Tuesday, January 27, 2009

პირველი სიყვარული

ჩემი პირველი სიყვარული, პირველი კი არადა ერთადერთი ასეთი ხანგრძლივობით!!!

yoo  CIMG2511      we shayvareligazapxulichvenme da tamtaDSC00186

13 წელიწადი ერთად….რამდენი მოგონება , თავს გადახდენილი მარაზმი და სისულელე…. მომენატრა , თითქოს რა მერე, ხომ ვესაუბრები და ყველაფერი მარა ისე მომენატრა , რომ მზად ვარ ავხტე და თავით გადავეშვა მტკვარში….

000042dz4   P1040031 CNV000111P1040073  20081029_001002 DSCF1394

ძალიან სასაცილოა , ძალიან მიყვარს…. ახლაც მთელი საღამოა ვსაუბრობთ მესინჯერით მაგრამ ეს ის არაა რა….

ყველაფრერი გვაქვს ერთი დაბადების თარიღიც კი , რაც არის ჩემი არის იმისიც….

როგორ მომენატრა მასთან ჩახუტებაა….ღამე ერთად დარჩენა და გათენებამდე სიცილ - ხარხარი და ხალისი!!!

ვაიმეჰ…. ფაქტიურად გული ამიჩუყდაა…..

ერთად დაგეგმილი და შესრულებული რაღაცეები….

20081021_160746

 

კოკო მიყვარხარ , მიყვარხარ მიყვარხარ!!!!!

მენატრები

Saturday, January 17, 2009

вернутся в жизнь

ახლა შევიტყვე რომ ბექა ჭეიშვილი (რომელზეც ამდენი ხანი იწერებოდა ბევრ ფორუმზე და სხვადასხვა მესინჯერებში) გამოძვრა, გამოძვრა ძალიან რთული სიტუაციიდან….

იყო კომაში, უკეთებდნენ ძალიან ხშირ სისხლის გადასხმებს და ნუ მოკლედ ბევრ ადამიანს იმედის ძალიან მცირედი რჩებოდა….

როცა წავიკითე სიტყვები -

”დღეს ამაყად მაჩვენებდა როგორ ავარჯიშებს ხელებს რომ მალე გამოჯანმრთელდეს ”user.gif

თვალები ამიცრემლიანდა, ჩვენ რეალურად არც კი ვიცით რისი გადატანა მოუხდა, ჩვენ თითქმის არაფერი შეგვეძლო და ის გადარჩა , გამოძვრა უმძიმესი მდგომარეობიდან და ისეთი სიცოცხლის უნარიანი და ცხოვრების მოყვარულია რომ

”უჭირს ლაპარაკი, ახერხებს რომ სოფის უთხრას რომ უყვარს
კიდე დღეს პირველი სიტყვა რაც გავიგე მისგან ხმამაღლა ნათქვამი იყო "პორშე"
დედამისი ლაპარაკობდა მანქანებზე და შეუსწორა რაღაც”

ასეთ რამეს ახერხებს ასეთ მოკლედ დროში. მართლა ისე ამიჩუყდა გული რომ ამის წერისას ახლა ვღნავი. ასე მემართება სულ - მაშინ როდესაც ყველა ღნავის, მკაცრი სახით თავს ვიკავებ და არაფერს ვიმჩნევ, როცა ყველა ამოისუნთქავს და შვებას იგრძნობს მაშინ ვღნავი….

ბექო welcome back!!!

უმაგრესი ადამიანია! თბილი, მხიუარული და რავიც მგონი უარყოფითი საერთოდ არაფერი აქვს!

Friday, January 16, 2009

მე – Amor –ები….

ანუ რა მინდოდა მეთქვა? ა ხო არაფერი განსაკუთრებული როგორც ყოველთვის, უბრალოდ ერთი წელია გეგმაშჳ მაქვს მემუარების წერის დაწყება, შესავალი აქვს დაწერილი თუმცა მეტს ვერ გავცდი….

ხოოოდა არა გასაგებია ესეიგი ტქვენი გაოცება 21 წლის ასაკშჳ მემუარებიო, მაგრამ ნახეთ რა ხდება, ჩემს თავს იმდენი სისულელე და უცნაურობა ხდება რომ მეშინია სიბერის ჟამს დავიწყების და ამიტომ ახლავე მინდა დავიწყო. ჯერ გეგმაში მხოლოდ ტრილოგია მაქვს , თუმცა ეს მხოლოდ 21 განვლილი წლის ამსახველი იქნება, და 60 წლის ასაკში გამოვა რომ 9 წიგნი დაწერილი მექნება თუ მეტი არა….

