Wednesday, April 29, 2009

გავჭედე, კიდევ ერთხელ ….

ზოგჯერ სასაცილოა რა, ფიქრობ და იგრუზები, იგრუზები და ფიქრობ , ფიქრობ და ფიქრობ ….
საბოლოოდ კი რა ? არც არაფერი, ან დაგრუზული ხარ ან ფიქრობ დაუსრულებლად.

აქ ბევრი რაღაცეების დაწერა მინდოდა…
დავწერე კიდეც მარა ავდექი და წავშალე
იმიტომ წავშალე რომ ვერ ჩამოვაყალიბე, ან ჩამოვაყალიბე და არ მომეწონა ის სიმართლე რაც სხვებს უნდა წაეკითხათ …

ნუ როგორცაა…

[ ქათამი ვარ რა ]


***

Sunday, April 26, 2009

ზღაპრების ავ-კარგიანობა!

 

გუშინ სახლში ვიპოვე რაღაც ძველი, დაფლეთილი, ქართული ხალხური ზღაპრების წიგნი.

ზღაპრები უზომოდ მიყვარს და მეთქი გადავიკითხავ, პატარა წიგნიათქო.

ჩავუჯექი, წიგნის, ბოლოს გაოცებულმა დავხურე უკანასკნელი ფურცელი და კაი ხანს ვიჯექი გაოგნებული.

ნუ ვინც თქვა ის რომ –სადღაც წარსულში არ იყო გარყვნილება, არ იყო ძალადობა და ყველაფერი ძალიან იდეალური იყო (და არის) საქართველოში , ძალიან ცდება….

ახლა მე თქვენ მოგიყვანთ ცოტატებს და სათაურებს წიგნიდან:

ხელმწიფის შვილმა ის კაცი და იმისი ქალი ცხენის ძუაზე გამოაბმევინა და სულ დააგლეჯინა

ნე ფიგა სებე დასჯის მეთოდი ზღაპარში, რომელსაც პატარა ბავშვს უკითხავ ძილის წინ.

დაუწყეს ერთმანეთს კოცნა და სურვილება

აი ამიხსნას ვინმემ, კოცნა კაი ვიციი რაცაა და ეს სურვილება ისაა რაც მე მგონია?? ჰმმმ ძალიან ზნედაცემული ზღაპრებია.

შემდეგ ზღაპარში რაღაც უფლისწულია, რომელიც ხან კვდება, ხან ცოცხლდება და ისე მოახერხა რომ მის

ქალს სიორსულე გამოაჩნდა

ჰო რა, ასე უცაბედად კაცო…

და ეს ყველაზე საკაიფო იყო , მაგრამ გარდა ამისა წიგნში არის ისეთი სათაურები როგორიცაა :

ეშმაკის ლაგამი”     “სიკვდილის ჩამოსვლა დედამიწაზე”     “არც შენ შეგრჩება , მეფეო” და სხვა.

მოკლედ უმაგრესი წიგნია და მთელი საღამო ვფიქრობდი - ნეტა როგორი უნდა გაიზარდოს ბავშვი რომელიც ამ ყველაფრს კითხულობსთქო.

Friday, April 24, 2009

სიკვდილი პოლიტიკოსებს!!!

აღარ შემიძლიაა!!

მომბეზრდა ის რომ ქალაქში ვერ გადავადგილდები!!

ისიც მომბეზრდა რომ ყველა ამ ყლეობა აქციებზე ლაპარაკობს!!

მომბეზრდა ამდენი მარაზმი!!!

წავიდნენ სადმე და მოკვდნენ  - პოზიციაც და ოპოზიციაც!!

აიღონ იარაღი, სადმე ტრიალ მინდორზე გავიდნენ და დახოცონ ერთმანეთი, ყველა დაისვენებს!!

ან მაგალითად ერთმა ნაცნობმა თქვა გუშინ – ცხინვალში შევიდნენ გმირები მაინც დაერქმევათო!!

