Tuesday, June 09, 2009

რელიგიური სიბნელე და მარაზმი საზოგადოებაში

მოკლედ დღეს ფრიად საინტერესო დღე მქონდა, მაგრამ ამ დღის პირველ ნაწილზე ხვალე მოგიყვებით , ქვემოთ -პოსტში კი ძალიან საინტერესო შეხვედრის თაობაზე უნდა გესაუბროთ.

Marf(235)

გუშინ თინიმ ფეისბუქის სტატუსში ძალიან საინტერესო შეხვედრის თაობაზე დაწერა, თანაც უნდოდა, რომ ვინმე გაყოლოდა და მეც დიდ ხანს არ მიფიქრია, გადავწყვიტე წავსულიყავი.

6-ს რომ 20 აკლდა თავისუფლებაზე, ყოფილ მერიასთან შევხვდით და ტაბიძის ქუჩაზე მდებარე “კავკასიური სახლისაკენ” გავემართეთ. მისვლისთანავე რაღაც ძალიან მეგობრული და თავისუფლებით გაჟღენთილი ატმოსფერო დაგვხვდა, თინი ვიღაცეებს ესალმებოდა , ელაპარაკებოდა მე კი მქონდა დრო დამეთვალიერებინა ყველაფერი კარგად.

Marf(238)

იქ მყოფი ადამიანები მშვიდი სახეებით საუბრობდნენ საკმაოდ ემოციურ თემებზე, კითხულობდნენ ერთმანეთში უკანასკნელი მოვლენების განვითარების შესახებ…. მოკლედ სასიამოვნო იყო…

ამ შეხვედრის თემა გახლდათ - “არსებული რელიგიური სიბნეელების გადაჭრის ხერხები”. თემაზე ძირითადი მხარე იყო 3 ადამიანი:

  • ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი – ბექა მინდიაშვილი
  • მედიატორი ასე ვთქვათ – ბასილ კობახიძე
  • მღვდელი – მამა ზაზა თევზაძე.

Marf(240)საუბარი ძალიან საინტერესოდ დაიწყო, დაისვა კითხვები თუ რა უნდა ქნას საზოგადოების საღად, ობიექტურად და ინდივიდუალურად მოაზროვნე ნაწილმა, მათ ვისაც უნდა რომ იყსო მშვიდად და აკეთოს ის რაც უნდა, იცხოვროს როგორც უნდა, სწამდეს რისიც უნდა?

როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების მხრიდან არსებული სიტუაციის გაპროტესტება? უნდა ამოიღოს თუ არა საზოგადოების ასეთმა ნაწილმა ხმა? რა ხერხები არსებობს მთლიან საზოგადოებამდე ხმის მიწვდენის? რამდენად რეალურია შედეგის მიღება ასეთი მცირე რაოდენობის აადმიანების მიერ სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობით?

მოკლედ კითხვები ბევრი იყო , ასევე ბევრი იყო პასუხებიც, მსჯელობა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა. ზოგიერთების აზრით აუცილებელია განათლების სისტემაში ცვლილება, ზოგიერთის აზრით აუცილებელია სარჩელი სასამართლოში, დანარჩენები თვლიდენ რომ მედია საშუალებები უნდა გამოიძებნოს ისეთი რომელიც მიუკერძოებელია, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდებოდა რომ ადამიანის თავისუფლება უნდა იყოს ხელშეუხებელი -იქნება ის უმცირესობა თუ უმრავლესობა გამოყოფილი ნებირსმიერი ნიშნით.

Marf(237)

Marf(242)აქვე უნდა აღინიშნოს რომ იქ მყოფი 15-20 ადამიანი გამოთქვამდა აბსოლუტურ მზადყოფნას მოქმედებისთვის და ფიქრიც კი დაწყეს რა, ან როგორ შეიძლება გაკეთდეს, რასაც ხვალინდელ – რიგით მეორე თემატურ შეხვედრაზე განიხილავენ!!

საბოლოოდ მინდა გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა გავიაზროთ - აუცილებელია ხმის ამოღება ყველანაირ უფლებების შელახვაზე, რატომ უნდა დაიჩაგროს სხვადასხვა რელიგიის, ეროვნების თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი?

აუცილებელია საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა დაინახოს , რომ ასე არ შეიძლება , რომ თავისუფლება არის Marf(241)მთავარი მონაპოვარი ცივილიზებულ საზოგადოებაში, მაგრამ ვაართ კი ჩვენ ეგეთები??

