Tuesday, November 24, 2009

გეი, აღიარება და ქართული საზოგადოება

მოკლედ ნახევარი საათის წინ ჩავდივარ ქვედა სართულზე ჩაის პორციის ასაღებად და ოჯახი უყურებს იმედზე გადაცემას ”სიმართლის დრო”.



ნუ სტუმარი ვიღაც ფრიად სიმპატიური მოწიიფული მამაკაცია და ისმება კითხვა: ”თქვენ ჰომოსექსუალი ხართ?”
კითხვას არ გავუკვირვებივარ რომ არა საკმაო ხნიანი დუმილი ამ რესპოდენტის თუ სტუმრის თუ რაც ქვია…
ვდგვარ და ვუყურებ , ნეტა რას იტყვის? იტყვის-არ იტყვის… მაგრამ ფაქტია ფიქრობს რა თქვას…
და ბოლოს თქვა ”დიახ ო” . სიმართლე გითხრათ გამიკვირდა. ნუ აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი ქუთაისში არის ლექტორი (ადგილი სადაც ყველაზე ნულოვანია ტოლერანტობა გეების მიმართ რაც მე გამიგია და მომისმენია, გაგება კაი ბიჭჴბა და ამბავი) და იცნობს საზოგადოება.
ხოდა მინდა გითხრათ ავღფრთოვანდი, იმიტომ კი არა რომ გეია ან რამე მსგავსი, უბრალოდ ძალიან ძალიან თამამი ნაბიჯია საქართველოში , კი შეიძება ყველამ ისეც იცის მაგრამ მისი პირით ნათქვამი ალბათ მეხივით გავარდა.
რა თქმა უნდა ბებიაჩემმა დაიწყო ვიშვიში და მორალის კითხვა , მაგრამ მაინც ბრავო ამ ადამიანს.  პლიუს ამას იმითაც ახსნა ეს აღიარება რომ მალა ლი როგორია ადამიანის სექსუალური ორიენტაცია , წარმატებული და მაგარი თუ ხარ მაინც ხარ ასეც და ისეცო!
ჰო კიდევ ამ ადამიანმა ბევრი აღიარებები დადო კგბ და მსგავს ამბებში მონაწილეობაზე მაგრამ საქართველოში ეგ ისე მძაფრად არ აღიქმება დარწმუნებული ვარ!!
ხოდა სულ ეს მინდოდა მეთქვა!

Friday, November 13, 2009

მორიგი 13 გა-20-და-2-და!!!!

აი ისევ 13 ნოემბერია, სუსხიანი დღე არაა მაგრამ მაინც სასიამოვნოა….

ზამთარი მოიპარება….........

ისევ მახსენებენ რომ 22 წლის წინ დავიბადე… მახსენებენ რომ მაწაკი და საძაგელი ვიყავი და დავრჩი კიდეც ისეთად…

შევიცვალე? კი რა თქმა უნდა ჰოპ და ახლა უკვე 22ჯერ ჭკვიანი და საძაგელი ვარ :)

ჩემი წლევანდელი დაბადების დღეც მეორე 13იანის გარეშე გადის, შორსაა თუმცა მაინც ვგრძნობ …

ჰოდა ასე გავიდა უკვე 21 და დაიწყო 22-ე

კარგია, მომწონს… კარგად დაიწყო …

და იმედია ესე საკაიფოდვე გაგრძელდებაა!!!

კოკოოო გილოცავ!! ვილოცავ!! და ვაფშე

13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13 13

პარასკევი 13 რიცხვი , ზუსტად ისევე როგორც 1987 წელს ……


Update:After Party Pics <3

















































Love Youuuu......

Thursday, November 12, 2009

თავდაცვა , თავდასხმა და პრესტიჟი

საერთოდ სპორტი მიყვარსთქო ვერ ვიტყვი . აზარტული ვარ და ზოგჯერ არის მომენტები როდესაც ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრს ვუყურებ სიამოვნებით.

თუმცა მიუხედავად ამის მაქვს ორი სპორტი რომელიც ძალიან მიყვარს ერთი რაგბია რომელზეც ეს ჩანაწრი ნამდვილად არაა….

ხოლო აი მეორე სპორტის სახეობა გახლავთ ფარიკაობა….

სპორტი რომელშიც ყველა მოძრაობა აგრესიული და ამავე დროს უაღრესად ფრთხილია….. ყველა მოძრაობაში რაღაც აღმატებული და განსაკუთრებულია….

