ეხლა მოვედი შეხვედრიდან, შეხვედრიდან რომელზეც უფროსი თაობის მამაკაცები იყვნენ (უმრავლესობა).
მე თაობებს არ ვერჩი და ყველა თაობას აქვს რაღაც მისი , მისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ეტყობა ურეთიერთობის გამოცდილება და დამოკიდებულება ასაკთან ერთად მოდის.
დღეს საღამოს თავი ვიგრძენი ქალად ყველანაირი ქვეტექსტებისა და ზედმეტი სექსუალური ”ნამიოკების” გარეშე. უფროსი თაობის (ასაკის) ადამიანებმა იციან როგორ მოიქცნენ , როგორ მოექცნენ ქალს, მდედრს, მანდილოსანს… როგორც გინდათ დაარქვით, მაგრამ სულ სხვანაირად ვიგრძენი თავი….
სულ სხვა იყო შეგრძნებები, საუბარი, დამოკიდებულება… ყველაფერი იყო განსაკუთრებული….
დასანანია რომ მამრებს მხოლოდ ასაკთან ერთად ემატებათ და უჩნდებათ ეს ცოდნა რასაც ქალის მოპყრობა ქვია…
დასანანია რომ გვიან ხვდებიან რა და როგორ არის და უნდა იყოს…..
მე არ ვერჩი თაობებს, მე მენანება ის რომ ასე იგვიანებს ეს ცოდნა ….
არ მეგონა თუ ადამიანებთან , რომლებთანაც ამხელა ასაკობრივი სხვაობა მაქვს ასე სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად გავატარებდი საღამოს….
არ მეგონა თუ ადამიანებთან, რომელებიც უკვე საშუალო ასაკსაც კი გადასცილდნენ ესოდენ მხრიარულად გავატარებდი დროს, ამდენს ვიცინებდი და კმაყოფილი დავბრუნდებოდი სახლში….
ძალიან მაგარია როდესაც ასაკთან ერთად მოდის ახალი ცოდნა, დასანანი მხოლოდ ისაა რომ ეს ცოდნა სამწუხაროდ ძალიან იგვიანებს….
არ ვიცი საიდან მოდის ეგ დამოკიდებულება ქალის მიმართ, მაგრამ ერთი კი ვიცი, ქართველი მამაკაცები (მხოლოდ ქართველები იმიტომ რომ ჯერ სხვას არ შევხვედრივარ ასეთს) ძალიან გვიან მწიფდებიან ფსიქოლოგიურად.
ReplyDeleteკი არ იგვიანებს ჩემო კარგო, უბრალოდ, ცხოვრებაა უფრო მოკლე, ვიდრე გვინდა. :)
ReplyDeleteTom mgoni eg erovnebaze araa damokidebuli
ReplyDeleteErmonia - human arc masea saqme ubraklod ratomgac gvian xvdebian rom saqme ufro sxvagvaradaa :D
ორივე მხარეს, ანუ ორივე სქესს თუ გულისხმობ, მაშინ დაგეთანხმები. :)
ReplyDeletetavistavad orives vgulisxmob
ReplyDeleteertma ar icis risi migeba unda meorem ar icis ra gasces :D
ჩორვენი¹³ აბა რაზეა?
ReplyDeleteაღზრდაზე, რომელიც ტრადიციებიდან და კულტურიდან გამომდინარეობს. და ტრადიციები და კულტურა რას ახასიათებს? თუ არა მცირე ჯგუფებს და დიდ ჯგუფებს ანუ ერებს.
Tomushka
ReplyDelete:) აღზრდის უარყოფითი მხარეები სხვა ერებს ნაკლებად აქვს და ჩვენთან მასობრივად გაუზრდელები არიან? თუ ოჯახურ ტრადიციებსა და კულტურაში (ხელოვნება არ იგულისხმება აქ), აქედან გამომდინარე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებში მოვიკოჭლებთ ნამეტნავად? ამ მომწიფებაში რა გაქვს მხედველობაში – სექსუალური მომწიფება, გონებრივი თუ სხვა რამე კიდევ? იქნებ დააკონკრეტო რას გულისხმობ. :)
ორივე სქესი ეგრეა. ასაკთან ერთად მოდის ეგ ყველაფერი. ამიტომაც ჩემი კბილა მეგობრები თითქმის არ მყავს, საერთო ენას უფროსებთან უფრო მარტივად ვპოულობ.
ReplyDeleteუფროსებთან უნდა კარგად გამომდის ურთიერთობა მეც...
ReplyDeleteსაერთოდ მამაკაცის გაზრდა (ყველანაირი) უფრო გვიან ხდება.
ReplyDeleteთუნდაც სიმაღლეში სხვა ასაკში იმატებენ სადღაც 20-25 ასაკში. გოგოები კი – 13-18.
კარგია, რომ კარგად გაატარე დრო. მეც ვერანაირ ბარიერს ვერ ვგრძნობ ხოლმე უფროს ადამიანებთან. საინტერესოები იყვნენ და რა პრობლემაა...