გენდერი და გულწრფელობის სურვილი - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, January 21, 2010

გენდერი და გულწრფელობის სურვილი

დღეს სამსახურში მქონდა მომენტი როცა არაფერს ვაკეთებდი და ბლოგერზე დავიწყე ახალი ბლოგების მოძიება.

დაახლოებით 200მდე ბლოგს ჩამოვუარე და უფრო მეტი გამოვტოვე , ხოდა შევნიშნე ერთი რამ:

ბლოგების უმეტესობა მდედრებს ეკუთვნით მამრები კი აშკარა უმცირესობაში არიან.

boy_girl_symbols

გამიჩნდა კითხვა – რატომ?

იმიტომ რომ მამრებს არ უყვართ წერა?

იმიტომ რომ ისინი მიდრეკილი არ არიან გულწრფელობისკენ?

ggg222იმიტომ რომ არ უყვართ საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება?

იმიტომ რომ ნაკლებად სცალიათ ინტერნეტში საბოდიალოდ?

თითქოს ყველა კითხვაზე პასუხი არა არის მაგრამ მაინც, რეალობა სულ სხვაგვარად გამოიყურება.

იქნებ თქვენ გაქვთ ახსნა ამ ყველაფრის? გადახედეთ საკუთარ ბლოგროლებს ნუთუ მანდაც იგივენაირი არაა თანაფარდობა?

მოკლედ ასეთია დღეისთვის მონაცემები შეფარდება მდედრები / მამრებზე ბლოგოსფეროში გახლავთ 80/20 ზე .

ggg111

პატვისცემით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მე.

Blog Archive

Subsrcribe