 

მოვკვდნენ რა, თავი ჩამოიხრჩონ, რამე ქნან!!!

ვაიმეე, მზად ვარ ყელი გამოვჭრა ყველას ერთად და სათითაოდ!!

ამდენი იდიოტი ერთად როგორ გაჩნდა და ისიც ყველა საქართველოში???

 

123123

გა-და-შენ-დნენ!!!!!!!

 

Thursday, April 23, 2009

შეყვარებული ვარ!!

დიახ დიახ….

ზუსტადაც რომ, არა ეს არაა ხუმრობა….

მე შეყვარებული ვარ – საქართველოზე

!!!!

__________________________________________________

გუშინ ფონდმა ”ერთგულებამ” ნეკრესის არქეოლოგიური გათხრის ყველა მონაწილე (ნუ ვისაც უნდოდა და არ ჩაეძინა დილით) წაგვიყვანეს კახეთში, იმ საბაზო ბანაკის და ადგილის სანახავად სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ (ყველა სხვადასხვა ვადით, მე მაგალითად 1 თვით მივდივარ მაისში)

Tazris fanjridan shemosuli shuqi

ძალიან დიდი ხანი ვიარეთ ყვარელამდე და მერე იქიდან რაღაც პატარა სოფელში შევედით, სადაც დგას უზარმარი სახლი, დამახასიათებელი კახეთისათვის.ზუსტად ეს სახლი არის ბაზა, სადაც უნდა იცხოვროს ამ ექსპედიციის ყველა მონაწილემ. ძალიან მაგარი ადგილია, ულამაზესი ეზოთი და ყველაფრით რაც ექსპედიციაში საჭიროა.





ძალიან მეგობრული სასტავია , ყველას ძალიან ნორმალურად ეკონტაქტებიან (ჩემნაირ პინგვინებსაც და მცდონე და გამოცდილ სასტავსაც)

tazris ezoshi

ამ ბაზაში ცოტა წავიხემსეთ და ვმობილიზდით იმ ადგილის საანახავად სადაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ნახევარი გზა, ნეკრესის მონასტრამდე ყვითელი ავტობუსით ვიმგზავრეთ, აი დანარჩენი კი ძალიან ძველი ”პაზიკით” თუ რაღაც მსგავსით რომელსაც ექსპედიიც ერთმა Nautilusiწევრმა ნაუტილუსი უწოდა.(მართლა ეგრე გამოიყურება.) კარტოფილებივით ვიყავით ჩაყრილები ამ უცნაურ გადაადგილების საშუალებაში,გზა ძალიან ოღროჩოღრო იყო და შიგნით ვინ როგორ მიფრინავ-მოფრინავდა და იცვლიდა ადგილს ვერ აგიღწერთ, ძალიან ბევრი ვიცინეთ ამ მგზავრობისას.

მინდა გითხრათ რომ ადგილი სადაც მივედით არის ზღაპრული, არა უფრო ჯადოქრული….

დაგრეხილი საშუალო ზომის ხეები, რომლებსაც ხავსი აქვთ მოკიდებული, უზარმაზარი ტყე , ხმაურიანი მოზუზუნე ქარი, ხეებზე აზრდილი ლიანები….

wizzardebis tye

მოკლედ წუთი წუთზე ველოდებოდი ჯადოქრის გამოჩენას მაგრამ ეტყობა ბევრმა ხალხამ დააფრთხო იგი….

isev tye

ულამაზესი ადგილია. ამ გორაკის წვერში დგას 6-7 საუკუნის ტაძარი, გარშემო აქვს ბევრი ნანგრევი, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავია ის რომ –ტაძრის შესასვლელი გადაჰყურებს მთელს კახეთს თუ არა , მის დიდი ნაწილს მაინც….

