Friday, July 31, 2009

თვითკმაყოფილების მარაზმი თუ გარყვნილი ხასიათის თავისებურება

wodoreti 13.09.08

ჯანდაბა ჩემს თავს, მაგრამ როდესაც რაღაც წარმოუდგენელი (ხან სხვისი გადმოსახედიდან, ხან ჩემიდანაც კი) სისულელის გაკეთებას ვაპირებ გული მიჩქარდება ხოლმე…. მუცელში თითქოს რაღაც მიხტის და შედეგის მოლოდინში მთელს ტანში მბურძგლავს….

სულ რაღაც ახლო წარსულში , მარაზმში ვიყავი გადავარდნილი – ვთვლიდი ყოველ ნაბიჯს, ვზომავდი ყველა სიტყვას, ვფიქრობდი რა მოყვებოდა ჩემს თითოეულ მოქმედებას…. მოკლედ ერთ ნაბიჯს რომ ვდგავდი  - 3 კიდევ წინ ვფიქრობდი და 10ს უკან …. DSC03317

სიმართლე თუ გინდათ დიდი ხანი ეგრე ვიყავი, ყველაფერს ვზომავდი და ვეგმავდი… მომბეზრდა… ძალიან მომინდა სისულელეების სპონტანურად კეთება, უცნაური გართობა და ბოლოს და ბოლოს თავისუფლად მოქმედება….

პირველი მცდელობა უნი-ი რომ ჩავაბარე მაშინ მქონდა… ღმერთო რა საოცარი შეგრძნება იყო არ იცით თქვენ ….

gugsme mamkoda

ამის შემდეგ მივხვდი რომ ან მოქმედებისასვე უნდა მეფიქრა უკან დასახევ გზებზე და მოვლენების განვითარებაზე (ეს კი რავიც რამხელა სისწრაფით ფიქრია) ან საერთოდ ფეხზე უნდა დამეკიდებინა ყველა და ყველაფერი , თუმცა როგორც ნათქვამია – ჩემი თავისუფლება მთავრდება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი (ესაა ერთადერთი პრინციპი რითიც ღის ხელმძღვანელობა)

ხოდა ამხელა რაღაც იმისთვის დავწერე რომ მეთქვა -ძალიან 070412_151959სასიამოვნოა როცა წარმოუდგენელ სისულელეს აკეთებ, ან არ აკეთებ მაგრამ ფიქრობ ამაზე… ნებისმიერი სპონტანური ქმედება ჩემში ადრენალინის მოზღვავებას და ბედნიერებას იწვევს…

მიყვარს ის მომენტიც როდესაც ყველას რჩევის და მოსაზრებების მიუხედევად მაინც აკეთებ დაუსაბუთებელ და წარმოუდგენელ რაღაცას (რეალურად ამაზრზენს ან სასტისკ ან რავიც მე )…. შემდეგ კი ზიხარ გაბადრული უკიდებ სიგარეტს და მშვიდად ტკბები ნახელავით….

 

დარწმუნებული ვარ ყველას ბეზრდება წესიერად მოქცევა, ზრდლობიანად საუბარი და მსგავსი მიღებული ნორმების ფარგლებში 000042dz4 ცხოვრება….

ყველას უნდება სამსახურში გაუშვას ქაღალდის თვითმფრინავები უფროსის კაბინეტისკენ, ილაპარაკოს

ხმამაღლა და გამოთქვას თავისი მოსაზრება ნებისმიერ გარშემომყოფზე ზუსტად ისე როგორც ფიქრობს, ეცვას ისეთი რაღაც რომელიც არ უხდება სიტუაციას, მომენტს და არაადექვატურ იერს აძლევს მას და მოკლედ აკეთოს კიდევ უფრო ”მძიმე” რაღაცეები ვიდრე მე ჩამოვთვალე….

 

ხოდა სულ ახლო წარსულში ვცდილობდი მამაჩემისთვის ამეხსნა რომ გვიან ღამით სახლიდან გასვლა, იმიტომ რომ მეგობრები ნახო და გაერთო –ძალიან ნორმალურია.

