Thursday, December 31, 2009

უხმაუროდ და უკან მოუხედავად წავიდა ….

და აი ძვირფასებო მიილია 2009 წელიც….

ვერ ვიტყვი , რომ ეს წელი ან ძალიან ცუდი იყო რამით, ან პირიქით გენიალური და აღმაფრთოვანებელი….

ისევე ჩაიარა როგორც დანარჩენმა 22 - მა ჩემს ცხოვრებაში… კარგიც იყო ცუდიც, აღსაფრთოვანებელიც და გულგასატეხიც, გამიხარდა რაღაცეები თუმცა  მეწყინა კიდევაც …

კითვაზე რა იქნება 2010-ში პასუხი არ მაქვს, ისევე როგორც კითხვაზე რას ვაპირებ 2010-ში …

ალბათ რამეს დავაპირებ, ისევ დავწერ ბლოგზე, ვივლი სამსახურში, გავერთობი, მომენატრებიან საყვარელი ადამიანები, ბევრს ვიჩხუბებ და ვიბუზღუნებ, ისევ ვიქნები  მაწაკა როგორიც აქამდე… ალბათ ყველაფერი ზუსტად ასე იქნება!!!

მიხარია რომ ახალი წელი მალე დაიწყება, მჯერა იმის რომ ყველა დასასრული რაღაც ახალის და უფრო სასიამოვნოს დასაწყისია (აგერ ახალი წლის მოსვლაც ხომ მაგას ადასტურებს).

რა გისურვოთ ახალ 2010 წელს?

მხოლოდ იმას გისურვებთ რასაც თავად ისურვებთ, ყველა ვიმსახურებთ იმას რაც საკუთარი თავისთვის გვინდა და არ გვენანება… ღირსები ვართ იმისა რაც გვაქვს და ვიღებთ იმას რისთვისაც ვიბრძვით!

ხოდა მაშ ასე ძვირფასო მეგობრებო, მკითხველებო და უბრალოდ გზააბნეულო სტუმრებო

გილოცავთ ახალ 2010 წელს!!

ერთად ვნახოთ რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები.

პ.ს მართალია მე არ მაქვს ნაძვის ხე მაგრამ მაქვს ნატვრის ხე .

axali celi

აგერ გიზიარებთ მას და ჩაიფიქრეთ სურვილები და დაელოდეთ მათ ასრულებას!

Sunday, December 27, 2009

სექსი და მრავალი სხვა ”გარყვნილება”

დღეს გადავხედე ჩემი ბლოგის სტატისტიკას და სერჩ თერმებს, ხოდა გადავწყვიტე რომ დავწერო პოსტი რომელშიც ბევრი რამე იქნება ერთდროულად :)

ცოტა ხუმრობა, ცოტა რჩევები , გაოცება და შეშფოთებაც … მოკლედ განაგრძეთ კითხვა , იმედია არ მოიწყენთ : ) მხოლოდ საუკეთესოები ამოვარჩიე.

დავიწყებ ყველაზე უცნაურით:

  1. ღიპზე ლექსები
    ცოტა უცნაურად მომეჩვენა ეს სიტყვათა შეთანხმება, ასე თუ ისე ვინცნობ ქართულ პოეზიას და რატომღაც არც ერთხელ არ შემხვედრია ლექსი რომელიც არათუ ღიპს, სიტყვა მუცელს მაინც ეხებოდა ან მოიცავდა :) დიდი ხანი ვიფიქრე მაგრამ ვერაფრით მივხვდი რად უნდოდა ამის მაძებარს ლექსი ასეთ თემაზე,მაგრამ გადავწყვიტე დავხმარებოდი და ლექსი დავუწერე:
    რადგანაც ბევრის დალევა გიწევს
    გამოცდილებამ შენ მოგჭრა ჭიპი
    თუმც გავიწყდება ზომიერება 
    მიტომ გეზრდება ნელ-ნელა ღიპი”
    (ძალიან არ გამაკრიტიკოთ უნიჭო პოეტი ვარ, მაგრამ კეთილი და გულისხმიერი)

