”?

ნიშნავს თუ არა იმას რომ აკეთო ის რაც გსიამოვნებს და გსიამოვნებდეს მხოლოდ ის რასაც აკეთებ?

ან იქნებ იმას ნიშნავს რომ ყველაფერი აკეთო რაც კი შეიძლება და რისი შანსიც მოგეცემა?

ან იქნება იმის კეთებას ნიშნავს რაც ყველაზე კარგად გამოგდის?

ზოგჯერ მგონია რომ იმდენ რამეს ”ვმაზავ”, რომ მთელი მეტრიანი პერგამენტი არ მეყოფა ჩამოსაწერად, ზოგჯერ კი მეჩვენება რომ ბევრად უფრო გიჟურად და დატვირთულად ვატარებ დროს და ცხოვრებას ვიდრე ეს შესაძლებელია ან სხვები აკეთებენ…

ჰოდა ვეღარ გავიგე რას ნიშნავს ეს ფრაზა - ”Жить полной Жизнью”?

მგონი ყველაფერს რაც გვახარებს, გვსიამოვნებს და გვინდა რომ გვქონდეს და ვაკეთოთ!

_MG_1049

პ.ს ჟატი 2010 - Off Road ორიენტირებამ კარგად ჩაიარა!

Post a Comment

3 Comments

  1. А я не знаю, что это за "полная жизнь"... ყოველდღე მეცვლება აზრი, ხან როგორ მინდა ცხოვრება, ხან - როგორ. დღეს რომ ამის გაკეთება მსიამოვნებს, ხვალ - უკვე ისე მომბეზრდება, გამიკვირდება კიდეც, რომ ერთ დროს მომწონდა. ხან ადამიანებზეც ასე ვარ და ჩემი საბოლოო ვერდიქტი ასეთია: невозможно, чтобы все жили полной жизнью - тогда мир просто перевернется.

    ReplyDelete
  2. მეც ვფიქრობ ხოლმე, რომ აი, თუნდაც ახლა ამას რომ გიკომენტებ, რაღაც მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოწვევას ვმაზავ...
    მაგრამ ეგრე არავინაა დაზღვეული რაღაცებისაგან.
    ცხოვრება რაღაცას ყოველთვის დაგიმალავს და გამოგაპარებს.
    ასე რომ, მთავარია, რასაც აკეთებ, იმაში გააჯაზო მაგრად ;)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!