ინდივიდუალური vs სტანდარტული - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, March 04, 2010

ინდივიდუალური vs სტანდარტული

მოკლედ დიდიიი ხანია უკვე ვფიქრობ ხომ არ გავ - .ge –ვდე : )

ანუ მინდა თუ არა რომ უახლოეს მომავალში ჩემთან busuna.ge –თი მოხვდნენ?

heder2

მინდა იდეაში, მაგრამ თან მეზარება კიდევაც.

ახლა მიდი და მიაბი ეს მეორე მისამართი ამ არსებულს, მერე ააქოთე ყველაფერი და დაალაგე თავიდან. თანაც თუ ვინმეს დახმარებაზე უნდა მიმართო ეს აუცილებლად ლანდიშა იქნება,ახლა ლანდიშა აფორიაქე და აჩალიჩე… მოკლედ კაი გვარიანი თავის ტკივილია…

არადა კაია როდესაც მარტივი მისამართი აქვს შენს ბლოგს, ხელათ – ერთი ორი და უკვე ბლოგზე ხარ…

თანაც მე პირდაპირ მინდა ბლოგსპოტზე მიბმა , ანუ ამ მისამართის გაუქმებას არ ვგეგმავ, აქედან გამომდინარე ჯერ ისიც არ ვიცი შესაძლებელია თუ არა ეს ყველაფერი ასე მარტივად როგორც მე მგონია, მომეწონება თუ არა ეს ყველაფერი და საერთოდაც….

ცვლილებები მიყვარს მაგრამ მათთვის ძალიან დიდი ხანი ვემზადები ხოლმე….

ასე რომ მაინც იცოდეთ შესაძლოა მალე გავ-.ge-ვდე :)

Blog Archive

Subsrcribe