xedi tazris shesasvlelidan

მოკლედ გაოგნებული ვარ ისეთი ლამაზია იქაურობა (ერთი სული მაქვს როდის მოვა 21 მაისი)

tazari

მერე იქიდან ჩამოსვლისას ვნახეთ ცეცხლთაყვანისმცემლობის დროს აგებული ტაძარი, მზის(ცეცხლის) სათაყვანებლად. ეს ტაძარი თავის დროზე ალბათ სვეტიცხოველზე დიდი იქნებოდა! სასწაული რაღაცაა.

mzis tazris nangrevebi

აქრეოლოგებმა გვითხრეს რომ ამ ტაძარს რაღაც ასრტოლოგიური დანიშნულებაც ექნებოდა იმიტომ რომ მზის ამოსვლისას ის ნაწილ ნაწილ ნათდება და მოკლედ ძალიან საინტერესოა რას ან როგორ იგებდნენ ამ ტაძრის მეშვეობით!!!

ულამაზესი ადგილია, იმედია რომ ჩავალ მერე ნეკრესის ნაქალაქარსაც დაგვათვალიერებინებენ!

nekresis monasteri

აი ციტატა ფონდ ”ერთგულების ” საიტიდან:

”2009 წლის აპრილიდან საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება” ნაქალაქარ ნეკრესის ტერიტორიაზე მდებარე წმ. სამების სამეკლესიანი ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევის და ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტს იწყებს. უძველესი ხელნაწერების მიხედვით ნეკრესის ამიერკავკასიის ერთ-ერთ უძველეს და უძლიერეს ქალაქს წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს სამონასტრო კომპლექს, რომელიც სავარაუდოდ VI საუკუნეს მიეკუთვნება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნეკრესის ექსპედიციასთან ერთად და მოიცავს არქეოლოგიურ სამუშაოების, მოპოვებული ნივთების კონსერვაციის და სამონასტრო კომპლექსის აღდგენის ეტაპებს.

პროფესიონალი არქეოლოგების და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით რეკონსტრუკციაში ფონდის 57 მოხალის მიიღებს მონაწილეობას.”

Фото031

Monday, April 20, 2009

ზოგჯერ რა სასიამოვნოა დედაქალაქი

მიყვარს აღდგომა!

ნეტა ყოოველკვირა თუ არა ყოველთვე მაინც იყოს აღდგომის დღესასწაული.

2 დღეა ქალაქი მშვიდი და ცარიელია!!

რა სასიამოვნოა  -ცოტა ხალხი ქუჩაში, ტრანსორტში. რა სასიამოვნოა  უსაცობებო გზები!

არა ზოგადად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო პროვინციების და იქაური ადამიანების, მაგრამ ქალაქში ისეთი კარგი იყო ეს ორი დღე….

ეჰ რა მოიცდის შემდეგ აღდგომამდე….

ეხლა კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ვიჯდეთ და გავიხსენოთ ეს ორი დღე საქართველოს დედაქალაქ თბილისში…..

Friday, April 17, 2009

ინტუიცია VS ერუდიცია

მოკლედ ძალიან მაინტერესებს, ზოგადად ადამიანურ ურთიერთობებში რომლით უნდა იხელმძღვანელო – ინტუიციით თუ ერუდიციით?

ანუ, თუ მხოლოდ ინტუიციას დაეყრდნობი შეიძლება ჩავარდე უხერხულ მდგომარეობაში, ან გააკეთო რაღაც გამოსუწორებელი სისულელე…

თუ ერუდიციას დაეყრდნობი, შეიძლება ძალიან მოსაწყენად იცხოვრო, არაფერი ექსცენტრული და ექსტრემალური არ გქონდეს….

თუ მოინდომებ ორივეს ერთად გამოყენებას  გამოვა ისე, რომ ან ვერც ერთს ვერ გამოიყენებ და გადებილდები , ან ორივეს გამოიყენებ და მაინც გადებილდები.

