Sunday, October 04, 2009

მაწანწალას აღიარება!


მთელი ცხოვრება... არაუფრო სწორი იქნება მას შემდეგ , რაც ჩემი ცხოვრება მახსოვს...
.მახსოვს რომ ძალიან არ მიყვარდა და არ მიყვარს (არა, უფრო მძულს) სახლში ჯდომა. ძალიან მიხაროდა როდესაც დედა , ჩემი ბიძშვილები ან ნებისმიერი კეთილი ადამიანი ხელს მომკიდებდადა სადმე მივყავდი. ანუ მივყავდი იქიდან, რასაც ჩემი სახლი ერქვა იმ მომენტში....
...იმიტომ კი არ მიხაროდა, რომ ჩემს სახლთან მიმართებაში მქონდა რამე პრობლემება ან იქაურობა არ მიყვარდა, არა უბრალოდ იქ ყოფნაზე უფრო მეტად საყვარელი სხვა ადგილებში, სხვა გარემოსა და ხალხში ყოფნა მსიამოვნებდა და მიხაროდა.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ახალი სახეები, ახალი სიტუაციები, დამოკიდებულება, გარემო, ემოცია,ურთიერთობა... ნებისმიერ პატარა დეტალს, რომელიც მანამდე არ მქონდა შეხვედრილი და არ ვიცოდი , ღრუბელივით ვიწოვდი და მერე დიდხანს მიმყვებოდა ამ დეტალზე ფიქრი და შეგრძნება!
რა ხდება დღეს....დღემდე არაფერი შეცვლილა ჩემში ამ მიმართულებით.... სახლში 2 დღეზე მეტად ჯდომა ჩემში აგრესიას და სეროზულ თრგუნვას იწვევს... ვხდები აუტანელი და საზიზღარი (ხშირად ისეც ვარ, მაგრამ ჩათვალეთ რომ გაათმაგებული მაქვს ხოლმე ეს მახასიატებლები). დღემდე ძალიან მიყვარს სხვასთან წასვლა, სხვის სახლში აღმოჩენა... თუნდაც არა სახლში ,სხვა გარემოში სხვა ადამიანებთან ან იგივე ადამიანებთან ახალ სიტუაციებსა და შეგრძნებების მორევში .
როგორც არ უნდა იყოს, მთავარია რომ იქ ერთი პატარა დეტალი მაინც იყოს ისეთი ,რომელიც ჩემში რაღაც ახალას და საინტერესოს გამოიწვევს.... გამოიწვევს და დარჩება....
ძალიან მიყვარს სხვაგან დარჩენა გარდა იმ ადგილებისა, რომელიც ჩემთვის ან სახლივითაა ან სახლივით კარგადაა ნაცნობი...
ძალიან საინტერესო შეგრძნებები მოაქვს ხოლმე ახალ ადამიანების გარემოცვაში გატარებულ დღეს / ღამეს... ძილს, ერთად გაღვიძებას... საუზმეს , ნებისმიერ მათთვის ჩვეულ რიტუალს ახალი დღის დაწყებისას......
ძალიან, ძალიან საინტერესოა.... ყველა დეტალი ქმნის ერთ მთლიანს, ხოლო როცა დეტალები იმაზე მეტს ქმნიან ვიდრე ერთი მთლიანია, მაგაზე მაგარი შეგრნება ალბათ არც არსებობს ,ან თუ არსებობს აუცილებლად თანასწორია ამ ემოციასთან!!!
ძალიან მიყვარს ის რაც არ ვიცი და მაქვს შანსი გავიგო....

6 comments:

  1. ვაიიი, მეც მიყვარს წანწალი მაგრამ გარეთ- ქუჩაში . სტუმრად სიარული არ მიყვარს :D მხოლოდ განსაკუთრებულ ხალხს ვდებ ხოლმე პატივს ჩემი ვიზიტით :D

    ReplyDelete
  2. მაწანწალა შენ :))

    ReplyDelete
  3. ert dgeze met xans tu gavcherdi shin mere ragaceebi mewyeba :D

    ReplyDelete
  4. მე პირიქით ვარ : )

    ReplyDelete
  5. OTO- mamakacebis umetesoba magari domasedi tipebi arian :D

    ReplyDelete
  6. წანწალი რომ ჩემი ჰობი ყოფილა, ამას თბილისში ჩამოსვლისას მივხვდი. ქუთაისში ახლაც სახლში ვიკეტები.
    მიზეზი კი, ნაწილობრივ, შენსას ემთხვევა: გარეთ უფრო მეტია სანახავი, ვიდრე შიგნით. ადამიანს მრავაფლეროვნებისაკენ აქვს მიდრეკილება და თვით კომპიუტერის ყოვლისშემძლე ეკრანიც კი ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს ამას.
    გაიხარე ;)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!