    შემდეგი სიტყვა გახლავთ
  2. ლევან17
    ლევანი ჩემი მეგობარია და სიმართლე თუ გინდათ წარმოდგენა არ მაქვს რატომ ეძებდა ვიღაცა მას ან როგორ მოხვდა ჩემს ბლოგზე, როდესაც არც ერთხელ მასზე არაფერი არ დამიწერია.(ამ მომენტამდე) ნუ რადგან ვიღაცას აინტერესებს ლევანი დავახასიათებ და ფოტოსაც დაგიდებთ. ლევანი გახლავთ უაღრესად მოწესრიგებული, კეთილი, მეგობრული, შრომისმოყვარე და უცნაური იუმორის პატრონი - ლოთი. მას ყოველთვის აქვს გაჭირვების ჟამისთვის შენახული სიგარეტი და ანაკომის სუპები სახლში :) თავისუფლად შეუძლია ეძინოს უკდიეგანო ღრიანცელში და ერთი წუთით არ შეწუხდეს.
    IMG00757-20091205-0156 IMG00713-20091204-2248


    - შემდეგი პუნქტი არის ძალიან ქართული, ტრადიციული და სულში ჩამწვდომი:
  3. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა
    ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ რომ დიდი ხანი ვარკვევდი არსებობს თუ არა ქართულ ტრადიციებში რაიმე მსგავსი და მინდა 42911pUwt_wგითხრათ, რომ პასუხი ცალსახაა – რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენივენაირი სუფრის წაყვანის ვარიანტი და სადღეგრძელოების თანმიმდევრობა არისო. ასე რომ მოუხმეთ ფანტაზიას (თუ ის  გაქვთ) და ცოტა დაძაბეთ გონება, გაიხსენეთ რა სადღეგრძელოებს ამბობდნენ თქვენი მამები, ბაბუები, ბიძები, ძმაკაცის ძმაკაცები, ძმაკაცის ბიძები და ა.შ. ყველაფერი კარგად იქნება მთავარია ფანტაზია არ დაგიჩლუნგდეთ, თორემ სადღეგრძელოს თუ ვერ მოიფიქრებთ ნამდვილად არ გიშველით თანმიმდევრობის ცოდნა : )

  4. ეს როცა მოხდა მე იქ ვიყავი!
    მე მაპატიოს ამის დამსერჩავმა, მაგრამ რა უნდა? აი რას ეძებს? post-12-1151305021დიდი ხანი ვიფიქრე , დაჟე მეც დავსერჩე ეს ფრაზა და არაფერი …
    ნუ ვერაფრით მოვიფიქრე რა მოხდა, სად იყო, რას ეძებდა, რა უნდოდა… ისიც კი ვიფიქრე რამე ფილმი ხომ არაათქო, ვთარგმნე ვატრიალე , ვაცალკევე ეს ფრაზა, მაგრამ ვერაფერი სრულებით ვერაფერი ვიპოვნე ,ხოდა – ემოებს და დეპრესიულებს გთხოვთ ნუ ეძებთ მარაზმებს ან ეცადეთ ჩემს ბლოგს გვერდი აუაროთ :)
     

