Thursday, August 06, 2009

ბუდე, სიმყუდროვე და ახალი იდეები

მოკლედ არ მახსოვს იცით თუ არა, მაგრამ შეგახსენებთ მაინც…

ჩემი და ჩემი ოთახის ურთიერთობა ძალიან რთული რამეა, ის სულ არეულია ან გადასაკეთებელი, მე კიდევ სულ უგუნებოდ და ზარმაცულად ვარ….

O2

ხოდა აი 3 დღეა (რა მეტაკა არ ვიცი) დავიწყე ჯერ ოთახის ანგრევა , შემდეგ კი - უკვე ახლებურად დალაგება.O6

ჯერ რა თქმა უნდა ზედმეტი რაღაცეები დავაკონსერვე საწოლის ქვეშა სათავსოში, შემდეგ მთელი კარადა , სულ მთელი - რომელიც კედლის ნახევარს გასდევს იატაკზე გადმოვაბრძანე (წარმოიდგინეთ 3 მეტრი სიგანის და ცოტა მეტი სიმაღლის კარადის შიგთავსი იატაკზე) და დავიწყე ახალი ტექნიკით , რომელიც იმ წუთას მომაფიქრდა, ყველაფრის, უკან შელაგება. გენიალური გამოვიდა.

შემდეგი სტადია კიდევ უფრო რთული იყო, სტუდენტობს დროიდან მოყოლებული წიგნ – ფურცელ – ბლოკნოტ - რაღაცეები უნდა ჩამელაგებინა ყუთში, დამეხარისხებინა და კარადაში ან ოთახის კუთხეში მდგარ უფრო დიიდ ყუთში ჩამებრძანებინა.

O5 

ამას მოვანდომე ღამის 1 დან 4 საათამდე. შემდეგ უკვე დავიწყე წვრილმანი რაღაცეების მილაგება უჯრასა და თაროზე. დილის 6 საათზე როდესაც უკვე უჯრაში თავით დარსობილს თვალები მებნიდებოდა - მომაფიქრდა დაძინება. სულ რაღაც 3 საათში, არა ცოტა O4მეტში გავიღვიძე და გავაგრძელე….

დავხვეტე და გამოვრეცხე ოთახი, შემოვათრიე (მამას დახმარებით იმიტომ რომ უუმძიმესი იყო და თანაც 2 სართული ამოტანა        ვერ შევძელი) მაგიდა , რომელზეც მოვათავსე კომპიუტერის ეკრანი, ნათურა საფერფლე და მისთანები.

თაროში შევალაგე აუტობილდები, რამოდენიმე პაპკა და ბოლო აკორდი კედელზე დახატული მხიარული კაცუნა იყო!!

აი ასე!

O1

 

ახლა მე ჩემი ოთახი ძალიან მომწონს.

ა ხო კიდევ რა მინდოდა იცით დამეწერა, ყოველთვის ვთვლიდი რომ

O3

სახლი არაა მთავარი (რადგან მაანწალა ვარ და ძირითადად სადაც მომიხერხდება იქ დარჩენაზე უარს არ ვამბობ ხოლმე) მაგრამ ახლა როცა ჩემი ოთახი ასე გავალამაზე , ვთვლი რომ ერთი პატარა კუნჭული მაინც საჭიროა ისეთი სადაც მიხვალ ჩაჯდები მარტო და გემრიელად დაისვენებ სიჩუმის ხმაურში!!

4 comments:

  1. ერთი პეიროდი მეც სადაც მომიხერხდებოდა ვრჩებოდი და თავს კონფორტულადაც ვგრძნობდი, მაგრამ ეხლა ისევ ძველი განწყობა დამიბრუნდა - სახლს მივეკედლე ძალიან და გარეთ გასვლა აღარ მინდა :user:

    ReplyDelete
  2. ძააან ლამაზიაა, განსაკუთრებით კომპიუტერი მოათავზე კარგაად, პანჯარასთან და ღამე მთვარე და ვარსკვლავებიი, კაკ რამანწიჩნა )))
    თან ფერები გაქვს მხიარული ძააან :ლოვე:

    ReplyDelete
  3. Natalia- sheizleba mec momiovides egre ra vci
    kikito madloba :D

    ReplyDelete
  4. ძალიან მიყვარს შენი ოთახი.




    მშურს :((

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!