გირჩევთ ყველას აუცილებლად დაესწროთ შემდეგ შეხვედრას და გააკეთოთ სულ ცოტა იმისათვის, რომ საბოლოოდ ჯამში მივიღოთ ძალიან ბევრი და შეგვეძლოს იმის თქმა რომ ჩვენ შეგნებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ!!

პ.ს იქ იყო ძალიან მაგარი ადამიანი- სასულიერო სემინარისს პირველი გამოშვების წარმომადგენელი, ადამიანი რომელიც ჩამოვიდა ფშავიდან, მე იშვიათად მინახავს მაგ ასაკის ეგეთი გონება გახსნილი ადამიანები.

თემატური ჩანაწერი - ჯვაროსნები


Tiny

14 comments:

  1. დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი შეხვედრა იქნებოდა, ბექაც და ბასილიც ისეთი ადამიანები არიან, რომელთა მოსმენა ღირს კიდეც და მათთან საუბარი და დისკუსიაც ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრები იმართება, სადაც ადამიანებს შეუძლიათ რეალურად იმსჯელონ სიატუაციაზე, რომელიც მართლაც შემაშფოთებელია და რომელიც რეალურ პრობლემებს უქმნის რეალურ ადამიანებს.

    ReplyDelete
  2. როგორც შენ თქვი შეხვედრას მღვდელიც ესწრებოდა,რომლის მოსაზრების შესახებ არაფერი არ გითქვამს(თუ არ გინდოდა რომ გეთქვა).უკვე გამაღიზიანებელია ყველა ბლოგში,რომ ათეიზმი იქადაგება...აქ სათაურშივეა ჩადებული დიდი ''სიბნელე'' და კომუნისტური იდეოლოგიის მოდერნიზებული ელემენტები.
    ეს ყველაფერი გლობალისტების მონაჩმხია,რომელსაც საქართველოში პროპაგანდისტული მანქანა მუდმივად ატრიალებს...

    ReplyDelete
  3. თორნიკე, თუ გაღიზიანებს ბლოგები, არავინ გაიძულებს, რომ ისინი იკითხო. და საკუთარ ბლოგ–როლში სხვისი ბლოგების დამატება მხოლოდ იმ მიზნით, რომ საკუთარს რეკლამა გაუკეთო, ცოტა არაკეთილსინდისიერი მგონია. ბლოგები გაღიზიანებს, და ლისტში რისთვის გყავს ჩასმული? ათეიზმი დანაშაულია? ან სად დაინახე ათეიზმი? თუკი ადამიანს სურს სწამდეს და სჯეროდეს ისე, როგორც მას ესმის, ეს დანაშაულია? თუ მაინც და მაინც ე.წ. „მართლმადიდებელი მშობლების“ გვერდით უნდა იდგეს და მაშინ ჩაითვლება ჭეშმარიტ მორწმუნედ?

    გაღიზიანებს და „გადართე“ სხვა არხზე. რა შუაშია კომუნისტური იდეოლოგია? უკაცრავად და ჩვენი ღრმადპატივცემული ვინც ჯერ არს, კომუნისტების პერიოდში არ აირჩიეს და აკურთხეს? თუ მაშინ კომუნისტები კარგები იყვნენ?

    ვინ არიან გლობალისტები? რა პროპაგანდაზე ლაპარაკობ? ღმერთს რომ თავისი სატელევიზიო არხი აქვს ამაზე მეტ პროპაგანდას სადმე ხედავ? პროპაგანდა კი არა მე მკითხა და სხვას ბევრს ვინმემ, რომ ჩემი გადასახადებიდან ფინანსდება დაწესებულება, რომლის დაფინანსების სურვილი საერთოდ არ გამაჩნია? ასე რომ ჩემო კარგო, ცოტა შეარჩიე ტერმინოლოგია, როცა ვიღაცაზე ლაპარაკობ. მინდა ათეისტი ვიქნები და მინდა ბაჰაისტი, ეს არავისი საქმე არ არის!