    დანარჩენი საძიებო სიტყვები ან სექსთანაა კავშირში ან პირდაპირ მოიცავს მას ასე რომ მოემზადეთ …
    შემდეგ პუნქტში ორ საძიებო ფრაზას გავაერთიანებ, ბარემ უხდება თემატურადაც და აზრობრივადაც და მოკლედ კაია რა.
  5. თამაშები გახდაზე + ალკოჰოლი და სექსი
    როგორც ჩემს წინა პოსტში მაქვს ნახსნებები საღამოს გატარების საუკეთესო ხერხებში თამაში გახდაზე , გეტყვით რომ მართლაც საინერესოა. თუმცა აქ რჩევის სახით დავამატებ კიდევ რამდენიმე ვერსიას.
    ა) სამი თლილი ჭიქა სასმელის (გემოვნებით, რომელიც თქვენ გინდათ) ზედიზედ, მიყოლებით დალევა, თამაში ტარდება წყვილში, ანუ შეჯობრებაა. ვინც დამარცხდება და მეორეზე სწარაფად ვერ დალევს, გამარჯვებულის მითითებით იხდის რამეს.
    ბ) წეროები მიფრინდავდნენ ხომ ყველამ იცით? ხოდა გენიალური თამაშია რომელიც ძალიან კარგად ერგება გახდის პრინციპს :)
    გ) კიდევ ერთი თამაშია ასეთი-იდგმება სამი არყის ჭიქა, ვიღებთ ორ ადამიანს და ისინი ცდილობენ უხელებოდ მხოლოდ პირის საშუალებით რაც შეიძლება სუფთად და სწრაფად დალიონ ჭიქაში მოთავსებული სასმელი :) გამარჯვებული ხდის დამარცხებულს :) ორივე მთვრალია და ყველა ბედნიერი :)
  6. სექსის პოზები
    ნუ რა შემიძლია ვთქვა ამ თემაზე, ჩემს გამოცდილებას ვერ ben_and_lisa_kissing_by_scottchurchვენდობი, აქედან გამომდინარე მიგითითებთ მხოლოდ ვებ გვერდებს სადაც შეძლებთ გაეცნოთ მსგავს ინფორმაციას და ყველა დეტალს.
    ლინკი ნომერი #1
    ლინკი ნომერი #2 (ინგლისური კოსმოს რჩევები)
    ლინკი ნომერი #3 (menshealth – ის რჩევები)

  7. პირველი ღამე
    ნუ ფრიად ინტიმური თემაა და ასევე არ მაქვს გამოცდილება ამ Neck_kiss_on_beach smallთემასთან დაკავშირებით, მაგრამ მაქვს ვარაუდები. ჩემი დასკვნებით ეს ის ღამე უნდა იყოს, როდესაც ქალი პირველად ნებდება კაცს (ტრადიციების მიხედვბით) , რაც შეეხება რეალობას ეს ის ღამეა, როდესაც ერთმანეთკარგადშესწავლილი პარტნიორები მიეცემიან სასიამოვნო და ღრმა ძილს, მთელი საღამოს განმავლობაში  დებილი სტუმრების ყურების შემდეგ. 
  8. kedeltan sex
    ნუ აი ეს სერიოზული გარყვნილებაა :))) რატომ უნდა მოგინდეს ნახვრეტიან აგურში , ან ბლოკში შეყოფა … ან ძველ ხის სახლში ხიჭვების აკიდება იმის გამო, რომ კედელთან სექსი გინდოდა : ))))
    მეგობრებო სექსში მთავარია იგი უსაფრთხო იყოს!!
  9. ქალებს უნდებათ თუ არა სექსი
    არა !! არა !! არა და არა!!
    როგორ შეიძება პატიოსან მანდილოსანს ასეთი სურვილები და აზრები გაუჩნდეს? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ უბიწო არსებაstringს უნდოდეს სექსი? მერე მანდილი, მერე ტრადიცია , მეზობლები, ნათესავები და ა.შ? 
    ეს იქით იყოს და დიახ : ) უნდებათ , ისევე როგორც მამრებს : ) ისევე იღგზნებიან და განიცდიან ორგაზმს… მოკლედ ქალიც ადამიანია და მასაც აქვს ჩვეულებრივი მოთხოვნა- სურვილი მოთხოვნილებები და საჭიროებები : )

    და ბოლოს
  10. ინტიმის და სექსის გაცნობის კლუბი
    დიახ ჩემო მეგობრებო ასეთი კლუბი ინტერნეტ სივრცეში არსებობს :)თანაც არა ერთი … რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს …
    მიყევით ლინკებს : )
    ყველაზე მასშტაბური კლუბი დღესდღეობით
    გარყვნილების ბუდე ინტერნეტ სივრცეში
    ვუაიერისტები


    მაშ ასე დღეისთვის სულ ეს იყო :) იმედია ცოტათი მაინც დაგეხმარეთ და გაგახალისეთ!

