Friday, February 27, 2009

სადაა ჩემი STOP-ი?

რაატომ მავიწყდება ზოგჯერ გაჩერება, მიდიი……… მივერეკები და საერთოდ აღარ მახსენდება რომ ზოგჯერ გაჩერება და მუხრუჭია საჭირო…

 

ან ავკრიფავ რამეზე, ან პირიქით დავდნები და გავინაბები, მაგრამ შედეგი ხშირად ერთია, ვერ ვასტოპებ და ყველაფერი მიდის на перекосяк… კოშმარია რა

 

აი ახლაც რა მინდოდა, მაგრამ მხოლოდ ჩემი ბრალი არაა ისე (არა აქ თავს კი არ ვიმართლებ ვცდილობ გავაანალიზო თუ რაღაც მასეთი) თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი რომ ადამიანს იუმორში უჭირს, ზოგადად საუბრის აღქმა და გაგებაშიც… მარა მიდიიი ისეთი აკრეფილი მქონდა ეგ გამეპარა…

 

ოხ რა , კიდევ კაი იშვიათად მომდის რომ ვნანობ მომხდარს თორემ ყოველი ასეთი “გაპარვა” ნერვების ფასად დამიჯდებოდა…  ეს შემთხვევა სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ბოლომდე ვერ მივიიყვანე საუბარი და ნიხვატკაში დავრჩი, დამრჩა კითხვები უპასუხოდ…

 

მამენტ ხო მკიდია ის ვისაც ვესაუბრე, რაზეც ვესაუბრე, მაგრამ უპასუხო კითხვები ყოველთვის მხრავს და ნერვებს მიშლის…. ვერ ვიტან როდესაც რაღაც არ ვიცი ან ვერ ვიგებ…

 

ცნობისმოყვარეობა მკლავს… ოხ როგორ მინდა გავაგრძელო ის საუბარი… ოხ როგორ მინდა ბოლომდე ამოვულაგო და ამოვალაგებინო რასაც ფიქრობდა…

აჰა ისევ ავკრიფე … არაფერი არ მეშველება :D :D

 

თავს სინანული სჯობია … ისე მართალია იქნება და რა ხდებოდა ბოლომდე რომ მიმეყვანა საუბარი და ყველაფერი გამეგო…

ჰოდა ასე ააფრინე ალალიო …

 

rainks

 

 

პ.ს კიდევ ერთი  პასუხი მაინც მივიღე :ჯამპ:

Friday, February 20, 2009

ჩემი ეგოისტური გამოხტომა

ზოგადად მინდა აღვნიშნო რომ ცვლილებები მიყვარს, არა იმიტომ რომ რაც არის მბეზრდება , არა უბრალოდ ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება ხოლმე…

ცვლილებები საინტერესოა მაშინ როდესაც არ იწვევს  ”ნგრევას”, განადგურებას და მოკლედ მსგავს შედეგებს.

 

ზოგადად არ მიყვარს ცვლილებები რომელიც უცაბედად ხდება და მე ვერაფერს ვცვლი….

ნებისმიერი ცვლილება ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა და მოკიდებული, ან ახდენს მასზე გავლენას…

ჩემს გარშემო ცვლილებები ან მკიდია ხოლმე ან მიხარია და მომწონს, მაგრამ მგონი ნელა ნელა ჩნდება ცვლილებები რომელიც ძალიან, ძალიან არ მინდა რომ მოხდეს, არადა მაინც მოხდება და მენანება ყველაფერი ის რაც უნდა შეიცვალოს.

აი ახლა არის ის მომენტი როდესაც რაღაც სიაცხლის მიმართ უარყოფითად ვეწყობი….

ბრრრ დასანანია….

მენანება…..

ჩემია….

Thursday, February 12, 2009

Sweety Rulz

აუ Sweet-ისთან სკაიპში ვსაუბრობდი ერთ ჩვენ საერთო ნაცნობზე ხოდა ისა რაღაცეებს ვუზიარებდით და ნუ ….

