GirLs iN dA HoUsE - ჩორვენი - Tjorven

კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Sunday, June 28, 2009

GirLs iN dA HoUsE

მოკლედ დღეს გეგმაში იყო სვითისთან სტუმრად წასვლა. გვანცა და ლოლა შუადღეზევე იქ იყვნენ, მე და ბაკომ კი ცოტა დავიგვიანეთ!

საუკეთესო საღამო იყო, ფაქტიურად ძევიშნიკი, ფაქტიურად იმიტომ, რომ კოტეც სახლში იყო, თუმცა ყურებზე ”ნაუშნიკებ” ჩამოცმულს არაფერი ესმოდა და არც ეცალა ჩვენთვის - თამაშობდა გაქანებული.

4

გოგოები შუა ოთახში ვისხედით, ვჭორაობდით, ვაგემოვნებდით ჭიან ბალს, ვიცინოდით, ვუჩხიკინებდით კომპს და მოკლედ დროს არ ვკარგავდით უქმად.

1საღამოსკენ მოგვშივდა და მარომ თხოვა რამე გააკეთეო (მე ხომ ოჯახის დამსახურებული მზარეული ვარ) ხოდა მეც როგორ ვახვეწებდი დიდხანს -დავთანხმდი. დავთანხმდი , მაგრამ დროებით მარჯვენა ხელის მოძრაობა ფრიად შეზღუდული რახან მაქვს ( წინა პოსტში რომ დავწერე როლიკებით დავეცითქო, იმის გამო) გოგოებმა ყველაზე საპასუხისმგებლო მოვალეობები გადაინაწილეს, მე კი ვხელმძღვანელობდი საჭმლის გაკეთების პროცესს.

მარო კარტოფილს წმენდდა, ბაკო აქუცმაცებდა, გვანცა მოსასხმელ სოუსს ამზადებდა, ლოლა სალათს ჭრიდა, მე ვხელმძღვანელ-ვმეთვაყურეობდი, ხოლო კოტე რა თქმა უნდა თამაშობდა და თამაშობდა.

მინდა გითხრათ ჩინებული ვახშამი გამოვიდა გოგოების დამსახურებით, მზადების პროცესში კი ვმაიმუნობდით მუსიკის ფონზე.

Image Hosted by ImageShack.us

საღამო ძალიან ემოციური და სასიამოვნო იყო! დაიგეგმა მომავალი Weekend-ი და მოკლედ დრო ფუჭად არ დაგვიკარგავს.

გოგოებო მიყვარხართ ძალიან!

3

Sweet-ის პოსტი



Bako-ს პოსტი

Blog Archive

Subsrcribe