Thursday, March 26, 2009

ადამიანი რომელიც მნიშვნელოვან სტატუსს ატარებს!

რავიც რაც თავი მახსოვს ეს პატარა არსება ნერვებს მიშლის, მაცოფებს და მაშმაგებს. სულ რაღაცა გვაქვს საკამათო და საჩხუბარი, თუმცა მინდა გითხრათ რომ ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ის საუკეთესო მეგობარი, მოსაუბრე , ოჯახის წევრი და გეენიალური მოდელია!
გაიცანით (ვინც ჯერ არ იცნობთ) ჩემი ძმა - LUI
გუშინ ვიყავით სტუდიაში (ძალიან დიდი მადლობა სტუდიის პატრონს, ძალიან მაგარი ადამიანია), ვინაიდან და რადგანაც მისთვის ფოტოები უნდა გადამეღო (რატომ და რისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ დრო მოვა მაგის გაიგებთ).
თავიდან ცოტა დაძაბული და დაბნეული იყო, მერე ნელა ნელა დაიწყო ხოდზე მოესვლა (ისევ ძალიან დიდი მადლობა იმ კეთილ ადამიანს ვინც სტუდიაში დაგვხვდა).
მოკლედ აი შედეგებიც :) (ცოტა მაგრამ ნორმალური)
1 9
6
2 37
4
8

5

Tuesday, March 24, 2009

სურვილების ასრულების რეალურობა და რეალობის სიმწარე…

მოკლედ დიდი ხანია მინდოდა მაგისტრატურაში ჩაბარება, თანაც ზუსტად ვიცოდი რომ მინდოდა PR-ის მაგისტრატურა. და აი უცებ ვიგებ რომ ძალიან ხელსაყრელი შანსი ჩნდება და მეც მივდივარ საკუთარი შესაძლებლობების გამოსაცდელად, ძალიან მონდომებული და დარწმუნებული საკუთარ ძალებში.

მე ეს რეალურად ძალიან მინდოდა, თანაც დიდი ხანია მინდოდა….

ყოველთვის ვიცოდი რომ  “ ს ჟელანიამი ნადა ბიწ პო ასტაროჟნეე” , მაგრამ ეს თუ ასეთი სწორი და რეალუობასთან ახლო ფრაზა იყო არ მეგონა, თუმცა დღეს დავრწმუნდი და თქვენც გირჩევთ არ დაივიწყოთ იგი ოცნების და სურვილებისჩცაფიქრების დროს.

ჰოდა ასე, მოკლე შესავლის მერე დავიწყოთ…..

თუ თვალყურს ადევნებდით ბლოგს, გეცოდინებათ რომ მაგისტრატურაში ჩავაბარე GIPA –ში, ხოდა დღეს იყო პირველი “ლექცია”.

(მომეზადეთ პოსტი ცოტა გრძელია მაგრამ შთაბეჭდილების შესაქმენლად ან გადაწყვეტილების მისაღებად გამოგადგებათ)

7ის ნახევარზე შევედით აუდიტორიაში რომელიც რეალურად მხოლოდ კომპიუტერების კლასია, ძალიან არაკომფორტული გარემო და სივიწროვე დაგვხვდა.

ჩვენს გასაცნობ პირველ “ლექციას” ატარებდნენ – კურსის დეკანი , პროგრამის ხელმძღვანელი და კიდევ რაღაცის ხელმძღვანელი. ნუ თავიდან რაღაც გვიხარია რომ აქ ხართ, საუკეტესოები აგარჩიეთ და მსგავსი საუბრები, შემდეგ იყო შიდა განაწესისი და რაღაც სიახლეების დაფის ახსნა განმარტება. მერე ვირაცამ გადასახადზე დასვა კითხვა და აი აქ დაიწყო ცემი იმედგაცრუებებიიიი….

