Friday, October 30, 2009

ოთახის მოწყობა მინიმალური ხარჯით-Self hand made

მოკლედ რაშია საქმე რახან დავგეგმე ბარემღაც დავწერ :)

ჰოდა მინიმალური ხარჯი ძალიან ფართო ცნებაა, ამიტომ მე დავწერ აქ ვარიანტებს და მიახლოებით ფასებს თუ რა დაგიჯდებათ კრეატიულ საინტერესო , საკუთარი ხელით დეკორირებული ოთახი ან მისი ელემენტები.

პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ რაოდენ პატარა და უსახური ოთახიც არ უნდა გქონდეთ (ან გეჩვენებოდეთ რომ ეგეთია) სარკეები მას დაამშვენებს და ბევრად უფრო მშვენიერს და ვიზუალურად დიდს P1100713გახდის.

საჭირო მასალა :

  • სარკე – 1 მ2- 35 ლარი (არის თურქულებიც 28 ლარიანი მაგრამ მალე  ფუჭდება)
  • სილიკონი ანუ გერმეტიკი შუშის და სარკისათვის- 5-10 ლარი ( ნუ ამასთან აუცილებელია მისი შპრიციც ისე ვერ გამოიყენებთ)
  • პერმანენტ მარკერი (ფერი გამომდინარე ოთახის ფერიდან შეგიძლიათ აარჩიოთ რამოდენიმე ან ერთი) – 1.5 ლარი (ცალი)

რას ვაკეთებთ: სასურველ ფორმაზე და ზომაზე გამოჭრილ სარკეებს ვდებთ სახით დაბლა, ვუსვამთ გერმეტიკს ისე, რომ მოვიცვათ თითქმის P1100716 მთელი სარკე, მაგრამ მთლიანი ზედაპირი კი არა ზოგიერთი ნაწილები მხოლოდ ანუ კუთხეები, გვედრების შუა და ძირითადი სარკის შუა ნაწილი. შემდეგ ვიღებთ სარკეს და ვამაგრებთ კედელზე სასურველ ადგილას, გვიჭირავს და ვაწვებით ასე 2 წუთი, იმისათვის რომ სარკე დაფიქსირდეს და გერმეტიკმა აიღოს. აქვე რჩევა თუ სარკის ნაჭერი საკმაოდ დიდია მაშინ ასეთი ხერხით მიმაგრებულ სარკეს სჭირდება რამე საყრდენი სანამ გერმეტიკი დაიჭერს. გერმეტიკის გაშრობას ესაჭიროება 24 საათი.

მას შედეგ რაც თქვენი სარკე უკვე კარგად მიემაგრება კედელს , თაროს თუ სხვა ზედაპირს სადაც თქვენ ის დაამაგრეთ შეგიძლიათ მოიმარჯვოთ პერმანენტ მარკერი და ზედ გააკეთოთ სხვადასხვა ნაწერები, ჩარჩოები, ნახატები, მოკლედ სადამდეც ფანტაზია და ნიჭი გაგიქაჩავთ…. მას შემდეგ რაც პერმანენტ მარკერით მუშაობას მორჩებით შეგიძლიათ P1100717დატკბეთ თქვენი შედევრით. ოთახში ახლა როგორც პრაქტიკული, ისე დეკორატიული გამოყენების სარკეები გაქვთ, რომელიც ძალიან საინტერესო ელფერს შემატებს თქვენს ოთახს.

აი ასე სულ რაღაც 50 ლარად გაქვთ ახალი დეკორაცია, ჰენდ მეიდი თანაც თქვენით გაკეთებული.

(მე ჩემს სარკეზე სტიკერიც დავაწებე სპეციალურად შუშისთვის და გარშემო მარკერით კანტიც გავუკეთე ისევე როგორც მთლიან სარკეს)

შემდეგი იდეა მოიცავს საინტერესო სტენდის გაკეთებას რაც ოთახის დიზაინს განსაკუთრებულ სახეს შესძენს , გაახალისებს და თქვენ ყოველთვის გექნებათ რაღაც, რაც მოწყენილობის და უხაისათობის ჟამს შეგიძლიათ გამოცვალოთ , გაახალისოთ ან ”დაანავაროტკოთ”

მაშ ასე საჭირო მასალა:

