Friday, June 19, 2009

2 ბლოგერს ბავშვები შეეძინათ!

მოკლედ დღეს საღამოს მას შემდეგ, რაც დოდკამ დამირეკა და მამაჩემისთვის რაღაცეები მაკითხინა , აღმოჩნდა რომ სამშობიაროში ამოყოფდა თავს.

რა თქმა უნდა არ დავაყოვნეთ და მე, ლოლიტა და ლევან17-იც გავეშურეთ სამშობიაროსკენ. სამშობიაროში უკვე ნერვიულობდნენ დოდის დედა, კიბორგას (მამა რომ ქვია და ქმარი)დედა და ძმა , ხოლო მამა ანუ კიბორგა ანუ ქმარი იჯდა გაუნძრევლად, წარბშეუხრელი და ეგრე იჯდა ბავშვის ნახვამდე, მაგრამ ეგ იქით იყოს…

მოკლედ რომ მივედით დოდის უკვე ამზადებდნენ ასე რომ ვერ ვნახეთ , ამიტომ მისაღებში განვთავსდით და დავიწეთ საუბარი, ხუმრობა და ბევრი სიცილი. სადღაც 2-3 საათი იქნებოდა რომ მეორე მშობიარეც გამოჩნდა ჯამრთელობის სახლის კარებში….

დიახ დიახ, ეს ზუსტად ბავშვუკელას დაგვიანებით შეწუხებული , ”მატყუარა” დედა თაა გახლდათ, მას უკვე ძალიან სტკიოდა მუცელი და სავარუდოდ ქმარმა და დედამ (შეიძლება ვცდები და დედა არა დედამთილი იყო) მოიყვანეს. თააც მალე გაუჩინარდა სამშობიაროს დახურულ (მნახველებისთვის ) სივრცეში.

ასე ვიჯექით მანამდე სანამ დაახლოებით დილის 4საათისთვის არ გამოვიდა ექიმი და არ გვითხრა, რომ დოდკას ბავშვი გაუჩნდა -

3.4კგ და 52 სმ. შემდეგ კიბორგა ანუ ქმარი ანუ მამა და დოდის დედა შევიდნენ ბავშვის და კისის სანახავად და პატარას ფოტოც გადაუღეს (ბავშვი ფოტოზე გაკაპასებული ღნავის, მაგრამ საყვარელია)

აი ასე ბლოგერებო და უკვე დედიკო ბლოგერებო გილოცავთ , ჩვენს რიგებს კიდევ ორი ადამიანი დაემატა რომლებზეც სულ მალე საინტერესო ისტორიებს წავიკითხვათ მეზობელ ბლოგებზე :)

7 comments:

  1. vaaaaaaa dzalian magariaa, sakeisro gaiketaa tu tavisit ? gamixardaa dzaaan :))))

    ReplyDelete
  2. sakeisro gaiketa :) gautkivarebit
    zalian advilad da kargad chaiara yvelaferma

    ReplyDelete
  3. ჰაჰა
    რა მაგარია
    ორივე რომ ნახეთ იქ )))
    მეც მინდოდა წუხელ მანდ

    ReplyDelete
  4. gamexarda dzalian! vulocav axal dedikoebs da shvilebis kargad yofnas vusurveb :)

    ReplyDelete
  5. უფ, ძააან მაგარია ამბავია :)

    მრავლდება და ძლიერდება ბლოგოსფერო! :)

    ReplyDelete
  6. MR & MRS world-ebi arian !!!

    :love vika:

    ReplyDelete
  7. me mapatie chemo kargo, dges dzaan shemtxvevit vnaxe es posti
    udidesi madlobebi molocvistvis :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!