პირველადი მონაცემებით (ერთ ერთი მიზეზი რატომაც ავარჩიე ეს სასწავლებელი) გადასახადი 3000 ევრო, გაიყოფოდა 4 ნაწილად და მოხდებოდა ნელა ნელა გადახდა, დღეს კი გვაჯახეს რომ 1 აპრილამდე უნდა გადავიხადოთ სწავლის ღირებულების ნახევარი. ტადააამ და ამ ყველაფრის ახსნა იყო რომ იცით კრიზისია და ჩვენ ძალიან ბოროტი ბუღალტერი გვყავს რომელიც ხელფასებს არ გვაძლევს თუ ყველას არ აქვს გადახდილი სწავლის საფასური. ხუინია მაგათთვის თუ კრიზისია ჩემთვის არაა?? და მანამდე კიდევ მელაპარაკებოდნენ საზოგადოებას ურთიერთობის სფეროში მოღვაწე მატყუარა ადამიანებზე, ლოლ თვითნ სხვანაირად მოიქცნენ??

ნუ კონტრაქტის გაცნობა იყო ბოლო ეტაპი, რაღაცეები გვითხრეს და მოაწერეთ ხელი და მოგვცითო, ჩვენ რექტორს მოვაწერინებთ ხელს დაგიქსეროქსებთ და ასლს მოგცემთო :) ორ ეგზემპლარად კი არ აკეთებენ ბლია, არა ჩვენ ქსეროქს გვაძლევენ, მაგათი ხეროხი-პრინტერის ჟმოტი დედავატირე რა!!!

ნუ მეთქი მე დღეს ვერ ჩაგაბარებთ უნდა გავეცნო მეთქი და ისეთი უკმაყოფილო სახეებით გამომხედეს რომ ვერ აგიღწერთ, იასნა ეს ჰაზრი ჭკუაში დაუჯდათ სხვებსაც და საბოლოოდ არავინ ჩააბარა შემდეგ ლექციამდე კონტრაქტი. (იასნა ცემზე პირველი შთაბეჭდილება შეიქმნა, მაგრამ მაგათმა არ იციან 4შაბათს რა ელით:) )

ნუ ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო , კვლევის ლექცია (რისი კვლევის არ დაკონკრეტებულა ლოლ )

ლექტორი ძალიან დამღლელად საუბრობდა , უემოციოდ და მონოტონურად, თანაც ამ დროს მის წინ მაგიდაზე არსებულ ფურცლებზე ზოლები გამოყავდა და ზედ იყო მიშტერებული!! (კაშმარ ტრენინგი მაინც ჩაუტარონ)

ბევრი ილაპარაკა რაღაც სისულელეებზე (გაითვალისწინეთ ამ ყველაფრის დაწერისას ერთი წუთი არ გამიკეთებია შედარება იესემთან, რადგან ვიცი რომ არ ღირს არ შეიძლება, აზრიც არ აქვს), საბოლოოდ ცემი მოლოდინები თავიდან ბოლომდე თავზე ჩამომექცა , მაგრამ ყველაზე მტავარი ჯერ კიდევ წინ იყო.

ახლა მე მოგიყვანთ რამოდენიმე ციტატას იმ საბუტებიდან (არა უფრო რაღაც ქსეროასლებიდან) რაც ჩვენ დაგვირიგეს პაპკებში.

დოკუმენტი – სტუდენტის სახელმძღვანელო

ეს დოკუმენტი ჯამში არის 3 გვერდი, ბევრი პუნქტებით .

პირველი მაგალითი არის ქვეპუნქტ “ზოგად მიმოხილვაში”:

“სტუდენტს მოეთხოვება მუდმივად თვალ-ყური ადევნოს გაზეთებში, ტელევიზიასა და რადიოში გადმოცემულ ახალ ამბებს და იყოს ინფორმირებული საქართველოში, კავკასიასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ”

აი გეკითხებით მე თქვენ, თუ მე ვმუშაობ 8-10 საათი დღეში, მერე მივდივარ ჯიპაში ლექციებზე, მინდა მე მერე რამე ასეთის მოსმენა ან გაცნობა? ან მააქვს თქვენი აზრით ამის დრო???

შემდეგი მარგალიტი არის ქვეპუნქტ “კომპიუტერულ კაბინეტში”

“კომპიუტერების გამოყენება მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის და სკოლის სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული რეპორტაჟებისა და დავალებების წერისთვისაა ნედარათული. სტუდენტებს კომპიუტერის მეშვეობით პირად ელ-ფოსტაში მუშაობაც შეუძლიათ, თუმცა ეს პროცესი მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. ინტერნეტში ნებადართულია მხოლოდ იმ საიტების მონახულება , რომელთა შინაარსი ჟურნალისტიკასა და ჟურნალისტურ კველვას შეესაბამება. ინტერნეტის სხვა არასათანადო გამოყენება დისციპლინარულ ზომებს გამოიწვევს.”