  • რაიმე რასაც აქვს ჩარჩო (მაგალითად დიდი სურათის ჩარჩო, პინ ბორდი, მუყაოს უზარმაზარი ნაჭერი…)- ამის ფასი არ ვიც გააჩნია P1100714რას მოიძიებთ (ჩემი ბორდი 25 ლარი ღირდა)
  • მშენებლობისას გამყენებადი ღრიჭოების ამოსავსები ქაფი – 10-15 ლარი
  • პულვილიზატორიანი საღებავი (რა ფერიც გინდათ და გაწყობთ) – 5 ლარი
  • წებო (შესაძლოა დაგჭირდეთ)- 3 ლარი (მე მომენტი მაქვს :) )

რას ვაკეთებთ: ვიღებთ ქაფს და ან პირდაპირ ნაზად ვასხავთ ჩვენს ჩარჩოზე (თუმცა ამას არ გირჩევთ გაიძლაზნება) ან ვასხავთ რაიმე ზედაპირზე რომელიც არ გვჭირდება, ვაცლით გაშრობას (ამასაც კაი ხანი უნდა გასაშრობად) შემდეგ ვაჭრით ამ უსარგებლო დრობიეთ ზედაპირიდან  ნელა ქაღალდის საჭრელი დანით (აკა რეზაკი) .

ორივე შემთხვევაში როდესაც ქაფი გაშრება ვღებავთ პულვილიზატორით სადღაც 15 სანტიმეტრის დისტანციიდან (ნუ თუ P1100725პირდაპირ ჩარჩოზე დაასხით მანამდე კეთილი ინებეთ და შუშას და ყველა დანარჩენ ნაწილს გადააფარეთ გაზეთი რომ არ შეიღებოს). საღებავის გაშრობას ასე 5 საათი უნდა. თუ თქვენ ქაფი დანით ააჭერით და არ დაგისხავთ პირდაპირ ჩარჩოზე ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ წებო. წებოს ნაზად გაანაწილებთ ასანტის ღერით ან ყურის საწმენდი ჯოხით ჩარჩოს ზედაპირზე და ქაფის უკანა ნაწილზე, შემდეგ კი გამშრალ ქაფს დაადებთ ჩარჩოს და ოდნავ დააწვებით და დაიჭერთ, იმისათვის რომ P1100720დაფიქსირდეს ზედაპირები ერთმანეთზე.

მაშ ასე თქვენ ჩარჩო მზად გაქვთ ეხლა უნდა გააკეთოთ კოლაჟი ჩასვათ  ამ ჩარჩოში , დაკიდოთ კედელზე და დატკბეთ საკუთარი ნახელავით, ხოლო როგორც კი ცუდ განწყობაზე დადგებით , მოაცილოთ ძველი კოლაჟი და გააკეთოთ ახალი , ახალი განწყობის შესაბამისად.

მაშ ასე ჩვენ უკვე გვაქვს მეორე ჰენდ – სელფ მეიდ ნივთი სულ რაღაც 48 ლარად :)

 

 

და ბოლოს ყველაზე საინტერესო, თუ თქვენ გეზარებათ მადენი ზინტლაობა, მაგრამ მაინც გინდათ რაიმე საინტერესო სიახლე თქვენს ოთახში, შედით ინტერნეტში, მოიძიეთ ფოტო შედეგები სერჩ რაიმე ასეთს მიიღებთთერმ ”tribal tattoo”-ზე ან ”funny pictogram”-ზე (ან თქვენით დახატეთ თუ ნიჭი და იდეები ხელს გიწყობთ) ამობეჭდეთ სასურველი სურათი,  გამოჭერით ( ანუ გააკეთეთ ტრაფარეტი) მიადეთ კედელს და დავაი, შეღებეთ ცარიელი ადგილები, მოაცილეთ ტრაფარეტი კედელს და თქვენ გაქვთ ახალი საინტერესო ორნამენტი ოთახში :) სულ რაღაც ერთი თაბახის ფურცლის და ერთი მარკერის ან ქილა საღებავის ფასად :)

 

დღეისთვის სულ ეს იყო საუკეთესო სურვილებით იდეებ რა ვუყო ჩორვენი :)

Friday, October 23, 2009

იდუმალი ბლოგერი-Guess Who!

არაფერი განსაკუთრებული, არც პირადული….

ამათგან არც ერთი არაა იმიტომ, რომ სათაურიდანაც ჩანს - ეს ბლოგერი იდუმალია!