ნუ დარწმუნებული არ ვარ ,რომ დავარწმუნე ჩემს სიმართლეში და სისწორეში მაგრამ აღა შემწინააღდეგებია და მინდა გითხრათ

 

ძალიან კარგად გავატარე დრო (არადა მანამდე 1000 რამეს მოვიფიქრები , გავთვლიდი და მარაზმში ვიქნებოდი, თჲმცა ვინ იცის იქნება ახლა კიდევ უფრო საშინელ სიტუაციაში ვარ და ვერ ვხვდები)

 

მე მიყვარს თავისუფლება !!!

Sunday, July 26, 2009

ადგილი სადაც 1 კვირა საკმარისია გაპაპუასებისათვის

ჩამოვედი, ჩამოვედი ადგილიდან სადაც მთელი ბავშვობა გავატარე.

Marf(263)3 დღე ვიყავი თელადგორში , სოფელში რომელიც რეალურად აგარაკი უფროა თითქოს…. თჲმცა ამ ადგილზე 1 კვირაზე მეტხანს ყფნის შემდეგ თითქმის ყველაში ტყიური იღვიძებს და ძალიან საშიშები ხდებიან (ნუ ასეა 21 წელიწადი)

23-ში წავედი დიდუბიდან სამარშრუტო ტაქსით-დავისიცხე, გავიოფლე და უზომოდ ბევრი ვიჯაყჯაყე, მაგრამ მძღოლი კაი ტიპი იყო და მამაჩემის თხოვნით თითქმის ჭიშკრამდე მიმიყვანა.

Marf(285)

ბებიას ძალიან გაუხარდა ჩემი ჩასვლა და ეგრევე დაფაცურდა, როგორც უკვე გითხარით წინა ჩანაწერში.

Marf(273)პირველი დღე მეძინა, მეორე დღეს (წინა პოსტი როცა დაიდო) ბებიამ საქმე გამომინახა და დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში- მთხოვა ”ნათურები გადაიწვა და იქნება გამოცვალო ჭაღებში”ო. ავძვერი, ჩემს ბედზე ბებიას ყველა ჭაღი კუბიკ რუბიკის ამოუცნობი პრინციპის აქვს და ძლივს დავშალე 2 ჭაღი. ერთს შედარებით ადვილად გავუმკლავდი , აი მეორე კი ჯოჯოხეთი იყო. ”პატრონა ” სავსე იყო მკვდარი დამუმიფიცირებული ჭიებით, ნათურა თითქმის აფეთქებული და რაც მთავარია ჭაღის ”ბრა” (თუ რაც ქვია იმ Marf(274)დეკორატიულ შუშას), ისე იყო ჩამჯდარ - ჩაბეტონებული ძლივს ამოვიღე დიდი ხანი წვალების მერე. რა თქმა უნდა ნიჭიერი ვარ და ორივე ჭაღი დავამარცხე სიტყვებით ” და იქნეს ნათელი”-მეთქი.

ამავე დღეს მეზობლის ბავშვები მოვიდნენ და არ გადმოხვალო? ნუ გადავედი , ვილაპარაკეთ, ვიცინეთ ,ვითამაშეთ (რაც დაიბადენ ამ ბავშვებს ვუყურებდი ყოველი ზაფხული, კაი ვინმეები არიან ეხლა კი უკვე ფრიად გაიზარდნენ) გავერთე ერთი სიტყვით. გვიან საღამოთი წავედით საბოდიალოდ. მოვინახულე ძველი და საყვარელი ადგილები, სამალავები – მოკლედ ყველაფერი რითაც ღრმა ღლაპობაში ვერთობოდით გაველურების ჟამს. ასევე დავათვალიერე რამდენიმე ადგილი ფოტოების გადასაღებად, ისეთი სიველურია ზოგგან ვერც იფიქრებ რომ იქ საერთოდ სიახლოევს ხალხი არსებობს.

