აღმოჩენა… - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, March 19, 2010

აღმოჩენა…

აუ აი იცით რა მიყვარს?
ახალი და წარმოუდგენელი რაღაცეების აღმოჩენა, თითქოს უკვე დიდი ხნის , კარგად ნაცნობ ადამიანებში.
მიყვარს ის ემოცია, რომელიც რაღაც სიახლის გაგებისას მიჩნდება.
Wish_You_Were_Here_by_gorjuss
ძალიან მაგარია როდესაც აღმოაჩენ, რომ ბევრ რაღაცაზე აქვს ძალიან დადებითი წარმოდგენა (ნუ შენ როგორიც გაქვს იმასთან მიახლოებული მაინც) და ეს აქამდე რატომ არ იცოდი ვერ ხვდები…

ვერ იგებ რატომ იყო ეს ადამიანი ამდენი ხანი ამდენ რამეზე ჩუმად, ან რატომ ჰქონდა ნეიტრალური დამოკიდებულება.
ძალიან მაგარია როდესაც ვიღაც დიდი ხნის ნაცნობში აღმოაჩენ რაღაც არასტანდარტულს და თითქოს მისი საზოგადო იმიჯისთვის შეუფერებელს.


ძალიან მიყვარს აღმოჩენები, მიყვარს ამ დროს გაჩენილი შეგრძნება, დიდი ხნის ნაცნობებიც მიყვარს რომელებიც არასოდეს ვიცი რას მალავენ….

Blog Archive

Subsrcribe