ხო კაი ვჭორაობდით, ხოოდა ისა მარუსამ ბოლოს დაასკვნა -

Crush at work... Crush Online... Crush at College... Crush in Dreams... Crush with married... Crush with jerk... Crush with girlfriends boyfriend... Crush with boyfriends girlsfriend... Crush that doesn't exist... Just Crush!

ერთი ადამიანის სახელი”... watch every sunday 21:00 on Forum.ge :tan:

მოკლედ ძალიან სასაცილოდ გამოვიდა, კი არადა მარომ მაგარი რაღაც მოხია!!!

I LOVE HER!!!! :cool:

Wednesday, February 11, 2009

ამ წუთას მე მეზიზღება ჩემი თავი!!

აი აქ წარმოგიდგენთ ბოკეზე დადებულ რეპორტაჟს!

ავტორი არის DIKARKA! კადახედეთ რეპორტაჟს და შემდეგ დასკვნაც წაიკითხეთ!

რეპორტაჟის სტილი უცვლელია!!

Aრც კი ვიცი მაქვს უFლება თუ არა დავწერო ის რასაც ვაპირებ
( მე არ ვარ ჯურნალისტი) მაგრამ…
მინდა მოგიყვეთ ჩემი დღევანდელი დღის შესახებ …
დღეს 8 მარტია ,ქალთა საერთაშორისო დღე,ისეთი თარიღია გეგონება აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი,გაღიმებული სახით მაგრამ…
გაიცანიტ ეს Nინი შპეტიაშვილია -10 წლის

(ადამიანმა რომელიც უზომოდ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ,ის დიდი ადამიანია…სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!)
მინდა მოგიყვეთ მის შესახებ …
როგორც უკვე ვთქვი ნინი 10 წლის არის ,ცხოვრობს მოსკოვის პროსპექტზე (სრულიად შემთხვევით მოვხვდით მაგასთან ,როგორც ხდება ხოლმე ძირითადად თბილისში,ვიღაცა-ვიღაცის ნაცნობის მეზობელი და ა.შ)

ცხოვრობს მარტო თუმცა არა არასწორად ვიძახი,ცხოვრობს ბებიასთან ერთად,

ბებია ლოგინში არის ჩავარდნილი უკვე 3 წელი… ( ვერც კი ჟდება,სხვა რომ არაFერზე ვილაპარაკო...სულ წევს…)

ყველაFერი ამ ბავშვზეა…
ერთი ჩვეულებრივი დღე იმით იწყება რომ დგება 7 საათზე,მიდის სამზარეულოში

,ამზადებს საჭმელს,აჭმევს ბებიას .

მაგიდა რომელიც ბებიას ლოგინის გვერდით დგას... უტოვებს საჭმელს

და მიდის სკოლაში…
სკოლიდან დაბრუნებული შედის ბებიის ოთახში
(Fაქტიურად ამ ერთ ოთახში ცხოვრობენ) …მარტო დარჩენის ეშინია,ნინიც სულ გვერდით უზის,მეცადინეობს (ეგეც შეძლებისდაგვარად ,რადგან რვეულები,კალმები… ეს არაFერი არ არის თითქმის… რომ არა კლასელები,მეზობლები…)
შემდეგ ჭურჭლის გარეცხვის დრო მოდის და აი უკვე საღამოსკენ სარეცხისთვისაც იცლის…
ამ ყველაFერს აკეთებს 7 წლიდან…

ალბათ კითხვა გაჩნდება კი მაგრამ ნინის მშობლები სად არიან,რატომ არის ბავშვი ასეთ დღეში?და ეს ლოგიკურიც იქნება…
დედა – ალლა …

