Sunday, July 26, 2009

ადგილი სადაც 1 კვირა საკმარისია გაპაპუასებისათვის

ჩამოვედი, ჩამოვედი ადგილიდან სადაც მთელი ბავშვობა გავატარე.

Marf(263)3 დღე ვიყავი თელადგორში , სოფელში რომელიც რეალურად აგარაკი უფროა თითქოს…. თჲმცა ამ ადგილზე 1 კვირაზე მეტხანს ყფნის შემდეგ თითქმის ყველაში ტყიური იღვიძებს და ძალიან საშიშები ხდებიან (ნუ ასეა 21 წელიწადი)

23-ში წავედი დიდუბიდან სამარშრუტო ტაქსით-დავისიცხე, გავიოფლე და უზომოდ ბევრი ვიჯაყჯაყე, მაგრამ მძღოლი კაი ტიპი იყო და მამაჩემის თხოვნით თითქმის ჭიშკრამდე მიმიყვანა.

Marf(285)

ბებიას ძალიან გაუხარდა ჩემი ჩასვლა და ეგრევე დაფაცურდა, როგორც უკვე გითხარით წინა ჩანაწერში.

Marf(273)პირველი დღე მეძინა, მეორე დღეს (წინა პოსტი როცა დაიდო) ბებიამ საქმე გამომინახა და დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში- მთხოვა ”ნათურები გადაიწვა და იქნება გამოცვალო ჭაღებში”ო. ავძვერი, ჩემს ბედზე ბებიას ყველა ჭაღი კუბიკ რუბიკის ამოუცნობი პრინციპის აქვს და ძლივს დავშალე 2 ჭაღი. ერთს შედარებით ადვილად გავუმკლავდი , აი მეორე კი ჯოჯოხეთი იყო. ”პატრონა ” სავსე იყო მკვდარი დამუმიფიცირებული ჭიებით, ნათურა თითქმის აფეთქებული და რაც მთავარია ჭაღის ”ბრა” (თუ რაც ქვია იმ Marf(274)დეკორატიულ შუშას), ისე იყო ჩამჯდარ - ჩაბეტონებული ძლივს ამოვიღე დიდი ხანი წვალების მერე. რა თქმა უნდა ნიჭიერი ვარ და ორივე ჭაღი დავამარცხე სიტყვებით ” და იქნეს ნათელი”-მეთქი.

ამავე დღეს მეზობლის ბავშვები მოვიდნენ და არ გადმოხვალო? ნუ გადავედი , ვილაპარაკეთ, ვიცინეთ ,ვითამაშეთ (რაც დაიბადენ ამ ბავშვებს ვუყურებდი ყოველი ზაფხული, კაი ვინმეები არიან ეხლა კი უკვე ფრიად გაიზარდნენ) გავერთე ერთი სიტყვით. გვიან საღამოთი წავედით საბოდიალოდ. მოვინახულე ძველი და საყვარელი ადგილები, სამალავები – მოკლედ ყველაფერი რითაც ღრმა ღლაპობაში ვერთობოდით გაველურების ჟამს. ასევე დავათვალიერე რამდენიმე ადგილი ფოტოების გადასაღებად, ისეთი სიველურია ზოგგან ვერც იფიქრებ რომ იქ საერთოდ სიახლოევს ხალხი არსებობს.

Marf(280)


ამავე დღეს ვიპოვე მოაჯირის მილში ხის ბაყაყი, რომელიც მერე შემომაფრინდა ჯემპრზე, ბებია აკივლდა , ბაყაყი დაფრთხა მე კი სიტუაცია მშვიდად განვმუხტე და ბაყაყი ბაღში გავუშვი.



მესამე დღეს ბებიას დაბადების დღე იყო (ანუ 25ში) გავიღვიძე უკვე იმ დროს როცა მამა და ძმა ჩამოვიდნენ, ბებიამ დაგვაპურა ,გველაპარაკა, მოგვიყვა ყველა ჭორ-მართალი და რა თქმა უნდა წამოსვლამდე კიდევ ერთი რამის გაკეთება მთხოვა – ეს იყო ტყემლის მოკრეფა. თუ არასოდეს მოგიკრიფავთ ტყემალი გეტყვით, რომ სასიამოვნო მუსიკის და კაი გაძლების გარეშე ეს შეუძლებელია.



Marf(283)

Marf(271)

ჯერ უნდა ხის გარშემო მიწაზე დაყრილ ტყემალში ამოარჩიო საღები და დაუჭყლეტავები, შეაგროვო ისინი, მერე უკვე უნდა მიადგე ხეს და გულდასმით ჩამოკრიფო ყველა ტოტი რომელსაც წვდები, შემდეგ უნდა აიღო რაიმე გრძელი ჯოხი და დაიყწო ზედა ტოტების რხევა რომ ჩამოცვივდეს დარჩენილი ხილი და ისევ მიწიდან გააგრძელო აგროვება 4ად მოკეცილმა. მოკლედ მუსიკა რომ არა ალბათ ამ საქმეს ჩემი ნერვები შეეწირებოდა, მაგრამ რას ვიზავთ ბებიას ეს არ შეუძია და ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს იმაზე რომ მთელი ზამთარი სახლში იყოს ტყემალი (თუმცა ბებია თავის ჯამრთელობის და მიუხედავად მაინც ბევრს ახერხებს კიდევ)

Marf(287)

მოკლედ ასე გავატარე სამი გენიალური დღე და ვგეგმავ კიდევ წასვლას. ხო შიგადაშიგ მეგობრებს ვუგზავნიდი მმს-ებს გენიალური ხედებითა და მომენტებით ჩემი სოფლის ცხოვრებიდან :)

Marf(268)

პ.ს მე ჯერ კიდევ ვეძებ კეთილ, მანქანიან პიროვნებას რომელიც 1.5 დღე იქნება ჩემთან ერთად და მომცემს საშუალებას მისი მანქანის გამოყენებით გადავიღო გენიალური ფოტოები. (ჭამა და ძილი უფასოდ ექნება, სუფთა ჰაერიც)

5 comments:

  1. ფრიად ლოგიკური კითხვა: ბებოს ფოტო რატომ არ დევს აქ? ძალიან მაინტერესებს :)

    ReplyDelete
  2. ახლა შევამჩნიე უკანა ფონზე :)

    ReplyDelete
  3. Tazo - ho sheginishnavs tore vapirebdi damewera zalian daukvirvebeli xartqo :D

    ReplyDelete
  4. ra kaiaa sopeliii, ogond me erti tvec didi siamovnebiit dvarchebodii tan zafxulshii :))

    ReplyDelete
  5. WOW!
    რაღაც ზღაპარი გამახსენა... ლოლ მეც რომ ჩავდიოდი სოფელში და თავს სულ სხვა სამყაროში ვგრძნობდი. მაგარი ფოტოებია :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!