არ არსებობს ალბათ ადამიანი რომელსაც ოდნავ მაინც არ ეშინია რაღაცის….
ყველას აქვს შიშები, მაგრამ არსებობს შიშები რომლებიც თითქოს არანაირად არ უნდა არსებობდეს, მათში არაფერი არაა განსაკუთრებული და არგუმენტირებული….
მე ძალიან მეშინია წყლის, შეიძლება ითქვას რომ ფობიამდე ბევრი არ მიკლია, თუმცა ცოტა ხნის წინ დავფიქრდი, ყველაზე ხშირად შეხვედრადი შიში არის სიკვდილის – მაგრამ ამდენი ფობია რომელიც არსებობს (მათი სია ძაალიან დიდია) არის თუ არა ასევე სიკვდილის შიში გამოხატული ცოტა სხვანაირად??
მე რომ მეშინია წყლის – გამოდის რომ მე მეშინია იმიტომ, რომ მგონია რომ დავიხრჩობი? რა არის დახრჩობის საბოლოო შედეგი ? სიკვიდილი ანუ გამოდის სიკვდილის მეშინია მეც?
ან მაგალითად სიმაღლის შიში – გადმოვარდები საიდანღაც და ისევ – მოკვდები….
ვფიქრობ რომ ყველა ეს ფობია ფარავს ერთ ძირითადს – სიკვდილის გაუცნობიერებლობას და მის შიშს.
საერთოდ ძალიან ცუდი შეგრძნებაა როცა გეშინია, მაგრამ ამ დროს მე პირადად იმხელა ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ რომ მაზოხიზმში მეზრდება ….
მგონი ვაფრენ, მაგრამ ყველაფერს მაინც სიკვდილამდე და მის ამოუცნობ არსამდე მივყავართ რაც ყველა ადამიანში უსიამოვნო და შოკისმომგვრელ ემოციებს ბადებს!!