ახლა რა მაინტერესებს? აი მე თუ ვთვლი რომ ფორუმ.გე არის საუკეთესო ადგილი ჟურნალისტური კვლევისათვის , თქვენი აზრით გაიგებენ ესენი ამას?? ან მაილის მაგოყენების შეზღუდვა ხომ საერთოდ სასაცილოა.

ნუ მეტს აღარ დავწერ, თორემ ამის წამკითხვაი კაცი არაა, მაგრამ მერწმუნეთ დარჩენილი 4 დოკუმენტიც სავსეა სხვადასხვა მარგალიტებით!!

აი ნუ არ ვიცი , დღეს გადავწვეტ გავაგრძელო მე აქ სწავლა თუ უარი ვთქვა ამ მარაზმში მონაწილეობაზე.

ამ ადგილმა არათუ ჩემი მოლოდინი ვერ გაამართლა, საერთოდ გული ამიცრუა საქართველოში მაგისტრატურის გავლაზე.

ამის შემდეგ მანამდე სანამ რაიმეს გულით და უსაზღვროდ ძლიერად ვისურვებ კარგად დავფიქრდები როგორ ამისრულდება და რას მომიტანს სურვილი, ძალიან , ძალიან ცუდი გამოცდილება იყო დღევანდელი დღე!

 

სურვილებიც იქით იყოს და სულ ვცდილობ არ შევიქმნა წარმოდგენა არაფერზე, მაგრამ ეს წესი დავარღვიე გასაუბრებაზე გასვლისას და აი იმედგაცრუება მაცოფებს ახლა!

Tuesday, March 17, 2009

მეგობრობა круглосуточный მგონია!

პოსტი მეგობრობაზეა ზოგადად, თუმცა არა , მეგობრობის ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე!

მე მესმის ის რომ ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრება, სამსახური, ოჯახი და კიდევ 1000 სხვა რამ, რაც მის ცხოვრებას ავსებს, მაგრამ ზოგჯერ აი ისე მინდა ხოლმე, რომ უცებ , ხელათ ავდგე დავურეკო მათ (ნუ რა თქმა უნდა ყველას ერთად კი არა, ხან ვისთან ერთად მინდა გართობა, ხან ვისთან) თუნდაც ღამის 3 საათი იყოს, გამოვიყვანო სახლიდან და უბრალოდ აი ვაკეთოთ ის, რომ არაფერი არ გავაკეთოთ.

ძირითადად ხდება ისე , რომ ასე არასოდეს ხდება! მანქანა რომ არ მყავს მხოლოდ ამის გამო მწყდება გული, მე რომ საკუთარი მანქანა მყავდეს ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ რომ არ მყავს მერე რა? რატომ უნდა იყოს პრობლემა თვეში ერთი, სულ ერთი სპონტანური გართობის ორგანიზება (თუნდაც ეს შუა ღამის მერე ხდებოდეს) აქ აქცენტს ღამეზე იმიტომ ვაკეთებ რომ ძალიან მიყვარს ღამე ქალაქში ბოდიალი, ან თუნდაც ქალაქ გარეთ სიარული მანქანით.

ხოდა რატომ არ ხდება ასე? მესმის რომ საქმე, დილას ადგომა და კიდევ ბევრი რამე, მაგრამ ყოველდღე ხომ არ ღებულობენ ასეთ შეთავაზებებს?

აი მაგალითი : მეგობრები ვიყავით საღამოთი რაღაც კაფეში, ხოდა სახლის გზაზე ზოგიერთ ჩვენგანში გაჩნდა იდეა რომ იქნება არ წავიდეთ სახლებში და სადმე წავიდეთ სხვაგან? ან უბრალოდ ვიბოდიალოთ, რავიც მოკლედ არ დავიშალოთ? აი აქ გაისმა უამრავი აუ არა , ვერა , მერე იყოს……

თუ ჩემთვის არ აქვს მეგობრობას დღე ან ღამე (აქ ერთადერთი ვითვალისწინებ ფინანსურ და ნუ სერიოზულ ოჯახურ სკანდალებს, მაგას ახლა ვერაფერს უზავ ადამიანი, მარა სულ და ყველას? ) რატომ აქვს სხვებისთვის? ხო კაი მართალია ყველა ერთნაირად ხომ ვერ ვიქნებით და რაღაც ბაზარი, მაგრამ ამდენ ადამიანში არც ერთს არ ჰქონდეს? უუჟას!!