ხოდა ჩემი მემუარები ძალიან სახალისო და კარგი წასაკითხი იქნება…

ალბათ არავინ გამომრჩება, ნუ ისინი ნამდვილად რა გამომრჩება ვინც 21 წლის განმავლობაში ჩემს გარშემო სულ სტაბილურად ტრიალებდა და მერწმუნეთ მათზეც იმდენია დასაწერი რომ ვინმეს გამორჩენას ალბათ ვერც მე ვერ შევამჩნევ …..

არა არა ახლავე უნდა მოვკიდო მაგას ხელი, თორემ საუკუნის ნახევარი რომ შემისრულდება მერე ნახევარსაც ვერ გავიხსენებ …

erekle

ასე რომ დაელოდეთ, მალე ყველა მაღაზიაში – ჩორვენის მე – Amor-ები!

Saturday, January 10, 2009

მოყინული ტბა და თოვლმჭრელი მანქანის ისტორია



რა დასანანია როდესაც ზუსტად იცი რომ დაიგვიანებენ დილას , მაგრამ მაინც დგები იმ იმედით რომ იქნებ დროზე მოვიდნენ ან კიდევ იმის შიშით რომ ვაი და დღეს გაეხსნას პუნქტუალურობა და დროზე მოვიდეს, მზად კი არ დავხვდეო….
მოკლედ როგორც იყო 11:00-ის მაგივრად ჩემს სახლთან მანქანა მხოლოდ 13:00ზე გამოჩნდა….. გამოჩენით კი გამოჩნდა მარა გაჩერდა თუ არა ”აკუმლატორმა” აღარ გემეგობრებითო და აურია, ნუ ცოტა წვალების მერე მაინც დაიქოქა(სხვა გზა არ ჰქონდა მასზე ჯიუტი პატრონი ჰყავს) და გავაგრძელეთ გზა. სუპერმარკეტში შევიარეთ, ვიყიდეთ 1000 სისულელე, განურჩევლად გვჭირდებოდა თჲ არა მაინც…..
დავადექით სტეფანწმინდის (also known as Gudauri)გზას. ტრასა მშვიდი და მშრალი გახლდათ მაგრამ ბაზალეთის ტბის გადასახვევიდან იწყებოდა თოვლი და მოყინულობა, მძღოლმა მშვიდად ჩართო 4X4 მანქანის ყველა საჭირო ”ნავაროტკა” და გზა ისევ გავაგრძელეთ. ზუსტად საჭირო ადგილას, საჭირო გადასახვევში ვიღაც უნიათო მძღოლი იყო გადასული და გზა ჰქონდა ჩახერგილი, ნუ ჩვენ დიდი თავგამოდებით დახმარება შევთავაზეთ, გვერდი ავუარეთ და წინ გავათრიეთ….
 At wits end
გათრევით კი გავათრიეთ მარა რად გინდა? უკან ვიღაცა სულელები მოდიოდნენ პრადოთი , სანამ ჩვენ იმას ვათრევდით წინ გაიჭრნენ და ჩაიფლნენ კიდეც (მეტის ღირსები არიან, გაგვეჭრა ჩვენ თოვლი და გამოგვყოლოდნენ ბევრად შორს წავიდოდნენ) ნუ იმათი ამოთრევაც ვცადეთ მაგრამ უშედეგოდ….
შემდეგ გავიგეთ რომ ტრაქტორი მოდიოდა იმ პირველი (დახმარების გაწევის თანმიმდევრობითაა დანომრილი) მანქანის ამოსათრევად და ეს ძალიან გავიხარდა, რადგან ჩვენ გარისკვა გვქონდა გადაწყვეტილი და რამე რომ ყოფილიყო ჩვენც დაგვეხმარებოდნენ. მოკლედ მანქანა რამდენადაც შესაძლებელი იყო უკან უკან გავწიეთ, შემდეგ კი მთელი (რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო) სისწრაფით გადავედით ყანაში გაუკვალავ თოვლში, სხვათაშორის საკმაოდ კარგად ვიარეთ და რომ არა თოვლის სიმაღლე და მანქანის სიდაბლე, ბოლომდეც კი გავჭრიდით თოვლს….