არ არსებობს რა ორი სხვადასხვა ორგანო , რომელიც ერთ რამეს ემსახურება - კარგად ამუშავო ერთად. აი 2 გული რომ იყოს სისიხლი ხომ ერთ ადგილას გაეჩხირებოდა ორგანიზმში (გულსა და გულს შორის) და მოკვდებოდა სხვა ყველაფერი….

აი ეგრეა ზუსტად რა.

ჰო კიდევ მონაცვლეობით ხმარებაც არ გამოდის, იმიტომ რომ რასაც ინტუიციით გააკეთებ მოვა მერე ეს ერუდიცია და დაგიწუნებს, ერუდიციით გაკეთებულს კიდევ ინტუიცია ყირაზე დააყენებს და ასე დაუსრულებლად….

რა ვქნა? At wits end

Tuesday, April 14, 2009

MONEYფესტაცია და MOREაზმი

წერას ვიწყებ დასკვნით და დასკვნა ასეთია:

მთელი მსოფლიო გამოშტერდა!!!


დღეს ვუყურე ტელევიზორს, დედაჩემთან ის სულ ჩართულია და გინდა-არ გინდა გეყურებინება.

ხოდა მომესწრო საინფორმაციო გამოშვენა (რომელიღაც არხზე). სადღაც ინფორმაციების ნახევარი იყო იმაზე , თჲ როგორ აპროტესტებენ მსოფლიოს ხალხები საკუთარ მთავრობას ან მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
მთელს მსოფლიოში არის მშვიდობიანი თუ ნაკლებად მშვიდობიანი აქცია/მანიფესტაციები.
ახლა მე მაინტერესებს – მთელი მსოფლიოს ქვეყნებს იდიოტები მართვენ , იდიოტურად მართავენ თუ ყველგან მოსახლეობის ნახევრი იდიოტია?

ჰოდა ეს იქით იყოს, აი ჩვენთანაც რაღაც ყლეობა ხდება! ხალხი ღელავს , ბურთი ბადეშია თუ როგორცაა.
გამოდიან ”ზემჭერმეტყველი” იდიოტები და აგინებენ ქვეყნის ხელისუფალს. ნე ხუია რა , ის თჲ ხეა , გაუნათლებელი , აუტანელი, უზრდელი, დამნაშავე ნაძირალა და შენ გინდა ის მოიშორო, შენ რა ფეხად იქცევი ეგრე???

რა მაინტერესებს კიდევ აქციაზე წასვლის პირობაა რომ თვალები და ყურები ყველამ სახლში უნდა დატოვოს??
არ მესმის , როგორ ვერ ხვდებიან რომ ჩვენი კუკუ მთავრობა  ჯერ კიდევ წესიერად იქცევა , როგორ არ ესმით რომ სულ მალე შეიძლება ეს ქუჩაში გამორეკილი ხალხი გადაირიოს და იგივე მოხდეს რაც სხვა ქვეყნებში?
დაიწყონ ლეწვა, მარადიორობა, ცემა- ტყეპა , არეულობა და ჯანდაბა ?

მე ვერ ვხვდები როგორ უნდა იყო ასეთი ბეცი რომ ვერ მიხვდე ძალიან დიდ ვაის გაეყრები და ორჯერ დიდ და მრავალრიცხოვან ვუის რომ შეეყრები?
არა რა აი ძალიან დიდი ხანია ვერიდები ამ თემაზე ერთი ფრაზის დაწერასაც კი მარა ამოვიდა ყელში!
ან ეს მომიტინგეები -  ვერ დაეტევიან ერთ ადგილას? ხან რუსთაველი, ხან კოსტავა, ხან დელისი…. წაიღეს ტვინი ბლიად! ქალაქში ვერ გაგივლია კაცს რაა!!

ფუჰ დიდი სიამოვნებით მივუშვებდი კაი ცივ , ძლიერ წყლის ჭავლს!!!