ეს არის ის სპორტი რომელშიც შენი სიამაყე და რეპუტაცია  მოძრაობის პირდაპირ პროპორციულია.

ფარიკაობაში ყველაფერი დახვეწილი და ამბიციურია…. რა ძლიერია შეგრძნება როდესაც დაიხურავ მუზარადს, გაისწორებ ხელთათმანს და შენს რაპირას ძლიერად მოუჭერ ხელს…. მიიღებ საწყის პოზას და მოემზადები დარტყმისათვის….

შეტევა, უკანდახევა, შეტევის აცილება, ისევ შეტევა…. ჩხვლეტა ……

გაიმარჯვე!!!!!

მიყვარს და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიქნები ამ სპორტით!!!!

Saturday, November 07, 2009

პირდაპირ და მარცხნივ

როდესაც ადამიანს აქვს ცუდი ჩვევა ეს ძალიან ცუდიაო აბობენ, მაგრამ….

შეიძლება თუ არა განვიხილოთ პირდაპირობა (აზრის პირდაპირ თქმა დაფარვის და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე) ცუდ ჩვევად?

ჩვეულებრივ, რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ და რასაც ვამბობ იმასვე ვფიქრობ…. ძალიან იშვიათად რომ არ ვთქვა რასაც ვფიქრობ, ისიც იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ერთადერთხელ და პირველად მყავს ნანახი.

მართალია, ის რომ მე პირდაპირ ვეუბნები ყველას ყველაფერს უმეტესობაში იწვევს გაღიზიანებს, მაგრამ ნამდვილად მირჩევნია fuck off sayvareloგავაღიზიანო სხვა ვიდრე ვიყო გაღიზიანებული მე თვითონ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთი გაღიზიანებული სხვა გავლენას ვერ ახდენს ჩემს გარშემო მყოფ სხვა 100ზე, ხოლო მე ვახდენ. გამოდის რომ სწორ და რაციონალურ გადაწვეტილებას ვიღებ ხოლმე.

არის კიდევ მეორე ვარიანტი ვიღაცა მეტყვის რატომ არ გკიდიაო? რა მკიდია ის რომ მიჩნდება აზრი და არ ვთქვა? მაშინ დაკიდებას ჯობია იმას ვიჩალიჩებ რომ აზრები არ გამიჩნდეს, მაგრამ არა…

 

ზოგჯერ იმხელა სიამოვნებას მანიჭებს ყველაფრის პირდაპირ თქმა რომ ამას ვერ შეველევი….

ხოდა ასე და ამგვარად იყავით მზად რომ რასაც ვფიქრობ იმასვე გაგიმხელთ ყველანაირი კორექტირების და კორექტულობის გარეშე!

ასეთი ვარ და Deal with it ….

p.s მიწიდან აწეული ვარ და აერში ვფარფატებ!! მადლობა ბაკოს :)

Monday, November 02, 2009

BI - ბისექსუალი - IB

ნუ ჩათვალეთ რომ ხმამაღლა ვფიქრობ….

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი ხალხია და საერთოდაც მე არავის და არაფრის წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს ….

აი უბრალოდ ვფიქრობ ბისექსუალი ეს ისეთი ადამიანია რომელმაც ვერ იპოვა საკუთარი თავი? ანუ ის ძიების პროცესშია? საკუთარ თავს ემალება?

თუ უბრალოდ რეალურად ერთ მხარესაცაა და მეორე მხარესაც?

ადამიანში არის ორი სხვადასხვა ნაწილი, მხარე, როგორც არ უნდა ერქვას და ეგ მაინც არ ნიშნავს რომ გაორება აქვს?

მე მაინც ვემხრობი აზრს (ბეევრი ვიფიქრე … :) )რომ ბისექსუალებს გაორება არ აქვთ ანუ ორივე სქესის (თავისიც და საწინააღმდეგოც) წარმომადგენელთან ურთიერთობით იღებს რაღაცას და რადგან ორივესთან უნდა ურთიერთობა, ესეიგი ეს მიღებული რაღაც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ანუ ემოცია, ურთიერთობა ფრიად განსხვავებულია და სხვადასხვა შეგრძნებებს ბადებს.

საერთოდ სიმართლე თუ გინდათ გენიალურია ბისექსუალი იყენებს სექსუალურ რესურსებს ოპტიმალურად :)

ხოდა ნუთუ ვცდები?