Friday, March 12, 2010

Friends will be Friends…Vol 2

მეგობარი აღმატებული სიტყვაა, ისევე როგორც აღმატებული და განსაკუთრებული სტატუსი და ქმედება, მაგრამ როგორ (რით) განისაზღვრება მეგობრობა?
what_friends_are_for_by_auroille როგორია ნამდვილი მეგობარი? მეგობარი რომელიც იცი რომ დანამდვილებით შენია, შენიანია?
რის საფუძველზე ვასკვნით რომ ადამიანი მეგობარია?
იმის თუ რამდენი ხანია ვიცნობთ?
რამდენი მსგავსებაა ჩვენს გემოვნებასა და სამყაროს აღქმაში?
იმის მიხედვით ხომ არ ვსაზღვრავთ თუ რამდენჯერ დაგვეხმარა გასაჭირში? ან იქნებ იმის მიხედვით თუ რამდენად ხშირად ვხედავთ, ან გვიწევს ერთად ყოფნა?
არის თუ არა მეგობარი ის, ვინც იზიარებს ყველა ჩვენს ტკივილს და ბედნიერებას?
იქნება მეგობარი ისაა რომელიც ყველა ზემოთ დასმულ კითხვაზე იღებს დადებით შედეგიან პასუხს?


შესაძლებელია თუ არა რომ ადამიანი, რომელიც მიგაჩნია რომ შენი მეგობარია არ ნახო 3-4 თვე არ დაელაპარაკო და მაინც შენი მეგობარი იყოს? ასე უცებ გამოჩნდეს , ისევ ყველაფერი ჩვეულებრივად იყოს?
friends_by_nunoramos0
თუ აუცილებელია რომ მეგობარმა ყოველ დღე თუ არა ყოველ მეორე დღეს გირეკოს ? გნახოს? ყოველ წამს მოგწეროს რა ხდება ეხლა მის თავს? რას აკეთებს?
(აქ არ იგულისხმება ადამიანები რომლებიც არ არიან იმავე ქვეყანაში სადაც შენ, დიდ დისტანციებზე მყოფ ადამიანებს არ ვგულისხმობ)
არის თუ არა აუცილებელი რომ ნამდვილმა მეგობარმა ყოველ მეორე დღეს, მეორე წამს, წუთს გამოხატოს თავისი სიყვარული, სიმპატია თუ რაც არის?


ან იქნება სჭირდებათ მეგობრებსაც ცოტა ხანი დაკარგვა იმისათვის, რომ უფრო მძაფრად იგრძნო ის კავშირი რაც თქვენს შორის არსებობს?
იმ ადამიანებს ვისაც ბეზრდებათ სხვა ადამიანები როგორ შეუძლიათ ჰყავდეთ მეგობრები?
3
როდესაც ადამიანს უწოდებ მეგობარს შეიძლება ის მოგებზრდეს? კი შეიძება ნერვები მოგიშალოს, წაკინკლავდეთ, რაღაც უთანხმოება იყოს (ადამიანური მომენტია რობოტები ხომ არ ვართ) მაგრამ მოგბეზრდეს? შეიძლება ესოდენ მნიშვნელოვანი წოდების, ემოციის მატარებელი მოგბეზრდეს?


ძალიან უცნაური რამეა ეს მეგობრობა!


მე მაგალითად მეგობრობა ”კრუგლასუტოჩნი” ვიცი!
რამდენჯერ ყოფილა მე დამირეკავს ან ჩემთანდ აურეკავთ და (თუ რა თქმა უნდა მქონია ფიზიკურ – ფინანსურ - მორალური შესაძლებლობა) f11 (5) დაუფიქრებლად მიმოქმედია, წავსულვარ სადღაც გადაკარგულში, ან დამიპატჟებია ყავაზე შუა ღამეს, თუ გამეთნია დილას….
თუნდაც ბაკოს ძველი სიურპრიზი (პრაღიდან რომ მოულოდნელად ჩამოვიდა და არ ვიცოდი) რომელიც ბაჩომ განახორციელა, ღამის 5 საათზე დარეკვით და მარ მჭირდები შენთან საქმე მაქვსო – ამის თქმით… დაუფიქრებლად ავდექი და დავიწყე ლოდინი როდის მოვიდოდა….