Wednesday, April 08, 2009

ლოდინი, მოლოდინი, ოდინი ოდეს….

ზოგადად ვერ ვიტან ლოდინს, ვცოფდები როცა მალოდინებენ სადმე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რამდენი ხანი მაყურყუტებს….

ვხდები აფექტური, კონფლიქტური და აგრესიული , მოკლედ ძალიან ცუდი ტიპი…

ხოდა ეს ყველა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა იცის და მაინც აკეთებენ იგივეს, მერე კიდევ ფრაზით ”კაი რა რა მოხდა” საერთოდ მაშმაგებენ….

არა ვერ გავიგე რატომ არ შეიძება მოხვიდე დროულად????

 

ხოდა გამომდინარე აქედან ახლა მე ვიცი რა ,ყველას დროის შეგრძნება მივდივარ ზუსტად ისე როგორც ისინი, ისეც ხდება იქით ვცდილობ ვალოდინო (აი ეს კი სიამოვნებას მგვრის, ბოღმა ვარ).

თუმცა რამდენი ვიბოდიალე იმისათვის, რომ ძირითად ნაწილზე გადავსულიყავი…

ჰოდა აი არსებობს მეორენაირი მოლოდინი, შინაგანი მოლოდინი, ანუ როდესაც რაღაცას ელი…

მოვლენას ან შემთხვევას ან მეორე დღეს ან ან ან….

ხოდა აი ასეთი მოლოდინი მუცელში პეპლებს მიჩენს და სულ ვცმუკავ, საათს ვუყურებ ყოველ წამს, ან ნახევარ წამში ერთხელაც კი….

რაღაც განსაზღვრულ/განუსაზღვრელის მოლოდინი ციებცხელებასავით მივლინდება….

ხან ცეტი ვარ, ხან ძალიან მშვიდი(ფსევდო დარბაისლური) ხან ვხმაურობ და მოკლედ არაადექვატური ვხდები….

ხოდა აი ასეთი მოლოდინები მინდა, რომ ხშირად მქონდეს, არადა ისეთი საძაგლები არიან , თავს ისე მანატრებენ ხოლმე….

უუ წარმოიდგინეთ , ძილის წინ წევხარ საწოლში და გრძნობ რომ ლეიბს არ ეხები, სადღაც ჰაერში ხარ გამოკიდებული და მუცელი გიღუტუნებს და გიბუყბუყებს, თუ რაღაც ასეთი….

აააა….

აი ახლა მაქვს ზუსტად ეგეთი შეგრძნებააა….მმმმმ……

ავფრინდები….

Friday, April 03, 2009

რეალურ ცხოვრებაში შეხვედრილი чудо ადამიანები

შეიძლება ძალიან სასაცილოდ გაიჟღეროს

რასაც ახლა ვწერ, მაგრამ რაც თავი მახსოვს ასეთი ადამიანები სულ მხვდებიან და რატომრაც ძალიან ძალიან დიდხანს რცებიან გონებაში…..
მე ამის ახსნა ჯერ არ მაქვს…..
მაგრამ……..

გუშინ დილიდან ქალაქში დავრბოდი, ერთი ბოლოდან მეორეში, სხვადასხვა რამეებზე მიწევდა ფიქრი და დღის მეორე ნახევრისათვის უკვე სააკმაოზე მეტად ვიყავი დაღლილი, თუმცა ბებიასთვის მიცემული პირობა უნდა შემესრულებინა და ამიტომ გავყევი ქალაქის ყველაზე ხმაურიან და აუტანელ ნაწილში - “ბაზრობაზე”

ბებიას ტან უზარმაზარი (პერგამენტივით დაგრაგნილი) სია ჰქონდა თან და ერთი განყოფილებიდან მეორეში დამაწოწიალებდა, თან ამ დროს ბევრს ბუზღუნებდა და მოკლედ გადამრია ზუსტად პირველ 15 წუთში.