წასულია საქართველოდან ,გათხოვდა რუსეთში და ნინის ბედით არც კი დაინტერესებულა…
თუმცა არა იყო შემთხვევა როდესაც დაინტერესდა,ნინი 4 წლის იყო,როდესაც წაიყვანა ციმბირში და იქ ბავშთა სახლში ჩააბარა,შემდეგ იქ ვიღაცამ “იშვილა” … ეს ქალი ამუშავებდა პატარა ნინის (ოთახებს ალაგებინებდა,ჭურჭელს არეცხინებდა),როდესაც საქართველოში მყოFმა მამამ და ბებიამ გაიგეს თუ რა ბედი ეწია Nინის ,ციმბირში ჩავიდნენ და წამოიყვანეს…


მამა – ზურაბი …

ამჟამად იმყოFება კოლონიაში,მას 3 წელი მიუსაჟეს
( ნასვამ მდგომარეობაში,მაღაზიის ვიტრინის გატეხისთვის)
სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს იურიდიული თვალსაზრისით,მაშინ როდესაც ოჟახის ერთადერთი მარჩენალი ეს ადამიანია,ნუთუ არ შეიძლებოდა რომ სასჟელი შემცირებული ჰყოFილიყო ან არ ვიცი რამე სხვანაირად რომ მომხდარიყო,თუნდაც უბრალოდ ჟარიმა რომ გამოეწერათ…
არ ვიცი შეიძლება არასწორს ვიძახი…
ბებიაზე უკვე დავწერე,ეს არის ნინის მთელი ოჯახი,თუმცა არა არის კიდევ ერთი წევრი...
მამიდა (სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ )
ადამიანი რომელიც ულამაზებდა ნინის ცხოვრებას (მისივე სიტყვებიდან )

ალბათ ისევ კითხვა დაიბადება კი მაგრამ ახლა სად არის მამიდა?
Aქაც ძალიან მარტივი პასუხია – მამიდა ქალთა კოლონიაში იხდის სასჯელს ( შეიძლება გახსოვდეთ,გახმაურებელი ამბავი იყო Pროკრედიტ Bანკიდან თანხის მოპარვაზე ,საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი ,მაგრამ … სად არის ეს Fული? ესეც გაურკვეველი ამბავია…)
რამდენი აქვს მისჯილი ესეც არ ვიცი მაგრამ Fაქტი ის არის რომ დღეს ნინი არის ამ ოჯახის უFროსი …
არ ვიცი მართლა ვერ აგიხსნით ჩემს ემოციებს ,აპარატი ძლივს მეკავა ხელში ,ვუყურებდი და ვFიქრობდი ასეთი ულამაზესი ბავშვი…თუმცა არა ის უკვე იმდენად დიდია რომ ,ნაადრევად გაიზარდა ,ცხოვრებამ გაზარდა,პირობებმა…
- თოვლის ბაბუის გჟერა ნინი ?
- Aრა,აი ისეთების არ მჟერა ირმებით რომ დაFრინავენ თორე ისე კი არის,ოღონდ ჩემთან არ მოდის...
Dიდი ადამიანია და მაინც მასში ცხოვრობს ბავშვი ,არ დაუკარგავს ეს “თვისება”
- ოცნება თუ გაქვს ?
- მობილური,ძალიან მინდა რომ მქონდეს…ტელევიზორი…
Mომღიმარე სახე,თუმცა ამ ღიმილის ქვეშ არავინ ვიცით რა არის,რა ხდება მის სულში …

- დღიურს არ ჭერ?
- Aდრე ვწერდი…მერე დავკარგე,ახლა არ მაქვს არაFერი რაშიც შესაძლებელია წერა..ეს ჩემი საყვარელი რვეულია,ხომ ლამაზია? ჩემმა კლასელმა მაჩუქა,დედამ ჩამოუტანა საიდანღაც ,ბევრი ჰქონდა და ერთი მე მომცა,ძალიან მომწონს…