 

 

     

Wednesday, December 23, 2009

კრატიის დემო ვერსია საქართველოში

ისეთი ინფორმაციამქონდა  რომ საქართველო სახელმწიფო იყო.
რეალურად ასეც იქნებოდა ყველა მონაცემით გარდა ორისა : თავისუფლება და დემოკრატია.
ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფონდ ”ინკლუზივში” ვიღაც ახვრები შეიჭრნენ და მორიგი დარბევა, სახელით ”ყლეზე გვკიდია რა გინდათ და რას მოითხოვთ თქვენ, ჩვენ ასე გვჭირდება” მოხდა.


აგერ ინფორმაციაც მათ საიტზე - წერილი


ფონდი ინკლუზივის მიზანი გახლავთ :
საქართველოში ლგბტ ჯგუფის სრული ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებაში ჰომოფობიის დაძლევის, უფლებათა ადვოკატირებისა და ჯგუფის სამოქალაქო აქტივობის გაზრდის გზით.”
ჰოდა ეტყობა ვიღაცას შეეშინდა , არ მოეწონა , გაღიზიანდა და მიიღო გადაწყვეტილება….


ბლინ აი რატომ არ შეიძლება რომ ამ დედა#####ლ ქვყანაში ყველაფერი კანონის და ნორმის ფარგლებში ხდებოდეს? რა #ლედ გვინდა კონსტიტუცია და კანონების მთელი 123423 ტომი თუ არავის არ აინტერესებს რა წერია იქ?

რატომ დებილდება ყველა ვისაც ძალაუფლება უვარდება ხელში? რატომაა რომ ყველა თანამდებობის პირის თავის ქალაში რუხი ნივთიერება მომენტალურ ლპობას იწყებს როგორც კი სტატუსს აიმაღლებს?
არ შეიძება რომ იქ სადაც ცხოვრებაც მინდა და მომწონს და მიყვარს არ მეშინოდეს? არ ვიმალებოდე? არ ვიდევნებოდე? ეს დედააფეთქებული რატომ არ შეგვიძია მივიღოთ ყველა ადამიანი ისეთი როგორიცაა? ეხლა გამოხტებოდა აქ ვიღაც იდიოტი და იტყოდა მართმადიდებელ ქვეყანაში ეგ არ შეიძლებაო!



მოგიტ###ნთ რწმენა და მორწმუნეობა( და არა მრწამსი და სარწმუნოება), დარბევა და სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება შეიძლება ხო? ძალადობაც შეიძლება ხო? მაგრამ მთავარია პირჯვარი გადაიწერო და მერე ეკლესიაში მიხვიდე და აღსარება ჩააბარო!!!
რატომ უნდა მიჩნდებოდეს სურვილი რომ აღიგავოს პირისაგან მიწისა ადგილი რომელიც მიყვარს? ან როგორ უნდა ვისურვო ნახევარი მოსახლეობის უცაბედი სიკვდილი?



 
ბლინ!!
გული მერევა!! მართლა გულით მინდა რომ ერთბაშად დაიხოცონ ყველა მსგავს ქმედებაში გარეული და ასეთი რამის მხარდამჭერი ადამიანები!!

update: მართალია რელიგიას არ ვერჩი არც მართმადიდებლობას და საერთოდ ყველას აქვს უფლება სწამდეს რისიც უნდა, მაგრამ სარწმუნოების უკან ამოფარება და ამ არგუმენტით გამართლება/ჩადენა მსგავსი ქმედების ძალიან აღმაშოფოთებელი და გამაღიზიანებელია(გულის ამრევიც კია, ეს ჰომოფობურ საფუძვლებს ეხება). ზემოთ დაწერილ ფრაზაში რა თქმა უნდა ყველა საღად მოაზროვნე და ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი არ იგულისხმება. თავდაპირველ ტექსტს შეგნებულად არ ვასწორებ უბრალოდ ამ აბზაცს ვამატებ!

Tuesday, December 15, 2009

ძველი, გამეორებული განწყობა და სურვილები : )

მინდა: ნაყინი

მინდა: თავისუფლება

მინდა: გართობა

მინდა: ბუშტი, წითელი ბუშტი

მინდა: მთაში

post-59-1110542942

მინდა: ამინდი, წვიმიანი ამინდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კაცი მინდა!!!!!!