ხმას არ ვიღებდი , რა მექნა ახლა ხომ არ დავიწყებდი კივილს, დავყვებოდი და ვეხმარებოდი როგორც შემეძლო….

ვეხმარებოდი რა ძირითადად იქ წარმოდგენილი საზოგადოების ტავლიერებით ვიყავი გართული მაგრამ ბებიას რომ არ შეემჩნია დროდადრო სერიოზული სახით ვიქნევდი თავს და ხო მართალი ხართქო ვეუბნებოდი :)

ძალიან უცნაურია , ვცდილობდი დამეყო იქ მყოფი ადამიანები რაიმე ნიშნის მიხედვით მარა, შენც არ მომიკვდე, ისეთი ჭრელი იყო საზოგადოება რომ ვერაფერს გავხდი და მოვეშვი მაგ მარაზმს….

ამ დროისთვის ბებიას უკვე დამთავრებული ჰქონდა სიაში უმეტესი პუნქტების შესრულება და აღტაცებულმა მამცნო მალე წავალთო.

ბოლო პუნქტი სადაც ბებიას რაღაცეები უნდა ეყიდა იყო პასაჟის ერთ ერთი რიგის ბოლო (სადღაც საჭმელებთან) სუნელების დახლი.

როგორც კი ახლოს მივედით , პირველივე შენსუნთქვისას სუნელების სუნი მეცა და ამიტყდა უაზრო ცემინება , მაგრამ ძალიან მესიამოვნა….

შემდეგ უკვე ყურადღება მიიქცია გამყიდველმა, საშუალოზე უფრო მოხუცებული მამაკაცი გახლდათ, უცნაური მკაცრი გარეგნობით და ცოტა გაუგებარი საუბრით, მაგრამ პირველივე შეხედვისთანავე პატივისცემას იმსახურებდა…. რატომ არ ვიცი …..

დახლთან ბევრი ქალები ირეოდნენ, კუთხეში ვიდექი და ვაკვირდებოდი, მას ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი, შეეძლო ერჩია რა როგორ და რამდენი უნდა გამოეყენებინათ, საკვებში თუ სამკურნალოდ……

ეს ადამიანი რაღაც უცნაურად შეიგრძნობდა თითოეულ მყიდველს, ვიდექი და აღფრთოვანებული თვალს ვერ ვაცილებდი მის მოძრაობებს, ძალიან დაძაბული ვისმენდი თუ რას ამბობდა….

ამ რიარიაში კუთხესთან ბებიაც მომიახლოვდა და ძალიან ხმადაბლა ვუთხარი :

-რამდენიმე რამეა, რასაც პირველად ვხედავ და ისიც არ ვიცი რისთვისაა – მეთქი

აი აქ კი ამ ადამიანმა ჩემს აღფრთოვანებას და გაკვირვებას პიკამდე მიაღწევინა…..

არც ამოუხედავს ისე მიპასუხა:

- მოდი მერე და ყველაფერს გასწავლი, დაგეხმრები ზუსტად გაიგო რა რისთვისაა და რაში გამოგადგებაო….

ამ ფრაზის მერე ისე გავოგნდი , მადლობა ძლივს გასაგონად ამოვიბლუკუნე და ყბადაღებული ვიდექი , მანამდე სანამ ბებიას რიგი არ მოვიდა….

ყველაფერი რომ ვიყიდეთ, ეს კაცი კიდევ ერთხელ მომიბრუნდა და შეძლებისდაგვარად (რამდენადაც ეს მის მკაცრ გამომეტყველების სახეს შეეძლო) გაღიმებულმა მითხრა , აუცილებლად მოდი ბევრ საინტერესო რამეს გაიგებო…..

აი გაოგნებული ვარ ახლაც ამას რომ ვწერ…. რატომ რისთვის? რაში აწყობს იმ ადამიანს ასეთ რამეს რომ ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთს ეუბნება თუ ყველა დაინტერესებულს??