    ReplyDelete
  4. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  5. zvirfaso tornike, me arc erti adamianis konkretul mosazrebaze ar damiceria, mamaom ki romelic iq iyo imdenad zlieri sityvenbi tqva rom yvelani suntqvashekrulebi visxedit. mag mamaom zalian logikuri da obieqturi mizezebi daasaxel ratom ar unda iyos religia fanatizmisgan gamoyofili, rom fanatizmi ukve kerptayvanismcemlobaa. mamao iyo zalian obieqturi zalian gaxsnili da sagadmoazrovne!!

    sibneleshi igulisxmeba zustad fanatizmi da religiis zurgs amofarebuli agresia! religia (uklebliv yvela) shemcynareblobas qadagebs magram mshobelta kavshirebi da sxvani amas ugulebelyofen da relogiis zurgs amofarebuli sashinel saqmeebs chadian! me minda viyo tavisufali yvela jvarismqneveli fanatikosis gavlenisgan! minda mjerodes gmerti ise rogorc minda da minda im gmertis mjerodes romelic cheshmariti mgonia!!

    ar var ateisti da arc rames vqadageb, xolo tu chemi an vinmes blogi gagizianebs alexandrem scorad gitxra nu shemoxval da daivicye!!!!

    ReplyDelete
  6. ეს რას დაივიწყებს, თავის ბლოგზე იმხელა რაღაც გადმობეჭდა საიდანღაც ჰომოსექსუალობის ცოდვილობაზე, რომ აწი ალბათ ხშირი სტუმარი იქნება იმ ბლოგების, რომლებიც არ მოსწონს და რომელებიც მის "მრწამსს" ეწინააღმდეგება, ამასთან ერთად ცდილობს თავის ბლოგს რეკლამაც გაუკეთოს. ორი კურდღლის დაჭერა უნდა ერთდროულად. ალბათ ამისთვის შესაბამის დაფინანსებასაც იღებს იქიდან, სადაც ჯერ არს.

    ReplyDelete
  7. Alex - sheizleba , magram ne nam suZiw , tak shto yvela tavisufalia, aketebs imas rac unda da rogorc unda, aseve sheuzlia azri gamoxatos tundac chems blogze da me amashi xels ar shevushli tu ra tqma unda koreqtulobis zgvars ar gacdeba!

    ise zalian gamixarda sheni komenti!!

    ReplyDelete
  8. იცი რაშია ჩორვენ საქმე? ასეთები ტკბილი სიტყვებით იწყებენ და ამთავრებენ იმით, რომ ვინც არ მოსწონთ ხის ჯოხებს ურახუნებენ თავში, მერე წიგნებს წვავენ, მერე ალბათ სახლში შემომივარდებიან და ტელევიზორს გადამიგდებენ, რომ ტელევიზიიდან "გარყვნილება" არ ვისწავლო. ამიტომაც მაქვს ასეთი რეაქცია. როდემდე უნდა გაგრძელდეს საზოგადოების დაბოლება და დაჩმორება. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მილიონებს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩემი გადასახადებიდან და მერე კიდევ ჭკუას მასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვრო. ამაშია საქმე...

    ReplyDelete
  9. Alex martali xar , zustad magaze iyo saubari gushindel shexvedraze da dgesac iqneba shexvdera ukve konkretul qmedebebtan, tu gainteresebs shegizlia momcero busuna(at)gmail.com da moxvide shemdeg shexvedraze an ubralod shemizlia aq tu ar davcer iq mogcero ra da rogor iqneba da virtualurad shemouertde am mozraobas sheni ideebit magalitad :)

    ReplyDelete
  10. ალბათ მაინც ჯობია, რომ როცა დაწერ შენს ბლოგზე, შემოგეხმიანები :) ფიზიკურად არც დრო მაქვს და სხვა მიზეზებიც ბევრია, რომ კონკრეტულად ასეთ შეხვედრებზე ვერ მოვიდე :) თუმცა ეს ხალხი, ვინც ზემოთ ახსენე, ეცხო არ არის ჩემთვის და კარგად ვიცი მათი პოზიცია :) მიხარია, რომ თქვენც მოუსმინეთ მათ. მთლად კარგი პასუხი ვერ გამომივიდა შენს წინადადებაზე, მაგრამ იმედია გაგებით შეხვდები :)

    ReplyDelete
  11. ra tqma unda amitom iyo chems variantshi bevri shesazleblobebi, vecdebi maqsimalurad bevri vwero!!!

    ReplyDelete
  12. dzalian sainteresoa, dzalian mainteresebs amdagvari shexvedrebi da sad da rodis tardeba tu dacer sheidzleba momaval shexvedraze tu movaxerxeb camovide :)
    p.s. momecona sheni blogi da akamde rato ar shemovedi mikvirs chagamateb chemtan :)

    ReplyDelete
  13. Dreamer welcome dear!!1 mec chagamateb!!

    ReplyDelete
  14. საინტერესო თემაა. კარგია რომ დასწერას განაგრძობ.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!