- არ გადამიღო კარგი ჭურჭEლს რომ ვრეცხავ?!...მრცხვენია …
( და ესეც კი მომღიმარე სახით ნათქვამი… )
- არ გადაგიღებ… -)
-Iცი მეც მინდა ჟურნალისტობა მაგრამ თუ არ გამომივა მაშინ ექიმი მინდა რომ გამოვიდე,ხო ხო ექიმი მინდა ვიყო … ( ალბათ ეს ლოგიკურიც კი იქნებოდა,ბავშვს იმდენჯერ გამოუძახებია სასწრაFო…ხშირი “ურთიერთობა” აქვთ …
Oჯახის მთელი შემოსავალი შეადგენს 69 ლარს
(პენსია… ახლა…ადრე რამდენი იყო იცით? ) და ამის ნახევარი მიდის ბებიას წამლებში…კომუნალურ გადასახდელებში…
- აქ რითი თბებით?
- Aი იქით პატარა პლიტა რომ დგას იმით,თუმცა ვერ ვრთავთ, დენი…ძალიან ძვირი ღირს,არ გვეყოFა Fული არაFერში მერე…
- საჭმელი?
- ადრე მეზობლებს მოჰქონდათ,ვის რა ჰქონდა,მაგრამ ახლა ყველას უჭირს …რაღაცეებს ვყიდულობთ მაღაზიაში , ვალითაც გვაძლევენ,მერე პენსიას რომ ვიღებთ ვისტუმრებთ…
- ტანსაცმელი?
- ბებიამ მითხრა ახლა პენსიას რომ აიღებს ბოტასებს მიყიდის…ეს კურთკა ჩემმა კლასელმა მაჩუქა…შარვლები…მამიდა რასაც მყიდულობდა ყველაFერი დიდი მქონდა ახლა ვიცმევ და კარგად მაქვს…
Aმას უკომენტაროდ დავტოვებ,ალბათ თქვენით ხვდებით რისი კეთებაც უწევს ნინის,ის ხომ ამ ოჯახის "დიასახლისია" ...

- ეს რა სურათია ნინი?
- ეს…ჩემს ძველ კლასელებთან ერთად ვარ ,აი ასეთი ვიყავი 3 წლის წინ…

- ამ ოთახში გიყვარს ჰყოFნა?
- არა ახლა აღარ,ადრე მიყვარდა,ვცეკვავდი აქ ბევრს ახლა დრო არ მაქვს უბრალოდ…

- ეზოში ჩადიხარ სათამაშოდ?
( ღიმილი) – არა დრო არ მაქვს მაგისთვის,ბებიას ხომ არ დავტოვებ?!აი მხოლოდ მაღაზიაში როდესაც ჩავდივარ…
" მე ნინის ბავშობა წავართვი,სიკვდილს ვნატრობ მაგრამ ეგეც არ არის" იმდენად იმოქმედა ჩემზე ბებიის ამ სიტყვებმა რომ...

Vერ აგიხსნით მართლა რა ვნახე ჩემი თვალით…Nინიმ თითქოს გამზარდა,თითქოს შემცვალა,
YველაFერს სხვა თვალით შევხედე და სრულიად სხვანაირი გამოვედი ამ პატარა ქალბატონის სამყაროდან…
- Fანჟარაში ხშირად იყურები?
- Aრა,აქედან არ მიყვარს ,აი იმ ოთახიდან…

