ზოგჯერ კაცად ყოფნა ფრიად მომგებიანია!! - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, August 21, 2009

ზოგჯერ კაცად ყოფნა ფრიად მომგებიანია!!

საკმაოდ დიდი ხნის წინ ეს პოსტი დავწერე (ინფორმაცია რაღაც ჟურნალში იყო) , ამას დიდი აურზაური მოყვა. ყვავამ დაწერა ამის საპასუხო პოსტი და  მოკლედ ატყდა ერთი ამბავი.

ვინაიდან და რადგანაც ობიექტური ვარ ახლა დავწერ რატომ არის რიგ შემთხვევებში კაცად ყოფნა უფრო მომგებიანი . ეს ყველა პუნქტი ჩამოყალიბებული და მოფიქრებულია ჩემს მიერ და ძალიან არ გამიკიცხოთ თუ რამე არასწორად მგონია და ვფიქრობ :))

  1. მაშინ როდესაც გინდა ფიზიოლოგიური მოთხოვნის  დაკმაყოფილება (მოფსმაზე მაქვს საუბარი) არაა საჭირო ეძებო დიდად მოფარებული და კარგად ჩასაცუცქი ადგილი. დადექი , გახსენი ელვა და ვსო, ეგრევე იგრძნობ შვებას, ამავდროულად კი შენს ტრაკს მაინც ვერავინ დაინახავს :)
  2. კაცებს შეუძლიათ გულდამშვიდებულებმა მიიღონ საკმაო ან საკმაოზე მეტი ალკოჰოლური საშუალებები და მათი მთვრალი ფიზიონომიის დანახვისას არავის გაუჩნდება გულისრევის და ზიზიღის შეგრძნება, მთვრალი ქალი ხომ 100 ჯერ უფრო საშინლად გამოიყურება ვიდრე კაცი.
  3. სახლიდან გასვლისთვის , საწოლიდან ადგომის შემდეგ კაცებს სჭირდებათ მაქსიმუმ 15 წუთი, არ უწევთ იმაზე ფიქრი უხდებათ თუ არა ეს ვარცხნილობა, როგორი მაკიაჟი გაიკეთონ და ეს ლაქები სახეზე და ჩამოსიებული თვალები მათ ბაბა იაგას არ ამსგავსებს.
  4. კაცებმა ძირითად შემთხვევებში ზუსტად (ყველანაირი ეჭვის გარეშე ) იციან რა, როგორ და როდის უნდათ, აბა ქალები სანამ რამეს გადაწყვეტენ შეიძლება გაჭაღარავდე.
  5. კარგად ჩაცმულ და მიმზიდველ მამაკაცებს არ უწევთ ერეგირებული ქალების დორბლიანი და გულისამრევი მზერების და კომენტარების (წიპა აუ რას %$##%) ატანა.
  6. სასიამოვნო ქალის დანახვისას კაცს არ უხდება იმაზე ფიქრი ასუქებს თუ არა მისი ახალი ჯინსი, ან უხდება თუ არა პერანგის ფერი მის სახეს, ვარცხნილობას და ა.შ.
  7. კაცს შეუძლია იაროს გაუპარსავმა და ეს რიგ შემთხვევებში სექსუალურადაც კი აღიქმება, აბა ქალმა გაიჭაჭანოს ერთი ზედმეტი ბუსუსით…
  8. სექსის შემდეგ კაცებს არ უნდებათ ყველაფრის გაფუჭება უაზრო შეკითხვებით და საუბრით .(გიყვარვარ? გინდივარ? კაი იყო? ბლია რახან იყო - ესეიგი ეს ყველაფერს თუ არა ამ კითხვების ნაწილ პასუხებს მაინც  მოიცავს გაჩუმდი რა)
  9. კაცებს თავისუფლად შეუძლიათ ერთი ბოთლი ლუდით და ფეხბურთის მატჩით დატკბენ და ეს სიამოვნება მთელი კვირა გაყვეთ, ეს ამბავი მთელი კვირა სალაპარაკოდ და გასარჩევად ეყოთ და არ მოიწყინონ.
  10. და ბოლოს კაცებს შეუძლიათ როგორც უნდათ ისე მოიქცნენ და მაინც არ მოხვდნენ მეზობელ/ახლობელ/ნათესავების ჭორბიუროს თემებში, არავინ უწოდოს მსუბუქი ყოფაქცევის და უწესო.

Blog Archive

Subsrcribe