დღე რომელიც ერთ ბევრ წელიწადს უდრის!

დღეს გვაინ ავდექი, მეძინებოდა ფრიად , მაგრამ მაინც სულ ხტუნვა ხტუნვით და კუნტრუშით მოვემზადე!

უკანასკნელი 5 წელია როლიკები არ მცმია, ბოლოს მე და ბაკომ წერეთელზე ვიარეთ - ეგ იყო და ეგ! დღეს კი ჩვენი საზაფხულო გეგმის ერთ ერთი ნაწილი – როლიკებით სადმე სიარულის განხორციელება დავიწყეთ!

ჯერ შევხვდით რუსთაველზე, ჩავჯექით გატენილ მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ ავტობუსში და სუნთქვა შეკრულებმა ვიარეთ 15 წუთი :) როგორც იქნა მივაღწიეთ პარკ ”ბომბორამდე”

    14

შესასვლელთან დიიიდად იყო გამოკრული, რომ აკრძალულია ძაღლით, ველოსიპედითა და საჭმლით შესვლა, თუმცა არაფერი იყო გამოკრული როლიკების შესახებ.

დიდი ხანი არ მიფიქრია შევვარდი საინფორმაციო ცენტრში და სხაპასხუპით მივაყარე კითხვა რომელიც ასე ჟღერდა : ” რაც იმ აკრძალვების დაფაზე არაა ესეიგი ნებადართულია ხო?” (ძალიან ლოგიკური კითხვა გამომივიდა) ცოტა გაოგნდნენ, მაგრამ მაინც დამიქნიეს თავები, შემდეგ უკვე ფრიად კმაყოფილი გამოვედი ცენტრიდან და შევაჭერით პარკში.

12დიდი ხანი ვიბოდიალეთ და თავიდან თითქოს მივაკვლიეთ სასურველ ადგილს, ჩავიცვით როლიკები და მე პირველივე ცდაზე სასწაული სისწრაფე ამეკრიფა (ჩემი დაპალი როლიკები ძალიან სწრაფია და დამორჩილება მიჭირს) ხოდა გავიშხლართე :)

მეორე ცდაზეც იგივე ვქენი და ამიტომ გავიხადე როლიკები, თუმცა მერე ბაკომ უკეთესი სწორი, გალოკილი ადგილი იპოვა და იქ კი შევუბერეეთ!

გაოგნებული დაცვა ჩვენს მაიმუნობას ხმის ამოუღებლად აკვირდებოდა, გამვლელებიც ზოგი დანანებით , ზოგი კიდევ გაკვირვებით აღნიშნავდა როლიკების ავ-კარგიანობას.

მოკლედ კარგა ხანი ვიმაიმუნეთ, ფოტოებიც გადავიღეთ და სადღაც 7 საათისთვის იქიდან წამოვედით, ისევ ავეტენეთ გავსებულ ავტობუსში და აი აქ მოხდა ის რაც არასოდეს ყოფილა აქამდე :

მე და ბაკოს ერთი და იგივე ტიპი მოგვეწონა. (ჯერ არც ერთხელ არ 4ყოფილა რომ ერთ და იგივე მამრზე გვეთქვას რომ კაი ტიპია , ან დაგვევასა, ან რამე მსგავსი. არადა 13 წელია მეგობრები ვართ) ერთხმად , უფრო სწორად ერთდროული თვალისჩაკვრით აღვნიშნეთ ეს ამბავი და უცებ დამარტყა გენიალურმა აზრმა – მე ხომ ეს უნდა დავბლოგო, ესეიგი ფოტოც მჭირდება, ესეიგი უნდა ვიპაპარაცო.

 

 

ამოვიღე თუ არა აპარატი კოკომ დამცეცხლა, მარა ვერაფერს გახდა და ამიტომ მორჩილად დაიწყო ჩემი გულშემატკივრობა. მთელი გზა ვცდილობდი ამ ტიპისათვის შედარებით ნორმალური ფოტო გადამეღო, ეს კი მხოლოდ ერთ ერთ გაჩერებაზე მოვახერხე.

boy

აი ასეთი იყო ეს დღე, დღე რომელიც მთელს წელიწადს უდრის, წელიწადს რომელიც ბაკო არ იყო საქართველოში.

პ.ს მგონი ხელი მაქვს ნაღრძობი, ხვალე რენდგენზე წავალ.

პ.პ.ს დანარჩენი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ – Tjorven-My Photo World

Post a Comment

5 Comments

  1. როლიკებიი! ძალიან მინდა ერთხელ ვცადო, თუმცა ჯერჯერობით ოცნებად რჩება :)


    ხო, და კიდევ - მიყვარს პაპარაცული ფოტოები :) ეს ბიჭი ალბათ აზრზეც არ არის რომ ვიღაცის ბლოგზე ’დევს’ :D

    ReplyDelete
  2. აააააა, დღეს ბისერების მაღაზიაში გნახე :) დავაპირე რო მოვსულიყავი და მომეკითხე.. ხელი თაბაშირში გაქვს თუ პროსტა დაგიფიქსირეს? უფ, როგორ ვერ გავბედე მოსვლა, დამღუპავს ეს ჩემი მორიდებულობა რა :)) :*

    ReplyDelete
  3. nino
    vaime rogor ar grcxveniaa axla amas rom cer aq da iq ar mitxari rom shen iiyavii

    omg omg :D
    shemdegze egre ar qna me veravis vxedav da vcnob ziritaDAD ASE ROM SHENIT MITXARI DA GAMOMAFXIZLEE! :*

    ReplyDelete
  4. ამ მბიჭს მგონი ვიცნობ o_O

    ReplyDelete
  5. Anonymous4:25 PM

    მიყვარს ეგეთი დღეები )))

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!