Marf(280)


ამავე დღეს ვიპოვე მოაჯირის მილში ხის ბაყაყი, რომელიც მერე შემომაფრინდა ჯემპრზე, ბებია აკივლდა , ბაყაყი დაფრთხა მე კი სიტუაცია მშვიდად განვმუხტე და ბაყაყი ბაღში გავუშვი.



მესამე დღეს ბებიას დაბადების დღე იყო (ანუ 25ში) გავიღვიძე უკვე იმ დროს როცა მამა და ძმა ჩამოვიდნენ, ბებიამ დაგვაპურა ,გველაპარაკა, მოგვიყვა ყველა ჭორ-მართალი და რა თქმა უნდა წამოსვლამდე კიდევ ერთი რამის გაკეთება მთხოვა – ეს იყო ტყემლის მოკრეფა. თუ არასოდეს მოგიკრიფავთ ტყემალი გეტყვით, რომ სასიამოვნო მუსიკის და კაი გაძლების გარეშე ეს შეუძლებელია.



Marf(283)

Marf(271)

ჯერ უნდა ხის გარშემო მიწაზე დაყრილ ტყემალში ამოარჩიო საღები და დაუჭყლეტავები, შეაგროვო ისინი, მერე უკვე უნდა მიადგე ხეს და გულდასმით ჩამოკრიფო ყველა ტოტი რომელსაც წვდები, შემდეგ უნდა აიღო რაიმე გრძელი ჯოხი და დაიყწო ზედა ტოტების რხევა რომ ჩამოცვივდეს დარჩენილი ხილი და ისევ მიწიდან გააგრძელო აგროვება 4ად მოკეცილმა. მოკლედ მუსიკა რომ არა ალბათ ამ საქმეს ჩემი ნერვები შეეწირებოდა, მაგრამ რას ვიზავთ ბებიას ეს არ შეუძია და ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს იმაზე რომ მთელი ზამთარი სახლში იყოს ტყემალი (თუმცა ბებია თავის ჯამრთელობის და მიუხედავად მაინც ბევრს ახერხებს კიდევ)

Marf(287)

მოკლედ ასე გავატარე სამი გენიალური დღე და ვგეგმავ კიდევ წასვლას. ხო შიგადაშიგ მეგობრებს ვუგზავნიდი მმს-ებს გენიალური ხედებითა და მომენტებით ჩემი სოფლის ცხოვრებიდან :)

Marf(268)

პ.ს მე ჯერ კიდევ ვეძებ კეთილ, მანქანიან პიროვნებას რომელიც 1.5 დღე იქნება ჩემთან ერთად და მომცემს საშუალებას მისი მანქანის გამოყენებით გადავიღო გენიალური ფოტოები. (ჭამა და ძილი უფასოდ ექნება, სუფთა ჰაერიც)

Friday, July 24, 2009

იქ სადაც ახლა ვარ - ნიავი ჩემს ჰამაკს ეფერება!!

უკვე მეორე დღეა ბებიასთან ვარ აგარაკზე.

რაღა თქმა უნდა ჩამოსვლისთანავე ბებია დატრიალდა  - ეს გინდა? ის გაგიკეთო? ამ ხემ იმდენი მოისხა, ეს უნდა მოვჭრა… მოკლედ ბებიას ძალიან უყვარს შვილიშვილები რომ ჩავდივართ მასთან, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს ვურევთ , ბევრ რამეს ვაფუჭებთ და მოკლედ ბევრ უბედურებას ვახერხებთ.

ამჯერად 5 შვილიშვილიდან მხოლოდ მე ვარ. ჩამოვედი თუ არა ჰამაკი გავშალე და ჩავიფლაშე შიგნით,გვერდით ტაბურეტი მოვიდგი, ზედ წიგნი, ჭიქა და აიპოდი მოვათავსე და ვისვენებ.

