Monday, March 08, 2010

I ♥ WORDS

ეხლა, ტაკს რატომ ვწერ ამ პოსტს, მაინტერესებს მარტო მე ვაფრენ თუ არსებობენ ადამიანები, რომელებსაც ერთხელ მაინც გასჩენიათ ჩემნაირი შეგრძნება და აი რაზე:

_panic__by_bad_bloodდაკვირვებულხართ თუ არა როდესმე რა ცუდად ჟღერს ზოგიერთი ქართული სიტყვა?

მაგალითად:

- კომბოსტო [წარმოთქვით იგი ნელა, რამოდენიმეჯერ, ხმამაღლა და დარწმუნდებით რომ მართლაც უსიამოვნო ჟღერადობა აქვს]

- საფანელი [ამაზეც სცადეთ]

- ზღმარტლი (ეს რომც არ წარმოთქვა ეგრევე ხვდები რაცაა)

Words_by_AyameFataru ხოდა აი ძალიან ხშირად სიტყვას რომ ვიტყვი (საუბარში, მართალია სწრაფად ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც მხვდება მე თვითონ ყურში და ვღიზიანდები) ნერვები მეშლება, არადა ამდენი სიტყვაც არ ვიცი რომ სინონიმები ასე უცებ გავიხსენო და მანამდე შევცვალო წინადადება სანამ ვიტყვი.

ძალიან მეშლება ნერვები აკადემიური საუბრისას უადგილოდ წამოსროლილ, ინტელექტუალურ გარსში შეფუთული, ზეჭკვიანური სიტყვების მოსმენისასაც.

მაგალითად: ერთობ გასათვალისწინებელია რომ დღესდღეისობით არსებული …. (ნუ იქ მერე კიდევ ბევრი უცნაური სიტყვა რომელიც უფრო ადექვატური შესატყვისებით შეიძებოდა შეცვლილიყო)

ხოდა მოკლედ მაინტერესებს გაქვთ თუ არა ვინმეს მსგავსი დამოკიდებულება , თუ მარტო მე ვაფრრენ ასე უკიდეგანოდ და მხოლოდ მე მაღიზიანებს ასეთი რამეები?

e1471aa63f4861d3

13 comments:

  1. მაგის გამო ბევრი ქართული სიტყვა და ფრაზა ყურში ცუდათ რომ მხვდებოდა ხოლმე ,კაი ხანი რუსულად ვმეტყველებდი,ახლა ისევ ეროვნულს დავუბრუნდი თუმცა ზოგი სიტყვის ჩანაცვლებას მაინც ვახდენ ხოლმე..
    ყველაზე მეტად მთელი ცხოვრება მაინც სიტყვა "ჯღვლინტზე" მეცინებოდა –)))
    თანხმოვანთა მთელი კასკადია ფაქტიურად თავმოყრილი და რაღაც ჯ ღ ვ ფუფ , სლუნკა რა –)))

    ReplyDelete
  2. გამაგრდი, ლილიან!
    მეც მაგ დღეში ვარ ხოლმე. მაგალითად "ყურუმსაღი", "ჟაშკულამი"... :)

    ReplyDelete
  3. კიიიიიიიი, ეგეც საძულველ სიტყვებს რა გამოლევს..
    ამ მომენტში ვერ ვიხსენებ ასე უცბად. :(

    ReplyDelete
  4. ააააააა.

    "კოპიტი"
    ან "კოპიტნარი"
    რა უბედურებაა:((((((

    ReplyDelete
  5. Kate - ukve agarc vici ra dagicero :|

    ReplyDelete
  6. წაშალე რომელიმე კომენტარი.

    ReplyDelete
  7. ara arc erts ar cavshli :) dasturad imisa rom udidesi qatami xar da areuli arseba!

    ReplyDelete
  8. შენ მე იმდენს მიზამ, რომ მომერიდება აქ შემოსვლა. :მო:

    ReplyDelete
  9. ai dardi , mogeridebas magivrad azriani adamiani dacerda kargad movifiqreb risi dakoemnteba mindao :yes:

    ReplyDelete
  10. კარგი...

    და რა მაინტერესებს იცი, შენ რატომ გაქვს ასეთი უარყოფითი რეაქცია ამაზე???

    ReplyDelete
  11. batebi ar miyvars da shen batob :D :D :D :D erti tqvi da garkvevit raga : ))

    ReplyDelete
  12. გოგო ვცდილობ!!!!!!
    გგონია, სპეციალურად ვაკეთებ???

    ReplyDelete
  13. გვიყვარდეს ერთურთი :))))))))))))

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!