წარსულიდან ამოტივტივებული ნაცნობი სახე - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, July 09, 2009

წარსულიდან ამოტივტივებული ნაცნობი სახე

პირველ რიგში ძვირფასებო მინდა გთხოვოთ დააკლიკოთ ქვემოთ მდებარე ორ ლინკს

მაადლობა!!
ეხლა რა მინდა მოგიყვეთ ამ პოსტში:
მოკლედ უკვე ერთი კვირაა რაც მთელს ქალაქში მელანდება ტიპი. ნებისმიერი მამრის მოძრაობა, ვარცხნილობა, ჩაცმის სტილიც კი ხდება მოლანდების მიზეზი.
გავიგებდი ამ მოლანდებას და მის შინაარსიანობას , ეს ტიპი ერთადერთხელ რომ არ მენახა და ისიც 1.5 წლის წინ, თანაც შეხვედრის დროს მე და ამ პიროვნებამ სულ რაღაც 5 წუთში მოვასწარით გაიწი-გამატარე-კბენა –ღრენა- თვალში თითის ტაკება სიტუაციის ატეხვა ერთმანეთში და ძალიან ცუდად მახსენდება. რომ მომწონებოდა და ჩამრჩენოდა კიდევ ლოგიკური იქნებოდა უფრო…
არადა წარმოიდგინეთ 7 დღეა ქალაქში მამრისთვის თვალი ვერ გამისწორებია, ყველგან რაღაც მსგავსებას ვპოულობ და მელანდება.

რა არის ეს? ჩემი მეხსიერების ერორი, ფანტაზიის მაიმუნობა თუ უბრალოდ ინტუიცია ამუშავდა (როგორც იცის ხოლმე უდროოდ და გაურკვევლად) და რამეს უნდა ველოდო.
მოკლედ დავიტანჯე მინდა გითხრათ რაა! არადა ნუ არ მინდა არც ის ტიპი , არც მოლანდება, არც წარსულის გახსენება ვაა, ძალაა ??

Blog Archive

Subsrcribe