ნუ ისე გამოვიდა რომ საკმაო მანძილი გავჭერით მაგრამ გვიმუხთლა თოვლმა და ერთგან იმაზე ბევრად მაღალი დაგვხვდა ვიდრე ჩვენ გვჭირდებოდა…. ჩავრჩით ….
ამ პერიოდისათვის ბიჭების ფეხები უკვე კარგად იყო სახეცვლილი მკვეთღი ლურჯი ფერი გადაკრავდათ ამიტომ მანქანაში პატარა საშრობი მოიწყეს და თბებოდნენ….. როდის როდის გამოჩნდა სამხედრო მანქანა რომელმაც გაგვიყვანა სწორ და გატკეპნილ გზაზე და იქიდან ჩვენც გავაგრძელეთ მშვიდი სვლა სასტუმრო ბაზალეთისაკენ……
:sastavi:
სასტუმრო საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, იმაზე დიდი ვიდრე მე ველოდი…. გარედან დიდი ვერაფერი, შიგნიდან კიდევ უფრო….
სასტუმრო შიგნიდან ისეთ ”ვიდზე” დგას კაი საშინელებათა ფილმის სიუჯეტის განვითარება რომ შეიძლება შიგნით….. ბნელი სარდაფები, ნაგვით და უსარგებლო ნივთებით სავსე რამოდენიმე დარბაზი…. უცნაური დერეფნები რომლებშიც ბნელოდა, ხის კარებიანი ჭრიალა საწოლებიან და ზოგადად რაღაცნაირი ოთახები…. მოკლედ გენიალური ადგილია ”საშინელებათა” ჟანრის ნებისმიერი გადაღებისათვის (მე ამას იქ ვიზავ მთელი ზამთარი კიდევ წინაა)
შემდეგ ჩავედით ტბასთან ახლოს, ბიჭები თამაშობდნენ სასტუმროდან წამოღებულ გაუბედურებულ (მგონი ჩერნობილშჳ ნამყოფ) ჭადრაკს, მე სიგარეტის ნაპასებით და ტბის თავზე მზის ჩასვლით ვირთობდი თავს, მართლა ძალიან ლამაზი იყო გაყინული ტბა, ზედ კვალი და მზის ანარეკლი!
ძალიან სასიამოვნო და კმაყოფილებით აღსავსე დღე მქონდა!!!

Tuesday, January 06, 2009

ზოგადი განცდების მოკლე მიმოხილვა (შეძლებისდაგვარად)

ნებისმიერი საკითხი რაც აქ შეიძლება განხილულ იქნას, მეხება მხოლოდ მე და არის მხოლოდ ჩემი შეხედულება და მოსაზრება

ძალიან რთულია დიდი ხნით განშორება ადამიანთან რომელიც ძალიან საყვარელია, შენიანია, გგრძნობს და გრძნობ!

მართალია ვესაუბრები ყველა შესაძლო მომენტში, სულ გვაქვს მიწერ-მოწერა, მაგრამ ეგ მაინც ის არაა....მოწყ

არადა რა სასიამოვნოდ ვიხსენებ ახლა იმ საღამოებს და ღამეებს რაც ერთად გვიგიჟია, ჩადენილ სისულელეებს :) და აზრი რომ 4 წელი კიდევ მასე გადაბმულად ვერ ვიქნებით ერთად (10 დღიანი დაბრუნებები არ ითვლება) მაგიჟებს.

სულ ვუყვებით ერთმანეთს მომხდარ სიახლეებს, მაგრამ ეგ მაინც ის არ არის......

აი გუშინაც უკიდეგანოდ ბევრი ვისაუბრეთ, ის იქ მარტო არაა , ეგ კარგია კიდევ, თორე აქამდე დეპრესიებში ჩაიხრჩობოდა. ნუ ცდილობს არ იფიქროს იმაზე რასაც ახლა მე ვწერ , მაგრამ მაინც ხომ ვარსებობ, არსებობს....

და საერთოდაც რა უბედურებაა მონატრება....

უი ახლა გამახსენდა ვინ მითხრა თუ თქვა არ მახსოვს - სიყვარული მონატრებააო

ხოდა ახლა რა გამოდის მიყვარს? დიახაც ვდებილდები ისე მიყვარს , 13 წელია (უ რა თარიღია) მიყვარს და ძალიანაც მეყვარება სულ სულ სულ!!!ვუი

მენატრება ჩემიიი დებილი!!! უკიდეგანოდ მენატრება.....

აი აქააა ახლა ის..... იქ არ მინდა , მინდა რომ ის იყოს აქ, მაგრამ ის უნდა იყოს იქ.....ეჰჰ:

v stihlach 3113-3 krc praha 4

v stihlach 3113-3 krc praha 4 (2)



V Štíhlách 1311/3, 142 00 Prague 4-Krč, Czech Republic


Sunday, January 04, 2009

ცხოვრებისეული ანომალიების ვიზუალური ასახვა

ეჰჰ: ძალიან მომინდა უბრალო , შემთხვევით შერჩევით დავყარო ფოტოები. ჯუმპ

 

3  DSC03046 CIMG2628

1 5 IMG_7690

IMG_7675 [Desktop Resolution]DSCF4059   Image(028)

Image(051) 25-08-07_1741 27082007(008)

Image(248)Image(308) Image(299)

   Marf(029)  Image(022) Marf(053)

  Marf(176)IMG_7765 [Desktop Resolution]  IMG_3179

Marf(160)IMG_7785 [Desktop Resolution]IMG_7926 [Desktop Resolution]

  DSCF2895 IMG_6336 [Desktop Resolution]DSCF2894

 

photos by - My fav People