გარდა იმისა, რომ შეგიძლია შეხვიდე მის ბლოგზე და დატკბე განახლებადი, სასიამოვნო დიზაინის, კრეატიული ჰედერებით, საინტერესო ვიდეო და ფოტო მასალით, მეტს ვერაფერს ვერ გაიგებ მასზე ….

მე არ მინახავს, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და როგორია რეალურად…. მეტ ნაკლებად ყველა ბლოგერი ვიცი…. ის არ გამოჩენილა … ნუ ყოველ შემთხვევაში იმ შეკრებებეზე რომელზეც მე ვარ ნამყოფი…

ის ყოველთვის შემოდის და აკომენტებს… ყოველთვის დადებითია…

მის პროფილში სულ რამოდენიმე მონაცემია, ის რომ მამრია (ეს მისი ბლოგის სათაურიდანაც ჩანს) რომ 23 წლისაა და თბილისშია…

კიდევ მისი ბლოგიდან შეგიძიათ მისი სკოლისდროინდელი ზედმეტსახელის გაგებაც , მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც არ უდრის არაფერს….

მის ბლოგზე დევს კლასის ფოტო მაგრამ მიდი და გაიგე რომელია…

თუმცა მერე ახალ პოსტში უდევს ბავშვობის ფოტო ….

ბლოგი თავიდან ბოლომდე გადავაქოთე (ნუ მგონი რავიც თუ რამე არ გამომრჩა) და ყველაზე გენიალური პოსტი აღმოვაჩინე : პოსტი

მოკლედ ეს ბლოგერი მე მაშფოთებს…. დაჟე მაშინაც კი როდესაც imemeს ჯაჭვი იწერებოდა შეძლო იდუმალების შენარჩუნება და ყველა პუნქტი ისე ლაკონურად და მოკლედ დაწერა, რომ ვერაფერიც ვერ გავიგე…..

ა ხო კიდევ :

“He is a happy dreamer . . .

 

He believes in love . . .” – so sweet

კიდევ შეიძლება გაიგო სად და როგორ მუშაობდა რაღაც მომენტში, რა ფილმებს უყურებდა და რას კითხულობდა მაგრამ…. რაღა მაგრამ ჩემს ცნობისმოყვარეობას ეს ვერ აკმაყოფილებს…. Blushing

ეკონომისტი რომ არ იყოს იქნებოდა

ან ფსიქოლოგი,
ან პიანისტი,
ან მზარეული : )

(  ღმერთმანი )

ხოდა ბოლოს რა მინდოდა მეთქვა ამით? არც არაფერი მხოლოდ ჩემი აღშფოთება და თავბრუსხვევამდე მისული ცნობისმოყვარეობა აღვწერე :)

OTO ნუ ხარ იდუმალი!! ან კაი იყავი მაგრამ ცოტათი მაინც გაიხსენი რა….

პატივისცემით უკიდეგანოდ ცნობისმოყვარე ჩორვენი !

Sunday, October 18, 2009

5 იდეა როგორ გავატაროთ საღამო

მოკლედ რახან დავგეგმე უნდა დავწერო კიდევაც.

ვეცდები შემოგთავაზოთ საინტერესო თუ ბანალური 5 იდეა როგორ გაიხალისოთ საღამო.