ეს ჩემი სერიოზული გულისტკივილი გაგანდეთ…..





Monday, March 16, 2009

და აი ისიც, უკვე საქართველოში!!

არ ვიცი თქვენ რამდენად ქომაგობთ და გულშემატკივრობთ რაგბს, მაგრამ მე ეს სპორტი ძალიან მიყვარს, აე ვიცი რის გამო და როდიდან, მაგრამ აშკარაა უკვე დიდი ხანია….

აქამდე ადამიანები ვინც რაგბს გულშემატკივრობდნენ , ან თვითონ იყვნენ აქტიურად ჩართული ამ სპორტში არ ჰქონდათ საშუალება ყველა საჭირო ინვენტარი ერთ კონკრეტულ ადგილას ეყიდათ. არ არსებობდა მაღაზია რომელიც მათ ყველა სურვილს დააკმაყოფილებდა…

დღეიდან ეს უკვე აღარაა პრობლემა….

საქართველოში არსებობს რაგბის მაღაზია , როგორც ფიზიკურად ასევე ინტერნეტ სივრცეშიც!!!

მაღაზიაში წარმოდგენილია საქართველოს ნაკრების სათამაშო თუ საგულშემატკივრო მაისურები, საწვიმრები , თუმცა ეს ყველაფერი არაა…

ამავე მაღაზიაში შეგიძიათ შეიძინოთ – Gilbert -ის კაპები და შლემები, სხეულის დამცავი სხვა ინვენტარი,პუმას ბუცები, სავარჯიშო შორტები,

მაისურები, ბეისლეიერები,ხელთათმანები და რაც მთავარია არც მანდილოსანი გულშემატკივრები და მორაგბეები ვართ დაჩაგრულები… მაღაზიაში საკმაოდ დიდი არჩევანია ქალებისთვისაც!!

საიტზე ნელა ნელა მიდის საქონლის განახლება, მაღაზიაში კი ნივთების დიდი ჩამონათვალია წარმოდგენილი.

მოკლედ ყველას ვისაც გაინტერესებთ და გიზიდავთ სპორტის ეს სახეობა – მოგიწოდებთ შეიაროთ ვებ გვერდზე WWW.RUGBYSHOP.GE ან პირდაპირ მიხვიდეთ მაღაზიაში რომელიც ფალიაშვილის 60 ნომერში მდებარეობს!!

Rugby Boots

raincoat

kiking tee

Gilbert razortooth mouthguard

Headguard

და კიდევ ბეევრ სხვა რამეს იპოვნით ამ მაღაზიაში!!

Sunday, March 15, 2009

ამნეზია , გონების დაბინდვა და Male Nude - სულ რაღაც 99.99 $!

აღაცის დაწერას ვგეგმავ აგერ უკვე ორი დღეა . დღეს დავჯექი მოვკალათდი გემრიელად და ვერ ვიხსენებ რისი დაწერა მინდოდა, თავი მაქვს მოსაკლავი რაა :)
მაგრამ ჯანდაბას რახან ვერ ვიხსენებ რისი დაწერა მინდოდა უბრალოდ დაგათვალიერებინებთ ჩემს საყვარელ მეილ ნუდებს!
(მომავალში კი, კიდევ რომ დამავიწყდება რის დაწერას ვგეგმავდი ფიმეილ ნუდებსაც გაგიყოფთ)
 

ეს ფოტო უბრალოდ ძალიან სასაცილო მომეჩვენა, მედია მართმადიდებელ მშობელთა კავშირი ვერ მიპოვის : ) ) )



ნუ აი აქ წინა ფიგურის ემოცია უკანას პოზასთან მიმართებაში ისეთი მაგარია რომ სიტყვების მთელი მარაგიც კი არ მეყოფა რომ გადმოვცე.



ამ ფოტოში პოზა მომწონს ძალიან, ძველ ბერძნულ ქანდაკებას მაგონებს რაც ჩემში სრულყოფილების ასოციაციას იწვევს.



