ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს ყველაზე ადრეული სიყვარული ბაღის (ანუ ღრმა ბავშვობის) ასაკიდან ახსოვს.
პირველი ნუციკო, პირველი გიორგი , პირველი სათამაშოს გულითადი თხოვება, პირველი ასახვა ბაღის დროინდელ ნახატზე….
გენიალურია, მართლა ძალიან სახალისო, მაგრამ დაგითვლიათ კი როდისმე რა სახელი ჭარბობდა თქვენს მიერ მოწონებულ ადამიანებში?
დაინტერესებულხართ რამდენი ნუციკო ან გიორგი მოგწონებიათ ცხოვრებაში ამ მომენტამდე?
მე უკანასკნელ პერიოდში მოჭარბებული უსაქმურობის ჟამს, (10 დღე სახლში ჯდომას კატასტროფული შედეგები აქვს როგორც ხედავთ )ავდექი და დავიწყე დათვლა.
ვინაიდან და რადგანაც ჩემი ბაღში მოღვაწეობა ძალიან მცირეხნიანი იყო, ჩემი აგრესიულობის და დამრტყმელი ძალის გამო, დათვლა სკოლიდან დავიწყე.
ვითვალე, ვითვალე და დღეისათვის ჩემი მოწონების სტატისტიკა ასე გემოიყურება:
ლევანი – 2 (და ორივე სკოლის პერიოდისაა)
ირაკლი – 3 (1 სკოლის პერიოდსაა, 1 უნივესიტეტის და 1-იც გუდაურის)
ზურა – 4 (3 უნივერსიტეტის დროინდელი, 1 საერთოდ სად გავაძრე არ ვიცი არ მახსოვს, უბრალოდ ფოტო მიგდია)
გიორგი - 3 (2 უნივერსიტეტის პერიოდისაა, 1 ინგლისურზე დადიოდა ჩემთან ერთად სკოლის პერიოდში)
ამასთანავე იყვნენ (ნუ თითო თითოდ და აღარ დავკონკრეტდები) – საბა, ალექსანდრე (ნუ სანდრო , ალეკო და მისი ნებისმიერი გამოვლინება) , რეზო, ნიკა, დათო და შაკო.
[ამ სახელებში კიდევ ორი ქალის სახელიც უნდა იყოს, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა და არც სახელებს ვწერ და არც პერიოდს]
*სკოლის პერიოდი = 11-15 წელს
უნივერსიტეტის = 16-21
გუდაურის = 14 –20
ჰოდა ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა, სულ რაღაც 22 წლის განმავლობაში (ნუ კაი ამას მინუს სადღაც 6 წელი )ამდენი ტიპი მომწონდა - ზოგი ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა , ორი კვირა და მერე ვსო …
უმეტესობის ფოტოებიც კი მაქვს , ზოგი კომპიუტერში, ზოგი ისე ალბომებში მიმოფანტული და ძალიან ვხალისობ ხოლმე ყველა ჯერზე როგორც კი გადავაწყდები…
რაღაც ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი დამეთანხმებით ალბათ, მაგრამ მე ხომ მომწონდნენ : ) დაჟე ისე რომ მახსოვს თითოეული , ხოდა გამოდის რომ მთლად არასერიოზულიც არაა ეს მონაცემები …
მაშ ასე, მე ვაგრძელებ მონაცემების შეგროვებას – დღეისთვის მოწონებულია 20 ადამიანი :)
ნეტა როგორია თქვენი სიყვარულის სტატისტიკა?
p.s ეს სია მოიცავს მხოლოდ მომენტალურ და თავქარიან გაელვებებსა და მოწონებებს (სასიყვარულო ისტორია და სახელები ამაში არ შედის) ეს ისე კითხვები გაჩნდა და დავამატე :)
პირადი ცხოვრება სასტიკად მოუწესრიგებელი მაქვს :|
ReplyDeleteისე სიყვარულის მჯერა თუ არა არც ეგ ვიცი :|
არაადამიანი ვარ?! :შ
Clown ara adamiani xar ubralod meryevi xasiatit :D
ReplyDelete20 რა ცოტაა-მეთქი ვიფიქრე, მარა ჩემსას რომ გადავავლე თვალი, დაახლოებით მაგდენი გამოვიდა, არადა უფრო მეტს ველოდი
ReplyDeletehm
Agasfer - hm 20 cotaa? mgoni bevria gamodis rom sascauli tempebit vaxerxeb moconeba gadaaconebas da amas kidev is urtiertobebi rac aq araa :D anu zalian arastabiluri var
ReplyDeletehoda mgoni me da shen unda gadavxeot prioritetebs :P
arcerti saxeli ar damtxvevia chemtan arasdros :D prosta yvela bastard iyo aris da iqneba <3 :D egetebi mizidaven zedmetad
ReplyDeleteსიყვარულით არა, მაგრამ ყოველთვის ვიღაცა მომწონდა. ვერ დავითვლი სამწუხაროდ :D
ReplyDeleteუბრალოდ აუცილებელი იყო რომ ვინმე მომწონებოდა, იმიტომ რომ ცხოვრების სტიმულს მაძლევდა :D :D