სადარბაზოდან როგორ გამოვედით,როგორ ჩავჯექით მანქანაში ,როგორ მივედით რედაქციაში არაFერი მახსოვს გეFიცებით,მთელი გზაც სიჩუმე იყო, სამი ადამიანიდან ვერც ერთი ვერ ვბედავდით ხმის ამოღებას…
მარტო ნინიზე ვFიქრობდი,ერთადერთი ის მომენტი იყო…მანქანაში რომ ვჟდებოდი ჩვევა მაქვს ყოველთვის ზევით ვიყურები ( ბავშობიდან ვარ მიჩვეული,სახლიდან ყოველთვის ისე მაცილებდნენ რომ Fანჯრიდან იყურებოდნენ,დღემდე დამრჩა -)) ზევით ავიხედე და … ნინი Fანჟრიდან იყურებოდა ,იღიმოდა და ხელს გვიქნევდა…
Aრასდროს დამავიწყდება ამ ბავშვის სახე,თვალები,ლაპარაკი და არც უნდა დამავიწყდეს!..
Aრ ვიცი რატომ დავწერე აქ ეს ყველაFერი თუმცა … მე მინდა ამ ბავშვს დავუბრუნო ბავშობა,მართლა მინდა,შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და მე მარტო არაFრის გაკეთება არ შემიძლია მაგრამ… მარტო ვარ??
Gავახილოთ თვალები…

ასეთია პატარა ნინის ცხოვრება, ამ რეპორტაჟის მერე მრცხვენია, დედოფალივით ვცხოვრობ და კიდევ მაქვს საწუწუნო თანაც გაუთავებლად.

ბოკეზე საზოგადოება აგროვებს ყველაფერს, რისი გაცემაც შეუძლია და აქვს.

ნინის ფეხის ზომაა 35-36, არ აქვს სასკოლო ინვენტარი, როგორც ნახეთ ფოტოებზე , მათი ჭურჭელის ძალიან მწირია, ცხოვრობენ 69 ლარიან პენსიაზე, რომელიც ნახევარზე მეტი ბებიას წამლებისათვის სჭირდებათ. ეკონომიას აკეთებნ ყველაფერზე….

მოკლედ ეს ბავშვი ჯოჯოხეთშია ფაქტიურად!

ძალიან გვინდა რომ მას დავეხმაროთ და თანაც არაერთჯერადად.

თუ ვინმეს გავქთ მისთვის საჭირო ნივთები რომლებიც თქვენთვის უმნიშვნელო შეიძლება იყოს, ხოლო ნინის სიცოცხლეს გაუხალისებს და გაუადვილებს, მომწერეთ კომენტარებში ! თუ გაქვთ სურვილი ამ პატარა გოგონას რამენაირად მაინც დაეხმაროთ, შეგიძლიათ სულ მცირე თანცა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე



ახლა უკვე E-Moneys -ანგარიშიც - ინსტრუქცია თანხის ცარიცხვაზე და ანგარიშის ნომერი/

ნინის E- money ს ანგარიშის ნომერია 360244144

შესაძლოა 5 თუ 10 ლარი თქვენთვის 2 შეკვრა სიგარეტი იყოს ხოლო გოგონასა და ბებიისათვის მთელი კვირის საჭმელ სასმელი იქნება!

იყავით მოწყალენი, გაიღეთ სულ მცირე თქვენთვის და ძალიან ბევრი პატარა ნინისათვის!

Friday, February 06, 2009

ახალი რეალითი ქართულ ბლოგოსფეროში

არის როგორც იქნა!!!!
პროექტი გაშვებულია....
რეალითი ბლოგი - Reality blog - DIETMATES, მათთვის ვისაც ეზარება გახდომა და ზედმეტი კილოგრამების კარგვა მარტოს, ვისაც სჭირდება გულშემატკივრობა და ზოგჯერ ბიძგიც კი იმისათვის რომ თავი არ დაანებოს წამოწყებას.....
ეს ბლოგი ყველასთვისაა....

იმათთვისაც ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია რაიმე რადიკალურის გაკეთება!!!

ეს არის სიახლე ქართულ ბლოგოსფეროში!!!
ახალი ქართული რეალითი ბლოგი!!!


აუცილებლად შემოიარეთ , გაიგეთ ჩვენი წინსვლისა და წარმატების შესახებ, თუ გადაწყვეტთ შემოგვიერთდით კიდევაც!!!

მოკლედ საუკეთესო პროექტი რომელიც დაიწყო და დღეს პირველად იხილა დღის სინათლე!!!