მაგრად მიყვარს აქაურობა, სიმშვიდეა მიუხედევად იმისა, რომ მეზობლებიც ბევრი არიან და მათ პატარა ბავშვები ჰყავთ.

მთელი დღე შემიძლია ვიწვე ჰამაკში (ვარწიო ჩემი თავი , დიდი ხნის წინ შემუშავებული ტექნიკით) ვიკითხო წიგნი, დავიძინო, გავიღვიძო, დავლიო ყავა, ისევ წავიკითხო ერთი გვერდი დავიღალეთქო ვთქვა და ისევ დავიძინო… გავიღვიძო ვუყურო მზის ჩასვლას უზარმაზარი ვერანდიდან, გავიდე გარეთ ცოტა გავიბოდიალო, მოვიდე – დავეწვიო ბებიას ჩაიზე და ისევ დავიძინო!!

მოკლედ ძალიან ბებრულად ვატარებ დროს აგარაკზე , მაგრამ უზომოდ მიყვარს აქაურობა! აქ გავიზარდე, ყოველი ზაფხული სადღაც 10 წლამდე მხოლოდ ამ ადგილთან მიასოცირდება …

სახლი პატარა და საყვარელია , მყუდრო და გრილი….

ბებია სულ მუშაობს , ნუ თუ არადა კროსვორდების შევსებით ან მეზობლებთან სიარულით ირთობს თავს (ამინდს გააჩნია).

ხოდა შაბათს ბებიას დაბადების დღეა და მთელი ნათესაობა ჩამოვა, იქნება არეულობა და ბარდაგი (ბებია ისევ დაიწყებს - რად გინდოდათ რომ შეწუხდით, არ იყო საჭირო, აუ ახლა რა გაშლის სუფრას) მაგრამ მაინც ძალიან მაგარიაა!!

მიყვარს თელადგორი და  ბებიაა!!!

აბა თქვენ იცით არ მოიწყინოთ , ერთ დღეში თბილისში ვიქნები ისევ!!

Monday, July 20, 2009

ცოტა რამ ბლოგის ვიზიტორების შესახებ

მოკლედ ყველას გვიყვარს იმის თვალიერება თუ რა საძიებო სიტყვებით საიდან და რამდენჯერ შემოვიდნენ ჩვენს ბლოგებზე, ვხალისობთ ყველა ცალკეულ ვიზიტორზე და მათ ფანტაზიაზე.

დღეს მეც გადავამოწმე უკანასკნელი 1 თვის სტატისტიკა და აი რა შედეგებია:

გეოგრაფიული მონაცემები

(ეს ის იუზერები არიან ვისაც ბოლო ერთი თვის მანძილზე ორი შემოსვლა მაინც აქვთ ბლოგზე)

Tbilisi, Georgia

Rustavi, Georgia

Gori, Georgia

Samtredia, Georgia

Marneuli, Georgia

Kornisi, Georgia

________________

Plano, TX, USA

Chicago, IL, USA

Brooklyn, NY, USA

Fort Smith, AR, USA

Socorro, NM, USA

Oklahoma City, OK, USA

_________________

Toulouse, France

Courbevoie, France

Blagnac, France

________________________

Lisboa, Portugal

_______________________

Athens, Greece

Patras, Greece

Thessaloníki, Greece

___________________

Delhi, India

New Delhi, India

_______________________

Prague, Czech Republic

Petrvald, Czech Republic

_______________________


Munich, Germany

Elsfleth, Germany

Bremen, Germany

Hagen, Germany

Bocholt, Germany

Berlin, Germany

Frankfurt, Germany

Braunschweig, Germany

Hanover, Germany

_____________________

Vilnius, Lithuania

Kaunas, Lithuania

_____________________

______________________

Mugla, Turkey

Ankara, Turkey

Bursa, Turkey

___________________________

Kefar Sava, Israel

Copenhagen, Denmark

Toronto, Canada

La Massana, Andorra

Quezon, The Philippines

Beirut, Lebanon

Suwalki, Poland

Yogyakarta, Indonesia

Tilburg, The Netherlands

Neuquén, Argentina

Nijmegen, The Netherlands

Helsinki, Finland

London, The United Kingdom

Budapest, Hungary

Lucrezia, Italy

Barcelona, Spain

Lausanne, Switzerland

Cherkasy, Ukraine

Uppsala, Sweden

ნეტა ვიცოდე რა უნდათ , ვის დაეკარგნენ :) ან რა ესმით რომ შემოდიან :))

