დღეს სამოთხესთან ახლოს ვიყავი…. - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, August 07, 2009

დღეს სამოთხესთან ახლოს ვიყავი….

დედაჩემი რომ გამომგონებლური ნიჭითაა დაჯილოდვებული ამას თქმა არ უნდა, ხოდა გუშინ მოიფიქრა რომ ერთი დღით გავისეირნოთ სადმეო.

<Digimax S700 / Kenox S700 / Digimax Cyber 730>

ნათლიაჩემს მანქანას ეთხოვა და დილის 8 საათზე უკვე ყაზბეგის გზას დავადექით. რატომ ყაზბეგის? იმიტომ რომ იქ ორივეს გვიყვარს, იმიტომ რომ იქ ძალიან გრილა და იმიტომ რომ იქ სამოთხეა (ჩემი პირადად) დედამიწაზე.      

 b9     

გზაში ქარის წუილი მაყრუებდა, დინამიკები ჩემს ყურებთან გამაოგნებლად ღრიალებდა, მეძინებოდა და მაინც უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი.

b1

b4

 

როგორ არ უნდა იყო ბედნიერი როცა მიდიხარ იქითკენ (თუნდაც ერთი დღით) სადაც ყოფნა შენთვის სასწაულ, სიმშვიდეს და სიამოვნებას წარმოადგენს. ჩვენთან ერთად დედას ჰოლანდიელი მეგობარი ერნსტიც იყო. ის უკვე მეორედაა საქართველოში და თავს ძალიან კარგად გრძნობს, განსაკუთრებით თუ ქალაქიდან სადმე შორს იმყოფება და ახალ ადგილებს ნახულობს.

b3

b7

გზადაგზა რა თქმა უნდა ვტკბებოდით ხედებით, ვმაიმუნობდით , ვიღებდით ფოტოებს, ვეძებდით რამე სასმუსნაოს საყიდლად და ვასხვადით საწვავს. გუდაურში რომ შევედით გარშემო იმდენი გვირილა <Digimax S700 / Kenox S700 / Digimax Cyber 730>დაგვხდა თვალები ამიჭრელდა და სასწრაფოდ მანქანის გაჩერება მოვითხოვე, მე ხომ თან აპარატი მქონდა. (რომლითაც დიდი ხანია არ გადამიღია და უზომოდ მომენატრა) არ გეტყვით რა გადავიღე გზაზე გაწოლილმა, მაგრამ იმედი მაქვს კარგი გამოვა. ამ გაშხლართვის შედეგად მუცელი მომებრაწა ისეთი ცხელი იყო ასფალტი ჩემს ქვეშ.

შემდეგ უკვე დაიწყო სიგრილე, სიმშვიდე და ძალიან, ძალიან ლამაზი ხედები. ყველა ”გააჩერეთ”ს დაძახებაზე მანქანაში გვეცინებოდა. ერთი კუნჭული არ დავტოვეთ ისეთი, ფოტო რომ არ გადაგვეღო. ყაზბეგის (სტეფანწმინდის) გზა ხომ ულამაზესია, ნაირნაირი ხედებით და სილამაზეებით.

b8

იდეაში გერგეტის სამება უნდა გვენახა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც არც მანქანა და არც გზა არ იყო შესაფერისი გადავწყვიტეთ სნოსკენ შეგვეხვია და ჯუთის (ჭაუხის- სამოთხე რომაა იმის) გზას დავდგომოდით.

გზაში შევიარეთ მაოს საყვარელ ეკლესიაში და ძალიან , ძალიან ნელი სვლით (ჩემი თხოვნითა და მოთხოვნით) გავიარეთ ჩემი საყვარელი სოფელი!

<Digimax S700 / Kenox S700 / Digimax Cyber 730>

b5

 

უმაგრესია , გენიალური!! ყველგან ისეთი სიმშვიდე, სიწყნარე და სიჩუმეა რომ შეიძება დადებილდე!!

b14

 

ამასობაში მაომ და ერნსტმა ფეხსაცმელები იშიშვლეს და მდინარეში შეტყაპუნდნენ, თუმცა იმ წამსვე გაიყინენ და წივილ-კივილით ამოხტნენე უკან …. ფუნებში : )))

ამის მერე , რა თქმა უნდა  უკვე მეორედ და არც ისე დიდი ხალისით მოუწიათ წყალში ფეხების გასაბანად შესვლა :)

 

 

 

 

მე ამ დროს არ მეცალა და ფოტოებს ვუღებდი – საკუთარ თავს (როგორც ეს ჩემნაირ დიად ნარცისს შეეფერება)

b6

 

ამის შემდეგ უკვე მშვიდად ღიღინ - ღიღინით წამოვედით უკან , არადა რა ახლოს იყო ადგილი სადაც ვსხივოსნდები, სადაც შარავანდედი მადგება თავზე და სადაც თავს სამოთხეში ვგრძნობ!! ღმერთო ერთი ხელის გაშვერაზე იყო ჭაუხი , ჩვენ კი აუცილებლად უკან უნდა დავბრუნებუიყავით.

გზაში ცოტა წავიხემსეთ და უკან მცხუნვარე ჩახუთულ და ხმაურიან ქალაქში დავბრუნდით!!

b13

და ბოლოს გშურდეთ -

b2

მე მაქვს სამოთხე დედამიწაზე!!!

 

Blog Archive

Subsrcribe