Tuesday, February 03, 2009

გეგმა მაისი – დღე №3

მოკლედ ჩემი გეგმის დასაწყისიდან გავიდა 2 დღე :)

ტაკს რა ხდება ახლა :

1)სიგარეტს აღარ ვეწევი

2) ვვარჯიშობ

3) წესიერად და ცოტას ვჭამ

საერთოდ დიიიიდიი ხანია ტრაკი არ გამინძრევია და არ მივარჯიშია, ხოდა 3 დღეა უკვე ვვარჯიშობ , ისეთი მაგარია საღამოს სირბილი… გრილა მშვენვივრად ხარ, არ მყაყდები…მერე გაწელვები და მოთელვები + სახტუნაოზე ხტომა…. დაბრუნდები სახლში, ცხელ შხაპში შეძვრები და ბრრრრ…. ნუ ეს რაღაც ენით აუწერელი სიამოვნებაა….დიდი ხანია ასე არ მისიამოვნია ფიზიკური აქტივობით :) ნადა ვსემ პაპრობოვაწ….

კიდევ ხო რავიც ძალიან ცოტას ვჭამ….

რაც შეეხება მოწევას, ნუ სიგარეტის გადაგდება არაფერი არაა შოკოლადისგან  განსხვავებით, აი ეგ მართლა სერიოზული სირთულეა ჩემთვის…

 

თუმცა მე ამ ყველაფერს გენიალურად ვუმკლავდები და საკუთარი თავით ძალიან ამაყი ვარ… უუკიდეგანოდ ამაყი….

უი ხო პა სეკრეტუ ვსემუ სვეტუ გეტყვით რომ ძალიან საინტერესო რამე გელით , და სულ მალე (უფრო კონკრეტულად კი 2 –3 დღეში) თქვენ სერიოზული სიახლის მომსწრენი გახდებით ბლოგოსფეროში!!! აუცილებლად შემოიარეთ კიდევ რომ არ გამოგრჩეთ ამ წლის სიახლე და ძალიან საინტერესო მოვლენა , ქართული ბლოგების ისტორიაში.

 

პ.ს 1-3 თებერვლამდე ჩემს წონა მოაკლდა 1 კგ (აი ემ სოოუ ხეპი :) )

Sunday, February 01, 2009

გეგმა – მაისის ბოლო #1

დღეიდან დავიწყე ახალი გეგმისმოქმედებაში მოყვანა , რომელიც მაისის ბოლოს შედეგს მომცემს (ასე უნდა იყოს , ნუ გეგმაში ასე მაქვს).

მაისის ბოლოს ჩემს კილოგრამებს უნდა დააკლდეს ჯამში 25 კგ.

ძირითადი გეგმა ასეთია – ვარჯიში + სპეც კვება და ბოლო კვირიდან შიმშილობა 7-14 დღე.

ნუ დღეს გავიზომე მთელი სხეული , მთლად გულისგასახარებელი მონაცემები ვერაა, მაგრამ არც ძალიან ცუდადაა საქმე:

მკერდი – 110 სმ

წელი – 100 სმ

მკლავი – 43 სმ

”იაგაძიცი” (ქართულად არ ვიცი როგორაა) – 128 სმ (ეს კი სიკვდილია ბლია, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია)

ხოდა რაც მთავარია დღეიდან კოკოც იწყებს ჩემთან ერთად ამ გეგმას . ნუ მთლად ასეთ გეგმას არა მარა მაინც… მონაცემების შემდეგი შედარება გვექნება 1 მარტს, ანუ ზუსტად მაგ დღეს ბლოგზე დავწერ ისევ მონაცემებს ….

ვოტ ტაკ !

პ.ს წონას არ დავწერ მაისის ბოლომდე (იშ)

update - პ.პ.ს სიგარეტსაც დავანებე თავი (2თებერვლიდან აღარ ვეწევი)