საერთოდ დაცვარუყლი სხეული კაი განათებისას ყოველთვის გენიალური გამოდის და მით უემეტეს თუ სხეულიც გენიალურია.







ამ ფოტოში ტონალობა და ქალის გამომეტყველება ქმნის მთელს ემოციას ჩემთვის!







საერთოდ მე თუ ფოტომოყვარული ვარ თუ რაც ვარ ნუ ვცდილობ გადავიღო ფოტოები (როდისმე მაგასაც გაჩვენებთ) ვთვლი რომ ფალოსი ძალიან არამხატვრულია და რთული გადასაღებია ისე, რომ იყოს ესთეტიური და მიმზიდველი, მაგრამ აი ამ ფოტოს ნახვის შემდეგ მივხვდი რომ უბრალოდ უნდა იყო მაგარი ფოტოგრაფი და შენ შესძლებ გენიალური კადრის შექმნას!

Tuesday, March 10, 2009

დღეიდან უკვე მაგისტრატურაში ვმოღვაწეობ

 

Batting Eyelashes

ჰოდა ისა 6 მარტს ვიყავი დაბარებული მაგისტრატურის გასაუბრებაზე GIPA-ში, მანამდე იყო რაღაც წერა, ხოდა გასაუბრებაზე აღმოჩნდა რომ ვიყავი ბოლოს წინა.

დიდი ხანი ველოდე ჩემს რიგს რადგან გასაუბრებების დაწყება დააგვიანდათ და რამე….

მოკლედ იქ რატომღაც ყველა ნერვიულობდა, ნუ კი 35 კაციდან 20 უნდა მიეღოთ, მაგრამ მისაღები გამოცდები ხომ არ იყო ბაკალავრიატის? ანუ განათლება უკვე მიღებული გაქვს ეს უბრალოდ მაგისტრატურაა….

მერე ყველა გამოდიოდა და აუ ეს რა ვთქვი, ის ვერ ვთქვი, კაი დაიკიდე რა რაც თქვი წარმოდგენის შესაქმნელად კმარა….

ნუ როგორც იქნა ჩემი გვარიც გამოაცხადეს, შევდივარ და პირველი გაოგნება იყო ვერულაშვილის იქ დანახვა (აი ის სააკაშვილის ვიღაც რომაა სახელი არ ვიცი) ნეტა რა იცის ამისთანა რომ ჯიპას მაგისტრების გასაუბრებას ესწრებოდა…. ჯერ მარტო პირს რომ დააღებს გული  გაგისკდება :)

 

ხოდა მოკლედ 10 წუთიანი გასაუბრება ისე გამოვიდა რომ მე მგონი ნახევარი საათი ვიჯექი, გაიმართა ერთი დისკუსია და ამბავი.

….. რაღაც ვთქვი რომ მეთქი საქართველოს ბანკის რეკლამები ყელშია ამოსულითქო და ამ დროს მაცნობს თავის თავს ერთ ერთი დამსწრე, საქართველოს ბანკის პიარი თუ ვიღაც, მეთქი ძალიან სასიამოვნოა, მარა “უჟასია” თქვენი რეკლამები მეთქი. მოკლედ ასე დაიწყო დიიდი დისკუსია და საბოლოოდ ისედაც დაღლილი ჟიური საერთოდ გავთანგე.

პასუხი იქნებოდა 2 დღის მერე,,,,

 

My way to the Future

________________________________________

ორშაბათს 9 მარტს დამირეკეს სახლში და მახარეს რომ შემდეგ ორშაბათს 7:30 საათზე მეწყება ლექციები. ტადააამ- მე ჩავაბარე….

იმ დღეს ვფიქრობდი რომ  რა ადვილია და რა ანერვიულებდათ და არადა იქნებ ისინი ვინც ნერვიულობდნენ არ მიიღეს და გამოვიდა რომ მართლები იყვნენ?

არად შეიძლება რომ ნერვიულობდნენ მაგიტომ ვერ ჩააბარეს?

მოკლედ როგორც არის ამ აზრების ბოლოს დამკრა იმან რომ ომგ 18 თვე ისევ რაღაც უნდა ვისწავლო , ვაბარო და ლექციებზე ვიარო….