რა წაიკითხეს/ნახეს შემოსვლისას:

66.4 % ნახა  - ძირითადი გვერდი (1,121 ადამიანი)

4 % ნახა - GirLs iN dA HoUsE (51 ვიზიტორი)

2,8 % ნახა – დღე რომელიც ბევრ წელიწადს უდრის  (47 ვიზიტორი)

დანარჩენებმა კი ხან სად იბოდიალეს ხან სად :)

ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა Top.ge დან, შემდეგ Forum.ge დან  :) რა საინტერესოა რას ეძებდნენ :))

და ყველაზე სასაცილო

საძიებო სიტყვები რომლითაც მიპოვნეს:

სიყვარული
tbilisi open air
შავი მამბა
sakeisro
გვირილები
mkitxaoba
მკითხაობები
პირველი სიყვარული
აზარტი
ლოდინი
სასიყვარულო ლექსები
გეი
odnoklassniki
სამეკლესიანი ბაზილიკ�...
თვალი
just
ბავშვები
ჭილის ტბა
გადაღებული მშობიარობ�...
ბასილ კობახიძე
როგორ გავაკეთოთ ნაყინ�...
სიმაღლის შიში
SPERMEBIS VIDEO
ფროიდის
ყლე
nekresis monasteri
ქორწილის სუფრა
კომპიუტერის ოპერატორ�...
ჰელიუმიანი ბუშტები
ტური სტამბულში
gacnoba
წერა "თავისუფლება"
jose manchado fotos
ამნეზია
მონაცვლეობით
momsaxure personali
განწყობა
მხიარული
ქალი და სიგარეტი
მეგობრობა
15 დღის ამინდი
საიდუმლო გვირაბი კანცელარ...
დელონის წერილი რომი მა...
საქორწილო სადღეგრძელ�...
ფსიქოლოგიური ტესტები
ქართული ზღაპრების წიგ�...
მესამე თვ ალი
გავიცნობ გოგოს 30 წლიდა�...
ლექსები მილოცვაზე
მესამე თვალი
angarishis micodeba
esm tbilisi
ლექსი დილა მშვიდობისა
შიში
ორსულობა და ზღაპრები

სექსი ბლოგერთან

დიდი ყლე
allintext: ცოტა ხანი მაინც
მაჩვი
წინასწარმეტყველი
ბექა მინდიაშვილი
გავიცნობ 14 წლის ბიჭს
ვარვარე
ოდეს
სიბნელე
ფალოსი
ბაზალეთის ტბა სურათებ�...
downpour OR rainstorm OR deluge
qali da bavshvi
მოზარდები და ნარკოტიკ�...
ლეზბოსელები
sex garls from tbilisi
დაფარული და ამოუცნობი
როგორ აჩენენ ბავშვებს
pirveli siyvaruli
rugbyshop.ge
ყველაზე მაგარი საუნა
ხალიჩა
ბისერი
waiting
guga sweet
odnoklassniki.ru საჩუქრები
www.sakeisro
როგორია შატილი
ბათუმი nude
erti gogos suratebi
განწყობის თეორია
გელოდები
ხევსურული კაბა
ფოტო ხელოვნება
როგორ გავჟიმოთ ქალი
ხევსურული საღამო
sex bavshvi
ფობია
ბიჭის სურათი
nude gay rugby
სწავლის ღირებულება ჯიპა...
ბავშვის ფსიქოლოგია –კ�...
სმაილების სახელები

დღეისთვის სულ ეს იყო ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ თვეში :)))))