  1. დავიწყოთ იმ იდეით რომელიც არ მოითხოვს დიდი დანახარჯებს, ასეთი საღამო იგეგმება სახლში (თქვენსაში თუ მეგობართან გადამწყვეტი არაა)P1090813
    ვმარაგდებით დიდი რაოდენობა სახრამუნო და საცმუცნი რაღაცეებით, ვიზიდავთ 5-6 ან მეტსაც რავიც მეგობარს.
    შემდეგ ვიმარაგებთ კარტს, ჩილიმს (რომელიც ყველა თავმოყავერ ადამიანის სახლში უნდა იყოს მე თუ მკითხავთ) მუსიკალურ ცენტრს და რა თქმა უნდა საინეტერსო თამაშს (რომელიც შეგიძიათ მოიძიოთ ინტერნეტში) დასალევად. ერთ ერთი ასეთი თამაშია გახდაზე – Strip or Shot . იდეა მმდგომარეობს იმაში რომ ნებისმიერი წესი შეგიძლიათ მოიგონოთ მაგალითად ყველამ თქვას ლექსი ვინც არ იტყვის იხდის ან სვავს, ან იხდისაც და სვავსაც…. მოკლედ მაგრად გაერთობით მთავარია დილით როდესაც შიშველი სხეულებით იქნება მოფენილი სახლი თავზე არავინ წამოგადგეთ :)
  2. მეორე იდეა მოიცავს ქალაქიდან გაბოდიალებას, იღებთ ერთ მანქანას, ამატებთ 5იოდე მეგობარს (ნუ თუ სამარშრუტო ტაქსი არ გაჩითეთ რომელშიც 16 კაცი ეტევა) და მიდიხართ ქალაქთან ყველაზე ახლომდებარე მინდორში :) ტკბებით ვარსკვლავებით, ლუდით და ერთმანეთის კამპანიით. მეტი ამ იდეას არ უნდა. ბანალურია მაგრამ ისეთი სასიამოვნოოო…
  3. ეს შემთხვევა რა თქმა უნდა მოითხოვს თანხებს თუმცა იმდენს არა რომ გერმანული ანგარიშით (აკა ნემეცკი შოტ) ვერ მოახერხოთ განხორციელება. თუ სახლში არ გაქვთ ჩილიმი , არც პირველი და არც მეორე იდეა არ მოგწონათ მაშინ აიღეთ ისევ მეგობრები და დაიძარით სულთან ბარისკენ რომელის კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩების შესართავში მდებაროებს, თუ მაინც და მაინც არც ეს ვარიანტი გხიბლავთ მაშინ დაიძარით პურპურისკენ სოლოლაკში (მისამართი არ ვიც გამოიყენეთ 09) სასიამოვნო გარემო გემრიელობები და მოკლედ კაია. თუ გინდათ კლუბი მაშინ მიბრძანდით გურუში, რუსთაველის პროსპექტზე,პაწას წეიძიგძიგებთ მაინც. თუ არც ეს ადგილი გხიბლავთ მაშინ აუცილებად უნდა წახვიდეთ ახალ გახსნი Flowers ში, მთელი ქალაქი ჩანს კარგია ლამაზია ფასებიც არაჩვეულებრივი.
  4. თუ მაინც და მაინც პეროები ვერ მოიძიეთ აიღეთ ისევ მეგობრები დაირაზმეთ და ადით ლისზე. დასხედით გემრიელად თევზებით გაჯერებულ და გავსებული ტბის ნაპირზე დააწყვეთ ბევრი ლუდი ერთჯერადი ჭიქები თბილი ტანსაცმელი და მეგობრები წრეზე , წამოიწყეთ რაიმე ჩამთრევი საუბარი თემაზე ომი მშვიდობა სექსი და ღალატი და ლუდი მოწყენილობა და საღამო ერთბაშად, თვალსა და ხელს შუა გაქრება :)Alone_by_fairies_dreams
  5. და ბოლოს თუ მაინც ვერ მოიწონეთ ვერც ერთი ზემოთ თქმული იდეა, მაშინ აღიარეთ რომ ხართ ძალიან უხასიათო და წუნია ადამიანი, გამოიკეტეთ ოთახის კარი, აარჩიეთ სახლის  ბიბლიოთეკაში უზომოდ მოსაწყენი წიგნი ამას დაუმატეთ მუსიკა და ჩაი და იჯექით ეგრე მანამდე სანა ამ პოსტის თავიდან გადაკითვამდე ყველა იდეა ბოლოს გარდა თქვენში აღფრთოვანებას არ გმოიწვევს!

 

 

 

კეთილი სურვილებით მე!

Monday, October 12, 2009

5 ოცნება თუ რაღაც ეგეთი.

მოკლედ დავითაგე Jokey სთან ხოდა რადგან ისე არაფერს ვწერ ამას მაინც დავწერთქო ვიფიქრე.

დავწერ პირდაპირ როგორც გამახსენდება:

  • აუცილებლად უნდა ვნახო ტიბეტი, მაროკო, მექსიკა, კუბა და იამაიკა. ნუ რატომ და რისთვის ამის ახსნა ვგონებ საჭირო არაა. უბრალოდ უნდა ვნახო დავნახავ კიდეც
  • უნდა მყავდეს მინიმუმ ორი მანქანა , თუმცა რატომ ორი უნდა მყავდეს ეს მანქანები:
    • Mercedes G class






