ადამიანები და მათი გარემოცვა - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Saturday, September 19, 2009

ადამიანები და მათი გარემოცვა

ყველა ადამიანი ვცხოვრობთ საზოგადოებაში, მაგრამ ყველა არ ვთვლით თავს ამ კონკრეტული საზოგადოების წევრად. ხდება ისეც, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყვნენ ისინიც ვინც თვლიან თავს ამ საზოგადოების დამსახურებულ წარმომადგენლებად და ისინიც ვინც განუდგება ”მიღებულ/დამკვიდრებულ” რეალობას.

როგორიც არ უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენგანის მსოფლმხედველობა მაინც ვახერხებთ რაღაცნაირად ურთიერთობას, ხშირად თუ იშვიათად, კარგად თუ ცუდად, ნებით თუ უნებლიედ…

მოკლედ როგორც არის….. :)

ჩემს გარემოცვაში ადამიანებს ვყოფ სამ კატეგორიად:

  • ჩემები
  • ჩემიანები
  • ნაცნობები
  • სხვები

აქვე აგიღწერთ რა განსხვავებაა მათ შორის და რა ადგილი უჭირავთ ჩემს ცხოვრებაში:

1) ჩემები - ეს ისინი არიან ვინც მე არ ამირჩევია, ეს ის ადამიანებია, რომლებიც დაბადებისას დამხვდნენ თუ შემხვდნენ.

ოჯახი, ნათესავები, მათი ახლობლები, ოჯახის ახლო მეგობრები … ნუ მოკლედ ისინი ვისი არჩევაც ჩემს მაგივრად ჩემმა მშობლებმა ითავეს. მათი მნიშვნელოვნება საკმაოდ მაღალია, თუმცა ყველასი არა (მგონი ყველას გვყავს აუტანელი და ტვინისმჭამელი ახლობელ - ნათესაობა, რომელიც ჭორაობის და სხვის ცხოვრებაში ქექვის მეტს არაფერს აკეთებენ). ისინი ვინც ძალიან მიყვარს ყველაზე ახლობლები, ბიძაშვილ -მამიდაშვილები არიან. ნუ მათთან გავიზარდე, ის რომ მე ასეთი ვარ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა სულ ცოტათი მაინც მათი დამსახურებაა, ნუ ამას + ოჯახი(მშობლები) რაღა თქმა უნდა. (6 წლის ასაკამდე სანამ სკოლაში წავიდოდი და ჩემს საკუთარ მეგობრებს , აქტიურ მეგობრებს შევიძენდი ესენი იყვნენ ჩემთვის მეგობრებიც და ნათესავებიც)

3cow

2) ჩემიანები (ანუ რუსულად ”სვაი” ) - ამ ჯგუფში ხვდება ყველა ის ადამიანი რომელიც მე თვითონ ”ავარჩიე” თუ მათ ”ამარჩიეს” ურთიერთობისთვის, ყველა ვისთანაც ოჯახისგან დამოუკიდებლად ავაწყვე მეგობრული(ახლო) ურთიერთობა. ჩემიანები ყველა ის ადამიანია ვისაც შემიძია ვენდო, დარწმუნებული ვიყო მათ მხარდაჭერაში ისევე, როგორც მათ შეუძლიათ იყვენ დარწმუნებული რომ მათი გულისთვის თავით დავენარცხები ასფალტს საჭირო თუ იქნება.

ეს ის ადამიანები არიან ვინც არასოდეს მბეზრდება, სულ მიყვარს და სულ მსიამოვნებს მათი საზოგადოება. მოკლედ ესენი ფაქტიურად მეგობრები, რეალურად კი რაღაც უფრო ახლო და მნიშვნელოვნები არიან.

mishi3

3) კატეგორია ნომრით სამი ცოტა ისეთი აბლანდულია , ნაცნობები ძალიან ფართო ცნებაა ვიცი , მაგრამ ვეცდები ოდნავ მაინც აგიხსნათ ვინ არის ამაში გაერთიანებული. ნაცნობები ის ხალხია რომელიც შენს გარშემო რაღაც პერიოდულობით სულ ტრიალებენ. შესაძლოა ძალიან აქტიური და მჭიდრო შეხების სფერო გქონდეს ან უბრალოდ პატარა ქალაქში და პატარა ინტერნეტ სამყაროში ისინი სულ გხვდებიან სადღაც სიახლოვეს. ეს ადამიანები არ გამორჩევიან გულღიაობით ან ძალიან ახლო ურთიერთობით, მაგრამ მათთან ერთი ან სულაც რამოდენიმე საღამოს გატარება ძალიან სასიამოვნო და საკმაოდ ბევრის მომცემი ხდება.

03

და მეოთხე კატეგორია

4)სხვები- ეს ისეთი საზოგადოება თუ მისი წევრებია, რომელიც მოდიან და მიდიან, ხურდაში მოყვებიან სხვა ნაცნობებს შემთხვევით (საქმიან ან უბრალოდ სიტუაციის მიხედვით) გვეცნობიან და მათთან ურთიერთობა უბრალო გამარჯობა - ნახვამდის და შესაბამის სფეროზე პატარა წაჭორავებით შემოიფარგლება. ეს ადამიანები არ ქმნიან განწყობას , გარემოს და სასიამოვნო აურას. ისინი მოდიან და მიდიან როგორც წელიწადის დროები და შეიძლება უმოკლეს დროში ნახევარი მათგანიც ვერ გავიხსენო.

Christmas_Without_You_by_mnmsfreak

ასეთია ჩემს გარშემო არსებული საზოგადოება და მათი წევრები დანახული ჩემი გადმოსახედიდან. საერთოდ ძალიან უცნაურადაც ხდება ხოლმე, ნაცნობები ხდებიან ჩემიანები, ჩემები - სხვები და ასე უსასრულოდ, თუმცა დღემდე ვერ დავიჭირე კანონზომიერება რომ ან თავიდან ავიცილო ეს , ან კიდევ დავაჩქარო ხოლმე მოვლენები (აბეზარი ადამიანების შემთხვევაში).

და კიდევ არასოდეს დაფიქრებულხართ რის მიხედვით ვარდებიან ადამიანები ამა თუ იმ კატეგორიაში ერთი ნახვით , ერთი გასაუბრებით, თუნდაც ერთი ხელის ჩამორთმევითა და გადაკოცნით?

post-26-1174078185

რა მაგარია ადამიანური ურთიერთობები….

Blog Archive

Subsrcribe