მეგობარია და როგორც არ უნდა იყოს, რადგან რეკავს და მოდის ესეიგი ეგრეა საჭირო…
რატომ არის ხოლმე ასეთი რაღაცეები ბევრისთვის გაუგებარი?
კი მესმის მეც ვმუშაობ, მეც არ ვცხოვრობ მარტო , მაგრამ ეგ მიზეზი არაა….
lolხოდა , როგორია ნამდვილი მეგობარი? როდის არის მეგობარი ნამდვილი? თუ როგორია მეგობრებს შორის ნამდვილი ურთიერთობა?

10 comments:

  1. ამ საკითხში ყოვლად ყუმი ვარ, იმიტომ რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ გამომდის და მეგობრებიც არ მყავს. მხოლოდ რამოდენიმე ამხანაგი... ვიცი ეს ნაკლია, რომელსაც გამოვასწორებ ალბათ,...

    ReplyDelete
  2. rodrigoo- carmodgena ar maqvs rogor sheizleba urtiertoba ar gamogivides, mesmis ar gindodes magram ar gamogivides chemtvis ragac zalian carmoudgenelia :)
    tavisuflad iyavi da ufro martivi iqneba albat

    ReplyDelete
  3. ჰოოო.. მე მაგალითად შემიძლია თვეობით დავიკარგო და არანაირად არ შევიცვალო იმ ადამიანის მიმართ..
    რავიცი არვიცი..
    ყოველდღიური დვიჟენია რაღაც სხვანაირად ხუნდება მაინც..
    ადრე თუ გვიან ხუნდება , რაღაც ემართება.
    თან ყოველდღიური ურთიერთობით იმდენად ეჩვევი და ეჯაჭვები ადამიანს რომ მერე უფრო გტკივა მისგან პატარა წვრილმანიც კი..
    ასე რომ თავისუფლება და ერთმანეთისგან მოწყვეტა როგორც პირადშია აუცილებელი ისე მეგობრობასაც არ აწყენდა..
    ნუ ეს ჩემი აზრით..

    ReplyDelete
  4. პირველ რიგში მთავარია გამოყენებაზე არ იყოს :|

    ReplyDelete
  5. Clow - eg tavistavad, magas tqmac arunda!
    Taka - maybee...

    ReplyDelete
  6. myavs megobari romelsac mase vnaxulob zustad 3-4 tveshi ertxel da imas ufro axloblad vtvli vidre imat vistanac yoveldgiuri urtiertoba maqvs :)


    sheni postebi megobrobaz emiyvars, adrec dagiwere es mgoni :)

    ReplyDelete
  7. Kikit ki damicere :D
    madloba : )

    ReplyDelete
  8. მართალი ხარ, არ გამომდის არაფერ შუაშია, ალბათ მე არ ვინდომებ... არავიზუალურ სამყაროში უკეთ მაქ საქმე:D

    ReplyDelete
  9. araa megobroba mtlad urtiertobis sixshireze damokidebuli, tipajs gaachnia. mec shensavit 24 saatian rejimshi megobroba mirchevnia, tumca myavs sauketeso daqali romelsac egre ar sheudzlia...magram mainc bevrs mirchevnia, imatsac vistanac dzaan bevr dros vatareb..mtlad tveobit ar naxvac ar sheidzleba, mere is momenti iwyeba, rom agaraferi gaqvs mosayoli, titqos gaucxovdit..

    ReplyDelete
  10. Eko anu sauketeso gamosavali ar arsebobs? :D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!
საინტერესოა, მოხარულიც ვიქნები :)