____________________________________________________________________________

    • Ford Mustang






__________________________________________________________________________________________

    • Pontiac Firebird









________________________________________________________________________________________
    • Jaguar XJS Cabriolet








_________________________________________________________________________________________


  • უნდა მქონდეს სახლი სადმე ცივ და ბევრთოვლიან ადგილას. იმისათვის რომ თავი კარგად და ბედნიერად ვიგრძნო
  • განვახორციელო ყველა იდეა პროექტი და მქონდეს მინიმუმ 4 ჩემი ბიზნესი (თუ საქმე თჲ როგორც გინდათ დავარქვათ)
  • მქონდეს ბევრი უზომოდ ბევრი თავისუფალი დრო საკუთარი სიამოვნებისათვის

ჰმ ბევრი ვიფიქრეთქო ამ პუნქტებზე არა მაგრამ თითქოს ისინი ოცნებებს დიდად არ შეესაბამება და მიზნები უფროა, თუმცა რავიც ასეა და….

ვთაგავ:

OTO

KUDA

KATE

LEONARD SHELBY

SAL

Sunday, October 04, 2009

მაწანწალას აღიარება!


მთელი ცხოვრება... არაუფრო სწორი იქნება მას შემდეგ , რაც ჩემი ცხოვრება მახსოვს...
.მახსოვს რომ ძალიან არ მიყვარდა და არ მიყვარს (არა, უფრო მძულს) სახლში ჯდომა. ძალიან მიხაროდა როდესაც დედა , ჩემი ბიძშვილები ან ნებისმიერი კეთილი ადამიანი ხელს მომკიდებდადა სადმე მივყავდი. ანუ მივყავდი იქიდან, რასაც ჩემი სახლი ერქვა იმ მომენტში....
...იმიტომ კი არ მიხაროდა, რომ ჩემს სახლთან მიმართებაში მქონდა რამე პრობლემება ან იქაურობა არ მიყვარდა, არა უბრალოდ იქ ყოფნაზე უფრო მეტად საყვარელი სხვა ადგილებში, სხვა გარემოსა და ხალხში ყოფნა მსიამოვნებდა და მიხაროდა.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ახალი სახეები, ახალი სიტუაციები, დამოკიდებულება, გარემო, ემოცია,ურთიერთობა... ნებისმიერ პატარა დეტალს, რომელიც მანამდე არ მქონდა შეხვედრილი და არ ვიცოდი , ღრუბელივით ვიწოვდი და მერე დიდხანს მიმყვებოდა ამ დეტალზე ფიქრი და შეგრძნება!
რა ხდება დღეს....დღემდე არაფერი შეცვლილა ჩემში ამ მიმართულებით.... სახლში 2 დღეზე მეტად ჯდომა ჩემში აგრესიას და სეროზულ თრგუნვას იწვევს... ვხდები აუტანელი და საზიზღარი (ხშირად ისეც ვარ, მაგრამ ჩათვალეთ რომ გაათმაგებული მაქვს ხოლმე ეს მახასიატებლები). დღემდე ძალიან მიყვარს სხვასთან წასვლა, სხვის სახლში აღმოჩენა... თუნდაც არა სახლში ,სხვა გარემოში სხვა ადამიანებთან ან იგივე ადამიანებთან ახალ სიტუაციებსა და შეგრძნებების მორევში .
როგორც არ უნდა იყოს, მთავარია რომ იქ ერთი პატარა დეტალი მაინც იყოს ისეთი ,რომელიც ჩემში რაღაც ახალას და საინტერესოს გამოიწვევს.... გამოიწვევს და დარჩება....
ძალიან მიყვარს სხვაგან დარჩენა გარდა იმ ადგილებისა, რომელიც ჩემთვის ან სახლივითაა ან სახლივით კარგადაა ნაცნობი...
ძალიან საინტერესო შეგრძნებები მოაქვს ხოლმე ახალ ადამიანების გარემოცვაში გატარებულ დღეს / ღამეს... ძილს, ერთად გაღვიძებას... საუზმეს , ნებისმიერ მათთვის ჩვეულ რიტუალს ახალი დღის დაწყებისას......
ძალიან, ძალიან საინტერესოა.... ყველა დეტალი ქმნის ერთ მთლიანს, ხოლო როცა დეტალები იმაზე მეტს ქმნიან ვიდრე ერთი მთლიანია, მაგაზე მაგარი შეგრნება ალბათ არც არსებობს ,ან თუ არსებობს აუცილებლად თანასწორია ამ ემოციასთან!!!
ძალიან მიყვარს ის რაც არ ვიცი და მაქვს შანსი გავიგო....