ნუთუ ის ისეთივე ტიპია ზღაპრებში რომ იჩითებიან კეთილი, ჯადოქარი ბიძიები და რაღაც მეჟდუპროჩიმ რომ ეუბნებიან ხოლმე ვირაც “მთავარ” გმირებს რაღაცეებს???

არადა ეს უკვე მე-3დაა როცა ესეტ ადამისნ ვხვდები ცხოვრებაში, სხვათაშორის პირველის შემეშინდა, მეორესი დავიჯერე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს (დამთხვევა იყო თუ არა ვერ ვიტყვი ნამდვილად) გაამართლა, ახლა კი ამ კაცზე და მის პატარა დახლზე ვფიქრობ…..

უცნაურია, ზღაპრები მიყვარს ძალიან და მგონი ამის ბრალია რომ გამოვშტერდი….

Thursday, April 02, 2009

Funny მარაზმი :) მეზობელი ბოლოგიდან

ჯენის ბლოგზე დაიდო ეს სია, ხომდა ისე გამახალისა და ისე ვიცინე რომ მინდა გაგიზიაროთ და ჩემი ბრწყინვალე შედეგები :)

1) First Cross the questions.
2) When you have finished answering, count your crosses.
3) Write your crosses in the last Sentence.
4) Tag 3 People.bubui


Level 1
(X) Smoked a cigarette?
( X) Smoked a cigar?
(X ) Kissed a member of the same sex?


Level 2
(X) Are, or have been, in love?
( ) Dumped someone?
( ) Been fired?
( ) Been in a fist fight?

Level 3
(X) Had a crush on an older person?
( ) Skipped class?
( )Slept with a co-worker?
( ) Seen someone/something die?


Level 4
( ) Have/had a crush on one of your deviantART friends?
( ) Been to Paris?
( X) Been to Spain?
( X) Been on a plane?
(X) Thrown up from drinking?


Level 5
( ) Eaten sushi?
( ) Been snowboarding?
(X) Met someone through internet?
( ) Been in a mosh pit? აი კონცერტებზე ზედახორა როა და ვიღაც რო გადმოხტება სცენიდან და დაიჭერენ და რაღაც



Level 6
( ) Been in an abusive relationship? ვიგოდნიკობა
() Taken painkillers?
(X) Loved someone whom you can't have?
( X) Laid on your back, and watched cloud shapes go by?
( X) Made a snow angel?

P1080286
Level 7
( X) Had a tea party?
( ) Flown a kite? ფრანი
(X ) Built a sand castle?
( X) Gone mudding?
(X) Played dress-up?

Level 8
(X) Jumped into a pile of leaves?
( ) Gone sledding?
( X) Cheated while playing a game?
(X) Been lonely?
( X) Fallen asleep at work or school?
(X) Sat alone, and watched the sun set or rise?
(X) Felt an earthquake?
( ) Killed a snake?

Level 11
(X) Been tickled? ღუტუნი :P
( ) Been robbed or vandalized?
( ) Been cheated on?
(X) Been misunderstood?heelp


Level 12
( X) Won a contest? კონკურსი
( ) Been suspended from school? აკადემიური
( ) Had detention? დაკავება
(X ) Been in a car or motorcycle accident?


Level 13
(X) Have or had braces? რკინები კბილებზე
( X) Eaten a whole pint of ice cream in one night? პინტი არის ნახევარ კილოზე ცოტა მეტი
( ) Danced in the moonlight?


Level 14
(X) Hated the way you look?
( ) Witnessed a crime?
( ) Pole danced? სტრიპტიზის მოცაკვავეების ჯოხი
( ) Questioned your heart?
( ) Been obsessed with post-it-notes? ყვითელ ლიპუჩკა ქაღალდებს აკრავდითო ყველგანო?
gugs

Level 15
( X) Squished barefoot through the mud?
(X ) Been lost?
( ) Been to the opposite side of the world?
( ) Swam in the ocean?
( ) Felt like you were dying?