Wednesday, December 09, 2009

მითიური სექსუალურობა ჩვენი ტვინის ხვეულებში

ქვემოთ მოცემულ ტექსტში შესაძლოა მოცემული იქნას სკანდალური ინფორმაცია, სუსტი გულის პატრონებს გტხოვთ შეწყვითოთ კითხვა ან მოიკრიბოთ გამბედავობა და ისე განაგრძოთ.

მაშ ასე არაფერი უცნაური იმაში არაა რომ ეხლაც ვზივარ და ბლოგზე ვწერ მაგარამ მთავარი ეს არაა მთავარი ისაა თუ რა იქნება დაწერილი ამ ტექსტში და რამდენ ადამიანს დააინტერესებს ის ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ახლა ზიხართ ეცნობით ამ ფრაზებს და აზრადაც არ მოგდით ის თუ რით შეიძება დამთავრდეს ეს აბზაცი რომელიც შესაძლოა ფრიად გრძელი და მონოტონურიც კი აღმოჩნდეს მნიშვნელოვნება ამ ფრაზების მინიმუმამდეა დაყვანილი და ჩათვალეთ ეს ერთგვარი ექსპერიმენტი უფროა  რადგანაც შეიძლება თქვენ არც დაკვირვებიხართ და უაზროთ ცაარიკინეთ მთელი ტექსტი და უბრალოდ აყოლებდით თვალს სტრიქონებს მაგრამ აბა თავიდან გადახედეთ ნუთუ არაფერი არ აკლია რა თქმა უნდა აკლია ეს სასვენი ნიშნები და მინდა გაცნობოთ რომ თქვენ სულ ახლახანს ჩაიკითხეთ 12 სტრიქონი რომლებიც არანაირ აზრს არ ატარებენ და არც სასვენი ნიშნებით არის რამე გამოყოფილი გილოცავთ ესეიგი თქვენ სულ ტყუილად კითხულობთ ყველაფერს რაც ინტერნეტში გხვდებათ შემდეგისათვის მოიკრიფეთ ყურადღება და ისე გაეცანით ნებისმიერ ტექსტს

ასე და ამგვარად მე უბრალოდ გავერთე! გისურვებთ სასიამოვნო მომავალ დღეს! საუკეთესო სურვილებით უცნაური იუმორის პატრონი მე :)

პ.ს სათაური უბრალოდ სატყუარაა : ))))

Tuesday, December 01, 2009

ყელში ამოსული Me-რეალობა!

მე მგონი ყველა ადამიანს აქვს მომენტი (ან ები) ცხოვრებაში როდესაც სასწრაფოდ რამე თუ არ შეცვალა ძალიან ცუდად გახდება….

ზოგისთვის ეს ცვლილება ვარცხნილობის შეცვლით, გარდერობის განახლებით ან 1 კვირიანი შვებულებით შემოიფარგლება ხოლმე …

მე ეს ყველაფერი არ მეყოფა!! სასწრაფოდ რაიმე ექსტრემალურად განსაკუთრებული უნდა გავაკეთო, ან შეიძება ეს უცბედი მოქმედება არ Liftიყოს მაგრამ საბოლოოდ შედეგი ჰქონდეს სუნთქვის შემკვრელი.

ძალიან მჭირდება რაღაც ძალიან ახალი, ძალიან სხვა, ძალიან უჩვეულო.

 

დაჟე მინდა სხვანაირი მე ვიყო ცოტა ხანში!

ეს შეგრძნება უკვე 1 თვეა მაგრად მაწუხებს და მგონი დროა რომ დავიწყო მოქმედება … გავაკეთო რამე იმისთვის რომ არ მოვიწყინო, არ მომბეზრდეს, არ დავითრგუნო…

გავაკეთო რამე იმისათვის რომ კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდე ჩემი შესაძლებლობით, მონდომებით და რაღა თქმა უნდა საბოლოო შედეგით!

დროა!