ლოლ

ხოდა მოკლედ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ რომ მე ეს შევძელი!!

study monster

Wednesday, March 04, 2009

ის რაც ძალიან იშვიათად მემართება…და როცა მემართება მაშინ კი…

 

სულ რამოდენიმე წუთია მოვრჩი ტელევიზორის ყურებას, ამ საქმიანობით საღამოს 10 საათიდან ვარ დაკავებული და 4 სრული საათი ამოუსუნთქავად ვიჯექი.

რა მოხდა? ალბათ დაგაინტერესათ, რ2-ზე იყო პაატა ბურჭულაძის ფონდ ”იავნანას” იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი….

რატომ ვუყურე? ჰმ კარგი კითხვაა, უბრალოდ შემოვედი სახლში ვნახე ბებია, რომელმაც დამიწყო რაღაცეების მოყოლა, მერე კითხვების დასმა. ჩამოვჯექი დივანზე, კონცერტის დაწყებიდან 15 წუთში მოვკალათდი, ხოლო 40 წუთში გულიანად ვიყავი ჩაფლული მასში და არც გავნძრეულვარ მერე….

მავსებს სხვადასხვა ემოციები და ვეცდები ნორმალურად ჩამოვაყალიბო, ღრმად ჩაისუნთქეთ ვგონებ პოსტი საკმაოდ გრძელი გამოვა  …

პირველ რიგში გეტყვით რა ხდებოდა ამ კონცერტზე, იყო პირდაპირი ეთერი, სადაც მიდიოდა მობილურებიდან ზარების საშუალებით თანხის შეწირვა, ზარი = 1 ლარს, ასევე იყვნენ ქართველი ვარსკვლავები და სხვადასხვა ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები. ყველას თავისი წვლილი შეჰქონდა სამი, 7 შვილიანი ოჯახის დახმარებისათვის.

ამ ოჯახებს არ ჰქონდათ სახლი-კარი , საჭმელი და  სასმელი… ამ ოჯახებიდან შვილების ნახევარი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში იყო შეკედლებული და მიბარებული მშობლის მიერ , მეორე ნახევარი სასწაულ ადგილებში ცხოვრობდა, რომელიმე მშობელთან ერთად….

ხოდა რა ხდება, ახლა აი პირველ რიგში ნამდვილად არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ რატომ!!! რატომ აჩენენ ბავშვებს მაშინ, როდესაც არ აქვთ თავზე ჭერი, არ აქვთ საკვები, არ აქვთ სითბო და მყუდროება? რატომ უნდა გააკეთო (ნუ აქედან იწყება ხო) და გააჩინო 7 შვილი (ამ დროს ყველზე პატარა ჯერ ჩვილია) თუ არ შეგიძლია მათ მისცე საცხოვრებელი პირობები მაინც…. ხო შენი შვილები არიან და რატომ წირავ მათ უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრებისათვის….

მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცნაირად მესმის კიდეც….თუმცა ბოლომდე მაინც არა…

მე მესმის ისიც რომ ამ საქველმოქმედო აქციაში ყველა უანგაროდ არ დებს თავის წვლილს, მაგრამ რაც მთავარია ხომ დებს? მიზანი ამართლებს საშუალებას…. საკუთარი თავის დასარეკლამებლად თუ გამოსაჩენად , ან უბრალოდ სათქმელად , მაგრამ მაინც ფირმები და ცნობილი ადამიანები რაღაცას აკეთებენ….

მე ვამაყობ , რეალურად ყველანაირი გაზვიადების გარეშე იმ რამოდენიმე ადამიანით ვინც იქ მიქანდა კონცერტის მსვლელობის დროს და აი ასე უბრალოდ აიღო საკუთარი დანაზოგი და ამ ბავშვებისათვის დასახმარებლად გაიღო, ისინი ხომ არც თავს ირეკლამებდნენ და არც მათ საქმეს ადგება რეალურად არანაირიად, თუ არ ცხადდება კონკრეტული ორგანიზაციის სახელი…. მათ უბრალოდ იგრძნეს და გააკეთეს….