Level 16
(X) Cried yourself to sleep?
( ) Played cops-and-robbers?
( X) Recently colored with crayons, colored pencils, or markers?
(X) Sang karaoke?
(X) Paid for a meal with only coins?

Level 17
(X) Done something you told yourself you wouldn't do?
(X) Made prank phone calls? ხულიგნობა ტელეფონით :P
( ) Laughed until some kind of beverage came out of your nose?
( ) Kissed in the rain?

IMG_6336 [Desktop Resolution]
Level 18
( ) Written a letter to Santa Claus?
(X) Watched the sunset or sunrise With someone you care about?
(X) Blown bubbles?
( ) Made a bonfire on the beach or anywhere?

Level 19
( ) Crashed A Party?
(X ) Have traveled more than 5 days with a car full of people?
( X) Gone rollerskating or rollerblading?
(X) Had a wish come true?

( ) Been humped by a monkey?


Level 20
( ) Worn pearls?
( ) Jumped off a bridge?
(X) Screamed "PENIS!" or "VAGINA!"?
( ) Swam with dolphins?


Level 22
( ) Got your tongue stuck to a pole/freezer/ice cube/etc.?
( ) Kicked a fish?
(X) Worn the opposite sex's clothes?
(X) Sat on a roof top?

Level 23
( X) Screamed at the top of your lungs?
( ) Done or attempted a one-handed cartwheel? ცალი ხელით სალტოს გაკეთება (მგონი)
(X) Talked on the phone for more than 6 hours?
( ) Recently stayed up for a while, talking to someone you care about?


Level 24
(X ) Picked and ate an apple right off a tree?
(X) Climbed a tree?
( ) Been in a tree house?
( X) Been scared to watch scary movies alone?


Level 25
(X) Believed in ghosts?
( ) Have had more then 30 pairs of shoes?
( ) Gone streaking? ქუჩაში რომ უტანსაცმლოდ დადიან მგონი ეგ
( ) Visited a prison?


Level 26
( ) Played chicken?
(X) Been pushed into a pool with all your clothes on?
(Х) Been told that you're hot, by a complete stranger?
( ) Broken a bone?
( ) Been easily amused? ადვილად რომ გეცინება


Level 27
( X) Caught a fish, and then ate it later?
( ) Made a porno video, or got asked to make one?
( X) Caught a butterfly?
(X) Laughed so hard you cried?
(X) Cried so hard you laughed?


Level 28
( ) Mooned or flashed someone? ე.ი. mooned არის შარვალს რომ ჩაიხდი და მიუშვერ ვინმეს ბარტ სიმპსონის პონტში და flashed არის ვაგინას ან სისკებს რომ აჩვენებ აი შერონ სტოუნი რასაც აკეთებს.
( ) Had someone moon or flash you?
(X) Cheated on a test?
(X) Forgotten someone's name?
( X) French braided someones hair? ნაწნავის გაკეთება
( ) Gone skinny dipping? შიშველი ბანაობა ზღვაში ან ბასეინში ან სადმე ეგეთში
( ) Been kicked out of your house?


Level 29
( ) Rode a roller coaster? американские горки
( ) Went scuba-diving or snorkeling? აკვალანგით
(X) Had a cavity? პლომბი კბილზე
( ) Blackmailed someone? შანტაჟი
( ) Been blackmailed?


Level 31
( ) Been used?
( X) Fell going up the stairs?
( ) Licked a cat?
(X ) Bitten someone?
(X) Licked someone?


Level 32
( ) Been shot at/or at gunpoint?
( ) Had sex in the rain?
( ) Flattened someones tires?
(X ) Rode in a car/truck until the gas light came on?
( ) Got five dollars or less worth of gas?


TOTAL:

91010016 [640x480]
I'VE DONE __67__ OF THE 120 STUPIDEST THINGS!''