Wednesday, June 10, 2009

ბავშვის დაბადება და განცდები სამშობიაროში

მოკლედ გუშინ დილით – მე , მამაჩემი, ჩემი ძმა და მამაჩემის ცოლის და წავედით სამშობიაროში.

მე-6 დღე იყო და უკვე უნდა გამოეწერათ მამაჩემის ცოლი და ჩემი და .

4

სამშობიაროში მისვლისთანავე დავიწყე გარემოს თვალიერება, მეტი შანსი მაინც არ იყო , ველოდებოდით ყველა პროცედურის სწორად ჩატარებას.

ჰოლში ბევრი ადამიანი იცდიდა, ყველას სახეზე მოლოდინი ჰქონდა აღბეჭდილი, მაგრამ ყველაზე სასაცილოები მაინც ახალბედა მამიკოები და უკვე კარსმომდგარმშობიარობამომლოდინე ქალები იყვნენ.

P1090163

ჩემს ახლოს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოძრაობდა, ძალიან დაძაბული ჩანდა, თავიდან ვერ მიხვდი რატომ , შემდეგ კი მის ხელზე ბეჭედი შევნიშნე ხოლო მობილურზე კი გაუთავებლად შემოდიოდა ზარები. ამ ბიჭის პასუხი სულ ერთი და იგივე იყო “ არა , არ ვიცი, კი ყველაფერი კარგადაა”. ცოტა ხანში უკვე დაცული

P1090164

ტერიტორიიდან გამოვიდა ექიმი და ამ ტიპს თვალები გაუბრწყინდა, მივარდა და დიდხანს ესაუბრებოდა, შემდეგ კი მასაც ხალათი ჩააცვეს და სადღაც წაიყვანეს, ისე საინტერესო იქნებოდა მისი რეაქცია, როდესაც ბავშვს ნახავდა.

მეორე ახალგაზრდა მამაკაცი ძალიან სასაცილო იყო, წინა ეგზემპლარზე უფრო. ორსული ცოლი ჰყავდა გასასინჯად მოყვანილი, თვითონ მისი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ძალიან დაძაბული , მხრებში მოხრილი სვლით ბოლთას სცემდა ჰოლში. უცებ მიირბენდა დაცული ტერიტორიის შესასვლელთან, თავს შეყოფდა და იმედგაცრუებული ბრუნდებოდა უკან.

P1090165ჰოლში როგორც გითხარით ბევრი ორსული ქალი იჯდა, ისინი ძალიან მშვიდად საუბროდბნენ მომავალ მშობიარობაზე, ბავშვის კვებასა და სხვა საჭირო საკითხებზე და სულაც არ ნაღვლობდნენ იმაზე რომ მათთან ერთად მყოფი მამაკაცების ნერვული უჯრედები ელვისუსწრაფესად იხოცებოდნენ.

საერთოდ სამშობიარო გენიალური ადგილია იმისათვის, რომ დააკვირდე და წარმოიდგინო როგორი მშობელი იქნება ესა თუ ის ადამიანი.

თუმცა მე დაკვირვების გაგრძელება ვეღარ შევძელი, ჩვენები გამოვიდნენ და დავიძარით მანქნისაკენ, თანაც მე ხომ ესოდენ დიდი მისია მქონდა, ყველაფერი უნდა აღმებეჭდა.

1

p.s ბოლოსთვის გაცნობებთ მათ ვინც ეს არ იცის – 2 დღეა მე უკვე მაქვს მეორე , ახალი ბლოგი,სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები სხვადასხვა თემაზე, იქ ვერ ნახავთ ხელოვნების ნიმუშებსა თუ ფოტო შედევრებს , მაგრამ შესძლებთ დაინახოთ სამყარო ისე როგორც მე ვხედავ მას ჩემი ობიექტივიდან.

MY PHOTO WORLD!!

6 comments:

  1. ra kargi suni eqneba axla pataras. ise ra daarqvit/daaeqves??
    da meore blogze ar shedis :-S

    ReplyDelete
  2. IRMA daarqves
    gavascporeb links :D

    ReplyDelete
  3. IRMA daarqves
    gavascporeb links :D

    ReplyDelete
  4. აუ, მარუს, ამ რილი სორი, მარა ირმა რა პონტში დაარქვეს?

    ძაან საყუარელი ბავშვია, აი ლაკ ხერ :ლოვე:

    ReplyDelete
  5. iasamani - ai em sori tu, ravic blia mec magas ar vambob!

    ReplyDelete
  6. vaa, gilocavt ojaxshi matebas.

    xoda datos gavs.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!