სიურპრიზი რომლისგანაც კინაღამ გული გამიჩერდა - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Sunday, June 07, 2009

სიურპრიზი რომლისგანაც კინაღამ გული გამიჩერდა

გუშინ ღამე , უფრო სწორად დღეს (7 ივნისს) ღამის 2 საათზე დავწექი დასაძინებლად, დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, ოფფროუდზე მივდივარ….

კარგა ხანს ვიწრიალე , როდის ჩამეძინა არ ვიცი…. დაახლოებით 5ის ნახევარზე მირეკავს მეგობარი(ბაჩი) და მეუბნება რომ ჩემთან მოდის და აუცილებლად უნდა მნახოს (ნუ ვინაიდან ჩემთვის მეგობრობა ვერტიკალურია და თან ბრუნვადია, რა თქმა უნდა სასწრაფოდ ავდექი ხალათი ჩავიცვი და ჩავედი ქვემოთა სართულზე) , 5 წუთში ჩემს კარებთან იდგა მისი მანქანა. კარები ჩუმად გავაღე (მამაჩემს ეძინა და გულიც გაუსკდებოდა რომ გაეგო ხმა) შემოვიდა , როგორ ხარო ძალიან უცნაური სახით მკითხა, დავჯექით სმზარეულოში და უცებ წამოხტა , “მანქანაში რაღაც დამრჩაო” და გაემართა ისევ კარებისკენ, ნუ მეც მორჩილად გავაღე კარი და ველოდები ….

P1090118

ველოდები და ამ დროს კი სიბნელეში მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა , კარებთან მოირბინა და …..

P1090136 ვეღარ ამოვისუნთქე, სახლში შემოვედი და კედელთან ჩავიკეცე…. ჩემი 13 წლიანი სიყვარული, ერთადერთი ამ დროისათვის , ის რომელიც ერთი წელია პრაღაშია სასწავლებლად და რომელიც 16 ივნისს უნდა ჩამოსულიყო…. ჩემს კარებთან იდგა…. ცრემლები ძლივს შევიკავე…. ვერ აგიღწერთ რა გრძნობა დამეუფლა…. ჩავეხუტე და … სუნთქვა ძლივს დავიწყე…..

დებილი, დებილები…. კინაღამ გული გამიჩერდა….

სიურპირიზი ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს ნამდვილად……

მთელი ღამე ვიჯექით , ვიცინოდით, გვიყვებოდა პრაღის ამბებს…. ამ დროის განმავლობაში მოვასწარით ნაყინის , მარწყვის და კიდევ ბევრი საკვების შთანთქმა…. ამ წუთამდე აზრზე ვერ მოვსულვარ….

დებილი, არადა ეგონა რომ მივხვდებოდი , სულ ვხვდები ხოლმე ყველაფერს , მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდებოდი, არადა რამდენიმე დღით ადრე ეს იდეა მე თვითნ შევთავაზე ოჯახისთვის გაეკეთებინა და უარი მტკიცა , თვითონ კი თურმე ზამთრიდან ამას გეგმავს….

P1090138

საყვარელიი, ღმერთო რა უკიდეგანოდ მიყვარს!!!!!

ეხლახანს წავიდნენ, ოჯახი უნდა ნახოს, არც იმათმა იციან….  არადა ჩემთან მოვიდა , დილა უთენია….

P1090142

თანაც იცოდა, რომ ჩემი გაღვიძება საშინელი საქმეა, მაგრამ ისიც იცოდა

რომ ძალიან გამიხრდებოდა, მაგრამ ნამვილად არ იცოდა რომ ასე

უკიდეგანოდ გამიხარდებოდა!!!

ძალიან მიყვარს და ამ წუთამდე ჯერ ააზრზე ვერ მოვედი!!!!

კოკო მიყვარხარრრ!!!!!

 

პ.ს ულამაზესი საჩუქრები ჩამომიტანა

P1090144

Blog Archive

Subsrcribe