ისევ შიში რომელიც სიკვდილს უკავშირდება - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, July 16, 2009

ისევ შიში რომელიც სიკვდილს უკავშირდება

მოკლედ უმეტესობა ბლოგებზე წაიკითხავდით, რომ არავის ეწერინება, ყველას სცხელა , ეზარება და ა.შ

მართალია მეც უზომოდ მცხელა , ისე მცხელა რომ დღეს ცივ ლუდზეც კი უარი ვთქვი, მაგრამ არც მეზარება და მეწერინება კიდევაც, უბრალოდ ამდენი ხანია ვფიქრობ დავწერო თუ არა და როგორ დავწერო…

 

ნუ მოკლედ პოსტი ისევ სიკვდილს და რიგ შიშებს უკავშირდება. არა არაფერი არ იფიქროთ კაცო, ძალიან კარგად და ბედნიერად ვგრძნობ თავს, თუმცა ცოტა ხნის წინ ვუყურე ფილმს (რა თქმა უნდა დორბლიანი მელოდრამა იყო) ხოდა იქ მთავარი გმირი ამბობს დაახლოებით ასეთ ფრაზას:

 

 

 

 

” მეშინია რომ სიკვდილის მერე მალე დაგავიწყდებიო”

 

 

 

 

 

 

††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††††

ხოოდა აი დამებადა კითხვა , არის თუ არა სიკვიდლის შიში იგივე დავიწყების (ანუ ახლობელ ნაცნობ ნათესავებში) შიში?

გვაღელვებს თუ არა ის, რამდენი ადამიანი მოვა გარდაცვალების შემდეგ საფლავზე, რამდენჯერ  მოვა და მოვა თუ არა ვინმე?

 

ნუ კარგით ჯანდაბას საქართველოში რახან ვართ დავუშვათ რომ ოჯახის წევრები აუცილებლად მოვლენ (კაკ ნი კაკ წესია მაინც და მოსახლეობის დიდი ნაწილი მართმადიდებელია), მაგრამ გავახსენდებით მეგობრებს, კლასელებს, კურსელებს, თანამშრომლებს, შეყვარებულ-ბოიფრენდ-გირლფრენდებს?

 

 

ან რა უფრო მთავარია გავახსენდეთ და უბრალოდ ამოიოხრონ, თუ გავახსენდეთ და ხშირად გვახსენონ და ილაპარაკონ , თუ გავახსენდეთ , საფლავი მოინახულონ და შეამკონ ყვავილით ან იქნება ღმერთს (ნუ ნებისმიერს რომელიც ახლობლებს სწამთ) სთხოვონ ჩვენი სამოთხეში (ნუ ან უკეთეს სამყოფელში) მოხვედრა?

 

რომელია ამათგან ყველაზე უკეთესი ვარიანტი, ან არის კი რომელიმე ”ვარიანტი”?

რაში გვჭირდება სიკვდილის მერე გახსენება? არ ჯობია სიცოცხლეშივე დაგვაფასონ და ვუყვარდეთ? საფლავის ქვა ხომ ვერ გრძნობს, კუბოზე დაყრილი მიწა ვერ საუბრობს და სული კი კაცმა არ იცის არის თუ არა ან სად არის…..

მოკლედ მე აუცილებლად დავწერ ანდერძს რომ მინდა კრემაცია და შემდეგ სადმე უზარმაზარ მიდნორზე მოპნევა :) არავინ მინდა მოვიდეს ჩემს საფლავზე და ღვინო ასხან ჩემს კუბოს ან წითელი კვერცხი აგორონ აღდგომაზე.

Blog Archive

Subsrcribe