მე მახსოვს , კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში (თუმცა უკვე აზროვნების უნარი რომ მომეცა მას მერე) დედაჩემმა რამოდენიმეჯერ მოავლო ხელი ყველა ჩემს და ჩემი ძმის სათამაშოებს, ჩაყარა დიდ ტომარაში და ჩვენ ის მზურნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში წავიღეთ. თქვენ არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ახლაც რომ მახსენდება უსასრულოდ მავსებს სიამაყე (დიახ სიამაყე, რომ დედაჩემმა ეს გააკეთა  მაშინ, თავის დროზე და ადრეულ ასაკში გამაგებინა რა გრძ§ობაა ეს) და არა მარტო სიამაყე, ეს იყო ენით აღუწერელი შეგრძნება რომ შენ შენს საყვარელ რაღაცას აძლევ მათ ვისაც ეს არც არასოდეს ჰქონია…

მას მერე მე კიდევ ძალიან ბევრჯერ მივიღე მსგავს აქციაში (თუ რავიც აქტივობა თუ რაც არ უნდა დავარქვათ) მონაწილეობა და დღემდე ვცდილობ გავაგრძელო ასევე. ეს იყო ახალგაზრდულ პარლამენტთან ერთად, თუ უბრალოდ ჩემი ნაცნობების წრეში, სასწავლებელში თუ სხვადასხვა კლუბში. შეიძლება მე ვერასოდეს ვახდენდი ამის ორგანიზებას , მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი რომ გამეღო რაიმე თუნდაც სულ მინიმალური, მაგრამ ვიღაცისთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ საჭირო….

დღემდე ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ ისევ ის, ბავშვობიდან მოყოლებული გრძნობა მავსებს, მავსებს და მაგიჟებს…..

ბავშვობიდან ვიცი რომ მინდა ფული, მაგრამ მე ფული მხოლოდ  საკუთარი სიამოვნებისათვის კი არ მინდა (არ ვაჭარბებ არც ერთ სიტყვას მე ძალიან დიდი ხანი ეს ვიცი და ვფიქრობ) მინდა იმდენი, რომ ვასიამოვნო და შევძლო დავეხმარო სხვებს…შეიძლება ყველას ვერა , არათუ ყველას ძალიან ცოტასაც კი, მეტად თუ ნაკლებად შეძლებულებს, შეგნებულებს თუ შეუგნებლებს…. არ აქვს ამას მნიშვნელობა , უბრალოდ მათ ვისაც შემიძლია დავეხმარო და ვასიამოვნო, ვაჩუქო სულ ცოტა ჩემთვის მაგრამ შეიძლება ყველაფერი მათთვის….

კონცერტის განმავლობაში რამოდენიმე სიმღერის დროს თავი ძლივს შევიკავე, მინდოდა მეღნავლა, მეღნავლა იმის გამო რომ ასეთი რაღაცეები ძალიან იშვიათად ხდება, მერე რა რომ შეიძლება ის მრავალშვილიანი ოჯახები სულელები არიან , რომ მის შვილებს სწირავენ, მერე რა რომ ვიღაც დამპალ ქალს მისი შვილი ისე შემთხვევით შემოეკეთა და მერე საერთოდ მოუკითხავად მიაგდო აღმზრდელების იმედად, მერე რა რომ ძალიან ბევრი მერე რა არის ამ ყველაფერში….

ეს ყველაფერი უკვე არის და როდესაც გაქვს მინიმალური შანს დახმარების უნდა გააკეთო, მათ ჩვენ ვეღარ შევცვლით ვინც ეს ბავშვები გააკეთა და მიატოვა, ან გააკეთა მაგრამ ვერ უვლის, შევცვალოთ ბავშვები და მერე აღარ გვექნება სათქმელად რა თაობა მოდის ან როგორ ვდეგრადირებთ მთელი ერი….

მოკლედ შეიძლება ეს მონოლოგი ზედმეტად ემოციურია და სულაც არ გაინტერესებდათ უბრალოდ ეს იყო ჩემი ამ ჟამინდელი ემოცია, ემოცია იმდენად მძაფრი რომ მზად ვარ ისევ დავიღვარო ცრემლებად, ისევ ამიჩუყდეს გული და ისევ ასეთი ემოციით და გრძნობებით მოგიყვეთ ყველაფერი თავიდან და ასე დაუსრულებლად!!!

გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის რომ თქვენს გარშემო სულ ცოტა თქვენმა საყვარელმა ადამიანებმა არაფერში იგრძნონ დანაკლისი, ხოლო თუ თქვენ შეძლებთ და უმწეოებსაც დაეხმარებით ჩათვალეთ რომ თქვენ ცხოვრებაში ადამიანობის უკიდეგანო მწვერვალებს მიაღწიეთ!!

Sunday, March 01, 2009

პატარა საიდუმლო ჩემს შესახებ

რაც თავი მახსოვს ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, ნუ ხო ახლა ყველა ბავშვი კითხულობს “რატომ”-ო, მაგრამ მე აქამდე გამომყვა ეს “რატომ, როგორ , რანაირად, როდის “ და კიდევ ბევრი კითხვები….

The_Ace_of_Spades_by_Loolapaloosa

საკმარისია რამემ დამაინტერესოს უნდა ბოლომდე ჩავეძიო, ყველაფერი გამოვარკვიო, ვიკითხო და გავიგო. ვერ ვიტან რამე თუ ვერ გავარკვიე… უნდა მქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია იმაზე, რაც მინდა (ნუ სრული ინფო ჯობია მარა) … ვიცი, ისიც ვიცი, რომ ცნობისმოყვარეობა დამღუპველია, მაგრამ იმხელაა ცდუნება იმისა რომ ჩაეძიო და გაარკვიო…  

ხოდა სულ სხვა რამეზე ვაპირებდი წერას და გამიგრძელდა შესავალი.

Ace_of_Spades_by_Sarayelმოკლედ როგორც გითხარით ასე იყო რაც თავი მახსოვს, მიყვარდა ყველაფერი დამალული, გასაიდუმლოებული და მიუწვდომელი. საკმარისია ახლაც რამე ეგეთი შევატყო კონკრეტულ ამბავს , მომენტს , ადამიანს – ვიწყებ ძებნას, გაგებას , “ქექვას”…  არადა რეალურად არც არაფრად მჭირდება, ვიგებ და ვივიწყებ. ეს უბრალოდ DesRay_Deck_Ace_of_Spades_by_Ryuukaრაღაც ავადმყოფური აზარტია, არ გაგიგონ რომ “იძიებ”, არკვევ იქექები…. რომ შეძლო დამალულად მოიპოვო ყველა ინფორმაცია , რადაც არ უნდა დაგიჯდეს…

ეს საიდუმლოეების სიყვარული ხანდახან  ჩემს საუბარსაც ეტყობა ხოლმე, არ მიყვარს ყველაფრის პირდაპირ თქმა , ზოგჯერ რებუსებით ან მინიშნებებით ვსაუბრობ, ან ვტოვებ კითხვის ნიშნებს… ჩემი ასეთი საუბრის მანერა აღიზიანებს ძალიან ბევრს (უფრო სწორია ჩემი რამოდენიმე ძალიან მიხვედრილი მეგობარ-თანამოსაუბრის გარდა ყველას).

მიყვარს ინტრიგებიც , ჩახლართული ამბებიც და ზოგადად ეგეთი მოვლენებიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გამოსავალ-შედეგამდე ყოველთვის სწორად მივდივარ ხოლმე, არ ვიცი იმიტომ, რომ მიყვარს ასეთი სიტუაცია და თავს არ ვკარგავ, თუ იმიტომ რომ ინტუიცია უკეთ მიმუშავებს ამ დროს, ან იქნებ ეს გამართლებაა…

როგორც არ უნდა იყოს , აი ახლაც ვწერ და თან ვფიქრობ რომ ამას წაიკითხავს ის ვინც ზუსტად იცის რასაც ვგულისხმობ, ხმას არ ამოიღებს და გავა, ხოლო მაშინ როდესაც ამას არ მოველი დამიბრეხვებს ისეთ სასწაულს რომ ან სიცილისაგან გავიგუდები ან კიდევ გაოგნებისაგან სუნთქვის უნრას დავკარგავ და ორივე შემთხვევაში ხელოვნური სუნთქვა დამჭირდება…

ასე ხდება სულ , ვიცი და მაინც ვაკეთებ , ვაკეთებ იმისათვის, რომ ისევ ის მივიღო, რაც მაგრძნობინებს ძარღვებში სისხლის გაყინვას და იმას, რომ ადრენალინი შეიძლება ყველაფრიდან მიიღო ცხოვრებაში !!!