13 დემონი რომელიც უნდა მართო… - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Tuesday, March 02, 2010

13 დემონი რომელიც უნდა მართო…

იმ აზრს რომ ადამიანები განსხვავებულები არიან ნაწილობრივ ვეთანხმები.

dba938b741ac7ccea7eb2648671a1083

რატომ ნაწილობრივ? იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით უმეტესობა მათგანს [გამონაკლისის არსებობაზე გამოთქმა ყველას გეცოდინებათ] აქვს მსგავსი მისწრაფებები, სურვილები, მიზნები (შეიძლება ისინი ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიტყვებით და სჭირდებოდეთ ხვადასხვა დრო და მიმართულება მაგრამ ეხ ზედაპირულია ყველაფერი) რომლებიც საბოლოოდ მთელი თავისი არსით და იდეით მსგავსია.

ადამიანებს სჭირდებათ:

  • ყურადღება
  • აღიარება
  • საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება
  • და სხვა ადამიანები რათა ეს ყველაფერი ჰქონდეთ.

ხედავთ? ეს ყველას უნდა, უბრალოდ სხვადასხვა ხერხებს ვპოულობთ ამ ყველა პუნქტის შესასრულებლად.

…თუმცა მიუხედავად ამდენი მნიშვნელოვანი მსგავსებისა უნდა ვაღიარო, რომ ყველა ჩვენთაგანში არსებობს რაღაც , რაც ძალიან ძალიან ღრმად გვაქვს ჩაბეჭდილი გონებაში, ქვეცნობიერსა თუ ცნობიერში…

Focused_by_NegativeFeedback

…რაღაც რაც ჩვენს შინაგან სამყაროს ყველაზე ბნელ, მიყრუებულ და გადარაზულ კუნჭულს არის შეფარებული….

მიუხედავად ყველაფრისა შეგვიძლია ყველა ადამიანური სურვილი და მოთხოვნილება გავსაშუალოვოთ და სხვა ადამიანზე ვთქვათ რომ - ჩვენ მას საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობთ – თუმცა ეს მაინც  ტყუილი იქნება.

Time_Eccentric___VIII_by_NegativeFeedbackჩვენ არა თუ იმ ადამიანს , საკუთარ დემონებსაც კი არ ვიცნობთ წესიერად. არ ვცდილობთ მათ გამოკვლევას და შესწავლას, უბრალოდ ვმალავთ ბნელ კუნჭულში, მანამდე სანამ ის ძალებს არ მოიკრებს და უკონტროლო არ გახდება.

 

ძალიან სასაცილოა უთხრა ნებისმიერ გარშემომყოფს რომ შენ მას იცნობ მაშინ, როდესაც არ იცი ცხოვრებამ მას რა დაღი დაასვა, რა ტიპის მონსტრი ჰყავს სადღაც სულის სიღრმეში და რად შეიძლება გარდაიქმნას უახლოეს მომავალში მისი პიროვნება.

მიუხედავად ზოგადი მსგავსებებისა ყველა ჩვენგანში, ყველანი ვზრდით და ვასაზრდოვებთ (დროებით) უხილავ  დემონს ჩვენში….

დემონს რომელიც ზოგჯერ ნელა ნელა, ზოგჯერ კი ელვისებურად ახდენს ძალების მოკრებას და მოქმედების დაწყებას….

79c0282f2da7986dee9e2feebf6681ad

მოიძიეთ თქვენი დემონი, შეისწავლეთ და დაიწყეთ მისი მართვა მანამდე,  სანამ ის მოახერხებს თქვენს ხელში ჩაგდებას…

Blog Archive

Subsrcribe